დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში არქიტექტურულ-სამშენებლო სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტთან არსებულმა „სივრცის დაგეგმვისა და არქიტექტურულ-სამშენებლო სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭომ“ პირველი სხდომა გამართა, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი უძღვებოდა.
სხდომის მუშაობაში მონაწილეობდნენ სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობაში მოწვეული დარგის ექსპერტები, მათ შორის, არქიტექტორები, მშენებლები, ინჟინრები, ურბანისტები, ბიზნესსექტორის და შესაბამისი სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები. დღევანდელი სხდომის მუშაობაში მონაწილეობდნენ ასევე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, თბილისის შესაბამისი საქალაქო სამსახურების წარმომადგენლები.
დაინტერესებულ პირებს სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომის მუშაობაში მონაწილეობის შესაძლებლობა ონლაინ პლატფორმის საშუალებითაც ჰქონდათ.
„ვფიქრობ, რომ ეს დარგი და ეს სექტორი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული სექტორი, რომელიც საჭიროებს, რომ ცოტა უფრო მეტი ყურადღება, მეტი დრო დავუთმოთ. ზუსტად ამის გათვალისწინებით მიიჩნია კომიტეტმა, რომ ჩამოყალიბებულიყო შესაბამისი საბჭო, სადაც პარლამენტში, კომიტეტში შემოსული ინიციატივების ამ ფორმატში განხილვის გარდა, შესაძლებელი იქნება, რომ ასევე განვიხილოთ ის გამოწვევები, რასაც თქვენ, ამ დარგის სპეციალისტები ხედავთ სექტორთან მიმართებაში. საბჭოს ფორმატში ვიმსჯელოთ სად, რისი გაუმჯობესება შეიძლება, რა ინიციატივები შეიძლება წამოვწიოთ წინ და თუ ყველა ერთხმად მივიჩნევთ, რომ ესა თუ ის ინიციატივა მიზანშეწონილია და სექტორის განვითარებასაც ხელს შეუწყობს, კომიტეტი მის დაინიცირებაზეც იფიქრებს“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, კომიტეტი საბჭოსთან ერთად განსაზღვრავს ამა თუ იმ პერიოდისათვის აღნიშნულ სფეროში აქტუალურ საკითხებს, რომლებიც მნიშვნელოვანი იქნება დარგის და სექტორის განვითარებისათვის, დეტალურად შეაჯერებს წინადადებებს და საჭიროების შემთხვევაში საკანონმდებლო ინიციატივადაც აქცევს. შესაბამისად, სხდომაზე იმსჯელეს საბჭოს საქმიანობის პრინციპებზე და სამომავლო გეგმებზე.
სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს დღევანდელი სხდომაზე განსახილველ საკითხად კი განისაზღვრა დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც სამშენებლო სფეროს რეგულაციებს უკავშირდება და რომლებიც პარლამენტის წევრთა ერთი ჯგუფის მიერ უკვე ინიცირებულია. კერძოდ,
საბჭომ განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრების: მაია ბითაძის, ბექა დავითულიანის, ნოდარ ტურძელაძის, ირაკლი ზარქუას, ანა ბუჩუკურის, ბექა ლილუაშვილისა და მიხეილ დაუშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი: „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ და მისი თანმდევი კანონპროექტები, რომელთა მიზანია უნებართვოდ ან სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები მშენებლობების გამო ექსპლუატაციაში მიღების გარეშე დარჩენილი ობიექტებით გამოწვეული პრობლემური საკითხების დარეგულირება. პრობლემის არსზე და კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებზე საბჭოს წევრებს ინფორმაცია საკანონმდებლო ინიციატივის ერთ-ერთმა ავტორმა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ზარქუამ გააცნო.
განხილვა დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდა და სპეციალისტთა მხრიდან მრავალი საყურადღებო მოსაზრება გამოითქვა. სხდომის მონაწილეთა ერთობლივი მოსაზრება იყო, რომ პრობლემა ნამდვილად გადასაჭრელია, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ უსაფრთხოების ზომები დაცული უნდა იყოს. შესაბამისად, შეთანხმდნენ, რომ ცალკეული დეტალების დაზუსტების და შესაბამისი პროცედურების გაწერის მიზნით, უპრიანი იქნება, თუკი სამუშაო ჯგუფის ფორმატში კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან.
