IMEDI /  30 მარტი 2021, 18:07 / სანდო წყარო

ნათია თურნავა: პოსტპანდემიურ ვითარებაში სწორედ კერძო ბიზნესმა, კერძო ინვესტორმა უნდა იტვირთოს ეკონომიკის გაჯანსაღების ლოკომოტივის როლი

ნათია თურნავა

ნათია თურნავა

პოსტპანდემიურ ვითარებაში სწორედ კერძო ბიზნესმა, კერძო ინვესტორმა უნდა იტვირთოს ეკონომიკის გაჯანსაღების ლოკომოტივის როლი, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დღეს პროგრამა „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ პრეზენტაციისას.

მინისტრის ინფორმაციით, აქედან 290 ობიექტის ნახვა დღეს დილიდან უკვე შესაძლებელია სააუქციონო გვერდებზე, დარჩენილი ობიექტები კი უახლოეს ორ კვირაში ასევე იქნება გამოტანილი. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, საუბარია ძალიან დივერსიფიცირებულ პაკეტზე - ეს არის 150-ზე მეტი სახელმწიფო ქონება, კერძოდ, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა თავისი შენობა-ნაგებობებით.

„პრივატიზაციის გამჭვირვალე პროცესმა, ელექტრონულმა აუქციონებმა დაიმკვიდრეს ძალიან დიდი ნდობა ბიზნესის მხრიდან და წლიდან წლამდე პრივატიზაციიდან შემოსული, ბიუჯეტში მობილიზებული თანხები იზრდება. ჩვენ სხვადასხვა დროს, გარდა რეგულარული პრივატიზაციისა, ბიზნესს ვთავაზობდით სხვადასხვა წამახალისებელ კამპანიას - მაგალითად, თავის დროზე ეს იყო პროგრამა „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“, რომელმაც კარგად იმუშავა, შემდგომ - „100 საპრივატიზებო შეთავაზება ბიზნესს“, რომელმაც კარგი ინერცია მისცა პრივატიზაციას და პანდემიურ 2020 წელს ჩვენ შევძელით რეკორდული შემოსავალი - 130 მლნ ლარზე მეტი მიგვეღო ბიუჯეტში და ელექტრონული აუქციონების რეკორდული რაოდენობა ჩაგვეტარებინა“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა

ყველა სიახლე

12 ივლისი 2024, 22:25

პოლიტიკა

გიორგი კალანდარიშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს 26 ოქტომბრის არჩევნების მზადების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილეს უზრა ზეიას შეხვდა.

12 ივლისი 2024, 22:21

მსოფლიო

საქართველომ მხარი დაუჭირა გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას, რომელიც რუსეთისგან მოითხოვს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და უპირობოდ გაიყვანოს სამხედრო ძალები უკრაინის ტერიტორიიდან

საქართველომ მხარი დაუჭირა გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას, რომელიც რუსეთისგან მოითხოვს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და უპირობოდ გაიყვანოს სამხედრო ძალები უკრაინის ტერიტორიიდან.

სურსათის ეროვნულმა სააგენტო

12 ივლისი 2024, 22:17

ჯანდაცვა

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში დაფიქსირებულ ცოფის შემთხვევასთან დაკავშირებით სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან მიიღო შეტყობინება ჰიდროფობიის კლინიკური ნიშნებით ადამიანის გარდაცვალების შესახებ. ლაბორატორიული კვლევის შედეგად, დადასტურდა ცოფის შემთხვევა, - ამის შესახებ აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ლოიდ ოსტინი ანდრეი ბელოუსოვი

12 ივლისი 2024, 21:57

მსოფლიო

აშშ-ისა და რუსეთის თავდაცვის მინისტრებმა სატელეფონო საუბარი გამართეს

აშშ-ისა და რუსეთის თავდაცვის მინისტრებმა სატელეფონო საუბარი გამართეს. ინფორმაციას ამის შესახებ პენტაგონი ავრცელებს.

