imedi /  12 აპრილი 2021, 10:07 / სანდო წყარო

ლევან დავითაშვილი: ჩვენი მიზანია, მიმდინარე წლიდან, პრიორიტეტი გახდეს ყურძნის ხარისხი და არა რაოდენობა

ლევან დავითაშვილი

ლევან დავითაშვილი

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე, დარგის გრძელვადიანი განვითარების პერსპექტივები და რთველი 2021-ის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები განიხილა.

„2020 წელი მეღვინეობის დარგისთვის რთული და გამოწვევებით სავსე იყო. წელს, ჩვენი საქმიანობა არსებული გამოწვევების დაძლევისა და დარგის მდგრადი განვითარების უზრუნველყოფისკენ იქნება მიმართული. მეღვინეებთან და მევენახეებთან კომუნიკაცია იანვრიდან დაიწყო, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პანდემიის პირობებში, როდესაც, გამოწვევების დასაძლევად, თითოეული ჩვენგანის ჩართულობა და პასუხისმგებლობა დიდია. შეხვედრები გაგრძელდება რეგულარულად, რათა ერთად ვიმსჯელოთ დარგის განვითარების პერსპექტივებზე. ეს ეხება როგორც რთველის ორგანიზებულად ჩატარებას, ასევე ღვინის სექტორის განვითარების 10-წლიან სტრატეგიას და პრიორიტეტებს. ჩვენი მიზანია, მიმდინარე წლიდან, პრიორიტეტი გახდეს ყურძნის ხარისხი და არა რაოდენობა. ხარისხიანი, კონდიციური ყურძენი განაპირობებს ღვინის ხარისხობრივი პარამეტრების გაუმჯობესებას, რაც დადებითად აისახება ქართული ღვინის ფასზე და შესაბამისად, როგორც მევენახეების, ისე მეწარმეების შემოსავლებზე. მაღალი ხარისხი, საშუალებას მოგვცემს ქართულმა ღვინომ დაიმკვიდროს სათანადო ადგილი საექსპორტო ბაზრებზე. ეს გზა მეღვინეობის ბევრმა განვითარებულმა ქვეყანამა გაიარა“, - განაცხდა ლევან დავითაშვილმა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ქართული ღვინის ექსპორტმა 100 მლნ ბოთლს მიაღწია. ორიენტირი კი, ექსპორტის შემდგომ ზრდაზეა მიმართული.

სამინისტროს გათვლით, 2030 წლისთვის, საქართველოდან უნდა განხორციელდეს 1 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების ღვინის ექსპორტი. მიზნობრივ ბაზრებზე ქართული ღვინო ნიშურიდან საერთაშორისოდ დამკვიდრებულ კატეგორიაში უნდა გადავიდეს. ამისთვის საკმარისი არ იქნება ცნობადობის გაზრდისკენ მიმართული მხოლოდ სახელმწიფოს მხარდაჭერა, საჭიროა კერძო სექტორის აქტიური ჩართულობა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ რთველი 2021-ის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა. როგორც აღინიშნა, გამკაცრდება ყურძნის ხარისხის კონტროლი, რაც ხარისხიანი ღვინის წარმოებისთვის აუცილებელი წინაპირობაა.

ქართული ღვინის ხარისხის გაუმჯობესება მუდმივი პროცესია და სწორედ ვენახის მოვლასა და ყურძნის კონდიციაზეა დამოკიდებული ქართული ღვინის ხარისხი, მისი საერთაშორისო რეპუტაცია და, შესაბამისად, საექსპორტო ფასი. გარდა ამისა, კონტროლი განხორციელდება დაცული ადგილწარმოშობის ჯიშების სპეციფიკაციებით განსაზღვრულ მოსავლიანობის ლიმიტზე.

მიმდინარე წელს, იგეგემება ვენახების კადასტრის პროგრამის დასრულება კახეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში, რაც ასევე მნიშვნელოვანია მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარების და ხარისხიანი ღვინის წარმოების ხელშეწყობისთვის.

