imedi.ge /  20 ივლისი 2021, 10:20 / სანდო წყარო

ნათია თურნავა: მისასალმებელია, რომ ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანში პანდემიის მიუხედავად, შიდა ინვესტიციით საწარმოს გაძლიერება და ახალი ღუმელის ამოქმედება მოხდა

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა ტრადიციული ქართული წარმოებაა, რომელიც უკვე მრავალი წელია, ჩვენს ეკონომიკას ემსახურება, აძლიერებს მას და ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს, როცა ქვეყანა პანდემიას ებრძვის, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ქარხანაში სტუმრობისას.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ნათია თურნავა საწარმოს იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ ზვიად შალამბერიძესთან ერთად ესტუმრა და ახალი ღუმელის გახსნის ცერემონიას დაესწრო.

„ჯორჯიან მანგანეზის“ ფეროშენადნობთა ქარხნის მე-4 საამქროში, 26-ღუმელის კაპიტალური სარემონტო სამუშაოები დასრულდა და უკვე ექსპლუატაციაში შევიდა. ღუმელი დღე-ღამეში 70 ტონა დამატებით პროდუქციას გამოუშვებს, რაც აქამდე არსებულ საწარმოო მოცულობას მინიმუმ 25 000 ტონამდე, ანუ 10 % გაზრდის. ამასთან, ახალი ღუმელიდან, წელიწადში 43 მლნ აშშ დოლარის ღირებულების პროდუქციის გამოშვება იგეგმება. კაპიტალური სამუშაოების დასრულებას ხუთი თვე დასჭირდა, ჯამში, 2 მილიონ დოლარზე მეტი მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა.

მნიშვნელოვანია, რომ ახალ ღუმელზე, რომელიც 22,5 მგვტ სიმძლავრის არის, საწარმოო პროცესი ნახევრადდახურული ციკლით წარიმართება. შესაბამისად, ლითონის გამოშვების პროცესში, მავნე მტვერი გარეთ არ გამოიფრქვევა. ღუმელის ცეცხლგამძლე ამონაგი, თანამედროვე სტანდარტებით არის ამოგებული (ცივად ტკეპნადი პასტით) მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ნორვეგიული კომპანია Elkem Karbon As-თან თანამშრომლობით. ღუმელის კაპიტალური შეკეთების პროექტში სრულიად იყვნენ ჩართულნი ქარხნის თანამშრომლები. ამასთან, ღუმელის ამოქმედებამ დამატებით 20 სამუშაო ადგილი შექმნა.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მიუხედავად პანდემიისა, მოხერხდა საწარმოს გაძლიერება და ახალი ღუმელის ამოქმედება. ნათია თურნავას ინფორმაციით, ზოგადად, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა, ფეროშენადნობები ქვეყნის ადგილობრივი ექსპორტის თითქმის 10%-ს შეადგენს. მთლიანად კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“ 5000-მდე ადამიანს ასაქმებს იმერეთში - ზესტაფონსა და ჭიათურაში.

„რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოხერხდა შიდა ინვესტიციის საშუალებით, რეინვესტირების გზით ასეთი მაღალი, ეკოლოგიურად სუფთა და ტექნოლოგიურად ახალი ღუმელის მოწყობა, რაც ასევე მნიშვნელოვანია - ჰაერში გაფრქვევა პრაქტიკულად, არ ხდება. დარწმუნებულები ვართ, რომ ეს იქნება ძალიან ძლიერი განაცხადი იმისთვის, რომ ჩვენი ეკონომიკა რაც შეიძლება სწრაფად განვითარდეს, დავძლიოთ ყველა კრიზისული მოვლენა და ექსპორტი კიდევ უფრო გაიზარდოს. ჩვენ, ეკონომიკის სამინისტრო, როგორც სრულად საქართველოს ხელისუფლება, გვერდში ვუდგავართ ადგილობრივ წარმოებას, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა კი ჩვენი ადგილობრივი, ეროვნული წარმოების ერთ-ერთ ფლაგმანად ითვლება“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ყველა სიახლე

