imedi /  21 მაისი 2021, 11:44 / სანდო წყარო

გიორგი ხანიშვილმა ონლაინ ვებინარში „ჩაის სექტორის მიმოხილვა საქართველოსა და აზერბაიჯანში“ მიიღო მონაწილეობა

გიორგი ხანიშვილი

გიორგი ხანიშვილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა ონლაინ ვებინარში „ჩაის სექტორის მიმოხილვა საქართველოსა და აზერბაიჯანში“ მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, რეგიონული ვებინარის ორგანიზატორი იყო გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის რეგიონული ოფისი ევროპასა და ცენტრალურ აზიაში (FAO REU), FAO-ს საინვესტიციო ცენტრთან თანამშრომლობით.

ვებინარაზე, მონაწილეებმა აზერბაიჯანსა და საქართველოში ჩაის წარმოების პოტენციალის შესახებ საერთაშორისო ცნობიერების ამაღლების, ჩაის წარმოებაში საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების საკითხები და FAO-სა და ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის (EBRD) ერთობლივი პროექტის შედეგები განიხილეს.

შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო პრეზენტაციები საქართველოსა და აზერბაიჯანში ჩაის სექტორში არსებული მდგომარეობის, გამოწვევებისა და სამომავლო გეგმების შესახებ.

„საქართველოს, აზერბაიჯანთან ერთად, საბჭოთა ქვეყნების ჩაით მომარაგებაში საკმაოდ მნიშვნელოვანი წილი ეკავა. საქართველოში, ჩაის პლანტაციებს 65 000 ჰა-მდე ფართობი ეჭირა. დღეის მდგომარეობით, გვაქვს მთელი რიგი პროექტები, რომლებზეც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ჩაის სექტორის აღორძინება. მომავალ წლებში, აქცენტი ქართული ჩაის ხარისხობრივ ზრდაზე გაკეთდება”, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

შეხვედრას აზერბაიჯანის სოფლის მეურნეობის მინისტრი ინამ ქარიმოვი, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების (EBRD, World Bank), შესაბამისი სამინისტროების, სამთავრობო უწყებების, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრების და ჩაის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ყველა სიახლე

მამუკა მდინარაძე

28 ივლისი 2021, 15:15

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: თუ ოპოზიციის წარმომადგენელი ვერ შეძლებს მაგალითად კომიტეტიეს თავმჯდომარის ფუნქციის შესრულებას და ამ პოზიციას მაგიდაზე შეხტომისთვის და სპიკერთან ავარდნისთვის გამოიყენებს, მათთან თანამდებობების განაწილებებზე კონსულტაცია ვერ გვექნება

თუ ოპოზიციის წარმომადგენელი ვერ შეძლებს მაგალითად კომიტეტიეს თავმჯდომარის ფუნქციის შესრულებას და ამ პოზიციას მაგიდაზე შეხტომისთვის და სპიკერთან ავარდნისთვის გამოიყენებს, მათთან თანამდებობების განაწილებებზე კონსულტაცია ვერ გვექნება, - ამის შესახებ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მამუკა მდინარაძემ "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

სალომე სამადაშვილი

28 ივლისი 2021, 15:06

პოლიტიკა

სალომე სამადაშვილი ფიქრობს, რომ მიშელის დოკუმენტის ანულირებაში წვლილი „ნაცმოძრაობას“ მიუძღვის

ფრაქცია „ლელო“ - პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრი, დეპუტატი სალომე სამადაშვილი ფიქრობს, რომ შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებაში წვლილი „ნაციონალურ მოძრაობას“ მიუძღვის. ამის შესახებ მან „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

28 ივლისი 2021, 14:59

COVID19

იტალიის მარეგულირებელმა 12-17 წლის პირებში Moderna-ს ვაქცინის გამოყენება დაუშვა

იტალიის მარეგულირებელმა 12-17 წლის პირებში Moderna-ს ვაქცინის გამოყენება დაუშვა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

მამუკა მდინარაძე

28 ივლისი 2021, 14:57

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ეჭვი უსაფუძვლოა, ჩვენ გაცილებით მეტ ხმას ავიღებთ

გაძლევთ გარანტიას, რომ არჩევნების მეორე დღესვე თქვენი ეს კითხვა ძალიან არააქტუალური იქნება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. კითხვაზე, 19 აპრილის შეთანხმების ანულირება ხომ არ არის მიზეზი იმისა, რომ „ქართული ოცნება“ თვითმმართველობის არჩევნებში 43%-ის მოპოვებას ვერ შეძლებს, მდინარაძემ აღნიშნა, რომ ეს ეჭვი უსაფუძვლოა და ამას არჩევნების შედეგები აჩვენებს.

