EBRD-ის რეგიონული დირექტორი: მნიშვნელოვანია საქართველოს მზარდი ენერგეტიკული მოთხოვნილებების დაკმაყოფილება
კატარინა ბიორლინ ჰანსენი
ფოტო: Facebook
საქართველო საკუთარი ჰიდროენერგეტიკული რესურსების მხოლოდ 20%-ს იყენებს, - აღნიშნავს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონული დირექტორი კავკასიაში კატარინა ბიორლინ ჰანსენი ვიდეოპოსტში, რომელიც სოციალურ ქსელ ფეისბუქზე არსებულ გვერდზე „ენერგომომავალი“ გამოქვეყნდა.
აღნიშნული ელექტრონული პლატფორმა მოწოდებულია, დააკმაყოფილოს ფეისბუქის ქართულენოვან მომხმარებელთა ინტერესი ენერგეტიკის სექტორის შესახებ, მათ შორის, საქართველოს ენერგეტიკის ისტორიის, მიმდინარე ტენდენციებისა და ენერგეტიკული ობიექტების შესახებ, რომლებიც ქვეყანაში უკვე ფუნქციონირებს, ან სამომავლოდ იგეგმება მათი მშენებლობა.
EBRD-ის რეგიონული დირექტორის განცხადებით, ძალზე მნიშვნელოვანია საქართველოს მზარდი ენერგეტიკული მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, რადგან საქართველოში მატულობს ელექტროენერგიის მოხმარება როგორც საყოფაცხოვრებო, ასევე კერძო სექტორში.
კატარინა ბიორლინ ჰანსენის განცხადებით, საქართველომ უნდა განავითაროს შიდა ენერგიის წარმოება, რაც მზისა და ქარის ელექტროსადგურებთან ერთად, ჰესებსაც ითვალისწინებს.
„ამჟამად, საქართველოში წარმოებული ენერგიის დაახლოებით 75%-ს ჰესები გამოიმუშავებს, მაგრამ დანარჩენი 25%, რაც საქართველოს სჭირდება, განსაკუთრებით კი ზამთარში, მეტწილად იმპორტირებული ბუნებრივი აირის გამოყენებით არის მიღებული. იმისათვის, რომ საქართველომ გააგრძელოს სუფთა ენერგიის გამოყენება, აუცილებელია, შეამციროს იმპორტირებულ საწვავზე დამოკიდებულება და გაზარდოს შიდა სუფთა ენერგიის წარმოება, რაც ნიშნავს ჰესების შემდგომ განვითარებას“, - აღნიშნავს კატარინა ბიორლინ ჰანსენი თავის ვიდეოპოსტში.
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოს ენერგეტიკის ერთ-ერთი მსხვილი ინვესტორია. ბანკის რეგიონული დირექტორის განცხადებით, დიდია ადგილობრივი და საერთაშორისო ინვესტორების ინტერესი, იმუშაონ საქართველოს სუფთა ენერგიის წარმოების სექტორში. მისი თქმით, როგორც EBRD-ს, ასევე სხვა საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებს დიდი სურვილი აქვთ, მხარი დაუჭირონ საქართველოში მდგრადი ჰესებისა და განახლებადი ენერგიის სხვა წყაროების განვითარებას.
„რატომ სჭირდება საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოება და ენერგეტიკული დამოუკიდებლობა. საქართველოს ძალიან სტრატეგიული მდებარეობა აქვს და, შესაბამისად, აქვს დიდი წვდომა რეგიონალურ ენერგეტიკულ ბაზრებზე. თუ საქართველო გახდება უფრო მდგრადი შიდა წარმოების თვალსაზრისით, მას აქვს პოტენციალი, ენერგია გაიტანოს ექსპორტზე მეზობლებთან, რაც რეგიონალური ბაზრების კარგი ინტეგრაცია იქნება. ენერგეტიკული უსაფრთხოება ასევე კარგია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტისთვის, რადგან ახლა გაზის იმპორტი სუბსიდირდება და, რა თქმა უნდა, ენერგიის შიდა წარმოების გაძლიერებით, ეს ხარჯები სახელმწიფოსთვის შემცირდება“, - განაცხადა EBRD-ის რეგიონულმა დირექტორმა.
