IMEDI /  18 ივნისი 2021, 20:40 / სანდო წყარო

ირაკლი ღარიბაშვილი: ვაფასებთ საქართველოს საჭიროებებზე მსოფლიო ბანკის სწრაფ რეაგირებას და პანდემიის პერიოდში აქტიურ ჩართულობას

ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტ ანა ბიერდესთან გამართულ შეხვედრას სოციალურ ქსელ Twitter-ში ეხმაურება.

„ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტ ანა ბიერდესთან. ჩვენ ვაფასებთ მსოფლიო ბანკის სწრაფ რეაგირებას საქართველოს საჭიროებებზე და აქტიურ ჩართულობას პანდემიის პერიოდში. განვიხილეთ ჩვენი ეფექტიანი თანამშრომლობა და მიმდინარე და სამომავლო პროექტები, ასევე საქართველოში რეფორმების პროცესი და ჩვენი მიზნები პანდემიის შემდგომ პერიოდში“, - წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

ყველა სიახლე

ილია მეორე და ირაკლი ღარიბაშვილი

03 აგვისტო 2021, 13:48

საზოგადოება

ილია მეორე ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოში ჩამობრძანებული ანჩისხატის ეკლესიისთვის გადაცემას სთხოვს

„მოგეხსენებათ, საქართველოში, ღვთის განგებით, ჩამობრძანდა ქრისტიანული სამყაროს გამორჩეული სიწმინდე, მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი, ანჩისხატად - „პირი ღვთისად" წოდებული, რომელიც ამჟამად ხელოვნების მუზეუმშია დაცული. ჩვენ, დიდი ხანია, ხელისუფლების წინაშე ვაყენებთ საკითხს ეკლესიისთვის მისი გადმოცემის თაობაზე“.

ირაკლი ღარიბაშვილი

03 აგვისტო 2021, 13:37

COVID19

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვან მოქმედი რეგულაციები, რათა არ დადგეს მკაცრი შეზღუდვების დაწესების აუცილებლობა

საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება, ინფიცირების გაზრდილი მაჩვენებელი, მოქმედი რეგულაციების აღსრულება და იმუნიზაციის პროცესის მიმდინარეობა განიხილეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, რომელიც, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ვოლოდიმირ ზელენსკი

03 აგვისტო 2021, 13:36

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი: ოკუპირებული ყირიმი არასდროს გახდება რუსეთის ტერიტორია

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ოკუპირებული ყირიმი არასდროს გახდება რუსეთის ტერიტორია, ხოლო ყირიმის დაბრუნება დროის საკითხია.

03 აგვისტო 2021, 13:31

პოლიტიკა

ელისო ბოლქვაძე საქართველოში კორეის რესპუბლიკის დროებით რწმუნებულს შეხვდა

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე კორეის რესპუბლიკის დროებით რწმუნებულს საქართველოში, ჩანგ დაესოს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე, საქართველოსა და კორეას შორის 30-წლიანი ურთიერთობის იუბილესთან დაკავშირებით, 2022 წელს დაგეგმილ ღონისძიებაზე ისაუბრეს და კულტურის, განათლებისა და ეკონომიკის სფეროში სამომავლო პერსპექტივებზე იმსჯელეს.

ბექა დავითულიანი

03 აგვისტო 2021, 13:29

პოლიტიკა

ბექა დავითულიანი: ეს კვლევები ყოველთვის არის მიკერძოებული და არასდროს არ ასახავს იმ სურათს, რა რეალობასაც ამომრჩეველი აძლევს ხმას

ჩვენ პრაქტიკულად ყოველი არჩევნების წინ ვხედავთ რეალობას, რომლის შემოსაღებად მსგავს კვლევებს უნდა და ყოველი არჩევნების შემდეგ ვხედავთ განსხვავებულ სურათს ამ კვლევების, ამ შემთხვევაშიც დარწმუნებული ვარ იქნება იგივე, - მის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა განაცხადა.