რიკ დემსი

28 ივლისი 2021, 14:42

პოლიტიკა

რიკ დემსი: საქართველო მყარად მიჰყვება ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობისკენ მიმავალ გზას

საქართველო მყარად მიჰყვება ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობისკენ მიმავალ გზას, – ეს განცხადება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, რიკ დემსმა საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

28 ივლისი 2021, 14:40

პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადება

„წინ გველის ძალზე საინტერესო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, სადაც საქართველოს მოსახლეობა მუნიციპალურ მერებსა და საკრებულოებს აირჩევს. ქვეყანას ჭირდება დამშვიდება. მოვუწოდებთ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს, ხელი შეუწყონ არჩევნების ჯანსაღ და ნაკლებად პოლარიზებულ გარემოში ჩატარებას, თავი შეიკავონ საბოტაჟისგან და მიიღონ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგი, რამდენად უსიამოვნოც არ უნდა იყოს ის მათთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.

28 ივლისი 2021, 14:34

რეგიონი

ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

ირაკლი კობახიძე

28 ივლისი 2021, 14:33

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: მზად ვართ, ჩვენი კეთილი ნებით, რიგგარეშე არჩევნები არათუ ხმების 43%-ის, არამედ 53%-ის შემთხვევაშიც კი დავნიშნოთ

მზად ვართ, ჩვენი კეთილი ნებით, რიგგარეშე არჩევნები არათუ ხმების 43%-ის, არამედ 53%-ის შემთხვევაშიც კი დავნიშნოთ, თუკი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ქცევიდან ამოვიკითხავთ, რომ ჩვენი პოლიტიკური სისტემა ეფექტიანი კოალიციური მმართველობისთვის მომწიფებულია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

28 ივლისი 2021, 14:21

საზოგადოება

თეა წულუკიანმა საზოგადოებას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ათწლიანი სამოქმედო გეგმა გააცნო

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა საზოგადოებას სამინისტროს ათწლიანი სამოქმედო გეგმა წარუდგინა. ღონისძიებას დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, საქართველოს საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, სპორტსმენები, ახალგაზრდები და სამინისტროს მიერ კულტურის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსების გამარჯვებულები ესწრებოდნენ.

ირაკლი კობახიძე

28 ივლისი 2021, 14:16

პოლიტიკა

„ქართული ოცნება“ 19 აპრილის შეთანხმებას ანულირებულად აცხადებს

პარტია „ქართული ოცნება“ 19 აპრილის შეთანხმებას ანულირებულად აცხადებს. ეს განცხადება პარტიის ლიდერებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გააკეთა. მისი თქმით, რადიკალური ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ არჩევნების წინ პოლიტიკური პოლარიზაცია არა თუ შემცირდეს, არამედ პირიქით, უკიდურესად გაღრმავდეს.

მუსტაფა შენთოფი

28 ივლისი 2021, 14:07

მსოფლიო

თურქეთის პარლამენტის სპიკერი: აზერბაიჯანის საზღვართან სომხეთის აგრესიული ქმედებები ცხადყოფს, რომ სომხეთს რეგიონში ახალი ომის გაჩაღების პოტენციალი აქვს

თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის თავმჯდომარემ, მუსტაფა შენთოფმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის საზღვართან სომხეთის აგრესიული ქმედებები ცხადყოფს, რომ სომხეთს რეგიონში ახალი ომის გაჩაღების პოტენციალი აქვს.

28 ივლისი 2021, 14:02

სპორტი

ძიუდოისტი ლაშა ბექაური ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ფინალშია

ქართველი ძიუდოისტი ლაშა ბექაური ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ფინალში გავიდა. ნახევარფინალში ქართველმა სპორტსმენმა რუსეთის წარმომადგენელი მიხაილ იგოლნიკოვი დაამარცხა.

ზაზა თაბაგარი

28 ივლისი 2021, 13:34

სამართალი

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ,,მთავარი არხის“ განცხადებას ეხმაურება

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ტელეკომპანია ,,მთავარი არხის“ დამფუძნებლის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება. უწყებაში განმარტავენ, რომ შემოსავლების სამსახური გადამხდელთა გეგმურ შემოწმებას მუდმივად ახორციელებს.

