IMEDI /  09 მარტი 2021, 12:28 / სანდო წყარო

ნათია თურნავა: როცა ვინმე დაჟინებით ქადაგებს, რომ ენერგოუსაფრთხოება და ენერგოდამოუკიდებლობა მოგონილია, ან ცდება ან არ ემსახურება ქართულ ინტერესებს

ნათია თურნავა

ნათია თურნავა

მინდა, მოსახლეობის გასაგონად ვთქვა, თუკი რომელიმე პირი დაჟინებით ქადაგებს, რომ ენერგოუსაფრთხოება და ენერგოდამოუკიდებლობა მოგონილი რამ არის, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს პირი ან ორგანიზაცია უბრალოდ შეცდომაშია შეყვანილი ან არ ემსახურება ქართულ ინტერესებს, - ეს განცხადება, პარლამენტში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ დარგობრივი ეკონომიკის, ეკონომიკური პოლიტიკისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე გააკეთა.

„ამ შემთხვევში, ეს განცხადებები ემსახურება სხვა ენერგოექსპორტიორი ქვეყნის და კომპანიების ინტერესებს. ეს ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს“, - აღნიშნა თურნავამ.

ამასთან, მცდარია შეფასებები, რომ ევროკავშირის ქვეყნებში არ ზრუნავენ ენერგოდამოუკიდებლობასა და უსაფრთხოებაზე. „ეს არასწორი მსჯელობაა. მოგახსენებთ, რომ ევროპის 29 სახელმწიფო ტექნიკურად დღეს მზადაა თავისი ენერგორესურსებით, იმპორტის გარეშე უზრუნველყოს მოსახლეობის 99,9%. აქ საუბარია ევროპაზე, სადაც ქვეყნებს შორის პოლიტიკური ურთიერთობები არის ჰარმონიული და არა ისეთი, როგორ ტურბულენტურ რეგიონშიც ჩვენ ვიმყოფებით“, - აღნიშნა თურნავამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივი სხდომა მიმდინარეობს, სადაც ნათია თურნავასა და ლევან დავითაშვილის მონაწილეობით „ნამახვანი ჰესის“ პროექტთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებს განიხილავენ. სხდომას, დეპუტატებთან ერთად ექსპერტები, ენერგეტიკოსები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და „რიონის ხეობის მცველების“ წარმომადგენლები ესწრებიან.

ყველა სიახლე

12 აპრილი 2021, 16:59

საზოგადოება

ალასანიას ქუჩაზე სკვერი მოეწყო

საბურთალოს რაიონში, ალასანიას ქუჩა N36-ის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერი მოეწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, პროექტის შედეგად, 1 500 კვადრატულ მეტრ ფართობზე მოეწყო LED განათების ქსელი, საჩრდილობელი, საფეხმავლო ბილიკები და საპარკე სკამები. ასევე, ბავშვებისთვის სხვადასხვა სახის ატრაქციონი დამონტაჟდა. ტერიტორიაზე გამწვანების სამუშაოებიც განხორციელდა.

ალეკო ელისაშვილი

12 აპრილი 2021, 16:52

პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი: მიმიფურთხებია ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც საქართველოს მოქალაქეობაზე უარს ამბობს

მე პატივს ასეთ ხალხს ვცემ და არა ისეთ ადამიანებს, რომლებიც ჯერ ავკაცობენ და ხალხზე ძალადობენ, როცა ხელისუფლებაში არიან, შემდეგ კი ამ ქვეყნიდან გარბიან და საქართველოს მოქალაქეობაზე უარს ამბობენ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

12 აპრილი 2021, 16:52

მსოფლიო

ნეთანიაჰუ: ომი არ გვინდა, მაგრამ ირანის მიერ ბირთვული იარაღის მოპოვებას არ დავუშვებთ

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამი ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში უფრო საშიში და სერიოზული საფრთხე არ არსებობს, ვიდრე ირანის ფანატიკური რეჟიმის მხრიდან მომავალი საფრთხე.

