ნათია თურნავა: საკუთარი ენერგორესურსების გამოყენებაზე დამყარებული ჰიდროენერგეტიკა გახლავთ ძლიერი დამოუკიდებელი ეკონომიკის ქვაკუთხედი
ნათია თურნავა
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
„დიდი ჰესების წინააღმდეგ მოძრაობა, „არა ჰესებს“ პროპაგანდა საქართველოში ჯერ კიდევ წინა საუკუნის 90-იანი წლებიდან მოდის და ვერც ერთი მთავრობა, ვერც ერთი ცალკეული ენერგეტიკის მინისტრი ვერ დაძლევს ამ პრობლემას, თუკი არ გვექნება ფართო ეროვნული თანხმობა ფუძემდებლურ საკითხებზე“, - განაცხადა დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე მოხსენებისას.
ნათია თურნავას თქმით, კითხვას, თუ როგორ ეკონომიკას ვაშენებთ - იმპორტზე მზარდად დამოკიდებულს თუ საკუთარი რესურსების ეფექტიანად გამომყენებელს, პასუხი უკვე გაცემული აქვს მთელ რიგ სტრატეგიულ დოკუმენტებში, მათ შორის ხელისუფლების პოლიტიკურ სტრატეგიაში.
„ჩვენ ეტაპობრივად ვზრდით საკუთარი პროდუქციის უზრუნველყოფის დონეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან დარგებში, მაგალითად სოფლის მეურნეობაში. ჩვენ ვანვითარებთ საკუთარი წიაღისეული რესურსების არა მხოლოდ მოპოვებას, არამედ გადამუშავებას იმისთვის, რომ მეტი დამატებული ღირებულება რჩებოდეს ქვეყანაში და ექსპორტზე გადიოდეს არა ნედლეული, არამედ მზა პროდუქცია და ა.შ. ამ ჩამონათვალში ყველა კანონზომიერებით უნდა ლიდერობდეს ენერგეტიკა, საკუთარი ენერგორესურსების გამოყენებაზე დამყარებული ჰიდროენერგეტიკა, რომელიც გახლავთ ძლიერი დამოუკიდებელი ეკონომიკის ქვაკუთხედი“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
ამასთან, ეკონომიკის მინისტრი შემაშფოთებელს უწოდებს ბოლო დროს არაერთხელ გაკეთებულ განცხადებებს იმის შესახებ, თითქოს ენერგოდამოუკიდებლობა მოგონილი ცნებაა და თითქოს საკუთარი ჰიდროენერგეტიკის განვითარება საქართველოსთვის საჭირო არ არის. ნათია თურნავას განცხადებით, ბოლო ათი წლის განმავლობაში ქართული ენერგეტიკის განვითარება ვერ ეწეოდა ეკონომიკის ზრდის ტემპებს, დიდ წილად ამ „არა ჰესებს“ კამპანიის გამო.
„შესაბამისად, თუ 2010 წელს ელექტროენერგიის იმპორტი 200 მლნ კვსთ-ს ოდნავ აღემატებოდა, ახლა გვიხდება 1.6 მლრდ კვსთ-ის ანუ 8-ჯერ მეტის შემოტანა. ამას თუ დავამატებთ დაახლოებით 3 მლრდ კვსთ-ს რაც თბოსადგურებზე ანუ იმპორტული გაზით გამომუშავდება, გამოდის, რომ ჩვენი მოხმარების მესამედზე მეტი უკვე იმპორტზეა დამოკიდებული. მხოლოდ პანდემიურ 2020 წელს ამ მიზნით ქვეყნიდან გავიდა 200 მლნ დოლარამდე თანხა, რომელიც ჩვენი მეზობელი ქვეყნების ეკონომიკას, დასაქმებას და ბიუჯეტებს მოხმარდა“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
ყველა სიახლე
23 სექტემბერი 2026, 12:57
ეკონომიკა
ეკატერინე გალდავამ Global Fintech Fest 2026-ში მიიღო მონაწილეობა
Global Fintech Fest ფინტექის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიებაა, რომელიც თავს უყრის ფინანსური ტექნოლოგიების, საბანკო სექტორის, რეგულატორების, ინვესტორებისა და ტექნოლოგიური კომპანიების წარმომადგენლებს მთელი მსოფლიოდან.