28 ივლისი 2021, 13:29

კულტურა

აშშ-ის ხელისუფლებამ Wu-Tang Clan-ის ალბომის ერთადერთი ეგზემპლარი გაყიდა

აშშ-ის ხელისუფლებამ რეპ ჯგუფის Wu-Tang Clan-ის ალბომ Once Upon a Time in Shaolin-ის ერთადერთი ეგზემპლარი გაყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ნიუ-იორკის აღმოსავლეთ ოლქის პროკურორის ოფისი ავრცელებს.

სპექტროფოტომეტრი

28 ივლისი 2021, 13:28

რეგიონი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიებს თანამედროვე ხელსაწყოები გადაეცა

ხელსაწყოს გამოყენებასთან დაკავშირებით, სპეციალისტებისთვის ტრენინგები გაიმართა. აღნიშნული დანადგარებით ლაბორატორიებში სხვადასხვა ქიმიური პარამეტრის ანალიზები უახლესი მეთოდების გამოყენებით განხორციელდება, რაც შესაძლებლობას იძლევა, გაიზარდოს წყლის ხარისხის კვლევის კომპონენტები და თანამედროვე მეთოდებით განხორციელდეს სამეცნიერო-კვლევითი ანალიზები. ქართველი სპეციალისტები ქიმიურ კვლევებს ევროკავშირის წყლის ჩარჩო დირექტივის მეთოდოლოგიის გათვალისწინებით განახორციელებენ.

28 ივლისი 2021, 13:05

მსოფლიო

ბრიტანელი ქალი, რომელსაც კოვიდინფიცირების ეშინოდა და სახლიდან 9 თვის განმავლობაში არ გადიოდა, ქუჩაში გასვლის პირველივე დღეს მანქანამ გაიტანა

ლიუისი ტაქსის დაელოდა, გზის გადაკვეთა დაიწყო, მაგრამ მისი მიმართულებით მოძრავი სატვირთო მანქანა ვერ შეამჩნია, რადგან ჩანთიდან პირბადეს იღებდა. ქალი ვერც სატვირთოს მძღოლმა დაინახა და ლიუისი გაიტანა. ის მიღებული ტრავმების შედეგად გარდაიცვალა.

28 ივლისი 2021, 13:00

COVID19

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციაში ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია ჩაერთო

ინსპექციის თანამშრომელთა ვაქცინაცია ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჩატარდა, სადაც პროცესის მიმდინარეობას ბათუმის მერისა და აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეები ესწრებოდნენ. ბათუმის მერის მოადგილემ თანამშრომლებს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გამოჩენისთვის მადლობა გადაუხადა.

28 ივლისი 2021, 12:59

COVID19

კორონავირუსის ახალი შემთხვევების მატების გამო, ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში ლოკდაუნი 4 კვირით გახანგრძლივდა

კორონავირუსის ახალი შემთხვევების მატების გამო, ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში ლოკდაუნი 4 კვირით გახანგრძლივდა. ახალი სამხრეთ უელსის შტატში, რომლის დედაქალაქიც სიდნეია, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 177 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

კახა კალაძე

28 ივლისი 2021, 12:56

საზოგადოება

მაჭავარიანის ქუჩაზე მეწყრულ ზონაში ამჟამად სამუშაოების ბოლო ეტაპი მიმდინარეობს

"სპეციალური სისტემების საშუალებით, დღემდე 24-საათიანი მონიტორინგისა და ეფექტური საპრევენციო სამუშაოების შედეგად, მიღწეული იქნა დროებითი სტაბილურობა.ვაშლიჯვარი-ლისის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მეწყერსაწინააღმდეგო პროექტის ფარგლებში, ფერდის გამაგრება ე.წ.ანკერების, მიწის მოჭრისა და სხვადასხვა ტიპის სამუშაოების საშუალებით ხორციელდება. სამუშაოებს, თბილისის მერიის დაკვეთით კომპანია „კავკასუს როუდ პროჯექტი“ ასრულებს.აღნიშნული სამუშაოები მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლოს დასრულდება, რის შედეგადაც ტერიტორიაზე გადაადგილება სრულიად უსაფრთხო გახდება, ხოლო მაჭავარიანის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად გაიხსნება",- განაცხადა კახა კალაძემ.

28 ივლისი 2021, 12:52

პოლიტიკა

შინაგან საქმეთა მინისტრმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან შეხვედრა გამართა

შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა მიმდინარე აქტუალური საკითხები განიხილეს , მათ შორის მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და საარჩევნო პროცესის უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარების მნიშვნელობა. შინაგან საქმეთა მინისტრმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა მიმდინარე წლის 5 ივლისს თბილისში განვითარებული მოვლენებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ გამოვლენილი ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებების შესახებ.