კატერინა ბიორლინ ჰანსენის თქმით, EBRD-ი მზადაა, მხარი დაუჭიროს ჰესების და სხვა განახლებადი ენერგო პროექტების განვითარებას საუკეთესო პრაქტიკის დანერგვის მიმართულებით. მისი თქმით, ბანკში ენერგეტიკული პროექტების შერჩევის მკაცრი კრიტერიუმები არსებობს. „ჰესების განვითარების უმაღლესი სტანდარტების დანერგვით, ვფიქრობთ, რომ ჩვენ შეგვიძლია მნიშვნელოვნად გავაუმჯობესოთ საქართველოს ენერგო დამოუკიდებლობა და უსაფრთხოება“, - აღნიშნავს კატარინა ბიორლინ ჰანსენი ვიდეოპოსტში.
ყველა სიახლე
01 აპრილი 2026, 20:20
პოლიტიკა
კონსტანტინე ქვაჩაკიძე: პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის ვიზიტი სლოვაკეთში, საქართველოსა და სლოვაკეთს შორის არსებული მეგობრული და ძალიან კარგი ურთიერთობების კიდევ ერთი დასტურია
პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის ვიზიტი სლოვაკეთში გახლავთ კიდევ ერთი დასტური საქართველოსა და სლოვაკეთს შორის არსებული მეგობრული და ძალიან კარგი ურთიერთობებისა, - განაცხადა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა სლოვაკეთის რესპუბლიკაში, კონსტანტინე ქვაჩაკიძემ.
01 აპრილი 2026, 20:12
საზოგადოება
სინოდის სხდომის მოლოდინში. „ქრონიკის“ სიუჟეტი
3 აპრილს სინოდის წევრები შეიკრიბებიან, თუმცა არა პატრიარქის ასარჩევად. მღვდელმთავრები ამჯერად საორგანიზაციო საკითხებს განიხილავენ. მთავარ სხდომამდე ჯერ კიდევ დროა, თუმცა კამპანია, რომელიც პატრიარქის გარდაცვალებისთანავე დაიწყო, სულ უფრო მძიმე სახეს იღებს.
01 აპრილი 2026, 20:09
მსოფლიო
AXIOS: აშშ და ირანი განიხილავენ ცეცხლის შეწყვეტას ჰორმუზის სრუტის გახსნის სანაცვლოდ
აშშ და ირანი განიხილავენ პოტენციურ შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს ცეცხლის შეწყვეტას ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის გახსნის სანაცვლოდ - ამის შესახებ გამოცემა AXIOS-ს აშშ-ის სამმა ოფიციალურმა პირმა განუცხადა.
01 აპრილი 2026, 19:59
საზოგადოება
კონსტანტინე ბუზალაძე: არსებობენ ჯგუფები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოებრივ ემოციებზე ზემოქმედებას. მოვუწოდებ მოქალაქეებს, არ ენდონ გადაუმოწმებელ ინფორმაციას, ინტერმუნიციპალური თავშესაფარი ფუნქციონირებს დადგენილი წესების დაცვით
არსებობენ ჯგუფები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოებრივ ემოციებზე ზემოქმედებას და მანიპულირებენ ფაქტებით, ინტერმუნიციპალური თავშესაფარი ფუნქციონირებს დადგენილი წესებისა და სტანდარტების სრული დაცვით, - განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე ბუზალაძემ.
01 აპრილი 2026, 19:53
საზოგადოება
სიმონ გულედანი: ცხოველთა დაწვის შესახებ ინფორმაცია სიმართლე არ არის და წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას, მსგავსი დეზინფორმაცია, მიზანმიმართულად გამოიყენება საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადასაყვანად
გავრცელებული ინფორმაცია ცხოველთა ცოცხლად დაწვის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება და წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას, მსგავსი ტიპის დეზინფორმაცია მიზანმიმართულად გამოიყენება საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადასაყვანად, - განაცხადა შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა სიმონ გულედანმა.
01 აპრილი 2026, 19:37
მსოფლიო
Reuters: რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მისმა ძალებმა სრული კონტროლი დაამყარეს ლუგანსკის ოლქზე
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მისმა ძალებმა სრული კონტროლი დაამყარეს აღმოსავლეთ უკრაინის ლუგანსკის ოლქზე, - წერს საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი.
01 აპრილი 2026, 19:35
საზოგადოება
სურსათის ეროვნული სააგენტო: ცხოველების დაწვის შესახებ გავრცელებული სრულიად უსაფუძვლო და ცრუ ბრალდებები ყოველგვარ მორალურ ზღვარს სცდება და წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართულ მცდელობას
ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის მიზნით, ქვეყანაში შემუშავებულია პროგრამა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს როგორც ცხოველების დაცვა, ასევე, საფრთხე არ შეუქმნას ადამიანებს, - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
01 აპრილი 2026, 19:25
მსოფლიო
ირანის საგარეო უწყების სპიკერი უარყოფს ტრამპის განცხადებას იმის შესახებ, თითქოს თეირანმა ცეცხლის შეწყვეტა ითხოვა
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ოთხშაბათს უარყო აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადება იმის შესახებ, თითქოს ირანმა ცეცხლის შეწყვეტა ითხოვა.
