imedi /  26 ივნისი 2021, 13:24 / სანდო წყარო

ნათია თურნავა: „ნამახვანჰესთან" დაკავშირებით მედიაციის პროცესი ცივილიზებულად მიმდინარეობს

ნათია თურნავა

ნათია თურნავა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკებების ცენტრის ჩართულობით, „ნამახვანჰესთან" დაკავშირებით მიმდინარე მედიაციის პროცესი ცივილიზებულად მიდის.

„მედიაციის პროცესით დადასტურდა, რომ პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება ევროპული ენერგეტიკული ქარტიის მედიატორის მოწვევის თაობაზე მართლაც სწორი გადაწყვეტილება იყო. პირველი ნაბიჯები დეესკალაციისთვის გადაიდგა, ჩვენც შევამცირეთ პოლიციის კონტინგენტი და რკინის ჯებირები ხეობაში“, - აცხადებს თურნავა.

მისივე თქმით, შემდეგი ნაბიჯი, რაც შეთანხმებულია საერთაშორისო მედიატორთან, არის, რომ ორივე მხარემ, მათ შორის საპროტესტო აქციის მონაწილეებმა, ლიდერებმა აიღონ გარკვეული პასუხისმგებლობა იმაზე, რომ არ შეუშლიან ხელს ინვესტორს და კომპანიას, რათა მან მშვიდობიანად განახორციელოს სამუშაოები საწყისი ნებართვის ფარგლებში.

„მთავარი მიმართულება მედიაციის პროცესში არის გარემოსდაცვითი სტანდარტების და გარემოსდაცვითი პროცედურების კვლევების გადამოწმება, რათა საბოლოო ჯამში ეს პროექტი განხორციელდეს მხოლოდ უმაღლესი გარემოსდაცვითი უსაფრთხოების სტანდარტების შესატყვისად, რაც იქნება საქართველოს ინტერესებში“, - განაცხადა თურნავამ.

ყველა სიახლე

16 სექტემბერი 2021, 20:13

COVID19

ევროკავშირში ჯანდაცვის სფეროში საგანგებო სიტუაციებისთვის მზადყოფნისა და რეაგირების უწყება ამოქმედდა

ევროკავშირში ჯანდაცვის კრიზისული ორგანო ამოქმედდა, რომელიც მომავალი პანდემიისთვის მომზადებას კოორდინაციას გაუწევს.

16 სექტემბერი 2021, 19:52

COVID19

ჯანდაცვის მინისტრი სამეგრელოს რეგიონში სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ვაქცინაციის კამპანიის „მოდი ავიცრათ ერთმანეთისთვის“ ფარგლებში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

16 სექტემბერი 2021, 19:50

რეგიონი

მარტვილის სოფელ ტალერში ხანძარია

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადები და მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

16 სექტემბერი 2021, 19:27

მსოფლიო

გაერო: კორონავირუსის პანდემიამ კლიმატის ცვლილების ტემპი არ შეანელა

გაერომ ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ კორონავირუსის პანდემიამ კლიმატის ცვლილების ტემპი არ შეანელა. მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO) ანგარიშში ნათქვამია, რომ გასულ წელს პანდემიასთან დაკავშირებულმა ეკონომიკურმა შენელებამ და ლოკდაუნმა CO2-ის ემისიების მხოლოდ დროებითი შემცირება გამოიწვია.

გიორგი საბედაშვილი

16 სექტემბერი 2021, 18:49

სამართალი

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ უკანონოდ დაკავებული ზურაბ დათიაშვილი თავისუფალია

„მიმდინარე წლის 16 სექტემბერს, სოფელ კირბალის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე ზურაბ დათიაშვილი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ დაუყოვნებლივ მოხდა ცხელი ხაზის გააქტიურება და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმირება. აღნიშნული ღონისძიებების შესაბამისად დაუყოვნებლივ მოხდა საქართველოს მოქალაქის გათავისუფლება 1 საათის განმავლობაში. უკანონო დაკავებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას“, - განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი საბედაშვილმა.