ოთარ შამუგია

12 ივლისი 2024, 21:50

საზოგადოება

ოთარ შამუგია: ბოლო წლების განმავლობაში, დაცულ ტერიტორიებზე ინფრასტრუქტურის განვითარებაში 200 მილიონ ლარზე მეტია ინვესტირებული

თეთრამღვიმე, ოკაცეს კანიონი და კოლხეთის ეროვნული პარკი - დაცული ტერიტორიების სააგენტომ ჟურნალისტებისთვის მედიატური გამართა.

12 ივლისი 2024, 21:44

მსოფლიო

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო: ბოლო ორი თვის განმავლობაში, უკრაინაში რუსეთის საბრძოლო დანაკარგები მნიშვნელოვნად გაიზარდა

უკრაინაში რუსეთის დანაკარგები მაისსა და ივნისში მნიშვნელოვნად გაიზარდა და უმაღლეს ნიშნულს მიაღწია მიმდინარე ომის პერიოდში. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ნენსი პელოსი ბარაკ ობამა

12 ივლისი 2024, 21:17

მსოფლიო

CNN: ობამამ და პელოსიმ კერძო საუბრებში შეშფოთება გამოთქვეს ჯო ბაიდენის საარჩევნო კამპანიის მომავალთან დაკავშირებით

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ და წარმომადგენელთა პალატის ყოფილმა სპიკერმა, ნენსი პელოსიმ კერძო საუბრებში შეშფოთება გამოთქვეს ჯო ბაიდენის საარჩევნო კამპანიის მომავალთან დაკავშირებით. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

ბექა დავითულიანი

12 ივლისი 2024, 21:10

პოლიტიკა

ბექა დავითულიანი დაგროვებითი პენსიის შესახებ ცვლილებათა პაკეტზე: როგორც ჩანს, სალომე ზურაბიშვილს ამჟამად მოტივირებული შენიშვნები არ გააჩნდა, არ დაადო ვეტო და პირდაპირ წერილი გამოაგზავნა

როგორც ჩანს, სალომე ზურაბიშვილს ამჟამად მოტივირებული შენიშვნები არ გააჩნდა, არ დაადო ვეტო და პირდაპირ წერილი გამოაგზავნა, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ბექა დავითულიანმა დაგროვებითი პენსიის შესახებ ცვლილებათა პაკეტზე საუბრისას განაცხადა.

ძაღლები

12 ივლისი 2024, 21:00

ჯანდაცვა

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ცოფის შედეგად 45 წლის ქალი გარდაიცვალა

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 45 წლის ქალი, ცოფით, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის თებერვალში, მისივე ლეკვისგან დაინფიცირდა.

ირაკლი ზარქუა

12 ივლისი 2024, 20:42

პოლიტიკა

ირაკლი ზარქუა საფრანგეთის ელჩის განცხადებაზე: ეს არის საქართველო, სუვერენული სახელმწიფო, რომელსაც უნდა პატივისცემა, ინტერესების გათვალისწინება და არა ვასალური დამოკიდებულება

ეს არის საქართველო, სუვერენული სახელმწიფო, რომელსაც უნდა პატივისცემა, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი ზარქუამ საქართველოს ბიუჯეტისთვის საფრანგეთიდან პირდაპირი დახმარების დროებითი შეჩერების შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩის განცხადებაზე საუბრისას.

12 ივლისი 2024, 20:28

პოლიტიკა

უზრა ზეია: მნიშვნელოვანი დისკუსია მქონდა ცესკო-ს თავმჯდომარესთან, რათა კიდევ ერთხელ გამომეხატა აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის

უზრა ზეია - მნიშვნელოვანი დისკუსია მქონდა ცესკო-ს თავმჯდომარესთან, რათა კიდევ ერთხელ გამომეხატა აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის, - წერს სოციალურ ქსელში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე უზრა ზეია ცესკო-ს თავმჯდომარესთან, გიორგი კალანდარიშვილთან შეხვედრის შესახებ.

