ანდრია გვიდიანი: მიკერძოებული ორგანიზაციები დეზინფორმაციის გავრცელების გზით ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და ამიტომ ჰესების მიმართ არის გაუგებარი კამპანია
ანდრია გვიდიანი
ფოტო: Facebook
ძალიან კარგია ასეთი ტიპის შეხვედრების მოწყობა და ზოგადად, ასე ვთქვათ, კომუნიკაციის სივრცის გახსნა ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით. საზოგადოებაში არსებობს არასწორი განწყობა, არასწორი განცდა და არის დეზინფორმაციული კამპანიის ძალიან დიდი ნიაღვარი, რომელიც საბოლოო ჯამში საზოგადოებას არასწორ მოლოდინებს უყალიბებს ჰიდროენერგეტიკასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ექსპერტმა, ანდრია გვიდიანმა პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განაცხადა, სადაც „ნამახვანი ჰესის“ საკითხზე მსჯელობენ.
მისი თქმით, ყველაზე დიდი პრობლემა არის კომუნიკაციაში, საზოგადოების გარკვეული ნაწილი ე.წ. მწვანე არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა ტიპის მიკერძოებული ინტერესების მქონე ორგანიზაციები ხშირ შემთხევაში დეზინფორმაციის გავრცელების გზით ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და აქედან გამომდინარე ხდება სწორედ ის, რომ ჰესების მიმართ არის რაღაცა გაუგებარი კამპანია.
„როდესაც ვსაუბრობ დეზინფორმაციაზე, როდესაც ვსაუბრობ ე.წ. ზემოთ ხსენებული მწვანე არასამთავრობოების განცხადებებზე, აქ არის კონკრეტული ფაქტები, არაერთხელ გადამოწმებული და შეფასებული, სადაც ეს ორგანიზაციები ცდილობდნენ ტყუილების თქმას, ისეთების, როგორებიც არის მაგალითად ისეთი გაუგებარი ტყუილები, რომ თითქოს თერგი დაშრა, თითქოს ეს რაღაცა ყბადაღებული მაინინგის თემა, თითქოს მაინინგის გამო არის ასე ვთქვათ ელექტროენერგიის მზარდი მოთხოვნა და ა.შ., რაც, რა თქმა უნდა, არ შეესაბამება სიმართლეს. საერთოდ არ არსებობდა ბიტკოინი, საერთოდ არ არსებობდა მაინინგი, მაგრამ მაინც იზრდებოდა ელექტროენერგიაზე მოთხოვნა და შესაბამისად ყოველწლიურად დადასტურებულია, რომ 5 პროცენტიანი ზრდა გვაქვს და უბრალოდ ამის გაგება არ უნდათ ამ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ ელ.ენერგიის მზარდი მოთხოვნის ფონზე ჩვენ აღმოვჩნდებით საკმაოდ დიდი პრობლემების წინაშე. ჩვენთან ასევე პრობლემაა ის, რომ დღეს დგას საკმაოდ არასწორად საკითხი, საერთოდ გვინდა თუ არა ჰესები ამაზე ვმსჯელობთ და არ ვმსჯელობთ იმაზე, როგორ გვინდა ამ ჰესების განვითარება.
მთავარი არის ის, რომ ჩვენ უნდა შევთანხმდეთ და უნდა იყოს კონსენსუსი იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენთვის ჰესების მშენებლობა და დიდი მარეგულირებელი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და მერე უნდა ვისაუბროთ იმ დეტალებსა და ტექნიკურ საკითხებზე უნდა მიდიოდეს თუ არა მსჯელობა თუ როგორ უნდა განვითარდეს, როგორ უნდა განხორციელდეს და ა.შ.
ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი რესურსი და ჰიდროპოტენციალი, რომელსაც, სამწუხაროდ, არ ვითვისებთ და მიმაჩნია, რომ ყველაზე დიდი პრობლემა არის სწორედ ამ ჰიდროპოტენციალის ათვისებაში. ფასებთან დაკავშირებით იყო ასევე ძალიან არასწორი ინტერპრეტაციები, იმპორტის ფასებთან დაკავშირებით და ამ არასამთავრობო ორგანიზაციებს სურთ წარმოაჩინონ, რომ თითქოს იმპორტირებული ენერგია უფრო იაფია და იმპორტირებულ ენერგიაზე დამოკიდებულება უფრო ხელსაყრელია საქართველოსთვის ვიდრე ადგილობრივი გენერაცია, რაც, რა თქმა უნდა, არ არის სწორი და მთავარია ის სწორედ დღის და პიკური საათების ტარიფები, რომელიც ჩვენ შემოგვაქვს იმპორტზე, რომელიც არის 7, 8, 9 ცენტი და ყოველწლიურად ასევე ეს საიმპორტო ტარიფებიც არის მზარდი, შესაბამისად 10 წლის შემდეგ, როდესაც ჩვენ გვექნება უფრო დიდი ელექტროენერგიის მოთხოვნა, გაცილებით უფრო დიდი პრობლემის წინაშე ვიდგებით, როცა ჩვენს მეზობელ ქვეყნებში დაგვხვდება გაძვირებული საიმპორტო ელექტროენერგია და არანაირი საპირისპირო საშუალება არ გვექნება, რომ იმპორტირებულ ენერგიას თავი დავაღწიოთ.
აქედან გამომდინარე, მთავარია საზოგადოებაში შეიქმნას ისეთ ტიპის განცდა, კონსენსუსი, რომელიც იქნება სიმართლეზე დაფუძნებული და სწორედ ასეთი ტიპის განხილვები გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ყოველ ჯერზე ვამხილოთ ის ტყუილები, რაც მოდის ე.წ. მწვანე არასამთავრობო ორგანიზაციების და ე.წ. გარემოს დამცველების მხრიდან“, - განაცხადა ანდრია გვიდიანმა.
ყველა სიახლე
23 სექტემბერი 2026, 10:34
სამართალი
სამართალდამცველებმა აჭარაში ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით დანაშაულებრივი ჯგუფის 1 წევრი დააკავეს, ხოლო 3 პირს ბრალი წარედგინა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს, სამ პირს კი ბრალი წარედგინა, მათ შორის ერთი საზღვარგარეთ მიმალვაში მყოფი კრიმინალური ავტორიტეტია. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
23 სექტემბერი 2026, 10:32
საზოგადოება
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ რუსთავში ახალგაზრდებთან საგანმანათლებლო შეხვედრა გამართა
შეხვედრის ფარგლებში, სააგენტოს თავმჯდომარემ ახალგაზრდებს მიაწოდა ინფორმაცია ჯანსაღი კონკურენციის მნიშვნელობისა და მომხმარებელთა ინტერესებზე მისი გავლენის შესახებ - როგორ უწყობს ხელს კონკურენტული გარემო უკეთესი ფასისა და ხარისხის შეთავაზებას. მან ასევე გააცნო კონკურენციის შემზღუდველი პრაქტიკების გამოვლენისა და მათ წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმები.
23 სექტემბერი 2026, 10:09
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტების ფარგლებში გაჟღერდება, თუ რა არის ქართული საზოგადოების ნება - პარტნიორული ურთიერთობები გვექნება ყველასთან, ვინც პატივს სცემს საქართველოს სუვერენიტეტს
საქართველოს მიმართ საერთაშორისო ინტერესის ზრდაზე და ქვეყნის სუვერენიტეტის მნიშვნელობაზე „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა ისაუბრა.
23 სექტემბერი 2026, 10:02
კულტურა
ტეილორ სვიფტმა ახალი სიმღერა დააანონსა
„სულმოუთქმელად ველოდებოდი შესაძლებლობას, თქვენთვის მეთქვა: ჩემი ახალი სინგლი Patient Zero 25 სექტემბერს გამოვა“, - დაწერა სვიფტმა სოციალურ ქსელში.
23 სექტემბერი 2026, 09:55
ეკონომიკა
საქართველოს ჩინეთიდან ტურისტული სექტორისა და შოუბიზნესის წარმომადგენლები ეწვივნენ
ინფოტურის პარალელურად, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით, საქართველოს ცნობილი ჩინელი მსახიობი და ინფლუენსერი სუნ ი (Sun Yi) ეწვია. მოგზაურობისას მან თბილისი, მცხეთა, ანანური, გუდაური, ყაზბეგი და გერგეტის სამება მოინახულა.
