IMEDI /  23 ივნისი 2021, 19:55 / სანდო წყარო

კახა ბექაური: თამაშის წესები ფიქსირებული ინტერნეტის ბაზარზეც შესაცვლელია, დიდმა ოპერატორებმა თავის ქსელზე ის კომპანია უნდა გაატაროს, რომელიც მომხმარებელს სურს

კახა ბექაური

კახა ბექაური

თამაშის წესები ფიქსირებული ინტერნეტის ბაზარზე შესაცვლელია. ამ ბაზრის განვითარების გასაღები ე.წ. „ბიტსტრიმ“ (Bitstream) რეგულაციაა. რას ნიშნავს „ბიტსტრიმი“? ეს არის ფიქსირებული, ანუ სახლის ინტერნეტის მიწოდების ისეთი პრინციპი, როდესაც ერთი ოპერატორი მეორე ოპერატორის ქსელს ქირაობს და ასე აწვდის ბოლო მომხმარებელს მაღალი ხარისხის ინტერნეტ მომსახურებას. „ბიტსტრიმ“ რეგულაცია ევროკავშირის თითქმის ყველა ქვეყანაში სავალდებულოა, რადგან ასეთი მოდელი საშუალებას იძლევა, ოპტიმალურად განვითარდეს ქსელები, გაიზარდოს მომსახურეობის ხარისხი, განვითარდეს ციფრული პროდუქტები და მეტი ინვესტიციის მოზიდვა მოხდეს, - ამის შესახებ, კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ კახა ბექაურმა ისაუბრა.

მისი თქმით „ბიტსტრიმის“ მოდელით, ერთი ქსელის გამოყენებით ბევრ კომპანიას შეუძლია მაღალი ხარისხის ინტერნეტ სერვისები მიაწოდოს ბოლო მომხმარებელს. კომისიის თავმჯდომარე ამბობს, რომ მსგავსი მოდელი ქართულ ბაზარზე ენერგეტიკის სფეროში უკვე მუშოაბს.

„თქვენ იცით, რომ „თელასს“ აქვს საკუთარი ინფრასტრუქტურა და იცით, რომ „თელასის“ ქსელით ელექტროენერგიას მომხმარებელს ბევრი კომპანია აწვდის. „თელასს“ აქვს ვალდებულება, რეგულირებული ტარიფით ყოველ მსურველს მისცეს საშუალება მისი ქსელით მიაწოდოს ელექტროენერგია ბოლო მომხმარებელს. როგორც აღვნიშნე, იგივე მოდელია ევროპაში ფიქსირებული ინტერნეტის ბაზარზეც. ამ მოდელის დანერგვას ვცდილობთ ჩვენც ფიქსირებული ინტერნეტის ბაზარზე. ევროპული რეგულაციის მიხედვით, მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორები ვალდებულნი იქნებიან წინასწარ დადგენილი ტარიფით, თავის ქსელზე ნებისმიერი მსურველი გაატარონ“, - ამბობს კომისიის თავმჯდომარე.

მისივე განცხადებით, კონკურენციის ნაკლებობა ფიქსირებული ინტერნეტის ბაზარზე, განსხვავებით მობილური კომუნიკაციებისგან ყოველთვის გამოწვევა. დღეს კი ორივე ბაზარზე დგას დაბალი კონკურენციის პრობლემა.