01 აპრილი 2026, 19:20
სამართალი
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
01 აპრილი 2026, 19:20
საზოგადოება
გორში, მიუსაფარ შინაურ ცხოველთა თავშესაფარში სამართალდარღვევა არ გამოვლინდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, დეტალურად გადაამოწმეს ქ. გორში, ა(ა)იპ მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური სააგენტოს მიუსაფარი შინაური ცხოველების თავშესაფრის ტერიტორია.
01 აპრილი 2026, 19:10
სამართალი
პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და რეალიზაციის ფაქტებზე 108 პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და რეალიზაციის ფაქტებზე 108 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
01 აპრილი 2026, 19:08
პოლიტიკა
პარლამენტში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა
პარლამენტში, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ინიციატივით, სისხლის უანგარო დონაციის მორიგი აქცია გაიმართა.
01 აპრილი 2026, 19:07
მსოფლიო
ფაშინიანი პუტინთან შეხვედრაზე: სომხეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები კითხვის ნიშნის ქვეშ არასდროს დამდგარა და არც დადგება
სომხეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები კითხვის ნიშნის ქვეშ არასდროს დამდგარა და არც დადგება. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან შეხვედრაზე განაცხადა.
01 აპრილი 2026, 18:51
საზოგადოება
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო: საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სააგენტომ შეზღუდა მიკედლების პროცედურები, სიმართლეს არ შეესაბამება
საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სააგენტომ შეზღუდა მიკედლების პროცედურები, სიმართლეს არ შეესაბამება, - ინფორმაციას ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ავრცელებს.
01 აპრილი 2026, 18:32
პოლიტიკა
პარლამენტმა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში ცვლილების პროექტი მესამე მოსმენით მიიღო
საკანონმდებლო ორგანომ „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი 77 ხმით, მესამე მოსმენით მიიღო.
01 აპრილი 2026, 18:29
მსოფლიო
ტრამპმა Reuters-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ აბსოლუტურად განიხილავს ნატოდან აშშ-ის გაყვანის საკითხს და დღევანდელ გამოსვლაში ალიანსს გააკრიტიკებს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის აბსოლუტურად განიხილავს ნატოდან აშშ-ის გაყვანის საკითხს და დღევანდელ გამოსვლაში ალიანსს გააკრიტიკებს.
01 აპრილი 2026, 18:29
საზოგადოება
დღეს ზურაბ ქაფიანიძის დაბადების დღეა, მას 89 წელი შეუსრულდებოდა
დღეს ზურაბ ქაფიანიძის დაბადების დღეა, მას 89 წელი შეუსრულდებოდა. საქართველოს სახალხო არტისტი, გარდა სამსახიობო კარიერისა იკვლევდა ქართული ანბანის წარმოშობას და ეწეოდა მის პოპულარიზაციას.
01 აპრილი 2026, 18:24
პოლიტიკა
ვატო ქიზიყურაშვილი: იქმნება უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა და სწორედ ეს არის დიდი შესაძლებლობების ფანჯარა პატარა ქვეყნებისთვის, რომ განიმტკიცონ ნეიტრალიტეტი და არ იყვნენ ჩართული დიდი ქვეყნების ჭიდილში
ჩვენი პარტია, როგორც ნეიტრალიტეტის მხარდამჭერი, აბსოლუტურად ყველა მხრივ მიესალმება ნებისმიერ ქვეყანასთან თანასწორ და ღირსეულ ურთიერთობას, - განაცხადა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრმა ვატო ქიზიყურაშვილმა „დღის ქრონიკასთან“.
01 აპრილი 2026, 18:23
მსოფლიო
ირანი აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტე სრულად მისი კონტროლის ქვეშაა
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტე სრულად მათი კონტროლის ქვეშაა.
01 აპრილი 2026, 18:21
პოლიტიკა
„დაზვერვის სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო
საკანონმდებლო ორგანომ მესამე მოსმენით განიხილა და 78 მომხრე, 10 წინააღმდეგი, „დაზვერვის სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი მიიღო. საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსანდრე ტაბატაძემ წარადგინა.