23 სექტემბერი 2026, 09:39
მსოფლიო
რა ვითარებაა ამ დროისთვის უკრაინაში
უკრაინის დედაქალაქში დარტყმები რამდენიმე რაიონში დაფიქსირდა. სოლომენსკის რაიონში ხანძარი სატრანსპორტო საწარმოს ტერიტორიაზე გაჩნდა. გოლოსეევსკის რაიონში ცეცხლი სასაწყობო ფართობს გაუჩნდა, რუსული დრონების დარტყმის ქვეშ მოჰყვა ავტოგასამართი სადგურიც.
23 სექტემბერი 2026, 09:27
მსოფლიო
ზელენსკიმ და სიბიგამ ევროკავშირი უსმანოვისა და ფრიდმანისთვის სანქციების მოხსნის გამო გააკრიტიკეს
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირის მიერ რუსი ოლიგარქებისთვის სანქციების მოხსნას „თვითმკვლელური“ უწოდა. მისი თქმით, იმ ფონზე, როდესაც რუსეთი უკრაინის დაბომბვას გაეროს გენერალური ასამბლეის პარალელურადაც აგრძელებს, „ცალკეული რუსი ოლიგარქების სანქციების სიიდან ამოღების სიგნალები კონტრპროდუქტიულია“. ზელენსკიმ დასძინა, რომ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა მზაობა გამოთქვა, იმუშაოს სანქციების სიაში დამატებითი გვარების შეყვანაზე.
23 სექტემბერი 2026, 09:24
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრს, ლიუ ვეის შეხვდა
შეხვედრას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის რკინიგზის და საავიაციო ადმინისტრაციების ხელმძღვანელი პირები, COSCO SHIPPING Holdings -ის გენერალური მენეჯერი ლი ძი, ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები - თამარ იოსელიანი, ირაკლი ნადარეიშვილი და გენადი არველაძე ესწრებოდნენ.
23 სექტემბერი 2026, 09:13
მსოფლიო
მარკო რუბიო: რუსეთ-უკრაინის ომი არ დასრულდება რომელიმე მხარის დამაჯერებელი სამხედრო გამარჯვებით. ის შეთანხმებით დასრულდება და რაც უფრო სწრაფად მოხდება ეს, მით ნაკლები ადამიანი დაიღუპება
„ამ ეტაპზე ენერგეტიკული შეთანხმება არ არსებობს, თუმცა ეს ომი არცერთ მხარეს არ აწყობს, ამიტომ მისი შეჩერება სრულიად ლოგიკურია. სამწუხაროდ, საგარეო პოლიტიკაში ის, რაც ლოგიკურია, ყოველთვის არ ხდება,“ - აღნიშნა რუბიომ.
23 სექტემბერი 2026, 08:35
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი 23 სექტემბერს საქართველოში
23 სექტემბერს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +31 და ღამით +19 გრადუსი დაფიქსირდება.
23 სექტემბერი 2026, 08:33
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი „კორძის“ კონცერტზე: დღეს ევროკავშირი აფინანსებს იმას, რისგან დასაცავადაც შეიქმნა თავის დროზე. აფინანსებს „მოლოტოვის კოქტეილებს“, რომ ცოცხლად დაწვან პოლიციელები, მილიონობით ადამიანის შეურაცხმყოფელი ადამიანების კონცერტებს
დღეს ევროკავშირი აფინანსებს იმას, რისგან დასაცავადაც შეიქმნა თავის დროზე. აფინანსებს „მოლოტოვის კოქტეილებს“, რომ ცოცხლად დაწვან პოლიციელები, მილიონობით ადამიანის შეურაცხმყოფელი ადამიანების კონცერტებს, - განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.
