imedi /  14 ივნისი 2021, 18:09 / სანდო წყარო

ნათია თურნავას განცხადებით, დაისახა გეგმები, რათა „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებული საკითხების უფრო მაღალ დონეზე შესწავლა მოხდეს

ნათია თურნავა

ნათია თურნავა

მნიშვნელოვანია, რომ დაცული იყოს უფლებები როგორც ინვესტორის, ასევე იმ ადამიანების, რომლებიც პროექტის ფარგლებში მუშაობენ, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამნამახვანჰესზე“ საუბრისას განაცხადა.

დეესკალაციას რა თქმა უნდა, აქვს ორი მხარე. პირველი, არის სახელმწიფო მხრიდან გადასადგმელი ნაბიჯები, რისთვისაც ჩვენ მზად ვართ, მაგრამ გარკვეული პასუხისმგებლობა იმ ადამიანებმაც უნდა აიღონ, ვინც ხეობაში აპროტესტებს, რომ ეს იქნება მშვიდობიანი პროცესი, კომპანიას დღეს, რომელიც კანონიერად გაცემული ნებართვის პირობებში ახორციელებს მხოლოდ და მხოლოდ საწყის, მოსამზადებელ სამუშაოებს, არ შეექმნება პრობლემა, მათ თანამშრომლებს არ შეექმნებათ პრობლემა. 300-მდე ადგილობრივი მცხოვრებია, მათ შორის რიონის ხეობაში მცხოვრებლები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აქაც ყველა უფლება იყოს დაცული როგორც ინვესტორის, ასევე იმ ადამიანების, ვინც მუშაობს, ამ პროექტში არის დასაქმებული“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

მისი თქმით, დაისახა გეგმები, რათა „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებული რიგი საკითხების უფრო მაღალ დონეზე შესწავლა მოხდეს.

„გარდა ამისა, დაისახა გეგმები, რომ მოხდეს უფრო კვალიფიციურ, მაღალ დონეზე შესწავლა გარემოს დაცვის, კომერციული ასპექტების, თუ რა შედეგი შეიძლება, მოჰყვეს ამა თუ იმ ქმედებას. იგივე სამუშაოების თუნდაც დროებით შეწყვეტას, რასაც მძიმე შედეგი ექნება როგორც ჩვენი საინვესტიციო იმიჯისთვის, ასევე სახელმწიფოსთვისაც, რადგან ამის შედეგად, პრაქტიკულად კომპანიას ექნება სრული უფლება, რომ სახელმწიფოს ამაზე სრული პასუხი მოსთხოვოს, ვინაიდან ისინი დღეს კანონიერი ნებართვის ფარგლებში მოქმედებენ. ვფიქრობ, მთლიანობაში, ეს წინაპირობები, რაც დაისახა, იძლევა საშუალებას, რომ მშვიდობიანად, ეტაპობრივად მოხდეს პროექტის ირგვლივ ვითარების ნორმალიზება და ყველამ ერთად ვიმუშაოთ, რათა ეს პროექტი იყოს ისეთი, როგორიც შეესაბამება ჩვენს ინტერესებს, ქვეყნის ინტერესებს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ნათია თურნავამ ასევე აღნიშნა, რომ პარალელურად მიმდინარეობს მოლაპარაკება თურქულ კომპანიასთან და მათი კეთილი ნებაა, პირობები გაუმჯობესდეს, მათ შორის, გადაიხედოს იჯარით გადაცემული მიწების ხანგრძლივობა.

„იცით, რომ პარალელურად მიმდინარეობს მოლაპარაკება თურქულ კომპანიასთან. მათი კეთილი ნებაც არის, რომ პირობები გაუმჯობესდეს, მათ შორის, თუნდაც იჯარით გადაცემული მიწების ხანგრძლივობა გადაიხედოს, რაც არაერთგვაროვნად იყო აღქმული საზოგადოებაში, მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობას სრულად შეესაბამება. ჩვენ ვმუშაობთ, რომ წუხილი გაუმჯობესებული ფორმით იყოს ასახული კონტრაქტში. ასე რომ, პროცესი მიმდინარეობს ჯანსაღად. ახლა მთავარია, ვნებათაღელვა დაცხრეს და ყველანი გადავიდეთ მშვიდობიან, კონსტრუქციულ რეჟიმში“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები და ხელისუფლება 3 პირობის შესრულებაზე შეთანხმდნენ.

ყველა სიახლე

Probbox

04 აგვისტო 2021, 13:51

სამართალი

იუსტიციის სამინისტრო პრობაციონერთა კონტროლის ინოვაციურ მექანიზმს ნერგავს

„პირობით მსჯავრდებულთა ელექტრონული კონტროლის ახლებური მექანიზმი, მსჯავრდებულს გაუადვილებს მასზე დაკისრებული ვალდებულების შესრულებას და ამავდროულად დაზოგავს ადამიანურ რესურსს“, - დასძინა ბრეგაძემ.

რატი ბრეგაძე

04 აგვისტო 2021, 13:48

სამართალი

რატი ბრეგაძე: არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი ყველა რეგიონში გაიხსნება

არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ოფისები მთელი საქართველოს მასშტაბით უნდა გაიხსნას, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა 10-წლიანი გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.