03 აგვისტო 2021, 13:21

სამართალი

ქრთამის აღების ბრალდებით, შსს-ს ინსპექტორ-გამომძიებელი დააკავეს

მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ქრთამის აღების ბრალდებით, 1992 წელს დაბადებული, შსს-ს ქვემო-ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორ-გამომძიებელი დ.ბ., დააკავეს, - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

03 აგვისტო 2021, 13:20

საზოგადოება

შემოსავლების სამსახურის ვაკე- საბურთალოს სერვისცენტრი მოქალაქეთა მომსახურებას განაახლებს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 4 აგვისტოდან გადასახადის გადამხდელებს კვლავ მოემსახურება ვაკე-საბურთალოს მოქალაქეთა მომსახურების სერვისცენტრი, - ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შემოსავლების სამსახურთან კომუნიკაციის მიზნით, დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ, საინფორმაციო სატელეფონო ცენტრს - 2 299 299 (09:00 საათიდან -18:00 საათამდე), ასევე ისარგებლოთ - RS ჩათის მეშვეობით, ან დისტანციურ რეჟიმში, ისარგებლოთ შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე www.rs.ge არსებული ელექტრონული სერვისებით.

03 აგვისტო 2021, 13:11

თავდაცვა

სამხედრო პოლიციის წვრთნები ორფოლოს პოლიგონზე Agile Spirit 2021-ის ფარგლებში მიმდინარეობს

Agile Spirit 2021-ის ფარგლებში სამხედრო პოლიციის აღმოსავლეთ ბატალიონის ოცეული სამხედრო წვრთნებში აქტიურადაა ჩართული. წვრთნები ახალციხეში, ორფოლოს პოლიგონზე მიმდინარეობს. სამხედრო პოლიციის ქვედანაყოფი კონვოის, პატრულირების, ცეცხლზე რეაგირებისა და უსაფრთხოების სავარჯიშოებს ასრულებს, - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ირაკლი კობახიძე

03 აგვისტო 2021, 13:11

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ყველამ ვიცით, რომ IRI-ს კვლევას უტარებს ორგანიზაცია IPM-ი, რომელიც მჭიდროდაა დაკავშირებული „ნაციონალურ მოძრაობასთან

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის შედეგები ადასტურებს, რომ გიორგი გახარიას პოლიტიკური პარტია „ნაციონალური მორაობის“ პროექტია.

ნიკოლოზ გაგუა

03 აგვისტო 2021, 12:57

ეკონომიკა

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ნიკოლოზ გაგუა გახდა

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილებით, 2 აგვისტოდან ეროვნული ბანკის მესამე ვიცე-პრეზიდენტის ადგილს ნიკოლოზ გაგუა დაიკავებს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ნიკოლოზ გაგუა ეროვნულ ბანკში ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზედამხედველობის მიმართულებას უხელმძღვანელებს.

03 აგვისტო 2021, 12:57

ეკონომიკა

საქართველოში ორი ავიაკომპანია ბრუნდება. რომელი მიმართულებებით შესრულდება რეისები

მიმდინარე წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე, საქართველოს მიმართულებით ოპერირებას კიდევ ორი ავიაკომპანია განაახლებს. ლიეტუვის ავიაკომპანია Getjet-ი და ესტონური ავიაკომპანია Smartlynx-ი მრავალჯერად ჩარტერულ ფრენებს ვილნიუსი - ბათუმი -ვილნიუსისა და ტალინი - ბათუმი - ტალინის მიმართულებებით შეასრულებენ.

ვიტალი შიშოვი

03 აგვისტო 2021, 12:51

მსოფლიო

გაუჩინარებული ბელარუსი ოპოზიციონერი აქტივისტი, ვიტალი შიშოვი კიევის ერთ-ერთ პარკში ჩამომხრჩვალი იპოვეს

გაუჩინარებული ბელარუსი ოპოზიციონერი აქტივისტი, ვიტალი შიშოვი კიევის ერთ-ერთ პარკში ჩამომხრჩვალი იპოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პოლიცია ავრცელებს.