12 ივლისი 2024, 20:19

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე უზრა ზეიასთან საინტერესო საუბარი მქონდა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების დინამიკაზე

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე უზრა ზეიასთან საინტერესო საუბარი მქონდა საქართველოსა და შეერთებული შტატების ურთიერთობების დინამიკაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში წერს.

დევიდ ლემი

12 ივლისი 2024, 20:07

მსოფლიო

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: უკრაინაში ომი, სამწუხაროდ, კიდევ მრავალი თვე გაგრძელდება

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ლემმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომი მაშინ დასრულდება, როცა პუტინი წავა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

12 ივლისი 2024, 19:56

პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე უზრა ზეიას შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სამოქალაქო უსაფრთხოების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, უზრა ზეიას შეხვდა.

ვლადიმერ ბოჟაძე

12 ივლისი 2024, 19:41

პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონმდებლობაზე: ბევრი პირდაპირ გვეუბნება, რომ თუ ამ კანონმდებლობას მიიღებთ, შეიძლება, თქვენი ადგილი ევროკავშირში არ იყოს, თითქოს, რომელიმე სახელმწიფოს და ხალხს ეს გაუბედეს

ბევრი პირდაპირ გვეუბნება, რომ თუ თქვენ ამ კანონმდებლობას მიიღებთ, მაშინ შეიძლება, თქვენი ადგილი ევროკავშირში არ იყოს. თითქოს, ევროკავშირი როცა ფუძნდებოდა ან ნებისმიერი გაფართოების დროს რომელიმე სახელმწიფოს და ხალხს გაუბედეს, - განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ „დღის ქრონიკაში“.

გოგა ხაინდრავა

12 ივლისი 2024, 19:37

პოლიტიკა

გოგა ხაინდრავა: სადაც ბაიდენს ტრამპი ვიცე-პრეზიდენტი ჰგონია, ხოლო ზელენსკი პუტინი, ქართული კანონი რუსული რომ ეგონოთ, რა მოხდა? FARA-ც რუსულიაო, გვიმტკიცებდნენ

„თეთრი სახლის ცკ-ის ინსტრუქტორებმა მოუხშირეს ჩამოსვლა და „რუსული კანონის“ გამო საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე შფოთი.

12 ივლისი 2024, 19:27

მსოფლიო

გერმანიის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ევროკავშირის საბჭოს უნგრეთის თავმჯდომარეობამ უკვე ზიანი მიაყენა კავშირს

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ევროკავშირის საბჭოს უნგრეთის თავმჯდომარეობამ უკვე ზიანი მიაყენა კავშირს. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს.

ვლადიმერ ბოჟაძე

12 ივლისი 2024, 19:19

პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე რადიკალურ ოპოზიციაზე: სურთ, უთხრან საზოგადოებას, რომ არაფერი კავშირი აქვთ სისხლიან რეჟიმთან და ცალ-ცალკე მოვალენ პარლამენტში

„ომის ქარტია“, რომელიც ქალბატონმა ზურაბიშვილმა შეადგინა, მისი შესრულება ტექნიკურად, სამართლებრივად უბრალოდ, წარმოუდგენელია, ტყუილია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა. ამ აქტს შესრულება არ უწერია, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ „დღის ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი

12 ივლისი 2024, 19:10

პოლიტიკა

1 ოქტომბრიდან ბრაკონიერობაზე სანქციები მკაცრდება

საქართველოს პარლამენტმა მიიღო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომლის თანახმად, ბრაკონიერობის პრევენციის მიზნით, სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში ცვლილებები შევიდა, - ამის შესახებ აღნიშნულია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მაკა ბოჭორიშვილი

12 ივლისი 2024, 18:56

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის დელეგაციას შეხვდა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი ნიდერლანდების სამეფოს საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა, რომელსაც პარლამენტის წევრი ისა კარამანი ხელმძღვანელობს.