23 სექტემბერი 2026, 08:27
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი „კორძის“ კონცერტზე: რატომღაც მიაჩნიათ, რომ საქართველოში ყველას, ვინც სხვადასხვა საშუალებით რადიკალიზმს, ექსტრემიზმს და საზოგადოების გახლეჩას ემსახურება, ხელი უნდა შეუწყონ
რატომღაც მიაჩნიათ, რომ საქართველოში ყველა ის, ვინც სხვადასხვა საშუალებით რადიკალიზმს, ექსტრემიზმს და საზოგადოების გახლეჩას ემსახურება, მათ ხელი უნდა შეუწყონ, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.
23 სექტემბერი 2026, 08:14
მსოფლიო
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დანიისა და გრენლანდიის პრემიერ-მინისტრებთან ერთად გრენლანდიის საკითხზე შეთანხმებას ხელი მოაწერა
დოკუმენტი ვაშინგტონს კუნძულის უსაფრთხოებასა და სტრატეგიულ საჭიროებებზე მუდმივ კონტროლს ანიჭებს. ამასთან, ვაშინგტონის წერილობითი თანხმობის გარეშე არც ერთ სხვა ქვეყანას სამხედრო ბაზის ან ძალების ყოლის უფლება არ ექნება.
23 სექტემბერი 2026, 08:10
რეგიონი
ქობულეთში ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს გასვლითი სხდომა გაიმართა
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტის, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის, ზურაბ აბაშიძის ხელმძღვანელობით, ქობულეთში ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს გასვლითი სხდომა გაიმართა.
23 სექტემბერი 2026, 08:08
საზოგადოება
თბილისში საუდის არაბეთის სამეფოს 96-ე ეროვნული დღე აღინიშნა
თბილისში საუდის არაბეთის სამეფოს 96-ე ეროვნული დღე აღინიშნა. სიტყვით გამოვიდნენ საქართველოში საუდის არაბეთის ელჩი და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე.
23 სექტემბერი 2026, 08:00
პოლიტიკა
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ლუქსემბურგს ეწვევა
კანონმდებლები ერთობლივი აუდიენციის ფარგლებში არაერთ საკითხს განიხილავენ. ისაუბრებენ საპარლამენტო დიპლომატიის როლზე ორმხრივი ურთიერთობების უფრო მეტად გაღრმავების კონტექსტში.
23 სექტემბერი 2026, 01:05
მსოფლიო
მაკრონი რუსეთსა და უკრაინაში ენერგოინფრასტრუქტურაზე იერიშების „ორმხრივი მორატორიუმის“ დაწესების ინიციატივით გამოდის
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა, „რუსეთი საკუთარი განცხადებების პირისპირ დააყენოს“ და გამოვიდა ინიციატივით, დაწესდეს „ორმხრივი მორატორიუმი“ რუსეთსა და უკრაინაში ენერგეტიკულ ობიექტებზე განხორციელებულ დარტყმებზე.
23 სექტემბერი 2026, 00:26
მსოფლიო
„მსოფლიო ხუთზე მეტია“ - ერდოღანი გაეროს უშიშროების საბჭოს რეფორმირებას ითხოვს
გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გაეროს უშიშროების საბჭოს სტრუქტურის შეცვლის შესახებ თავისი მრავალწლიანი მოთხოვნა კიდევ ერთხელ გააჟღერა.
23 სექტემბერი 2026, 00:12
მსოფლიო
მოლდოვის პარლამენტმა ენერგეტიკულ და ჰიდროტექნიკურ სექტორებში 60 დღის ვადით საგანგებო მდგომარეობის შემოღებას მხარი დაუჭირა
მოლდოვის პარლამენტმა ენერგეტიკულ და ჰიდროტექნიკურ სექტორებში 60 დღის ვადით საგანგებო მდგომარეობის შემოღებას მხარი დაუჭირა. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი გაზსა და საწვავზე ფასების მკვეთრი ზრდა, ასევე მდინარე დნესტრში წყლის დონის კლება გახდა.
23 სექტემბერი 2026, 00:03
მსოფლიო
ლიეტუვის პრეზიდენტი: რუსეთმა ომი უკვე წააგო
გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას, ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ მკაცრად დაგმო ვლადიმირ პუტინის შეჭრა უკრაინაში და აღნიშნა, რომ ეს კონფლიქტი უკვე პირველ მსოფლიო ომზე დიდხანს გრძელდება.