რატი ბრეგაძე

04 აგვისტო 2021, 13:47

საზოგადოება

რატი ბრეგაძე: საქართველოში 2 700 სოფელი სრულად დამისამართდება, რითაც ნებისმიერ დასახლებულ პუნქტში მცხოვრებ ადამიანს ზუსტი მისამართი ექნება

10 წლიანი გეგმის პრეზენტაციაზე იუსტიციის მინისტრმა ქვეყანაში არსებული სამისამართო სისტემის ეფექტიანად განვითარების გზებზე ისაუბრა. რატი ბრეგაძის თქმით, უმნიშვნელოვანესია, რომ სახელმწიფოს ჰქონდეს ყველა დასახლებული პუნქტის მისამართების სრულყოფილი ბაზა.

რატი ბრეგაძე

04 აგვისტო 2021, 13:45

საზოგადოება

„მობილური იუსტიციის სახლი“ აგვისტოდან ამოქმედდება

„პირველ ეტაპზე პროექტი საპილოტე რეჟიმში განხორციელდება და 6 რეგიონის ათეულობით სოფელს მოიცავს, საბოლოოდ კი, პროექტი სრულად დაფარავს საქართველოს ყველა იმ სოფელს, სადაც სახელმწიფო სერვისები მიუწვდომელია“, - განაცხადა მინისტრმა.

04 აგვისტო 2021, 13:44

საზოგადოება

იუსტიციის სახლში პრემიუმ მომსახურების სივრცეები შეიქმნება

იუსტიციის სამინისტროს 10-წლიანი სტრატეგიული გეგმის ფარგლებში, იუსტიციის სახლი ,,პრემიუმ მომსახურების სივრცეების“ პროექტის განხორციელებას იწყებს. პროექტი იუსტიციის სახლში ბიზნეს სექტორის მომსახურებისთვის განკუთვნილი სივრცეები შექმნას გულისხმობს.

რატი ბრეგაძე

04 აგვისტო 2021, 13:38

საზოგადოება

ეროვნული არქივი ციფრულ არქივს ქმნის

ეროვნული არქივი ასევე აქტიურად მუშაობს მატერიალურად შექმნილი დოკუმენტების გაციფრებასა და არქივირების პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვაზე; ამჟამად ეროვნულ არქივში მატერიალური დოკუმენტების 8 მილიონამდე გვერდია გაციფრული.

04 აგვისტო 2021, 13:38

პოლიტიკა

იუსტიციის მინისტრი: მიწის რეგისტრაცია ქვეყნის მასშტაბით მთლიანად დასრულდება

რატი ბრეგაძის განცხადებით, დღეის მდგომარეობით მიწის ნაკვეთების ერთი მესამედი რეგისტრაციას საჭიროებს. ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ სრულად მოწესრიგდება მოცემულ პერიოდში იმგვარად, რომ სანიმუშოდ იქნება უზრუნველყოფილი ამ ქვეყანაში მცხოვრები თითოეული ადამიანის საკუთრების უფლება".

04 აგვისტო 2021, 13:37

საზოგადოება

იუსტიციის სახლი მომხმარებლებს „პერსონალურ ასისტენტს“ შესთავაზებს

იუსტიციის სახლი მომხმარებლებს პრემიუმ სერვისს - „პერსონალურ ასისტენტს“ შესთავაზებს, ამის შესახებ განცხადება იუსტიციის მინისტრმა დღეს, 10 წლიანი გეგმის პრეზენტაციაზე გააკეთა.

მეწყერი წყნეთში

04 აგვისტო 2021, 13:33

საზოგადოება

კახა კალაძე წყნეთის მეწყერზე: სწრაფად დავიწყოთ სამუშაოები, რათა პრობლემა მოგვარდეს და საავტომობილო გზა აღდგეს

„ადგილობრივ მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია, რათა იგრძნონ და დაინახონ გვერდით დგომა და მხარდაჭერა. აუცილებელია, რაც შეიძლება სწრაფად დავიწყოთ სამუშაოების განხორციელება, რათა პრობლემა იყოს მოგვარებული და საავტომობილო გზა - ძალიან სწრაფად აღდგენილი. მაქსიმალური მხარდაჭერა ადგილობრივ მოსახლეობას, რათა ჰქონდეთ სრული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა ნაბიჯებს დგამს დედაქალაქის მერია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

04 აგვისტო 2021, 13:33

საზოგადოება

რატი ბრეგაძე: 2030 წლისთვის იუსტიციის სახლებმა მთელი საქართველო უნდა მოიცვას

იუსტიციის სამინისტრო აქტიურად გააგრძელებს ინფრასტრუქტურულ განვითარებას და 2030 წლისთვის იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები საქართველოს უკლებლივ ყველა მუნიციპალიტეტს მოიცავს, ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.

