25 ივნისი 2021, 15:41 / სანდო წყარო

ირაკლი ღარიბაშვილი: განვლილი ურთულესი პერიოდის შემდეგ, ჩვენმა ეკონომიკამ ზრდა დაიწყო, მარტში ეკონომიკა 4%-ით გაიზარდა, აპრილში - რეკორდული 44.8%-ით

ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი

განვლილი ურთულესი პერიოდის შემდეგ ჩვენმა ეკონომიკამ ზრდა დაიწყო, მარტში ეკონომიკა 4%-ით გაიზარდა, აპრილში რეკორდული 44.8%-ით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში ანგარიშისა და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მაისში მთავრობა 20%-ზე მეტ ზრდას ელოდება.

„განვლილი ურთულესი პერიოდის შემდეგ ჩვენმა ეკონომიკამ ზრდა დაიწყო. გასული წელი იყო ძალიან რთული არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ, მთელი მსოფლიოსთვის. მარტში ეკონომიკა 4%-ით გაიზარდა და აპრილში გვქონდა რეკორდული, 44.8% ზრდა. მაისში ჩვენ ველოდებით 20%-ზე მეტ ზრდას. არ მინდა მოვლენებს დავასწრო. ძალიან მალე იქნება გამოქვეყნებული მაისის თვის ზრდის სტატისტიკური მონაცემები“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერმა მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ას დღეში პოლიტიკური ცხოვრება მეტ-ნაკლებად ნორმალურ კალაპოტს დაუბრუნდა.

„ბოლო ას დღეში პოლიტიკური ცხოვრება დაუბრუნდა მეტ-ნაკლებად ნორმალურ კალაპოტს. დღეს პარლამენტი უკვე სრულფასოვნად, ხალხის მიერ მიცემული მანდატების შესაბამისად ფუნქციონირებს. მინდა, აქვე ვისარგებლო შემთხვევით და ამ პროცესში მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორებს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ბატონ შარლ მიშელს და ყველას, ვინც ჩართული იყო მედიაციის პროცესში. ახლა ჩვენ წინაშეა პანდემიის საბოლოოდ დაძლევის, ეკონომიკის სწრაფი აღდგენის და ცხოვრების ნორმალურ რიტმთან დაბრუნების ამოცანები“, - აღნიშნა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მიუხედავად პროგრესისა, ქვეყანაში ბევრი გამოწვევაა, რომელსაც სათანადო პასუხი სჭირდება.

„საჭიროა, კიდევ უფრო შორს გავიხედოთ. პარლამენტში ჩვენს წინა შეხვედრაზე გითხარით, რომ ჩემს ამოცანად მიმაჩნია, არ დავჯერდეთ ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ უკვე მიღწეულ წარმატებებს და იმ პროგრესს, რომელიც ყველა მიმართულებით გვაქვს. ჩვენ თვალი უნდა გავუსწოროთ პრობლემებსა და გამოწვევებს, არა მხოლოდ ქვეყნის ოკუპაციას, არამედ უმუშევრობისა და სიღარიბის მაღალ დონეს. დღეს საქართველოში უმუშევარი 300 ათასზე მეტი ადამიანია, რაც შრომისუნარიანი მოსახლეობის თითქმის 22%-ია. მაისის მდგომარეობით საარსებო შემწეობის მიმღები არის 153 394 ოჯახი, ეს არის დაახლოებით 550 000 ჩვენი თანამოქალაქე, მათ შორის 180 000 ბავშვი. მხოლოდ ეს ციფრები გვარწმუნებს, რომ საჭიროა უფრო ენერგიული ნაბიჯები გადავდგათ განვითარებისკენ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ყველა სიახლე

25 სექტემბერი 2026, 15:20

სამართალი

სამართალდამცველებმა არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე, ანალოგიური დანაშაულის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე, ანალოგიური დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

ეკა გიგაური

25 სექტემბერი 2026, 15:06

პოლიტიკა

გიგაურის „საერთაშორისო გამჭვირვალობა“: სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ წერს, რომ პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების შესწავლას აგრძელებს და მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკურ პატიმრად მოიხსენიებს.

ჯიმ ჰაგემან სნაბე

25 სექტემბერი 2026, 15:00

მსოფლიო

ევროკავშირის მთავარი მრჩეველი ხელოვნურ ინტელექტზე: ტექნოლოგია ეკონომიკის გასაძლიერებლად უნდა გამოვიყენოთ

ხელოვნური ინტელექტის საკითხებში ევროკომისიის მთავარი მრჩევლის ჯიმ ჰაგემან სნაბეს განცხადებით, ევროკავშირმა ნაკლები ყურადღება უნდა დაუთმოს ხელოვნური ინტელექტის შექმნის სფეროში ლიდერობისთვის ბრძოლას და უფრო მეტად იფიქროს იმაზე, როგორ გამოიყენოს ეს ტექნოლოგია ბლოკის ეკონომიკური ზრდისა და პროდუქტიულობის გასაზრდელად.