„განსხვავებით ფიქსირებული ბაზრისგან, 2019 წლამდე კონკურენცია მეტ-ნაკლებად არსებობდა მობილურ კომუნიკაციებში. რა შეიცვალა? სატელეკომუნიკაციო ბაზარზე მომხდა ორი დიდი გაერთიანება - ერთ შემთხვევაში „მაგთიკომი“, რომელიც მხოლოდ მობილურ მომსახურეობებს აწვდიდა მომხმარებლებს, 2016 წლიდან ფიქსირებული ინტერნეტის ბაზარზე შევიდა, როდესაც „კავკასუს ონლაინის“ საცალო აქტივები და კომპანია „დელტაკომი“ შეიძინა, ხოლო მოგვიანებით, 2018 წელს, „სილქნეტმა“ შეიძინა „ჯეოსელი“. ანუ, „სილქნეტი“ უკვე ფიქსირებული ინტერნეტის გარდა, მობილური კომუნიკაციების ბაზარზეც შევიდა. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიების რაოდენობა არც გაზრდილა და არც შემცირებულა, ფიქსირებული და მობილური კომუნიკაციების დიდი ნაწილის ერთი კომპანიის ხელში გადასვლამ, ნეგატიური გავლენა მოახდინა მობილური ბაზრის კონკურენტულობაზე და აქაც შეიზღუდა კონკურენცია. იცით, რომ ბაზარზე არსებული მესამე კომპანია („ბილაინი“) მხოლოდ მობილურ კომუნიკაციებს აწვდის მომხმარებელს და ის არ ფლობს ფიქსირებული ინტერნეტისთვის საჭირო ინფრასტრუქტურას, შესაბამისად, ვერ უწევს სათანადო კონკურენციას ბაზარზე არსებულ ორ დიდ კომპანიას“,- აცხადებს კახა ბექაური.

კომისიის თავმჯდომარის თქმით, როდესაც ტელეკომ ბაზარზე ეს ორი დიდი გაერთიანება მოხდა, საერთაშორისო ბაზარზე მსგავსი შერწყმების დიდი გამოცდილება არ არსებობდა, რადგან ფიქსირებული და მობილური კომპანიების გაერთიანება მსოფლიო სატელეკომუნიკაციო ბაზარზეც შედარებით ახალი დაწყებული იყო.

„დღევანდელი გადასახედიდან, საინტერესოა ამ უმნიშვნელოვანესი შერწყმების კიდევ ერთხელ შეფასება. მთლიანი სატელეკომუნიკაციო ბაზრის ანალიზი და არსებული გამოწვევების შეფასება ევროკავშირის მარეგულირებელი ნორმების მიხედვით მოხდება, რომლის ფარგლებშიც შევისწავლით ამ ორი გაერთიანების შედეგებს. შესწავლის მიზანი ბაზრის განვითარებისთვის საჭირო და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღებაა“, - ამბობს კახა ბექაური.

ყველა სიახლე

ურსულა ფონ დერ ლაიენი

13 აპრილი 2026, 16:29

მსოფლიო

ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, წიაღისეული საწვავის იმპორტზე ევროკავშირის ხარჯები €22 მილიარდზე მეტით გაიზარდა

მისი განცხადებით, ომის დაწყებიდან 44 დღის განმავლობაში, წიაღისეული საწვავის იმპორტზე ევროკავშირის ხარჯები 22 მილიარდ ევროზე მეტით გაიზარდა, მაშინ როდესაც ევროკავშირს „ერთი მოლეკულით“ მეტი ენერგორესურსიც კი არ მიუღია.

ნიკოლ ფაშინიანი

13 აპრილი 2026, 15:24

მსოფლიო

ნიკოლ ფაშინიანი: გულითადად ვულოცავ პეტერ მადიარსა და უნგრეთის მოსახლეობას არჩევნებში გამარჯვებას. დემოკრატიული არჩევნები ასახავს უნგრელი ხალხის ნებას და ქვეყნის მომავლის ხედვას

გულითადად ვულოცავ პეტერ მადიარსა და უნგრეთის მოსახლეობას არჩევნებში გამარჯვებას, - წერს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სოციალურ ქსელში.

მაიკლ ო’ფლაერტი

13 აპრილი 2026, 15:10

პოლიტიკა

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი: მივემგზავრები საქართველოში, რათა მთავრობასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან განვიხილო ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული მრავალი მნიშვნელოვანი საკითხი

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, მაიკლ ო’ფლაერტი, საქართველოში ჩამოდის. ამის შესახებ ო’ფლაერტმა X-ზე დაწერა.