04 აგვისტო 2021, 13:32

საზოგადოება

დიდგორობის დღესასწაული მასშტაბურად აღინიშნება

„12 აგვისტოს დიდგორის მემორიალსა და მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე გელათის სამონასტრო კომპლექსსა და გეგუთის სასახლის ტერიტორიაზე შთამბეჭდავი თეატრალიზებული სანახაობით საქართველოს ისტორიის მე-12 საუკუნის მნიშვნელოვანი ეპიზოდი გაცოცხლდება. ღონისძიებაში საქართველოს თავდაცვის ძალებთან ერთად სხვადასხვა შემოქმედებითი ჯგუფი და ქართველი მომღერლები მიიღებენ მონაწილეობას. დიდგორობის დღესასწაულზე სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოებაც იგეგმება“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან ნიკოლეიშვილი

04 აგვისტო 2021, 13:03

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: სანქციები არა და დახმარებას კი ვიღებთ, სწორედ ისეთს, როგორიც სტრატეგიული პარტნიორობის ურთიერთთანამშრომლობას ეკადრება

სანქციები არა და დახმარებას კი ვიღებთ, სწორედ ისეთს, როგორიც ეკადრება სტრატეგიული პარტნიორობის ურთიერთთანამშრომლობას, - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას 30 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების „ჯაველინის“ რაკეტებისა და მასთან დაკავშირებული აღჭურვილობის „საქართველოს მთავრობისთვის შესაძლო უცხოურ სამხედრო გაყიდვასთან“ დაკავშირებით. მისი თქმით, სტრატეგიულ პარტნიორებს სანქციებს არც უწესებენ.

04 აგვისტო 2021, 12:50

მსოფლიო

პირი, რომელიც უკრაინის მთავრობის შენობაში ხელყუმბარის აფეთქებით იმუქრებოდა, დაკავებულია. ვიდეო

პირი, რომელიც უკრაინის მთავრობის შენობაში ხელყუმბარის აფეთქებით იმუქრებოდა, დაკავებულია. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

გიორგი ვოლსკი

04 აგვისტო 2021, 12:43

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი პრეზიდენტის განცხადებაზე: როცა ვითარებას აფასებ, უნდა იყო უფრო ზუსტი და დაბალანსებული

„პრეზიდენტი ეცადა, ასე თუ ისე სიტუაცია უფრო მეტად დაბალანსებული გამოეყვანა, პრაქტიკულად არაობიექტური შეფასება მისცა იმ ნაწილს, რასაც კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხრიდან დესტრუქციული პროცესების განვითარების ინტენსიური მცდელობა ჰქვია. მან ასეთი განცხადების გაკეთება გადაწყვიტა. საზოგადოების დიდ ნაწილს კარგად ესმის, თუ საით მიდის სტრატეგია, რომელსაც კონკრეტული პოლიტიკური პარტია მიჰყვება", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

04 აგვისტო 2021, 12:30

მსოფლიო

კიევში პოლიციის სპეციალური ოპერაციის რეჟიმი დაწესდა

უკრაინის დედაქალაქ კიევში პოლიციის სპეციალური ოპერაციის რეჟიმი დაწესდა. უცნობი პირი უკრაინის მთავრობის შენობაში შევიდა და ხელყუმბარის აფეთქებით იმუქრება.

04 აგვისტო 2021, 12:23

საზოგადოება

უახლოეს დღეებში საქართველოში ძლიერი სიცხეა მოსალოდნელი

უახლოეს დღეებში საქართველოში მნიშვნელოვნად დაცხება. ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

04 აგვისტო 2021, 12:18

COVID19

კვლევა: სრულად აცრილ პირებს კორონავირუსზე ტესტის დადებითი პასუხის მიღების შანსი სამჯერ უფრო ნაკლები აქვთ, ვიდრე არავაქცინირებულ პირებს

სრულად აცრილ პირებს კორონავირუსზე ტესტის დადებითი პასუხის მიღების შანსი სამჯერ უფრო ნაკლები აქვთ, ვიდრე არავაქცინირებულ პირებს. აღნიშნულს ლონდონის იმპერიული კოლეჯის მიერ ჩატარებული კვლევა ცხადყოფს.

04 აგვისტო 2021, 12:15

ეკონომიკა

მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 0.5%-ით გაიზარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2021 წლის 4 აგვისტოს რეფინანსირების განაკვეთის 0.5 პროცენტული პუნქტით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 10.0 პროცენტით განისაზღვრა.

თამარ იოსელიანი

04 აგვისტო 2021, 12:14

ეკონომიკა

თამარ იოსელიანი: ერთ ციფრულ პლატფორმაზე ინტეგრირება შავ ზღვაზე რეგიონულ თანამშრომლობას გააღრმავებს

„საქართველოს პორტებში საპორტო საზოგადოების სისტემების (𝐏𝐂𝐒) დანერგვის მიზანშეწონილობის შესწავლის” პროექტის ინაუგურაცია გაიმართა ონლაინ სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ორგანიზებითა და საქართველოს ინვესტორთა საბჭოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით ჩატარდა.

04 აგვისტო 2021, 12:03

მსოფლიო

უცნობი პირი უკრაინის მთავრობის შენობაში ხელყუმბარის აფეთქებით იმუქრება. ვიდეო

უცნობი პირი უკრაინის მთავრობის შენობაში ხელყუმბარის აფეთქებით იმუქრება. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.