25 სექტემბერი 2026, 14:55

საზოგადოება

თბილისის საკრებულოში საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტისა და IBSA-ს ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრა გაიმართა

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარესთან, შალვა სუთიაშვილთან და საკრებულოს უმრავლესობის წევრებთან, შალვა მაისურაძესთან და მამუკა ხაბარელთან ერთად, საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტისა და უსინათლოთა სპორტის საერთაშორისო ფედერაციის - „IBSA“-ს ხელმძღვანელ პირებს უმასპინძლა.

25 სექტემბერი 2026, 14:42

საზოგადოება

„გიორგი ჭყონდიდელმა აღუზარდა ქვეყანას არა მხოლოდ დიდი მეფე და პოლიტიკოსი, არამედ დიდი ქრისტიანული სულიერების მქონე მმართველი. რომ არა გიორგი ჭყონდიდელი, არ გვეყოლებოდა ასეთი დავით მეფე“ - პატრიარქმა მარტვილში ჭყონდიდელობის დღესთან დაკავშირებით ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში სადღესასწაულო წირვა აღავლინა

გიორგი ჭყონდიდელმა აღუზარდა ქვეყანას არა მხოლოდ დიდი მეფე და პოლიტიკოსი, არამედ დიდი ქრისტიანული სულიერების მქონე მმართველი. რომ არა გიორგი ჭყონდიდელი, არ გვეყოლებოდა ასეთი დავით მეფე, - განაცხადა ქადაგებისას პატრიარქმა შიო მესამემ მარტვილში.

ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპი

25 სექტემბერი 2026, 14:33

მსოფლიო

ზელენსკი: ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიის გადაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების რაკეტების წარმოების ლიცენზიის გადაცემის შესახებ „საბოლოო გადაწყვეტილება“ მიიღო, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბრის დროს.

25 სექტემბერი 2026, 14:32

პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ მორიგი პერფორმანსი - ანა წითლიძემ რამდენიმე ადამიანთან ერთად, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან აქცია გამართა. დეტალები „ქრონიკაში“

„ნაციონალური მოძრაობის“ მორიგი პერფორმანსი - ანა წითლიძემ რამდენიმე ადამიანთან ერთად, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან აქცია გამართა. „ნაციონალური მოძრაობის“ დღევანდელი აქცია-პერფორმანსის მთავარი თემა ნარკოტიკები იყო. ანა წითლიძე მტკიცებულებების გარეშე ამბობს, რომ ქვეყანაში ნარკოდანაშაული გაზრდილია, მან ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ დაადანაშაულა. „ქრონიკამ“ სცადა, წითლიძისგან კონკრეტული მტკიცებულებები მოესმინა, მაგრამ მან მტკიცებულებები ვერ წარმოადგინა. სახელისუფლებო გუნდისთავისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ მორიგი პერფორმანსი გარედან მიღებული მორიგი დავალებაა.

არჩილ გორდულაძე

25 სექტემბერი 2026, 14:31

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე გვარამიას განცხადებაზე: მშვიდობისკენ გადადგმული ყველანაირი ნაბიჯი მათ მავნებლურ იდეებს - რომ საქართველოში ომის მეორე ფრონტი იყოს გახსნილი - ეწინააღმდეგება. სწორედ ამიტომ არის ზიზღის კამპანიების დაფინანსებისა და წარმართვის მცდელობები

მშვიდობისკენ გადადგმული ყველანაირი ნაბიჯი მათ მავნებლურ იდეებს - რომ საქართველოში ომის მეორე ფრონტი იყოს გახსნილი - ეწინააღმდეგება. სწორედ ამიტომ არის ზიზღის კამპანიების დაფინანსებისა და წარმართვის მცდელობები, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ.

არჩილ გორდულაძე

25 სექტემბერი 2026, 14:28

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: ანა წითლიძე არის ჩვეულებრივი „ნაცპროპაგანდისტი“. შეიძლება, რომ წავიდეს და მაგალითად, მეგის ქარდავას, დათა ახალაიას, ბაჩო ახალაიას სახლებთან ჩამოდგეს და იქ ჩაატაროს აქციები სისხლიანი რეჟიმის ერთ-ერთ მთავარ შემოქმედებთან. კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ დაემსგავსა პოლიტიკურ სვავს

ანა წითლიძე არის ჩვეულებრივი „ნაცპროპაგანდისტი“. შეიძლება, რომ წავიდეს და მაგალითად მეგის ქარდავას, დათა ახალაიას, ბაჩო ახალაიას სახლებთან ჩამოდგეს და იქ ჩაატაროს აქციები სისხლიანი რეჟიმის ერთ-ერთ მთავარ შემოქმედებთან. კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ დაემსგავსა პოლიტიკურ სვავს, - ასე გამოეხმაურა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანა წითლიძის ორგანიზებით ბიძინა ივანიშვილის სახლთან ჩატარებულ აქციას.

