გენადი არველაძე: OECD-ის „SME Policy Index“-ის რეიტინგის 12 კომპონენტიდან 12-ვეში გაუმჯობესდა, ხოლო 9 კომპონენტში ქვეყანა უმაღლესი ქულით შეფასდა
გენადი არველაძე
ფოტო: ეკონომიკის სამინისტრო
„მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სტრატეგიის” წარმატებით განხორციელების შედეგია ის, რომ საქართველომ OECD-ის „SME Policy Index“-ის 2020 წლის რეიტინგში უპრეცედენტო წარმატებას მიაღწია. კვლევის თანახმად, საქართველოს შეფასება და შესაბამისად ქულა (წინა 2016 წლის რეიტინგთან შედარებით) რეიტინგის 12 კომპონენტიდან 12-ვეში გაუმჯობესდა, ხოლო 12-დან 9 კომპონენტში ქვეყანა უმაღლესი ქულით შეფასდა“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ეროვნული პლატფორმის მიერ ორგანიზებულ მაღალი დონის კონფერენციაზე - European Choice of the Georgian People - Challenges and Future Perspectives სიტყვით გამოსვლისას.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, ამჟამად აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ახალ სტრატეგიაზე 2021-2025 წლებისთვის. „ახალი სტრატეგია კვლავაც მუშავდება ევროკავშირის მხარდაჭერით, OECD-თან და GIZ-თან მჭიდრო თანამშრომლობით. იგი კვლავაც ეფუძნება „ევროპული მცირე ბიზნესის აქტის“ უმთავრეს პრინციპს - „უპირველესად იფიქრე მცირეზე“ (Think Small First). ამასთან, სტრატეგიაში გათვალისწინებულია “ევროპული მცირე ბიზნესის აქტის” ძირითადი პრინციპები და ევროკავშირის ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკა მცირე და საშუალო ბიზნესის პოლიტიკის კუთხით“, - განაცხადა გენადი არველაძემ.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი კერძო სექტორის განვითარებაა. მისი თქმით, სამუშაო ადგილების ზრდისა და სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესების მიზნით, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება უმნიშვნელოვანესია და მას სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელების პროცესში უაღრესად დიდი როლი აქვს.
გენადი არველაძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მეწარმეობის ხელშეწყობისა და მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამებზე, რომლებიც "აწარმოე საქართველოში” ფარგლებში ხორციელდება. მისი თქმით, დღეის მდგომარეობით, პროგრამამ მხარი დაუჭირა 808 პროექტს (592 საწარმო), რომელთა ჯამური ინვესტიცია 390 მლნ ევროს (1,6 მილიარდ ლარს) აღემატება და შედეგად, 22 506 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება.
„მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით, ჩვენ წამოვიწყეთ სახელმწიფო პროგრამა „საკრედიტო - საგარანტიო სქემა“. ეს პროგრამა მიზნად ისახავს მცირე და საშუალო ბიზნესის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას, სესხების გაადვილებას და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფას. სააგენტო საკრედიტო გარანტიას უზრუნველყოფს კომერციული ბანკის მიერ გაცემული თითოეული სესხის ძირითადი თანხის 90%-მდე. ამ დროისთვის საკრედიტო-საგარანტიო სქემის ფარგლებში გაფორმებულია 200-ზე მეტი ხელშეკრულება (მათგან 191 გაფორმდა ახალი და 21 რესტრუქტურიზებული სესხების უზრუნველყოფისთვის. სესხის მთლიანი თანხა 44 მლნ ევროს შეადგენს (181 მლნ ლარი). გარდა ამისა, მიკრო და მცირე ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით, ვახორციელებთ მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამას. აღნიშნულის ფარგლებში, ფინანსური დახმარება ითვალისწინებს პოტენციური ბენეფიციარებისათვის მიზნობრივი გრანტის გამოყოფას მაქსიმუმ 7 ათასი ევროს ოდენობით. პროგრამის ახალმა ბენეფიციარმა გრანტის მოპოვების შემთხვევაში, უნდა განახორციელოს საკუთარი ფულადი თანამონაწილეობა მოთხოვნილი გრანტის ოდენობის 10%-ით, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში 5%-ის ოდენობით“, - განაცხადა გენადი არველაძემ.