16 სექტემბერი 2021, 18:43

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის ახლად დანიშნულ წარმომადგენელს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) ახლადდანიშნულ წარმომადგენელთან, კაორი იშიკავასთან გაცნობითი შეხვედრა გამართა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

16 სექტემბერი 2021, 18:34

COVID19

ირანმა კორონავირუსის საწინააღმდეგო Johnson & Johnson-ის ვაქცინა დაამტკიცა

ირანმა კორონავირუსის საწინააღმდეგო Johnson & Johnson-ის ვაქცინა დაამტკიცა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

16 სექტემბერი 2021, 18:19

სამართალი

საქართველოს პროკურატურა გმობს ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ თბილისში მომხდარი დანაშაულის ამსახველი ვიდეომასალის საჯარო გავრცელების ფაქტს

საქართველოს პროკურატურა ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ თბილისში მომხდარი უმძიმესი დანაშაულის ამსახველი ვიდეომასალის საჯარო გავრცელების ფაქტზე განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მსგავსი შინაარსის მასალის გავრცელება არ ემსახურება საჯარო ინტერესს, რადგან ამგვარი ქმედება წარმოადგენს ძალადობის წახალისებას, არღვევს დაზარალებულთა უფლებებსა და ამავე დროს, აზიანებს გამოძიების ინტერესებს.

მავთულხლართი

16 სექტემბერი 2021, 18:14

სამართალი

სოფელ კირბალთან რუსმა სამხედროებმა საქართველოს მოქალაქე გაიტაცეს

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქის უკანონოდ დაკავების ფაქტს. აღნიშნულთან დაკავშირებით გააქტიურებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია“, - აცხადებენ სუს-ში.

ირაკლი ღარიბაშვილი

16 სექტემბერი 2021, 18:13

COVID19

პრემიერ-მინისტრი სრულად ვაქცინირებულია

ვაქცინაცია ირაკლი ღარიბაშვილს ინფექციურ საავადმყოფოში ჩაუტარდა. პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ვაქცინების უსაფრთხოებას, ვაქცინაციის მნიშვნელობას პანდემიის დამარცხების პროცესში და მოქალაქეებს პროცესში აქტიური ჩართვისკენ მოუწოდა.

რატი იონათამიშვილი

16 სექტემბერი 2021, 18:11

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ პატიებს საზოგადოებას, რომ 2012 წელს ხელისუფლებიდან ერთხელ და სამუდამოდ გაუშვა

„საამისოდ ჩვენ გვაქვს ის, რომ საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტები ძლიერდება. მთავარია, რომ ჩვენი საზოგადოება არის ძლიერი, სახელმწიფო არის ძლიერი და არ დავუშვებთ, რომ ამ განვითარებას რაიმე ხელი შეეშალოს. მით უმეტეს, ისეთი დესტრუქციული ძალების მხრიდან, რომლებიც სინამდვილეში ებრძვიან არა „ქართულ ოცნებას“, არამედ რევანშისტულად არიან განწყობილი ჩვენი მოსახლეობის წინააღმდეგ. ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ვერ პატიებს საზოგადოებას, რომ 2012 წელს ხელისუფლებიდან ერთხელ და სამუდამოდ გაუშვა. ისინი ყოველ ჯერზე ცდილობენ, შური იძიონ საზოგადოების მიმართ ამ გადაწყვეტილების გამო. სწორედ, ქართულ სახელმწიფოს, ეკლესიას, ინსტიტუტებს ებრძვიან ისინი და ყოველ ჯერზე ძალიან მტკივნეულ და მწარე მარცხსაც განიცდიან“, - განაცხადა იონათამიშვილმა.

რატი იონათამიშვილი

16 სექტემბერი 2021, 18:05

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა დადგინდეს ექსპერტიზის მხრიდან სავარაუდო ფარული ჩანაწერები რამდენად ავთენტურია

პირველ რიგში, ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა დადგინდეს ექსპერტიზის მხრიდან ის მასალები, რაზეც არის ლაპარაკი, რამდენად ავთენტურია, რადგან ჩვენ ამაზე ცალსახა საუბრის უფლება არ გვაქვს, რადგან პირველ რიგში, ეს უნდა გაირკვეს, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, რატი იონათამიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

რატი იონათამიშვილი

16 სექტემბერი 2021, 18:04

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ფაქტობრივად უკვე აღიარა გარდაუვალი მარცხი არჩევნებზე

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ფაქტობრივად უკვე აღიარა გარდაუვალი მარცხი არჩევნებზე, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ფარული ჩანაწერების მანიპულირებითა და სიცრუეზე აგებული დღის წესრიგით ცდილობს ფონს გასვლას.