როგორც დავით სონღულაშვილმა განაცხადა, სამუშაო შეხვედრის დროს საბჭოს წევრებთან კონსულტაციების შედეგად მიღებული გადაწყვეტილებები, კანონპროექტების საკომიტეტო განხილვების პროცესებს უდავოდ ხელს შეუწყობს.
ყველა სიახლე
01 ივნისი 2026, 14:37
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: ჩვენ შეგვიძლია ყოველთვის თამამად ვთქვათ, დღევანდელი ობიექტური, ფაქტობრივი მოცემულობის გათვალისწინებით, რომ საქართველოსა და ქართველი ხალხის შესახებ გადაწყვეტილებები მიიღება საქართველოში
ჩვენ შეგვიძლია ყოველთვის თამამად ვთქვათ, დღევანდელი ობიექტური, ფაქტობრივი მოცემულობის გათვალისწინებით, რომ საქართველოს და ქართველი ხალხის შესახებ გადაწყვეტილებები მიიღება საქართველოში, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციების საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
01 ივნისი 2026, 14:36
პოლიტიკა
მდინარაძე: პოლარიზაცია, საზოგადოების გახლეჩა, აზიანებს არამხოლოდ პოლიტიკურ ველს, არამედ ადამიანურ ურთიერთობებსაც, ახალი სამმართველო იქნება პირველი რეალური ქმედითი ნაბიჯი, რომ საზოგადოების ეს გახლეჩა, სიძულვილის ენა და ბოროტებამდე მისული ერთმანეთის შეურაცხყოფა აღმოიფხვრას
ახალი სამმართველო იქნება პირველი რეალური ქმედითი ნაბიჯი, რომ საზოგადოების ეს გახლეჩა, სიძულვილის ენა და ბოროტებამდე მისული ერთმანეთის შეურაცხყოფა აღმოიფხვრას, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
01 ივნისი 2026, 14:21
მსოფლიო
ნიკოლ ფაშინიანი: სანამ სომხეთი ოფიციალურად არ შეიტანს განაცხადს ევროკავშირის წევრობაზე ან არ მიუახლოვდება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, ნებისმიერი რეფერენდუმის ჩატარება ალოგიკურია
„სანამ სომხეთი ოფიციალურად არ შეიტანს განაცხადს ევროკავშირის წევრობაზე ან არ მიუახლოვდება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, ნებისმიერი რეფერენდუმის ჩატარება ალოგიკურია. დღეს ეს არჩევანი თეორიულ ხასიათს ატარებს, ხოლო თეორიული არჩევანის რეფერენდუმზე გატანა, რა თქმა უნდა, არ არის ძალიან გონივრული და სწორი, მას საფუძველი არ გააჩნია“, - განაცხადა ფაშინიანმა.
01 ივნისი 2026, 14:21
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: საქართველოს მთავრობა ენერგეტიკული სექტორისთვის დამაზიანებელი არალეგალური ბიზნესსაქმიანობის წინააღმდეგ ქმედითი ნაბიჯების გადადგმას იწყებს, ერთ-ერთი მსხვილი გამოწვევა ამ მიმართულებით შეეხება უკანონო კრიპტომაინინგის პროცესს მესტიის მუნიციპალიტეტში, დიდი რაოდენობით ელექტროენერგიის უკანონო მოხმარება მნიშვნელოვნად აზიანებს როგორც ქვეყნის ენერგეტიკას, ასევე მესტიის ადგილობრივ მოსახლეობას და კერძო სექტორს
საქართველოს მთავრობა იწყებს ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ენერგეტიკული სექტორისთვის დამაზიანებელი არალეგალური ბიზნესსაქმიანობის წინააღმდეგ, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციების საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
01 ივნისი 2026, 14:13
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: ქართული სახელმწიფო, ქართული სპეცსამსახურები, ქართველი სამართალდამცველები და უსაფრთხოების სისტემა იმდენად ძლიერია, რომ შეუძლია ჩვენი ქვეყნისთვის უპრეცედენტო ღონისძიებების ჩატარება - რეალური ჯაშუშური ქსელების გაშიფვრა და მათი წევრების დაკავება, რაც იმ კატეგორიის ოპერატიულ და საგამოძიებო ღონისძიებებს მიეკუთვნება, რომელიც ძალიან უჭირთ ხოლმე გაცილებით ძლიერ და დიდ სახელმწიფოებს
მინდა მადლობა გადავუხადო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და მისი კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებს გასული დღეების განმავლობაში ჩატარებული ძალიან წარმატებული კონტრდაზვერვითი ღონისძიებებისთვის, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
01 ივნისი 2026, 14:02
პოლიტიკა
მთავრობის ადმინისტრაციაში სახელმწიფო მინისტრის, ვიცე-პრემიერის, მამუკა მდინარაძის ბრიფინგი მიმდინარეობს. LIVE
მთავრობის ადმინისტრაციაში სახელმწიფო მინისტრის, ვიცე-პრემიერის, მამუკა მდინარაძის ბრიფინგი მიმდინარეობს. ქრონიკა პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ
01 ივნისი 2026, 13:48
ტაბლოიდი
დუა ლიპა და კალუმ ტერნერი დაქორწინდნენ❤️💍
ხელმოწერის 40-წუთიანი ოფიციალური ცერემონია გუშინ, გაერთიანებულ სამეფოში, მერილებონში შედგა. მოგვიანებით კი წყვილი შეუღლებას პალერმოში დაგეგმილ სამდრიან საზეიმო წვეულებაზე აღნიშნავს, რომელსაც არსებული ინფორმაციით ელტონ ჯონი, ოლივია დინი და Charli XCX დაესწრებიან.