ყველა სიახლე
31 აგვისტო 2026, 21:35
პოლიტიკა
ხვალ, პარლამენტის საშემოდგომო სესია პლენარული სხდომით გაიხსნება
ხვალ, 1-ელ სექტემბერს, პარლამენტის საშემოდგომო სესია პლენარული სხდომით გაიხსნება, - ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გორგასლის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა.
31 აგვისტო 2026, 21:35
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: საგამონაკლისო სახით აბიტურიენტებს მიეცათ უფლება, ე.წ. მეორადი ჩარიცხვით ჩაირიცხონ უნივერსიტეტებში. ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანი მსგავს გადაწყვეტილებას მიესალმება
ყველაფერ დადებითზე ოპოზიცია რა განცხადებას აკეთებს?! უნიჭოდ მიწერა უნდა, ეს ღიმილის მომგვრელია, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ ე.წ. მეორად ჩარიცხვებთან დაკავშირებით პრემიერის გადაწყვეტილების შეფასებისას.
31 აგვისტო 2026, 21:32
პოლიტიკა
პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გორგასლის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა
სხდომაზე იმსჯელეს რიგ საკანონმდებლო ცვლილებებსა და ინიციატივებზე, რომლებზეც ამ ეტაპზე მუშაობა მიმდინარეობს როგორც აღმასრულებელ გუნდთან, ისე სხვადასხვა სამინისტროსთან და პარლამენტის შესაბამის დარგობრივ კომიტეტებთან ერთად.
31 აგვისტო 2026, 21:30
საზოგადოება
სტრუქტურული ცვლილებები მთავრობაში - რეგიონული განვითარების სამინისტრო ინფრასტრუქტურის სამინისტროს შეუერთდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სტრუქტურული ცვლილებები მთავრობაში - რეგიონული განვითარების სამინისტრო ინფრასტრუქტურის სამინისტროს შეუერთდება. შესაბამისად, აღარ შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა.
31 აგვისტო 2026, 21:28
მსოფლიო
ევრობიუროკრატების პოლიტიკის კრახი - ისლანდიელი ხალხი ევროკავშირში გაწევრების შესახებ მოლაპარაკებებზე უარს ამბობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ქვეყნის ამომრჩეველთა 52%-ზე მეტმა ევროკავშირის წევრობაზე უარი თქვა. ბრიუსელის რეაქცია ისლანდიის გადაწყვეტილებაზე, საქართველოს ხელისუფლებას ევრობიუროკრატების ორმაგ სტანდარტში კიდევ ერთხელ არწმუნებს.
31 აგვისტო 2026, 21:22
ეკონომიკა
საქსტატის ახალი მონაცემები - ივლისში ეკონომიკა 8%-ით გაიზარდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სტაბილურად მზარდი ეკონომიკა და საგარეო ვაჭრობის რეკორდული სტატისტიკა. საშუალოდ 8-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდით საქართველო ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა.
31 აგვისტო 2026, 21:18
მსოფლიო
პოლიტიკური ჯგუფი „პატრიოტები ევროპისთვის“: ისლანდიის მაგალითი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ეკონომიკურად წარმატებული და თვითგამორკვეული ქვეყნებისთვის მიმზიდველი აღარ არის
პოლიტიკურმა ჯგუფმა „პატრიოტები ევროპისთვის“ განცხადება გაავრცელა, სადაც ისლანდიაში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებს გამოეხმაურა.
31 აგვისტო 2026, 21:15
სამართალი
აფხაზი ბლოგერის საქმეზე დაკავებულ უკრაინის მოქალაქეს პატიმრობა შეეფარდა - ბრალდებულის ჩვენება და საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები. „ქრონიკის“ სიუჟეტი
თბილისის საქალაქო სასამართლომ დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებულ ვალერია კირლიუკს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ბრალდების მხარის განმარტებით, დაკავებულმა სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფ ბუავას აუცილებელი დახმარება არ გაუწია.