12 აპრილი 2021, 16:48

სპორტი

ხვალ თბილისის ოლიმპიური სასახლე საქართველოს თასის მატჩებს უმასპინძლებს

ხვალ, 13 აპრილს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში საქართველოს თასის მატჩები გაიმართება. 4 შეხვედრის ფარგლებში, ერთმანეთს 8 გუნდი დაუპირისპირდება: ტიტები vs აფხაზეთი; კაკტუსი vs რუსთავი; დინამო vs ქუთაისი; ოლიმპი vs თსუ.

გიორგი ბარამიძე

12 აპრილი 2021, 16:45

პოლიტიკა

გიორგი ბარამიძე: ვადამდელი არჩევნები ჩვენი მთავარი მიზანია, სხვა ყველაფერი მეორეხარსიხოვანია

ვადამდელი არჩევნები არის ჩვენი მთავარი მიზანი, სხვა ყველაფერი მეორეხარსიხოვანია, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ბარამიძემ ტელეკომპანია ,,პირველის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ხელოვნური კრიზისის განმუხტვას სჭირდება ვადამდელი არჩევნები.

12 აპრილი 2021, 16:34

მსოფლიო

ჰაიტიში ხუთი მღვდელი და ორი მონაზონი გაიტაცეს

ჰაიტიში ხუთი მღვდელი და ორი მონაზონი გაიტაცეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ირაკლი კობახიძე

12 აპრილი 2021, 16:34

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: დავპირდით „ევროპულ საქართველოს“, რომ 3 %-იანი პარტია იქნებოდა, თუმცა მალე ეს 3%-იც საოცნებო ექნებათ

ჩვენ დავპირდით „ევროპულ საქართველოს“, რომ 3 %-იანი პარტია იქნებოდა თუმცა როგორც აღმოჩნდა, გადაჭარბებით შევასრულეთ ეს დაპირება და 3%-იც საოცნებო იქნება მათთვის ნებისმიერ შემდგომ არჩევნებში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ „აიპრესთან“ ინტერვიუში განაცხადა.

შსს

12 აპრილი 2021, 16:23

სამართალი

შსს: სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, რიონის ხეობაში არიან მობილიზებულები

შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, რიონის ხეობაში არიან მობილიზებულები. განცხადებას შსს ავრცელებს. უწყების განცხადებით, უსაფრთხოების მიზნით, რიონის ხეობაში მოქალაქეთა გადაადგილება გარკვეულ მიმართულებებზე დროებით იზღუდება პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის 25-ე და 26-ე მუხლების შესაბამისად.

არჩილ თალაკვაძე

12 აპრილი 2021, 16:22

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: მეათე მოწვევის პარლამენტი ზედამხედველობის მანდატის განხორციელებაში აქტიურია და ეს კიდევ უფრო გაიზრდება - მნიშვნელოვანია ოპოზიციის ჩართულობა ამ პროცესში

არჩილ თალაკვაძის თქმით, საპარლამენტო კონტროლის მექანიზმებს სულ უფრო მეტად იყენებს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში დღეს წარმოდგენილი ორი ოპოზიციური პარტია. თუმცა, პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა ისიც, რომ ამ მექანიზმების სრულფასოვნად გამოყენებას სჭირდება ოპოზიციის ის წარმომადგენლობა, რომელიც საზოგადოებამ აირჩია.

არჩილ თალაკვაძე

12 აპრილი 2021, 16:20

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: პარლამენტი და მთავრობა მთლიანად ორიენტირებულია პრობლემების მოგვარებასა და იმ სამუშაოზე, რაც საზოგადოების საჭიროებებს პასუხობს

პარლამენტი და მთავრობა მთლიანად გადართული და ორიენტირებულია პრობლემების მოგვარებასა და იმ სამუშაოზე, რაც საზოგადოების საჭიროებებს პასუხობს, - ამის შესახებ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისი თქმით, პოლიტიკური მოლაპარაკებების გარდა, მათთვის ძალზედ პრიორიტეტულია, უპასუხონ ეკონომიკურ გამოწვევებსა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის საჭიროებებს, რაც დღეს ქვეყანაში დგას.