23 სექტემბერი 2026, 12:50
მსოფლიო
Bloomberg: ზელენსკისა და ფონ დერ ლაიენს შორის ნიუ-იორკში დაძაბული მოლაპარაკებები გაიმართა
შეხვედრაზე მხარეებმა უკრაინის შემდგომი ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერა განიხილეს. წყაროს ცნობით, უკრაინულმა მხარემ შეშფოთება გამოთქვა ზამთარში რუსული იერიშების შესაძლო გაძლიერებასა და საჰაერო თავდაცვის რაკეტების დეფიციტზე.
23 სექტემბერი 2026, 12:44
ჯანდაცვა
ირაკლი ფურცელაძე აშშ-ის ვოლტერ რიდის არმიის კვლევითი ინსტიტუტის პოლკოვნიკ ბრაიანა პერატასა და მთავარ სერჟანტ მონეტ ბუშნერს შეხვდა
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ირაკლი ფურცელაძე, აშშ-ის ვოლტერ რიდის არმიის კვლევითი ინსტიტუტის (WRAIR) მეთაურს, პოლკოვნიკ ბრაიანა პერატასა და მთავარ სერჟანტ მონეტ ბუშნერს შეხვდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
23 სექტემბერი 2026, 12:29
მსოფლიო
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ჯაშუშობაში ბრალდებული საფრანგეთის მოქალაქე მარტინ რაიანი შეიწყალა
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საფრანგეთის მოქალაქე მარტინ რაიანი შეიწყალა, რომელიც 2023 წლიდან ჯაშუშობის ბრალდებით პატიმრობაში იმყოფებოდა.
23 სექტემბერი 2026, 12:12
რეგიონი
ცესკომ გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრში საინფორმაციო შეხვედრა გამართა
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრში მორიგი საინფორმაციო შეხვედრა გამართა. ბანაკის მონაწილეებს ცესკოს პრესსპიკერი ნათია იოსელიანი შეხვდა.
23 სექტემბერი 2026, 12:07
საზოგადოება
25 და 28 სექტემბერს დაგეგმილი საფეხბურთო მატჩების გამო „დინამო არენის“ მიმდებარე ქუჩებზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
25 სექტემბერს, 09:00 საათიდან საგზაო მოძრაობა სრულად შეიზღუდება სლავა მეტრეველის ქუჩაზე, ხოლო 15:00 საათიდან სტადიონის მიმდებარედ ნაწილობრივ შეიზღუდება დავით ყიფიანისა და ვლადიმერ მაიაკოვსკის ქუჩებზე.
23 სექტემბერი 2026, 11:52
პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით ლუქსემბურგში გაემგზავრა
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით ლუქსემბურგში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს დეპუტატთა პალატის სპიკერის პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრები.
23 სექტემბერი 2026, 11:40
საზოგადოება
გივი მიქანაძემ ქუთაისისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტების ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა
გივი მიქანაძემ პედაგოგებს მრავალწლიანი შრომისთვის და საქმისადმი ერთგულებისთვის მადლობა გადაუხადა და მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
23 სექტემბერი 2026, 11:37
რეგიონი
რთველი კახეთში პიკურ ფაზაშია
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 23 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთის მასშტაბით 38 ათას ტონამდე ყურძენი არის გადამუშავებული.
23 სექტემბერი 2026, 11:32
მსოფლიო
მარკო რუბიო დღეს სერგეი ლავროვს შეხვდება
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შეხვდება. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, რუბიოსა და ლავროვის შეხვედრა ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის სესიის ფარგლებში გაიმართება.
23 სექტემბერი 2026, 11:27
პოლიტიკა
ირაკლი ხელაძე „კორძის“ კონცერტზე: ევროკავშირი აგრძელებს საქართველოში ექსტრემიზმის, რადიკალიზმის, სიძულვილის წახალისებას. მიუხედავად იმისა, რომ დეკლარირებულია ყველაფერი, ჰერჩინსკი აგრძელებს სირაქლემას პოზიციაში ყოფნას
ევროკავშირი აგრძელებს საქართველოში ექსტრემიზმის, რადიკალიზმის, სიძულვილის წახალისებას. მიუხედავად იმისა, რომ დეკლარირებულია ყველაფერი, ჰერჩინსკი აგრძელებს სირაქლემას პოზიციაში ყოფნას, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ხელაძემ „ქრონიკასთან“.