31 აგვისტო 2026, 21:09
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია ისლანდიის რეფერენდუმზე: ეს არის განვითარებული, სუვერენული ქვეყნის გადაწყვეტილება
„ისლანდიაში, საზოგადოებამ ალბათ შეისწავლა, დღევანდელ ევროკავშირში წევრობა რას ნიშნავს და 53%-მა მიიღოს ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო, რასაც დემოკრატიულ ქვეყანაში 47% დაემორჩილა“, - აღნიშნა კირცხალიამ.
31 აგვისტო 2026, 21:00
მსოფლიო
ესპანეთის პრემიერი ისრაელსა და რუსეთს სეუტას კრიზისზე დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს
გასულ თვეს, ესპანეთის ანკლავ სეუტაში მიგრანტების მასობრივი დინების ფონზე, რუსეთიც და ისრაელიც დეზინფორმაციის გავრცელებასა და ტირაჟირებაში მონაწილეობდნენ. ამის შესახებ ორშაბათს ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის კვლევაზე დაყრდნობით განაცხადა.
31 აგვისტო 2026, 20:52
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: ვმუშაობთ ქონების გადასახადის ჭრილში, ფიზიკური პირებთან მიმართებით, ზღვრის გაზრდასთან დაკავშირებით. უფრო დადებითი კუთხით უნდა გაიზარდოს ეს ზღვარი - ვეტყვი ჩვენს საზოგადოებას, რომ ძალიან აქტიურად მიდის ამასთან დაკავშირებით მუშაობა და ძალიან პოზიტიურად აისახება თითოეულ ჩვენს მოქალაქეზე
ვმუშაობთ ქონების გადასახადის ჭრილში, ფიზიკური პირებთან მიმართებით, დღეს უკვე არსებული ზღვარი, რაც წარმოშობს ქონების გადასახადს, ამ ზღვრის გაზრდასთან დაკავშირებით. უფრო დადებითი კუთხით უნდა გაიზარდოს ეს ზღვარი. ამის მეტს დღეს ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ვეტყვი ჩვენს საზოგადოებას, რომ ძალიან აქტიურად მიდის ამასთან დაკავშირებით მუშაობა და ძალიან პოზიტიურად აისახება თითოეულ ჩვენს მოქალაქეზე, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ.
31 აგვისტო 2026, 20:50
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია ლევან მაჭავარიანის განცხადებაზე: უნდა შევახსენოთ საზოგადოებას, რამხელა მანქანა მუშაობდა და ახლაც ცდილობს იმუშაოს, რომ ქვეყანაში რეალურ სუვერენიტეტსა და რეალურ დემოკრატიას ძირი გამოუთხარონ
ირაკლი კირცხალია ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ლევან მაჭავარიანის პოსტს მედიასთან გამოეხმაურა. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია, ყოველთვის გვახსოვდეს ვინ არიან და ვინ გვესუაბრება დღეს დომოკრატიის და ევროპული ღირებულებების საფარ ქვეშ და ვინ არის ის დაფინანსებული აგენტურა, რომელიც ევროკავშირის დროშის ქვეშ სხვადასხვა ადმინისტრაციულ შენობასთან დარბოდნენ.
31 აგვისტო 2026, 20:30
მსოფლიო
უკრაინული გამოცემა The Kyiv Independent: კირილო ბუდანოვს ადგილობრივი პოლიტიკური სპექტრისთვის იშვიათი თვისება გამოარჩევდა, სკანდალებისგან თითქმის შეუბღალავი რეპუტაცია - მიუხედავად ამისა, სამხედრო სფეროდან პოლიტიკაში გადასვლიდან ცხრა თვეში, ბუდანოვი სკანდალში გაეხვა
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, კირილო ბუდანოვს ადგილობრივი პოლიტიკური სპექტრისთვის იშვიათი თვისება გამოარჩევდა, სკანდალებისგან თითქმის შეუბღალავი რეპუტაცია - მიუხედავად ამისა, სამხედრო სფეროდან პოლიტიკაში გადასვლიდან ცხრა თვეში, ბუდანოვი სკანდალში გაეხვა, - წერს უკრაინული გამოცემა The Kyiv Independent-ი.