ვატო შაქარაშვილი

12 აპრილი 2021, 16:16

პოლიტიკა

ვატო შაქარაშვილი: 9 აპრილის შეკრებაც და ორგანიზებული ძალის შექმნაც მხოლოდ ერთ მიზეზს ემსახურება

„აი ია“-ს ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ახლადშექმნილი საზოგადოებრივი მოძრაობის მიზნებზე ისაუბრა. ვატო შაქარაშვილის თქმით, ქვეყანაში პოლარიზაცია უნდა დასრულდეს. მისი თქმით, ამისთვის, მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ თავად აიღოს პასუხისმგებლობა ქართული პოლიტიკის გაჯანსაღებაზე. ამ მოძრაობის ერთ-ერთი დამფუძნებელი მომღერალი გია გაჩეჩილაძეა.

12 აპრილი 2021, 16:15

საზოგადოება

ლევან დავითაშვილი: აგროტურიზმი არის ახალი შესაძლებლობა სოფლის განვითარების კუთხით, რომელიც კომპლექსურია და ჩვენს ახალ სტრატეგიაში პრიორიტეტად არის გამოცხადებული

„ასოციაციის წევრი ფერმერები აძლევთ მაგალითს ყველას, რომ ფერმერული საქმიანობა შეიძლება იყოს პრესტიჟული, ინოვაციური და წარმატებული. ფერმერთა ასოციაციის საქმიანობა მოტივაციას ზრდის ჩვენ სფეროში. მიუხედავად პანდემიისა, 2020 წელი სოფლის მეურნეობაში უპრეცედენტოდ წარმატებული და რეკორდული მაჩვენებლების იყო, რაც არის შედეგი ხელისუფლების თანმიმდევრული პოლიტიკის და დიდი დახმარების ჩვენი მხარდამჭერი დონორი ორგანიზაციების მხრიდან. რაც შეეხება აგროტურიზმს, ეს არის ახალი შესაძლებლობა სოფლის განვითარების კუთხით, რომელიც უფრო კომპლექსურია, ვიდრე სოფლის მეურნეობა და ჩვენ ახალ სტრატეგიაში პრიორიტეტად არის გამოცხადებული. ეს არის შესაძლებლობა, უშუალოდ ადგილზე გაყიდოს ფერმერმა თავის წარმოებული პროდუქცია და გრძელვადიანად უფრო მდგრადი იყოს მათი საქმიანობა", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მეგი ბაქრაძე

12 აპრილი 2021, 16:07

სამართალი

მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატები პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელის გამოკითხვას ითხოვენ

გარდაცვლილი მედდის, მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატები პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელის გამოკითხვას ითხოვენ. მათი თქმით, სწორედ ლევან რატიანს შეუძლია სიცოცხლის დროინდელი დიაგნოზის დასმა. ამასთან, მთავარ მოთხოვნად ისევ რჩება საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარება.

12 აპრილი 2021, 16:04

სამართალი

ბათუმში, „სირცხვილიას“ ოფისში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დაკავებული პირების საქმის განხილვა დასრულდა

„მიმაჩნია, რომ შესაძლებელი იყო მითითებით ან გაფრთხილებით ამ ფაქტის განმუხტვა. საერთოდ ვერ გავიგე, რა საჭირო იყო მოქალაქეების გარეთ გამოყვანა. მე ვნახე ვიდეოები და სხვა ადამიანები უფრო არღვევდნენ, ვიდრე ისინი, ვინც დააკავა პოლიციამ. არადა, ბევრი სამართალდარღვევის ფაქტი ვნახე. ბატონო გენრი, მე ვიზიარებ თქვენს პოზიციას, ვნახე რომ იცავდით მეუღლეს, მაგრამ არ დაგირღვევიათ კანონი. საერთოდ ვერ მივხდი, რა საჭირო იყო აღმკვეთის გამოყენება“, - აღნიშნა მოსამართლე ირმა ტოგონიძემ.