ჭოუ ციენი

27 ივლისი 2026, 21:26

პოლიტიკა

ჩინეთის ელჩი: ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების წარმატება შეუძლებელი იქნებოდა თქვენი მხარდაჭერისა და ერთგულების გარეშე. ამიტომ მსურს გულწრფელი მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს, საქართველოს მთავრობას, პარლამენტსა და ყველა შესაბამის უწყებას

„ორმხრივი ურთიერთობები ორჯერ გადავიდა ახალ, უფრო მაღალ საფეხურზე. 2023 წელს საქართველო გახდა სამხრეთ კავკასიაში პირველი ქვეყანა, რომელმაც ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა დაამყარა. გასულ თვეს კი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა სი ძინპინმა და საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ერთობლივად გამოაცხადეს ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლა, რითაც ორმხრივ თანამშრომლობაში სრულიად ახალი ეტაპი დაიწყო. მაღალი დონის პოლიტიკური ურთიერთობები ღრმავდება“.

27 ივლისი 2026, 21:19

სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, თბილისის საკრებულოსთან აქციის წევრი დააკავეს, რომელსაც საჯარო სივრცეში შეურაცხმყოფელი ბანერი ხელში ეჭირა

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ერთი პირი დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად.

27 ივლისი 2026, 20:52

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის დაარსების 99-ე წლისთავისა და საქართველოში ჩინეთის ელჩის დიპლომატიური მისიის დასრულებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

საზეიმო მიღებაზე მთავრობის მეთაურმა ჩინეთის ელჩს ორი ქვეყნის ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

სალომე ლომიძე

27 ივლისი 2026, 20:49

ეკონომიკა

სალომე ლომიძე: მიზანმა გაამართლა - წარმატებით გავიარე სტაჟირების სახელმწიფო პროგრამა და ამჟამად დასაქმებული ვარ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში

როგორც სალომე ლომიძემ აღნიშნა, საჯარო სამსახურში საქმიანობით, კერძოდ კი, ანაზღაურებადი სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის გავლით პირველად საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის პროგრამის დამამთავრებელ კურსზე სწავლისას დაინტერესდა. სალომე ლომიძემ წარმატებით გაიარა პროგრამა და დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანამშრომელია.

ზაალ ანჯაფარიძე

27 ივლისი 2026, 20:42

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე ახალი სახალხო მოძრაობის დაფუძნებაზე: არ იქნებოდა ქართველიშვილი, ადრე თუ გვიან აუცილებლად გამოჩნდებოდა ვინმე სხვა, ვინც მსგავს განაცხადს გააკეთებდა, რადგანაც აქ ბოლო დროს განვითარებული პროცესების ლოგიკამ გამოიწვია ეს ყველაფერი

ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე, MMA-ის მებრძოლის, გიორგი ქართველიშვილის და მისი თანამოაზრეების მიერ სახალხო მოძრაობის დაფუძნების თემას სოციალურ ქსელში ეხმიანება. ანჯაფარიძის განცხადებით, სწორედ ბოლო პერიოდში განვითარებული პროცესების ლოგიკამ გააჩინა აღნიშნული მოძრაობის ჩამოყალიბების საჭიროება.

ანდრეი სიბიგა

27 ივლისი 2026, 20:40

მსოფლიო

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: ირანის მუქარა უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია - თეირანის რეჟიმი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის პირდაპირი თანამონაწილეა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ განაცხადა, რომ ირანი რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის პირდაპირი თანამონაწილეა, შესაბამისად, ის ვერ შეძლებს მსხვერპლის როლის მორგებას.

27 ივლისი 2026, 20:40

პოლიტიკა

იდენტური ტექსტები სოციალურ ქსელში და ცრუ ბრალდებები - შინაგან საქმეთა სამინისტრო ოპოზიციის მხარდამჭერების მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას უარყოფს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ცნობებს, თითქოს საქართველოში რუსი სამხედრო ცხოვრობს, შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს. მეტიც, უწყება ოფიციალურად აცხადებს, რომ გამოქვეყნებული მონაცემები ყალბია და დასახელებულ პირს ქვეყნის საზღვარი არასდროს გადმოუკვეთავს.