01 ივნისი 2026, 13:41
პოლიტიკა
ცოტნე ანანიძე სააკაშვილის განცხადებაზე, რომ ნიკა მელიას ძალიან ბევრი რამ გაუტარა: არ ვიცით, რა გაუტარეთ ერთმანეთს, მაგრამ ვიცით, რაც ჩაუტარეთ საქართველოს. რაც არ გაგიტარათ ხალხმა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, მიხეილ სააკაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს ეხმიანება.
01 ივნისი 2026, 13:39
საზოგადოება
გარემოს ეროვნული სააგენტო: უახლოეს დღეებში საქართველოს ცალკეულ რაიონებში, შედარებით სითბოს ფონზე, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი
უახლოეს დღეებში საქართველოს ცალკეულ რაიონში, შედარებით სითბოს ფონზე, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
01 ივნისი 2026, 13:25
საზოგადოება
სიონის ტაძარში რეაბილიტაციის პროექტი დაიწყო
თბილისის მერიამ სიონში რეაბილიტაციის პროცესი დაიწყო. ამ ეტაპზე, ტაძრის ირგვლივ სამშენებლო ხარაჩოების მოწყობა მიმდინარეობს, - ინფორმაციას თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
01 ივნისი 2026, 13:24
თავდაცვა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აზერბაიჯანელ კოლეგას უმასპინძლა
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს, გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ ჰასანოვს უმასპინძლა. თავდაცვის სამინისტროში ოფიციალური დახვედრის ცერემონია გაიმართა, რის შემდეგაც მხარეებმა ორმხრივი, რეგიონული და საერთაშორისო თანამშრომლობის სხვადასხვა საკითხი განიხილეს.
01 ივნისი 2026, 13:07
პოლიტიკა
სააკაშვილი მელიაზე: ვაიგნორებდი სკეპტიკოსებს, რომლებიც მიმითითებდნენ მის განათლების არ ქონაზე და უიდეობაზე. მელია აღმოჩნდა იმავე ჭაობში სადაც უკვე არიან ოქრუაშვილი, ბოკერიები და ზოგი სხვაც
არის ხალხი, რომლისგანაც ვერაფერი დავაყენე, მიუხედავად დიდი ძალისხმევისა. ასე იყო მაგალითად ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც ადრე აღმოვაჩინე, თან გადავყევი, ის კი აჰყვა ამბიციებს, - წერა მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.
01 ივნისი 2026, 13:05
ჯანდაცვა
ბათუმში ბავშვთა მულტიფუნქციური პედიატრიული კლინიკა შენდება
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმდებარედ, ცენტრალური და ადგილობრივი ჯანდაცვის სამინისტროების თანამშრომლობით, ბავშვთა მულტიფუნქციური პედიატრიული კლინიკა შენდება. ახალი, თანამედროვე, მრავალპროფილური სამედიცინო სივრცე უზრუნველყოფს როგორც პედიატრიულ, ისე სხვადასხვა სპეციალიზებულ მომსახურებას, - ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
01 ივნისი 2026, 12:50
პოლიტიკა
ლადო სადღობელაშვილი: ვერ ვხვდები რატომ უკვირს „პრადვინუტებს“ საქართველოში სამმართველოს შექმნა, რომელიც გააკონტროლებს სიძულვილის ენას - სახელმწიფოები წლებია ქმნიან სპეციალიზებულ დანაყოფებს, რომლებიც აკვირდებიან სოციალურ ქსელებში ძალადობისკენ მოწოდებას, ტერორისტულ პროპაგანდას თუ მუქარებს
„მე ვერ ვხვდები რატომ უკვირს „პრადვინუტებს“ ის ფაქტი რომ საქართველოში შეიქმნა და დღეიდან დაიწყო მუშაობა შსს-ს სამმართველომ, რომელიც გააკონტროლებს სოცქსელებში სიძულვილის ენას და ამაზე ადეკვატურად კანონის კუთხით რეაგირება ექნება?! - დასავლეთში ასეთი პრაქტიკა საკმაოდ აქტუალურია…“, - წერს ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში.
