imedi /  24 ივნისი 2021, 17:18 / სანდო წყარო

ლევან ვეფხვაძე ჯარიმების ამნისტიას დროულ და საჭირო გადაწყვეტილებას უწოდებს

ლევან ვეფხვაძე

ლევან ვეფხვაძე

საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელი ხელმძღვანელი ლევან ვეფხვაძე აცხადებს, რომ შექმნილ ვითარებაში სახელმწიფოს მხრიდან კოვიდრეგულაციების დარღვევის გამო გამოწერილი ჯარიმების ამნისტია დროული და საჭირო გადაწყვეტილებაა.

„საუბარია რამდენიმე ათეულ მილიონზე, რომელსაც სახელმწიფო არა ამოიღებს, არამედ ტოვებს მომხმარებლებთან. ეს იმას ნიშნავს, რომ დაჯარიმებულ ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა, ეს თანხა სახელმწიფო ბიუჯეტში კი არ მიმართონ, არამედ შეიძინონ მომსახურება ან სერვისები და ეს ბიზნესისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მეორე მხრივ, არსებობენ დაჯარიმებული კომპანიები და ეს პრობლემა მათთვისაც მოიხსნება“, - აცხადებს ლევან ვეფხვაძე.

ყველა სიახლე

რატი ბრეგაძე

04 აგვისტო 2021, 13:48

სამართალი

რატი ბრეგაძე: არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი ყველა რეგიონში გაიხსნება

არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ოფისები მთელი საქართველოს მასშტაბით უნდა გაიხსნას, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა 10-წლიანი გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.

04 აგვისტო 2021, 13:47

საზოგადოება

რატი ბრეგაძე: საქართველოში 2 700 სოფელი სრულად დამისამართდება, რითაც ნებისმიერ დასახლებულ პუნქტში მცხოვრებ ადამიანს ზუსტი მისამართი ექნება

10 წლიანი გეგმის პრეზენტაციაზე იუსტიციის მინისტრმა ქვეყანაში არსებული სამისამართო სისტემის ეფექტიანად განვითარების გზებზე ისაუბრა. რატი ბრეგაძის თქმით, უმნიშვნელოვანესია, რომ სახელმწიფოს ჰქონდეს ყველა დასახლებული პუნქტის მისამართების სრულყოფილი ბაზა.

რატი ბრეგაძე

04 აგვისტო 2021, 13:45

საზოგადოება

„მობილური იუსტიციის სახლი“ აგვისტოდან ამოქმედდება

„პირველ ეტაპზე პროექტი საპილოტე რეჟიმში განხორციელდება და 6 რეგიონის ათეულობით სოფელს მოიცავს, საბოლოოდ კი, პროექტი სრულად დაფარავს საქართველოს ყველა იმ სოფელს, სადაც სახელმწიფო სერვისები მიუწვდომელია“, - განაცხადა მინისტრმა.

04 აგვისტო 2021, 13:44

საზოგადოება

იუსტიციის სახლში პრემიუმ მომსახურების სივრცეები შეიქმნება

იუსტიციის სამინისტროს 10-წლიანი სტრატეგიული გეგმის ფარგლებში, იუსტიციის სახლი ,,პრემიუმ მომსახურების სივრცეების“ პროექტის განხორციელებას იწყებს. პროექტი იუსტიციის სახლში ბიზნეს სექტორის მომსახურებისთვის განკუთვნილი სივრცეები შექმნას გულისხმობს.

რატი ბრეგაძე

04 აგვისტო 2021, 13:38

საზოგადოება

ეროვნული არქივი ციფრულ არქივს ქმნის

ეროვნული არქივი ასევე აქტიურად მუშაობს მატერიალურად შექმნილი დოკუმენტების გაციფრებასა და არქივირების პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვაზე; ამჟამად ეროვნულ არქივში მატერიალური დოკუმენტების 8 მილიონამდე გვერდია გაციფრული.

04 აგვისტო 2021, 13:38

პოლიტიკა

იუსტიციის მინისტრი: მიწის რეგისტრაცია ქვეყნის მასშტაბით მთლიანად დასრულდება

რატი ბრეგაძის განცხადებით, დღეის მდგომარეობით მიწის ნაკვეთების ერთი მესამედი რეგისტრაციას საჭიროებს. ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ სრულად მოწესრიგდება მოცემულ პერიოდში იმგვარად, რომ სანიმუშოდ იქნება უზრუნველყოფილი ამ ქვეყანაში მცხოვრები თითოეული ადამიანის საკუთრების უფლება".