23 სექტემბერი 2026, 11:20
პოლიტიკა
ირაკლი ჭეიშვილი: განმარტებები უნდა გააკეთონ ევროკავშირმა, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, რატომ ხდება კიდევ კანონის გვერდის ავლით სხვადასხვა რადიკალური ოპოზიციის ღონისძიებების დაფინანსება - ჩვენს კანონმდებლობას უნდა დაემორჩილოს ნებისმიერი ევროპული ქვეყანა
ევროკავშირმა განმარტებები უნდა გააკეთონ ევროკავშირმა, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, რატომ ხდება კიდევ კანონის გვერდის ავლით სხვადასხვა რადიკალური ოპოზიციის ღონისძიებების დაფინანსება, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჭეიშვილმა ბახმაროში გამართული შეხვედრის შესახებ, რომელიც ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, არმაზ ახვლედიანის ორგანიზებით გაიმართა.
23 სექტემბერი 2026, 11:19
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: ხან სხვადასხვა სახელმწიფოს საელჩო, ხან თავად ევროკავშირი აფინანსებს და აქეზებს ბულინგსა და შეურაცხყოფას, რათა საქართველოში პროცესების ესკალაცია მოხდეს
„მაინტერესებს, უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში თუ გინახავთ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული რაიმე პროექტი, რომელიც საქართველოს სასიკეთოდ განხორციელდა?“ - ეს კითხვა დასვა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან საუბრისას, როცა კომენტარი გააკეთა იმაზე, თუ რას ემსახურება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ბახმაროს სემინარის ჩატარება.
23 სექტემბერი 2026, 11:18
მსოფლიო
CNN: FBI საკუთარ ქსელზე სავარაუდო კიბერშეტევის ფაქტს იძიებს
აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) საკუთარ ქსელებში სავარაუდო შეღწევის ფაქტს იძიებს. გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც სამშაბათს ცნობილმა კიბერკრიმინალურმა ჯგუფმა Shiny Hunters განაცხადა, რომ FBI-ის ათასობით აგენტის პირადი მონაცემები მოიპოვა.
23 სექტემბერი 2026, 11:17
ეკონომიკა
საქართველოსა და უნგრეთის ცენტრალურ ბანკებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა უნგრეთის ცენტრალური ბანკის ვიცე-პრეზიდენტს პიტერ ბენო ბანაის შეხვდა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
23 სექტემბერი 2026, 11:14
მსოფლიო
უიტკოფი და კუშნერი დღეს უკრაინისა და ევროპული დელეგაციების წევრებს შეხვდებიან
აშშ-ის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი დღეს უკრაინის მოლაპარაკებების ჯგუფსა და ევროკავშირის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლებს შეხვდებიან. მედიის ცნობით, შეხვედრაზე ისინი უკრაინის წინადადებებს განიხილავენ.
23 სექტემბერი 2026, 11:12
სამართალი
საგამოძიებო სამსახურმა ალკოჰოლური სასმელების ფალსიფიკაციის ფაქტი გამოავლინა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქალაქ თბილისში, ალკოჰოლური სასმელების ფალსიფიკაციის ფაქტი გამოავლინეს და ერთ პირს ბრალი წარუდგინეს.
23 სექტემბერი 2026, 11:11
პოლიტიკა
ზურაბ აბაშიძემ საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომას უხელმძღვანელა
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ ქობულეთის მუნიციპალიტეტში აღმასრულებელი საბჭოს გასვლითი სხდომა გამართა. შეხვედრას ასოციაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე უძღვებოდა. ინფორმაციას საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.
23 სექტემბერი 2026, 11:07
მსოფლიო
ტრამპმა უიტკოფის, კუშნერისა და ირანის ოფიციალური პირების შეხვედრა დადებითად შეაფასა -„ბევრი კარგი იდეა გაჟღერდა“
„მედიატორები აქ იმყოფებოდნენ. არა ყველაზე მაღალი დონის წარმომადგენლები, თუმცა ესეც უკვე რაღაცას ნიშნავს. გაჟღერდა ბევრი კარგი იდეა და ბევრი რამ ძალიან კარგად ვითარდება. მათ ძალიან კარგი შეხვედრა ჰქონდათ და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები“, - დასძინა ტრამპმა.
23 სექტემბერი 2026, 11:06
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძე საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებს - სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ, შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსთან ბექა ფერაძესთან ერთად, ბათუმის შემდეგ, დედაქალაქში გამართა მორიგი სამუშაო შეხვედრა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებთან. მხარეებმა სამშენებლო სექტორში არსებული რისკების ეფექტიან მართვასა და უბედური შემთხვევების პრევენციის მექანიზმებზე იმსჯელეს. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.