თეა წულუკიანი

03 აგვისტო 2021, 12:50

COVID19

თეა წულუკიანი: ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა უმძიმესია - მინდა, ყველას მივმართო და პირბადის ტარებისკენ მოვუწოდო

„ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა არის უმძიმესი“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

პაატა იმნაძე

03 აგვისტო 2021, 12:48

COVID19

პაატა იმნაძე: „ფაიზერზე“ გაუქმებული ჯავშანი აჩენს ეჭვებს, ხელოვნურად ხომ არ ხდება ადგილის დაკავება

ათასობით ადამიანი დარეგისტრირდა ვაქცინაზე და არ გამოცხადდა. „ფაიზერზე“ რომ ამდენივე არის გაუქმებული, ჩვენში ეს ადრე გამოთქმულ ეჭვებსაც აჩენს, რომ ხელოვნურად ხომ არ ხდება სისტემის გადატვირთვა და ადგილის დაკავება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

გიორგი კალანდარიშვილი

03 აგვისტო 2021, 12:44

პოლიტიკა

გიორგი კალანდარიშვილმა ცესკოს თავმჯდომარის უფლებამოსილება გადაიბარა

გიორგი კალანდარიშვილმა ცესკოს თავმჯდომარის უფლებამოსილება გადაიბარა. ის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 6 თვით უხელმძღვანელებს. ახალ ხელძღვანელს ადგილზე ცესკოს თავმჯდომარის მოვალეობის ყოფილი შემსრულებელი, გიორგი შარაბიძე დახვდა და სამუშაო გარემო გააცნო.

თეა წულუკიანი

03 აგვისტო 2021, 12:42

კულტურა

თეა წულუკიანი: ხელოვნების მუზეუმიდან ექსპონატები დაცულ, დროებით ადგილას უნდა გავიტანოთ - ძეგლის აღდგენის შემდეგ, ექსპონატები შენობაში დაბრუნდება

„სავალალო მდგომარეობაში მყოფი შალვა ამირანაშვილის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის, უმნიშვნელოვანესი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლიდან უნდა გავიტანოთ ექსპონატები დაცულ, დროებით ადგილას, მანამ სანამ ჩვენ ამ ძეგლს აღვადგენთ“.

ივანე ჩხაიძე

03 აგვისტო 2021, 12:41

COVID19

ივანე ჩხაიძე: დღეს გვაქვს შესაძლებლობა, კიდევ დამატებით გამოვყოთ საწოლების რაოდენობა, თუმცა ეს რესურსი უსასრულო არ არის

ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, დღეს ქვეყანაში კიდევ დამატებით გამოვყოთ საწოლების რაოდენობა, რომელიც შესაძლებელია სარეზერვო ფონდიდან გამოიყოს, თუმცა, ეს რესურსი უსასრულო არ არის, - ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძის განაცხადა. მისი თქმით, დღეისთვის ქვეყანაში თავისუფალი საწოლების რაოდენობა შედარებით მცირეა.

ამირან გამყრელიძე

03 აგვისტო 2021, 12:37

COVID19

ამირან გამყრელიძე: გვაქვს წინადადება, რომ ყველანაირ შეკრებაზე ადამიანები დაუშვან მხოლოდ ორჯერადი აცრით, პისიარ ან სწრაფი ტესტის უარყოფითი შედეგის შემდეგ

ჩვენ შევედით წინადადებით, ყველანაირ შეკრებაზე იყოს კონტროლი, ადამიანები დაუშვან მხოლოდ ორჯერადი აცრით, პისიარ ან სწრაფი ტესტის უარყოფითი შედეგის შემდეგ, -ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შედეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ამირან გამყრელიძე

03 აგვისტო 2021, 12:34

COVID19

ამირან გამყრელიძე: თუ ახალი შემთხვევების ზრდა გაგრძელდება, დაავადებათა კონტროლის ცენტრი მკაცრი შეზღუდვების ღონისძიებებს წარადგენს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შედეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ თუ კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი კვლავ გაიზრდება, NCDC შეზღუდვების გამკაცრების რეკომენდაციას გასცემს.

ამირან გამყრელიძე

03 აგვისტო 2021, 12:30

COVID19

ამირან გამყრელიძე: გუშინ 3 000-მდე ადამიანი არ გამოცხადდა აცრაზე, შეიძლება, გარკვეული ნაწილი მიზანდასახულად ჯავშნის აცრებს და აუქმებს

გუშინ 3 000-მდე ადამიანი არ გამოცხადდა აცრაზე, ვსწავლობთ მიზეზებს, შეიძლება, რაღაც ეჭვი იყოს, გარკვეული ნაწილი მიზანდასახულად ჯავშნის აცრებს და აუქმებს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შედეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, დღეს საქართველოში მოზრდილი მოსახლეობის 5, 8%-ია აცრილი.