ენტონი ბლინკენი

12 აპრილი 2021, 15:59

მსოფლიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი 13-15 აპრილს ბრიუსელს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი 13-15 აპრილს ბრიუსელს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

ნათია თურნავა

12 აპრილი 2021, 15:59

ეკონომიკა

ნათია თურნავა: უახლოეს დღეებში შევხვდებით არასამთავრობო სექტორს, მეცნიერებსა და ექსპერტებს, ყველას, ვინც დაინტერესებულია წვლილი შეიტანოს „ნამახვანიჰესის“ პროექტის გაუმჯობესებაში

ვფიქრობთ, უახლოეს დღეებში ფართომასშტაბიან შეხვედრებს გავმართავთ, რომელზეც არასამთავრობო სექტორს, მეცნიერებს, ექსპერტებს, ყველას, ვინც დაინტერესებულია და თვლის, რომ დადებითი წვლილი შეუძლია შეიტანოს „ნამახვანი ჰესის“ პროექტის არსებული კვლევების გაუმჯობესებაში ან უბრალოდ გაეცნოს კვლევებს, რომელთაც მათ გადავცემთ, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე

12 აპრილი 2021, 15:55

COVID19

არჩილ თალაკვაძე: საზოგადოებას კიდევ ერთხელ ვთხოვ და მოვუწოდებ, ზედმიწევნით დაიცვას ჯანდაცვის სამსახურების რეკომენდაციები

„საზოგადოებას კიდევ ერთხელ ვთხოვ და მოვუწოდებ, ზედმიწევნით დაიცვას უსაფრთხოების ის წესები, რაც ჯანდაცვის სამსახურების მიერ არის მოწოდებული. პირველ რიგში, ვიდრე ვაქცინაცია დასრულდება ეს არის დისტანციის დაცვა და პირბადის გამოყენება ნებისმიერი ახლო კონტაქტის დროს. ეს დაგვეხმარება, რომ მინიმალური ახალი შემთხვევებით გავიაროთ პერიოდი. კიდევ ერთხელ ვამბობ, ვიდრე ვაქცინაცია დასრულდება“, - განაცხადა თალაკვაძემ.

კელი დეგნანი

12 აპრილი 2021, 15:53

COVID19

კელი დეგნანი: შტატებისა და ევროპის მსგავსად, ვაქცინაციის მაჩვენებელი უკვე საქართველოშიც იზრდება

ვაქცინაციის პროცესს გამოეხმაურა საქართველოში აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი. დიპლომატის განცხადებით, მნიშვნელოვანია, საზოგადოებას ვაქცინის უსაფრთხოებაზე და მნიშვნელობის შესახებ ჰქონდეს ინფორმაცია. მისი განცხადებით, ეკონომიკის სრულად ასამუშავებლად, კოლექტიური იმუნიზაცია გადამწყვეტია.

ამირან გამყრელიძე

12 აპრილი 2021, 15:44

COVID19

ამირან გამყრელიძე:„სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ეფექტურობა ჯანმო-ს მიერ დაწესებული ზღვრის ფარგლებში ჯდება

ყველა იმ ვაქცინას, რაც დღეს მსოფლიო ბაზარზე გამოიყენება, ძალიან მაღალი დაცვის ეფექტი აქვს კოვიდის მიერ გამოწვეულ გართულებებსა და განსაკუთრებით, სიკვდილიანობაზე, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისი თქმით, „სინოფარმის“ ეფექტურობა 79-86 პროცენტის ფარგლებშია. „სინოვაკმა“ კი აჩვენა 51% -იანი ეფექტურობა ბრაზილიაში, მაგრამ სხვა ქვეყნებში მისი ეფექტურობა 70%-მდეა.

კორონას ვაქცინა

12 აპრილი 2021, 15:39

COVID19

„ფაიზერის“ მეორე დოზით ასაცრელად რეგისტრაციის შესახებ 14-15 აპრილს გახდება ცნობილი

„ფაიზერის“ მეორე დოზით ასაცრელად რეგისტრაციის შესახებ 14-15 აპრილს გახდება ცნობილი, - ამის შესახებ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისივე თქმით, მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, მეორე აცრის კალენდარი წინასწარ ერთი კვირით ადრე დაჯავშნონ.