ლაშა ხუციშვილი

13 აპრილი 2026, 14:49

ეკონომიკა

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ საგაზაფხულო შეხვედრებში მონაწილეობს

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება, სადაც საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ საგაზაფხულო შეხვედრებში მონაწილეობს, - ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

ნათია თურნავა

13 აპრილი 2026, 14:48

ეკონომიკა

ნათია თურნავა, დელეგაციასთან ერთად, აშშ-ში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა, სებ-ის ვიცე-პრეზიდენტებთან ერთად, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

დავით მათიკაშვილი

13 აპრილი 2026, 14:39

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: მთავარია, რომ უნგრელმა ხალხმა ხმა მისცა იმ პოლიტიკურ ძალას, ვისაც ენდობა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია უნგრელ და ქართველ ხალხსა და ხელისუფლებებს შორის ურთიერთობა გაღრმავდეს

წყნარ, მშვიდ ვითარებაში ჩაიარა არჩევნებმა. ძალიან მაღალი აქტივობა იყო მოქალაქეების. რიგები იდგა საარჩევნო უბნებზე,- განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა უნგრეთში გამართულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, სადაც ის ვიზიტით იმყოფება.

13 აპრილი 2026, 14:35

რეგიონი

ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ჯონდო მდივნიშვილი

13 აპრილი 2026, 14:33

რეგიონი

ჯონდო მდივნიშვილი კახეთში სტიქიაზე: სანიაღვრე არხები ვერ ატარებს უხვად მოსულ ნალექს. ნიადაგიც წყლის მასით არის გაჯერებული. მუშაობს როგორც მუნიციპალური ტექნიკა, ასევე - სამაშველო ეკიპაჟები

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერმა ჯონდო მდივნიშვილმა კახეთში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში უხვად მოსული ნალექის შედეგად გაჩენილ პრობლემებსა და მოგვარების გზებზე ისაუბრა.

13 აპრილი 2026, 14:32

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი: ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში ვაკვირდებოდით არჩევნებს უნგრეთში, რომელმაც საკმაოდ მშვიდ გარემოში ჩაიარა

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა უნგრეთში საარჩევნო სიტუაციაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა.

13 აპრილი 2026, 14:22

მსოფლიო

ჩინეთის საგარეო უწყება: ჩინეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჩინეთ-უნგრეთის ურთიერთობების განვითარებას და მზად არის, ითანამშრომლოს უნგრეთის ახალ მთავრობასთან ურთიერთპატივისცემის, თანასწორობისა და ორმხრივი სარგებლის საფუძველზე

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო პეტერ მადიარს უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. როგორც ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა განაცხადა, ახალ მთავრობასთან თანამშრომლობისთვის მზად არიან.

თამაზ მელია

13 აპრილი 2026, 14:21

საზოგადოება

აგვისტოს ომში დაღუპული სერგო მელიას მამა: თავი შესწირა, ხუთი კაცი გამოიყვანა და თვითონ მკვდარი იქ დამიტოვეს. იქ იწვოდა ჩემი შვილი, ცეცხლი ეკიდა და აქ სააკაშვილმა და მისმა მთავრობამ ტაშ-ფანდური გამართეს, მოვიგეთ ომიო

მამა მომიკვდა 4 აგვისტოს და 8აგვისტოს შვილი სერგო მომიკლეს, ვერც ერთი ვერ ვიტირე, - განაცხადა აგვისტოს ომში დაღუპული სერგო მელიას მამამ, თამაზ მელიამ.

პეტერ მადიარი

13 აპრილი 2026, 14:19

მსოფლიო

Politico: მადიარის გამარჯვება უკრაინისთვის ძალიან მომგებიანი შესაძლოა სულაც არ იყოს

თუმცა, სტატიაში ხაზგასმულია, რომ უნგრეთის ახლად არჩეული ლიდერი უკრაინისთვის უნგრული იარაღისა თუ ნაღდი ფულის გაგზავნას ეწინააღმდეგება. მადიარი არც უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებული წესით მიღებას ემხრობა.

არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი

13 აპრილი 2026, 14:17

საზოგადოება

არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი: აღდგომის მეორე დღეს ადამიანები საფლავზე გადიან. უნდა გვახსოვდეს, რომ ამ დღეებში გლოვა, ტირილი არ შეიძლება, ეს არის აღდგომის სიხარული და ჩვენი სარწმუნოება გვეუბნება, რომ თითოეული ადამიანი ისევ აღდგება

ყველა მართლმადიდებელს ვულოცავ ქრისტეს აღდგომის დღესასწაულს, - განაცხადა სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურმა არქიმანდრიტმა იოვანე მჭედლიშვილმა.