04 აგვისტო 2021, 13:37

საზოგადოება

იუსტიციის სახლი მომხმარებლებს „პერსონალურ ასისტენტს“ შესთავაზებს

იუსტიციის სახლი მომხმარებლებს პრემიუმ სერვისს - „პერსონალურ ასისტენტს“ შესთავაზებს, ამის შესახებ განცხადება იუსტიციის მინისტრმა დღეს, 10 წლიანი გეგმის პრეზენტაციაზე გააკეთა.

მეწყერი წყნეთში

04 აგვისტო 2021, 13:33

საზოგადოება

კახა კალაძე წყნეთის მეწყერზე: სწრაფად დავიწყოთ სამუშაოები, რათა პრობლემა მოგვარდეს და საავტომობილო გზა აღდგეს

„ადგილობრივ მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია, რათა იგრძნონ და დაინახონ გვერდით დგომა და მხარდაჭერა. აუცილებელია, რაც შეიძლება სწრაფად დავიწყოთ სამუშაოების განხორციელება, რათა პრობლემა იყოს მოგვარებული და საავტომობილო გზა - ძალიან სწრაფად აღდგენილი. მაქსიმალური მხარდაჭერა ადგილობრივ მოსახლეობას, რათა ჰქონდეთ სრული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა ნაბიჯებს დგამს დედაქალაქის მერია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

04 აგვისტო 2021, 13:33

საზოგადოება

რატი ბრეგაძე: 2030 წლისთვის იუსტიციის სახლებმა მთელი საქართველო უნდა მოიცვას

იუსტიციის სამინისტრო აქტიურად გააგრძელებს ინფრასტრუქტურულ განვითარებას და 2030 წლისთვის იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები საქართველოს უკლებლივ ყველა მუნიციპალიტეტს მოიცავს, ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.

04 აგვისტო 2021, 13:32

საზოგადოება

დიდგორობის დღესასწაული მასშტაბურად აღინიშნება

„12 აგვისტოს დიდგორის მემორიალსა და მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე გელათის სამონასტრო კომპლექსსა და გეგუთის სასახლის ტერიტორიაზე შთამბეჭდავი თეატრალიზებული სანახაობით საქართველოს ისტორიის მე-12 საუკუნის მნიშვნელოვანი ეპიზოდი გაცოცხლდება. ღონისძიებაში საქართველოს თავდაცვის ძალებთან ერთად სხვადასხვა შემოქმედებითი ჯგუფი და ქართველი მომღერლები მიიღებენ მონაწილეობას. დიდგორობის დღესასწაულზე სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოებაც იგეგმება“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან ნიკოლეიშვილი

04 აგვისტო 2021, 13:03

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: სანქციები არა და დახმარებას კი ვიღებთ, სწორედ ისეთს, როგორიც სტრატეგიული პარტნიორობის ურთიერთთანამშრომლობას ეკადრება

სანქციები არა და დახმარებას კი ვიღებთ, სწორედ ისეთს, როგორიც ეკადრება სტრატეგიული პარტნიორობის ურთიერთთანამშრომლობას, - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას 30 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების „ჯაველინის“ რაკეტებისა და მასთან დაკავშირებული აღჭურვილობის „საქართველოს მთავრობისთვის შესაძლო უცხოურ სამხედრო გაყიდვასთან“ დაკავშირებით. მისი თქმით, სტრატეგიულ პარტნიორებს სანქციებს არც უწესებენ.

04 აგვისტო 2021, 12:50

მსოფლიო

პირი, რომელიც უკრაინის მთავრობის შენობაში ხელყუმბარის აფეთქებით იმუქრებოდა, დაკავებულია. ვიდეო

პირი, რომელიც უკრაინის მთავრობის შენობაში ხელყუმბარის აფეთქებით იმუქრებოდა, დაკავებულია. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

გიორგი ვოლსკი

04 აგვისტო 2021, 12:43

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი პრეზიდენტის განცხადებაზე: როცა ვითარებას აფასებ, უნდა იყო უფრო ზუსტი და დაბალანსებული