ყველა სიახლე

01 სექტემბერი 2026, 15:07

მსოფლიო

Euronews: ევროკავშირის 11 ქვეყანა საგარეო პოლიტიკის საკითხების გადაწყვეტილების დროს ვეტოს პრინციპის გაუქმებას ითხოვს

ევროკავშირის 11 ქვეყანა მოითხოვს დასრულდეს „ხელის შემშლელი“ ვეტოების გამოყენება, რომლებიც ბოლო წლებში ბლოკის საგარეო პოლიტიკის განხორციელებას აფერხებდა. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.

ლევან მაჭავარიანი

01 სექტემბერი 2026, 15:06

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: ჩვენი პრაგმატული, ფრთხილი, მოზომილი, მოქნილი და დაბალანსებული პოლიტიკა არის უალტერნატივო

რუსეთთან მიმართებაში ძალიან ფრთხილ და პრაგმატულ პოლიტიკას ჩვენ ერთადერთი მიზეზის გამო ვატარებთ - დასაბრუნებელი გვაქვს დროებით ოკუპირებული ტერიტორიები და არცერთ ისეთ ნაბიჯს არ გადავდგამთ, რამაც შეიძლება ამის ალბათობა შეამციროს. პირიქით, ყოველთვის ისეთ ნაბიჯს გადავდგამთ, რომ ეს რეალური იყოს და დავიბრუნოთ ცხინვალი და აფხაზეთი, - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.

01 სექტემბერი 2026, 14:51

საზოგადოება

სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ არასწორ ინფორმაციას, თითქოს იუსტიციის მინისტრის ბრძანების საფუძველზე, №15 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმართა განთავსების ლიმიტი „ციხეების გადატვირთულობის გადასაფარად“ გაიზარდა. გავრცელებული ინფორმაცია წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას

სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ არასწორ ინფორმაციას, თითქოს იუსტიციის მინისტრის, პაატა სალიას, ბრძანების საფუძველზე, №15 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმართა განთავსების ლიმიტი „ციხეების გადატვირთულობის გადასაფარად“ გაიზარდა.

01 სექტემბერი 2026, 14:46

სამართალი

სუს-ი: 18 მარტს, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის 18 მარტს, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.

01 სექტემბერი 2026, 14:41

ეკონომიკა

ეროვნული ბანკი: მოწყვლადი სეგმენტის მომხმარებლების დაცვა მხოლოდ მაღალრისკიანი ტრანზაქციებისგან ხდება და ის არ ეხება ჩვეულ გადახდა/გადარიცხვებს

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაციისა და ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესში შესული ცვლილებები მიზნად ისახავს მომხმარებლის მაღალრისკიანი ტრანზაქციებისგან და შესაძლო ფინანსური თაღლითობისგან დაცვას.

01 სექტემბერი 2026, 14:40

პოლიტიკა

თორნიკე ფაღავა ისლანდიის რეფერენდუმზე: ეს ყველაფერი არა ევროკავშირის იდეის, არამედ ევრობიუროკრატიის ბრალია, რომლებიც ძალიან არასწორად, არაგულწრფელად და ორმაგი სტანდარტებით მართავენ დღეს ევროკავშირს

ეს ყველაფერი [რეფერენდუმის შედეგები] არა ევროკავშირის იდეის, არამედ ევრობიუროკრატიის ბრალია, რომლებიც ძალიან არასწორად, არაგულწრფელად და ორმაგი სტანდარტებით მართავენ დღეს ევროკავშირს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თორნიკე ფაღავამ ისლანდიაში ჩატარებულ რეფერენდუმთან დაკავშირებით.