13 აპრილი 2026, 14:15

რეგიონი

სტიქია კახეთში - ძლიერი წვიმის შედეგად მდინარეები ადიდდა და კალაპოტიდან გადმოვიდა. დატბორილია ნაკვეთები, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა

კახეთში, ინტენსიური წვიმის შედეგად, რამდენიმე მუნიციპალიტეტში მდინარეები ადიდდა, რის გამოც დაზიანდა ინფრასტრუქტურა და დაიტბორა ნაკვეთები.

დიმიტრი პესკოვი

13 აპრილი 2026, 14:07

მსოფლიო

პესკოვის განცხადებით, რუსეთი იმედოვნებს, რომ უნგრეთის ხელმძღვანელობასთან საკმაოდ პრაგმატულ კონტაქტებს გააგრძელებს

კრემლში მოისმინეს ბუდაპეშტიდან გაჟღერებული განცხადებები დიალოგის გაგრძელების მზადყოფნის შესახებ, რაც ორივე მხარისთვის სასარგებლო იქნება. რუსეთი იმედოვნებს, რომ უნგრეთის ხელმძღვანელობასთან საკმაოდ პრაგმატულ კონტაქტებს გააგრძელებს, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა.

ლეო XIV

13 აპრილი 2026, 14:02

მსოფლიო

ლეო XIV: ტრამპის ადმინისტრაციის არ მეშინია

„ჩემი გზავნილის იმავე სივრცეში მოქცევა, რასაც პრეზიდენტი ცდილობს, ვფიქრობ, იმას ნიშნავს, რომ მას სახარების არსი არ ესმის. ვწუხვარ ამის მოსმენის გამო, მაგრამ მე კვლავაც გავაგრძელებ იმას, რაც დღევანდელ მსოფლიოში ეკლესიის მისიად მიმაჩნია“, - განუცხადა პონტიფექსმა ჟურნალისტებს თვითმფრინავში, ალჟირისკენ მიმავალ გზაზე.

მაიკლ ო’ფლაერტი

13 აპრილი 2026, 13:41

მსოფლიო

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი: სომხეთმა უნდა მიიღოს ანტიდისკრიმინაციული საკანონმდებლო ჩარჩო, ეს მოიცავს სამართლებრივ სიცხადეს ლგბტ პირების უფლებების დაცვის კუთხით

„სომხეთმა უნდა მიიღოს ყოვლისმომცველი ანტიდისკრიმინაციული ჩარჩო. ეს მოიცავს: ეფექტიან მანდატსა და რესურსებს ადამიანის უფლებათა დამცველისთვის, როგორც თანასწორობის ორგანოსთვის; სამართლებრივ სიცხადეს ლგბტ პირების უფლებების დაცვის კუთხით; სიძულვილის ენის წინააღმდეგ მოქმედებას“, - წერს კომისარი X-ზე.

13 აპრილი 2026, 13:36

მსოფლიო

კირ სტარმერი: დიდი ბრიტანეთი ირანის პორტების ბლოკადას მხარს არ უჭერს

კითხვაზე, მიიჩნევს თუ არა ის პირადად აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს პასუხისმგებლად ბრიტანეთის ენერგეტიკულ გადასახადებზე მოქმედების გამო, სტარმერმა BBC-ს პირდაპირი პასუხი არ გასცა. მან აღნიშნა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მას შეუძლია გააკეთოს, არის ქვეყნების გაერთიანება დეესკალაციისა და სრუტის გახსნის მოთხოვნით.

13 აპრილი 2026, 13:09

რეგიონი

აიაზმა-ნინოწმინდას მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ძლიერი ქარის და ნამქერების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ146 (აიაზმა-ნინოწმინდა) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

ფრიდრიხ მერცი

13 აპრილი 2026, 13:00

მსოფლიო

Euronews: კვლევის თანახმად, ფრიდრიხ მერცი მსოფლიოში ყველაზე არაპოპულარული ლიდერია

გამოკითხვების თანახმად, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი 24 დემოკრატიულ ქვეყანას შორის ყველაზე არაპოპულარული ლიდერია. რეიტინგში ის მნიშვნელოვნად ჩამორჩება ნარენდრა მოდის, ლი ჯე-მიონსა და ანდრეი ბაბიშს.