პაატა ბურჭულაძე

27 ივლისი 2026, 20:31

პოლიტიკა

„თავისუფლებაზე ფიქრი“ პატიმრობიდან - მსჯავრდებული პაატა ბურჭულაძე სხვა პატიმრებს საპროცესო შეთანხმებისკენ მოუწოდებს. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებული პაატა ბურჭულაძე პატიმრებს საპროცესო შეთანხმების გაფორმებისკენ მოუწოდებს. პატიმრობაში მყოფის განცხადებით, საკუთარ თავისუფლებაზე მხოლოდ ამის შემდეგ იფიქრებს.

27 ივლისი 2026, 20:29

სამართალი

პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა - უცხო ქვეყნის 4 მოქალაქისა და 5 კომპანიის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.„ქრონიკის„ სიუჟეტი

21-მილიონზე მეტი ლარის გათეთრება - პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა. უცხო ქვეყნის 4 მოქალაქისა და 5 კომპანიის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.

ესმაილ ბაღაი

27 ივლისი 2026, 20:27

მსოფლიო

ირანის საგარეო უწყების სპიკერი: ირანი ამერიკის შეერთებულ შტატებს ომისა და მშვიდობის დროის განსაზღვრის უფლებას არასდროს მისცემს

ორშაბათს ირანმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე აშშ-თან მშვიდობის მისაღწევად მოლაპარაკებებს არ აწარმოებს და „საკუთარ თავს მანამ დაიცავს, სანამ ამას მისი ინტერესები მოითხოვს“.

27 ივლისი 2026, 20:26

სამართალი

სიძულვილის ენა თუ გამოხატვის თავისუფლება - პოლიციამ საჯარო სივრცეში შეურაცხმყოფელი ბანერების გამოფენისთვის 10 ადამიანი დააკავა. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

თბილისში პოლიციამ ადმინისტრაციული წესით ათი აქტივისტი დააკავა. მიზეზი საჯარო სივრცეში შეურაცხმყოფელი ბანერების გამოფენა და სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევა გახდა.

27 ივლისი 2026, 20:19

პოლიტიკა

ახალი მოძრაობა ეროვნული ღირებულებების კოორდინირებული შეტევისგან დასაცავად - საინიციატივო ჯგუფის განცხადება, მმართველი გუნდისა და ოპოზიციის შეფასებები. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

სოციალურ ქსელებსა და პოდკასტებში სკანდალური განცხადებების შემდეგ, რამაც საზოგადოების ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია, ახალი საზოგადოებრივი მოძრაობა დაფუძნდა.

27 ივლისი 2026, 20:17

მსოფლიო

სომხეთის მთავრობა: შედგა პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის სატელეფონო საუბარი რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან

შედგა პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის სატელეფონო საუბარი რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან. ინფორმაციას ამის შესახებ სომხეთის მთავრობა ავრცელებს.

27 ივლისი 2026, 20:10

სამართალი

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ხუთ პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ შეიძინეს, ინახავდნენ და რეალიზაციის მიზნით დააფასოვეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი (ფუძე)“ და ალფა-პვპ. ასევე, ორმა ბრალდებულმა ნარკოტიკული ნივთიერების ნაწილი სხვადასხვა ლოკაციაზე განათავსა.

ზბიგნევ ზიობრო

27 ივლისი 2026, 19:12

მსოფლიო

პოლონეთმა ოფიციალურად მიმართა აშშ-ს იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზბიგნევ ზიობროს დაკავებისა და ექსტრადიციის მოთხოვნით

ორშაბათს პოლონეთმა ოფიციალურად მიმართა აშშ-ს იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზბიგნევ ზიობროს დაკავებისა და ექსტრადიციის მოთხოვნით. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.