მასუდ პეზეშკიანი

01 სექტემბერი 2026, 14:39

მსოფლიო

მასუდ პეზეშკიანი: თუ აშშ ივნისის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებს, თეირანი შემხვედრ ნაბიჯებს დაუყოვნებლივ გადაგამს

ირანი დაუყოვნებლივ გადადგამს შემხვედრ ნაბიჯს, თუ შეერთებული შტატები ივნისში გაფორმებული დროებითი შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებს, განაცხადა ირანის პრეზიდენტმა მასუდ პეზეშკიანმა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

01 სექტემბერი 2026, 14:37

პოლიტიკა

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო: ტელეკომპანია „ფორმულა” ავრცელებს დეზინფორმაციას, რომლის მიზანია საქართველოს, მისი ნავსადგურებისა და საზღვაო სივრცის ხელოვნურად დაკავშირება საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლის შესაძლო სქემებთან - ასეთი ბრალდებები წარმოადგენს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ დამაზიანებელ საინფორმაციო კამპანიას

ბოლო პერიოდში ტელეკომპანია „ფორმულა” მიზანმიმართულად ავრცელებს დეზინფორმაციას, რომლის მიზანია საქართველოს, მისი ნავსადგურებისა და საზღვაო სივრცის ხელოვნურად დაკავშირება საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლის შესაძლო სქემებთან, - ნათქვამია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დავით მათიკაშვილი

01 სექტემბერი 2026, 14:34

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი ისლანდიის რეფერენდუმზე: ევრობიუროკრატიას საღი მიდგომა რომ ჰქონდეს, ეს ფაქტი მათთვის უნდა იყოს მკაფიო ინდიკატორი იმისა, თუ რაოდენ მძიმეა ის ბიუროკრატიული პოლიტიკა, რომელსაც ევროკავშირში ცალკეული ჩინოსნები ახორციელებენ

საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ისლანდიაში ჩატარებულ რეფერენდუმთან დაკავშირებით მედიასთან კომენტარი გააკეთა. მათიკაშვილი აღნიშნავს, რომ ისლანდიის რეფერენდუმი ევრობიურკრატიისთვის ინდიკატორი უნდა იყოს.

01 სექტემბერი 2026, 14:34

სამართალი

სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის მაია ორჯონიკიძე და ნინო ჯოჯიშვილი 1500-1500 ლარით დაჯარიმდნენ

სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის მაია ორჯონიკიძე და ნინო ჯოჯიშვილი 1500-1500 ლარით დაჯარიმდნენ

არჩილ ბერიძე

01 სექტემბერი 2026, 14:30

პოლიტიკა

არჩილ ბერიძე: რადიკალურ ჯგუფებს - უპრინციპო, ღირებულებების არმქონე, ფარისეველ და სხვა ადამიანების ცხოვრებით მოთამაშე ძალებს, ქართული საზოგადოების მხარდაჭერა არასოდეს ექნებათ

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ ბერიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ რადიკალურ ჯგუფებს - უპრინციპო, ღირებულებების არმქონე, ფარისეველ და სხვა ადამიანების ცხოვრებით მოთამაშე ძალებს, ქართული საზოგადოების მხარდაჭერა არასოდეს ექნებათ.

ლევან მახაშვილი

01 სექტემბერი 2026, 14:07

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი: საქართველო იყო, არის და იქნება ევროკავშირის, როგორც ჯანსაღი, დემოკრატიული, საკუთარი და სხვისი ინტერესების და სუვერენიტეტის პატივისმცემელი ორგანიზაციის პარტნიორი

არარაციონალური და მოდას აყოლილი გადაწყვეტილებები, გაუთვლელი ნაბიჯები, სხვის ინტერესებს გამოკიდებული ევროპელი პოლიტიკოსების უპასუხისმგებლო პოლიტიკა აზიანებს უპირველეს ყოვლისა საკუთარ მოქალაქეებს და აქრობს ევროპას, როგორც ბიზნესის, ტექნოლოგიების, მშვიდობის, წესრიგის და კანონიერების ფლაგმანს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა პლენარულ სხდომაზე.