„პრეზიდენტი ეცადა, ასე თუ ისე სიტუაცია უფრო მეტად დაბალანსებული გამოეყვანა, პრაქტიკულად არაობიექტური შეფასება მისცა იმ ნაწილს, რასაც კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხრიდან დესტრუქციული პროცესების განვითარების ინტენსიური მცდელობა ჰქვია. მან ასეთი განცხადების გაკეთება გადაწყვიტა. საზოგადოების დიდ ნაწილს კარგად ესმის, თუ საით მიდის სტრატეგია, რომელსაც კონკრეტული პოლიტიკური პარტია მიჰყვება", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

04 აგვისტო 2021, 12:30

მსოფლიო

კიევში პოლიციის სპეციალური ოპერაციის რეჟიმი დაწესდა

უკრაინის დედაქალაქ კიევში პოლიციის სპეციალური ოპერაციის რეჟიმი დაწესდა. უცნობი პირი უკრაინის მთავრობის შენობაში შევიდა და ხელყუმბარის აფეთქებით იმუქრება.

04 აგვისტო 2021, 12:23

საზოგადოება

უახლოეს დღეებში საქართველოში ძლიერი სიცხეა მოსალოდნელი

უახლოეს დღეებში საქართველოში მნიშვნელოვნად დაცხება. ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

04 აგვისტო 2021, 12:18

COVID19

კვლევა: სრულად აცრილ პირებს კორონავირუსზე ტესტის დადებითი პასუხის მიღების შანსი სამჯერ უფრო ნაკლები აქვთ, ვიდრე არავაქცინირებულ პირებს

სრულად აცრილ პირებს კორონავირუსზე ტესტის დადებითი პასუხის მიღების შანსი სამჯერ უფრო ნაკლები აქვთ, ვიდრე არავაქცინირებულ პირებს. აღნიშნულს ლონდონის იმპერიული კოლეჯის მიერ ჩატარებული კვლევა ცხადყოფს.

04 აგვისტო 2021, 12:15

ეკონომიკა

მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 0.5%-ით გაიზარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2021 წლის 4 აგვისტოს რეფინანსირების განაკვეთის 0.5 პროცენტული პუნქტით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 10.0 პროცენტით განისაზღვრა.

თამარ იოსელიანი

04 აგვისტო 2021, 12:14

ეკონომიკა

თამარ იოსელიანი: ერთ ციფრულ პლატფორმაზე ინტეგრირება შავ ზღვაზე რეგიონულ თანამშრომლობას გააღრმავებს

„საქართველოს პორტებში საპორტო საზოგადოების სისტემების (𝐏𝐂𝐒) დანერგვის მიზანშეწონილობის შესწავლის” პროექტის ინაუგურაცია გაიმართა ონლაინ სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ორგანიზებითა და საქართველოს ინვესტორთა საბჭოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით ჩატარდა.

04 აგვისტო 2021, 12:03

მსოფლიო

უცნობი პირი უკრაინის მთავრობის შენობაში ხელყუმბარის აფეთქებით იმუქრება. ვიდეო

უცნობი პირი უკრაინის მთავრობის შენობაში ხელყუმბარის აფეთქებით იმუქრება. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

ირაკლი ღარიბაშვილი

04 აგვისტო 2021, 11:51

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ მიერ დაგეგმილი თითოეული რეფორმა, პროგრამა, პროექტი, ემსახურება ხალხის კეთილდღეობას, ჩვენი მოქალაქეების პირობების გაუმჯობესებას, მათი კეთილდღეობის უზრუნველყოფას

„დღეს ჩვენ წარმოგიდგენთ იუსტიციის სამინისტროს განვითარების გეგმას, ხედვას. ჩვენ დავიწყეთ გრძელვადიანი ხედვების პრეზენტაცია, ჩვენს მოსახლეობას ვუხსნით, თუ რას ვგეგმავთ მომდევნო წლების განმავლობაში, როგორ გვესახება ჩვენი ქვეყნის განვითარება. ჩვენ მიერ დაგეგმილი თითოეული რეფორმა, პროგრამა, პროექტი, რა თქმა უნდა, ემსახურება ხალხის კეთილდღეობას, ჩვენი მოქალაქეების პირობების გაუმჯობესებას, მათი კეთილდღეობის უზრუნველყოფას და რაც მთავარია, საბოლო ჯამში, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის გაძლიერებას.