მამუკა რეხვიაშვილი

27 ივლისი 2026, 18:59

რეგიონი

მამუკა რეხვიაშვილი: რუსთავის მერის 6 თვის საქმიანობის ანგარიში ნათლად ასახავს, რომ საანგარიშო პერიოდში მუნიციპალიტეტში არაერთი მნიშვნელოვანი და უპრეცედენტო მასშტაბის პროექტი განხორციელდა

„ადგილობრივი თვითმმართველობის ეფექტიანი ფუნქციონირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრინციპი საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულება და საქმიანობის გამჭვირვალობაა. სწორედ ამ პრინციპების რეალიზებას ემსახურება მერის მიერ საკრებულოს წინაშე ანგარიშის წარდგენა, რაც საშუალებას გვაძლევს, ობიექტურად შევაფასოთ მუნიციპალიტეტში განხორციელებული სამუშაოები, მიღწეული შედეგები, მიმდინარე პროექტები და ის გამოწვევები, რომელთა გადაწყვეტაზეც აქტიური მუშაობა მიმდინარეობს“, - აღნიშნა მამუკა რეხვიაშვილმა.

27 ივლისი 2026, 18:55

მსოფლიო

პარიზში დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა სამი ქალი დაჭრა

ორშაბათს დილით, პარიზში, მამაკაცი სამ ქალს თავს დაესხა და ჭრილობები მიაყენა. თავდამსხმელს თან ორი დანა ჰქონდა. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ლორან ნუნიესის განცხადებით, ეჭვმიტანილი შემთხვევის ადგილზე არასამუშაო საათებში მყოფმა პოლიციელმა დააკავა. მინისტრმა მის ქმედებას „გმირული ნაბიჯი“ უწოდა.

ვიქტორ ორბანი

27 ივლისი 2026, 18:44

მსოფლიო

ორბანმა მხარდამჭერებს ფართომასშტაბური „ეროვნული წინააღმდეგობის“ მოძრაობის ჩამოყალიბებისკენ მოუწოდა

უნგრეთი ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა რუმინეთში, ბაილე-ტუშნადის საზაფხულო უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას „ფიდესის“ ახალი სტრატეგია წარადგინა. მან მხარდამჭერებს ფართომასშტაბური „ეროვნული წინააღმდეგობის“ მოძრაობის ჩამოყალიბებისკენ მოუწოდა პრემიერ-მინისტრ პიტერ მადიარის „ტისას“ მთავრობის წინააღმდეგ, რომლის მმართველობასაც ორბანმა „სულ უფრო ავტორიტარული“ უწოდა.

თამარ იოსელიანი

27 ივლისი 2026, 18:35

ეკონომიკა

თამარ იოსელიანი: 2026 წლის პირველი ნახევრის შედეგები ნათლად აჩვენებს, რომ საქართველოს სატრანსპორტო სექტორის განვითარება ახალ ეტაპზე არის გადასული

ყველა მიმართულებით და ყველა რეჟიმში გვაქვს ზრდა, ეს იქნება იმპორტი, ექსპორტი, ტრანზიტი თუ ადგილობრივი გადაზიდვები და ეს ცალსახად არის იმ სწორი პოლიტიკის შედეგი, რასაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს სატრანსპორტო სექტორში, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, თამარ იოსელიანი აკეთებს და 2026 წლის იანვარ-ივნისის მაჩვენებლებს აფასებს.

27 ივლისი 2026, 18:32

ეკონომიკა

საქართველო Netflix-ზე - საერთაშორისო შოუს ერთ-ერთი მთავარი ეპიზოდი საქართველოს მიეძღვნება

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, საერთაშორისო შოუს გადაღებები საქართველოში გაიმართა. პროექტის წამყვანი, ჰოლივუდის მსახიობი შეილინ ვუდლი, რომელიც ცნობილია სერიალიდან Big Little Lies და ფილმებიდან Divergent, The Fault in Our Stars და სხვა, გადამღებ ჯგუფთან ერთად საქართველოს სხვადასხვა რეგიონს ეწვია.