ირაკლი კირცხალია

01 სექტემბერი 2026, 13:53

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: ჩვენი უპირველესი ვალდებულებაა არ დავუშვათ საქართველო კიდევ ერთხელ გახდეს ომის პოლიგონი

„ჩვენი უპირველესი ვალდებულებაა არ დავუშვათ საქართველო კიდევ ერთხელ გახდეს ომის პოლიგონი. ეს იყო ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ მიერ არჩეული სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობის გზა - მოთმინებით და გონიერებით მშვიდობის შენარჩუნება. ჩვენი მიზანია დეოკუპაცია. ჩვენი გზაა მშვიდობა, ხოლო ჩვენი საბოლოო ამოცანა ერთიანი საქართველო, სადაც ქართველი, აფხაზი და ოსი საკუთარ მომავალს კვლავ ერთად შექმნის. ეს არის ჩვენი სახელმწიფოებრივი პოზიცია და ამ პოზიციას ვერავინ შეგვაცვლევინებს“, - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კირცხალიამ.

01 სექტემბერი 2026, 13:49

ჯანდაცვა

მიხეილ სარჯველაძე ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრში იმყოფებოდა

მინისტრი კლინიკის ინფრასტრუქტურასა და ცენტრის საქმიანობას გაეცნო. ყურადღება გამახვილდა პაციენტებისთვის მაღალკვალიფიციური სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფაზე, თანამედროვე მკურნალობის მეთოდებსა და ცენტრის შემდგომი განვითარების შესაძლებლობებზე.

მაია ომიაძე

01 სექტემბერი 2026, 13:49

ეკონომიკა

მაია ომიაძე: Wanderlust-ის აღიარება იმ სწორად დაგეგმილი კამპანიების შედეგია, რასაც ყოველწლიურად ვახორციელებთ

მაია ომიაძის განცხადებით, ავტორიტეტული მედიაპლატფორმების რეიტინგებში ქვეყნის მოწინავე პოზიციები იმ მიზანმიმართული მარკეტინგული სტრატეგიის შედეგია, რასაც ადმინისტრაცია საერთაშორისო ბაზრებზე ყოველწლიურად ახორციელებს.

01 სექტემბერი 2026, 13:47

მსოფლიო

ზელენსკის განცხადებით, უკრაინაზე რუსეთის თავდასხმას 12 ადამიანი ემსხვერპლა

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, გვიან ღამით რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებულ თავდასხმას საერთო ჯამში 12 ადამიანი ემსხვერპლა.

დავით  მათიკაშვილი

01 სექტემბერი 2026, 13:42

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: უნგრეთის ახალი ხელისუფალი საკმაოდ კრიტიკულად არის განწყობილი იმ პოლიტიკის მიმართ, რასაც ევრობიუროკრატია უნგრეთის მიმართ ატარებს

საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, პეტერ მადიარის განცხადებას მედიასთან ეხმიანება. მათიკაშვილი აღნიშნავს, რომ უნგრეთის ახალი ხელისუფალი კრიტიკულად არის განწყობილი იმ პოლიტიკის მიმართ, რასაც ევრობიურიკრატები მათ მიმართ ატარებენ.

01 სექტემბერი 2026, 13:33

რეგიონი

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ცოტნე ანანიძემ საშემოდგომო სესია ბიუროს სხდომით გახსნა

ბიუროს გადაწყვეტილებით, უმაღლეს საბჭოში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2026 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ორი კვარტლის შესრულების განხილვის პროცედურები იწყება.

01 სექტემბერი 2026, 13:32

საზოგადოება

სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსს აცხადებს

სტაჟირების მსურველებს განაცხადის გაკეთება შეუძლიათ 2026 წლის 10 სექტემბრის ჩათვლით, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის - https://vacancy.hr.gov.ge/ საშუალებით.

01 სექტემბერი 2026, 13:32

პოლიტიკა

მარიამ ლაშხი: ჩვენი მიზანია, მეტმა ახალგაზრდამ მიიღოს ხარისხიანი განათლება და საკუთარი ცოდნა და პროფესიული წარმატება ქვეყნის წინსვლას მოახმაროს

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა იმ ახალგაზრდებს, რომლებმაც წელს წარმატებით ჩააბარეს ერთიანი ეროვნული გამოცდები და პირველკურსელის სტატუსი მოიპოვეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და ნაყოფიერი სტუდენტური წლები უსურვა.