31 აგვისტო 2026, 20:29
პოლიტიკა
ოპოზიციის, მდიდარი „ენჯეოებისა“ და ფსევდო ლიბერალი აქტივისტების მორიგი მხილება - ლევან მაჭავარიანის ვრცელი ანალიზი. „ქრონიკის“ სიუჟეტი
რევოლუციების და ქვეყნის დესტაბილიზაციის მცდელობის უწყვეტი პროცესი, გარედან მიღებული დირექტივების და მითითებების ფონზე. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე დეტალურად აღწერს ბოლო რამდენიმე წლის ვითარებას.
31 აგვისტო 2026, 20:05
საზოგადოება
1 800-მდე აბიტურიენტს წელს გამონაკლისის სახით ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა ეძლევა - პრემიერის ინიციატივას ოპოზიცია საკუთარ გამარჯვებად წარმოაჩენს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
1 800-მდე აბიტურიენტს, რომლებმაც ეროვნულ გამოცდებზე მინიმალური ზღვარი გადალახეს, წელს გამონაკლისის სახით ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა ეძლევა.
31 აგვისტო 2026, 19:57
მსოფლიო
The New York Times: რუსეთის ფინანსთა მინისტრი უკრაინაში შეჭრის შემდეგ პირველად ესწრება G20-ის შეხვედრას აშშ-ში
რუსეთის ფინანსთა მინისტრი, ანტონ სილუანოვი ჩრდილოეთ კაროლინის შტატის ქალაქ აშვილში მიმდინარე G20-ის მინისტერიალს ესწრება, - წერს გამოცემა The New York Times-ი.
31 აგვისტო 2026, 19:49
მსოფლიო
„ელჩის ფუნქციას საყოველთაოდ აღიარებული დიპლომატიური ნორმები და პრაქტიკა განსაზღვრავს, რაც ურთიერთპატივისცემასა და შიდა საქმეებში ჩაურევლობას გულისხმობს“ - ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აშშ-ის ელჩს მოუწოდა, შეწყვიტოს მთავრობის ოფიციალური პირების კრიტიკა სოციალურ ქსელებში
ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაქსიმ პრევომ აშშ-ის ელჩს, ბილ უაითს მოუწოდა, შეწყვიტოს მთავრობის ოფიციალური პირების კრიტიკა სოციალურ ქსელებში, რადგან მსგავსმა პროვოკაციებმა შესაძლოა ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობები დაძაბოს.
31 აგვისტო 2026, 19:33
სპორტი
ლიონელ მესიმ ეროვნულ ნაკრებში კარიერის დასრულების შესახებ ოფიციალურად განაცხადა
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონმა და „ოქროს ბურთის“ რვაგზის მფლობელმა, ლიონელ მესიმ ეროვნულ ნაკრებში კარიერის დასრულების შესახებ ოფიციალურად განაცხადა.
31 აგვისტო 2026, 19:31
ეკონომიკა
სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 20 საჯარო სკოლის პროექტირება-რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოაცხადა
სამინისტროს ინფორმციით, პროექტები მოიცავს მესტიის, წყალტუბოს, ყვარლის, ზუგდიდის, დუშეთის, მცხეთის, კასპის, გორის, ქედის, ბორჯომის, საგარეჯოს, ახმეტის, ახალქალაქის მუნიციპალიტეტებში და თბილისში მდებარე სკოლების აღდგენით სამუშაოებს.
31 აგვისტო 2026, 19:27
მსოფლიო
Euronews: სჭირდება თუ არა ევროკავშირს უფრო მეტი წევრი სახელმწიფო?
მას შემდეგ, რაც ისლანდიამ ევროკავშირში გაწევრიანებას რეფერენდუმზე „არა“ უთხრა, როგორია ევროკავშირის გაფართოების პროცესი? რიგში კანდიდატის სტატუსის მქონე 9 ქვეყანა დგას, თუმცა წევრობასთან ისე ახლოს ჯერჯერობით არცერთი არ არის, როგორც ისლანდია იქნებოდა, - წერს Euronews-ი სტატიაში სათაურით „სჭირდება თუ არა ევროკავშირს უფრო მეტი წევრი სახელმწიფო?“