01 ივნისი 2026, 12:47
მსოფლიო
„როსსელხოზნადზორმა“ სომხური თევზის სერტიფიცირების შეჩერება მოითხოვა
„როსსელხოზნადზორში“ განაცხადეს, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებულია იმ ინსპექტირების შედეგების საფუძველზე, რომელიც 21-დან 27 მაისამდე სომხეთის თევზგადასამუშავებელ საწარმოებსა და კალმახის საშენ მეურნეობებში ჩატარდა. უწყებაში ამტკიცებენ, რომ საწარმოების ნახევარმა შემოწმების გავლებაზე უარი თქვა.
01 ივნისი 2026, 12:24
პოლიტიკა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გეკა გელაძე თურქეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გეკა გელაძემ საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, მუსტაფა თურქერარისთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს.
01 ივნისი 2026, 12:17
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი: ყველაზე საყურადღებო იყო ის შეფასებები, რომ დღეს უკრაინა წარმოადგენს ერთგვარ ლაბორატორიას ბევრი მიმართულებით, მათ შორის ტექნოლოგიების გამოცდის და ა.შ. რაც ბევრ რაღაცაზე შეიძლება მეტყველებდეს
ყველაზე საყურადღებო იყო ის შეფასებები, რომ დღეს უკრაინა წარმოადგენს ერთგვარ ლაბორატორიას ბევრი მიმართულებით, მათ შორის ტექნოლოგიების გამოცდის და ა.შ. რაც ბევრ რაღაცაზე შეიძლება მეტყველებდეს, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა, რომელიც საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედ დელეგაციასთან ერთად, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე, ვილნიუსში იმყოფება.
01 ივნისი 2026, 12:07
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე: საქართველოს დელეგაცია არის პარტნიორი ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეისა და ჩვენ ამ ღონისძიებაში ვმონაწილეობთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად დავაახლოოთ საქართველოსა და ნატო-ს საპარლამენტო განზომილებები
საქართველოს დელეგაცია მოგეხსენებათ, რომ არის პარტნიორი ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეისა და ჩვენ ამ ღონისძიებაში ვმონაწილეობთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად დავაახლოოთ საქართველოს და ნატო-ს საპარლამენტო განზომილებები, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ, რომელიც საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედ დელეგაციასთან ერთად, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე, ვილნიუსში იმყოფება.
01 ივნისი 2026, 12:06
მსოფლიო
ნატოს გენმდივნის მოადგილე: დღეს უკრაინა თავდაცვითი ტექნოლოგიების ყველაზე მოწინავე ლაბორატორიაა
„დღეს ვხედავთ, რომ რუსეთს უჭირს უკრაინაში და სწორედ ამიტომ ხდებიან უფრო უგუნურები. სწორედ ამიტომაც, უფრო მეტად უნდა დავუჭიროთ მხარი უკრაინას. უკრაინელების გამოცდილებიდან ძალიან ბევრს ვსწავლობთ. ისინი ინოვაციური ძალა ხდებიან და სწორედ ამიტომ, დღეს და ხვალ, ვილნიუსში ნატო-უკრაინის ინოვატორების ფორუმს გავმართავთ, რათა ვისაუბროთ ამ ცოდნისა და ძალის გამოყენების შესაძლებლობაზე. დღეს უკრაინა თავდაცვითი ტექნოლოგიების, მაღალტექნოლოგიური სისტემების, ელექტრონული ომის, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით დამიზნებისა და მრავალი სხვა ასპექტის ყველაზე მოწინავე, ბუნებრივი ლაბორატორიაა“, - განაცხადა მან.
01 ივნისი 2026, 12:02
ჯანდაცვა
რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში პედიატრიული განყოფილება ამოქმედდა
რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში პედიატრიული განყოფილება ამოქმედდა, - ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.