რატი იონათამიშვილი

16 სექტემბერი 2021, 18:04

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: უკვე „ნაციონალური მოძრაობაც“ ხვდება, რომ გიორგი გახარია არა „ქართული ოცნების“, არამედ მათი ამომრჩევლის გადაბირებით არის დაკავებული

„საზოგადოება ხვდება, ვის სამსახურშია გახარია და მისი პარტია. თუკი ვინმეზე რაიმე სახის დარწმუნება მას შეუძლია მოახდინოს, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ ის ამომრჩეველი, რომელიც ახალ მიხეილ სააკაშვილს ეძებს. შესაბამისად ამ განწყობით უკვე ფაქტია, რომ ის (გიორგი გახარია) მათ ამომრჩეველზე უფრო მუშაობს. ეს მათი საერთო სცენარის საწინააღმდეგო განვითარებაა, ამიტომ ეს საკითხები კიდევ უფრო დააჩქარებს. ერთი პარტიის ბურჭულარიზაციას და მეორე პარტიის კიდევ უფრო მტკივნეულ მარცხს“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

16 სექტემბერი 2021, 18:02

მსოფლიო

გერმანიის პოლიციამ ქალაქ ჰაგენში სინაგოგაზე სავარაუდო ისლამისტური თავდასხმა აღკვეთა

გერმანიის პოლიციამ ქალაქ ჰაგენში სინაგოგაზე სავარაუდო ისლამისტური თავდასხმა აღკვეთა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

16 სექტემბერი 2021, 17:26

ეკონომიკა

აწსუ-ის ენერგეტიკის ფაკულტეტზე „სემეკის აუდიტორია” გაიხსნა

სემეკის ორგანიზებითა და დაფინანსებით აუდიტორია აღიჭურვა სწავლის პროცესისათვის საჭირო სხვადასხვა საგნით. ამასთანავე, სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას ინიციატივით უნივერსიტეტს გადაეცა და აუდიტორიაში განთავსდა ნეტო აღრიცხვის მაკეტი, რომლის პროგრამაც ასახავს მცირე მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ ელექტროენერგიის გამომუშავებისა და მისი ქსელში გადაცემის, ასევე ქსელიდან ელექტროენერგიის მოხმარების სრულ ციკლს.

16 სექტემბერი 2021, 17:25

პოლიტიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორი ცესკოს თავმჯდომარეს შეხვდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორი, ივანე პაპიაშვილი და პრორექტორი, თემურ მაღრაძე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს, თავმჯდომარის მოადგილეს, გიორგი სიორიძეს და საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის ხელმძღვანელს, ნათია ზაალიშვილს შეხვდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

16 სექტემბერი 2021, 17:25

საზოგადოება

თბილისის მერი შეშელიძის ქუჩის მიმდებარე მეწყრული უბნის გამაგრების მიზნით განხორციელებული სამუშაოების შედეგს გაეცნო

პროექტის განხორციელებაში ჩართული იყვნენ, როგორც ქართველი, ასევე, უცხოელი სპეციალისტები. სამუშაოები ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის დაკვეთით, შპს „კავკასუს როუდ პროჯექტის“ მიერ შესრულდა.

16 სექტემბერი 2021, 17:25

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე რუხის საავადმყოფოში მოქალაქეთა იმუნიზაციის პროცესის მიმდინარეობას გაეცნო

ოკუპირებული ტერიტორიებიდან, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებას აქვს შესაბამისი რესურსი, როგორც პაციენტთა ნაკადების მართვის, ასევე შესაბამისი აღჭურვის თვალსაზრისით.

გიორგი ამილახვარი

16 სექტემბერი 2021, 17:24

პოლიტიკა

გიორგი ამილახვარი გახარიას პარტიაზე: ქართულ საზოგადოებას ვერანაირი პოზიტიური პოლიტიკური დღის წესრიგი ვერ შესთავაზა - მხოლოდ ბრალდებებზეა გადასული

„ბოლო დროს ფაქტობრივად ყოველ დღე გვესმის, რომ სხვადასხვა პირი ტოვებს გიორგი გახარიას პარტიას, ეს მიუთითებს მხოლოდ ერთადერთზე, რომ ადამიანებმა დაინახეს, რომ არანაირი პოლიტიკური პერსპექტივა არც მას (გიორგი გახარიას) და არც მის პარტია არ გააჩნია“, - აღნიშნა გიორგი ამილახვარმა.