ლევან მახაშვილი

25 სექტემბერი 2026, 14:26

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი საფრანგეთში ეკა გიგაურის სიტყვით გამოსვლაზე: მიზანი ქვეყნის პოლიტიკაში ჩარევა და გარედან იძულების გზით ხელისუფლების ცვლილებაა

ეს ორგანიზაციები პირდაპირ დგანან სათავეში იმ პროცესის რასაც ჰქვია უცხოური ძალების ჩარევა ქვეყნის შიდა პოლიტიკაში, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა.

25 სექტემბერი 2026, 14:21

საზოგადოება

სურსათის ეროვნული სააგენტო: საბავშვო ბაღებიდან აღებული ცხოველური და არაცხოველური სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა

სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა შეამოწმეს 70-მდე ობიექტი (საჯარო ბაგა-ბაღები, ხორცის საწარმო, რძის პროდუქტების საწყობი). ლაბორატორიული კვლევისთვის ჯამში აღებულია სხვადასხვა დასახელების სურსათისა და სასმელი წყლის 694 ნიმუში, რომელთა კვლევის შედეგებიც ეტაპობრივად გახდება ცნობილი“, - აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

25 სექტემბერი 2026, 14:14

პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის (IPC) პრეზიდენტს, ენდრიუ პარსონსა და უსინათლოთა სპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IBSA) პრეზიდენტს, ილგარ რაჰიმოვს უმასპინძლა

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა საერთაშორისო პარაოლიმპიური კომიტეტის (IPC) პრეზიდენტს, ენდრიუ პარსონსა და უსინათლოთა სპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IBSA) პრეზიდენტს, ილგარ რაჰიმოვს უმასპინძლა.

მუჰამედ ბინ სალმანი

25 სექტემბერი 2026, 14:07

მსოფლიო

The Wall Street Journal: რატომ სურთ სპარსეთის ყურის ქვეყნებს, რომ ტრამპმა ირანთან პოზიცია არ შეცვალოს?

აშშ-სა და ირანს შორის ომის დასრულების მიზნით მოლაპარაკებების განახლების მცდელობას, სპარსეთის ყურის ნავთობის უმსხვილესი მწარმოებლები ეწინააღმდეგებიან. გამოცემა The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ისინი თეირანთან რაიმე სახის შეთანხმების წინააღმდეგ გამოვიდნენ.

25 სექტემბერი 2026, 13:48

ეკონომიკა

ეკატერინე მიქაბაძე: კაპიტალის ბაზრის განვითარებაში ძალიან პოზიტიური ტენდენციები გრძელდება - „რიკო ექსპრესმა“ „თიბისი კაპიტალის“ მხარდაჭერით, $100 მილიონი საჯარო ობლიგაციების პირველი $10 მილიონიანი ტრანში განათავსა

„თიბისი კაპიტალის“ ექსკლუზიური მხარდაჭერით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ „რიკო ექსპრესმა“ 100-მილიონიანი ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში პირველი, $10-მილიონიანი ემისია წარმატებით განათავსა. ამ ტრანზაქციის აღსანიშნავად, Rooms Hotel Tbilisi-ში ღონისძიება გაიმართა, რომელსაც საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

ლევან მეხუზლა

25 სექტემბერი 2026, 13:47

ეკონომიკა

ლევან მეხუზლა: ყურძნის ხარისხზე ზრუნვა პერსპექტივაში მიგვიყვანს იქამდე, რომ სახელმწიფოს აღარ მოუწევს რთველის პროცესში აქტიური ჩართვა

ხარისხი რჩება პრიორიტეტად და ხარისხთან მიმართებაში კომპრომისები ვერ იქნება დაშვებული. წელს თუ რთველში მკვახე ყურძენი მხოლოდ 5 მანქანა ჩაბარდა, მომავალ წელს 1 მანქანაც არ უნდა იყოს ასეთი - ეს არის ჩვენი მიზანი. დღეს მევენახეებს შეუძლიათ ნაკლები დანახარჯით, ცოტა და ხარისხიანი ყურძნის მოყვანა და დიდი ფინანსური შემოსავლის მიღება, - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლამ რთველის მიმდინარეობაზე საუბრისას.

25 სექტემბერი 2026, 13:45

სამართალი

პროკურატურამ უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

ალექსანდრ სტუბი

25 სექტემბერი 2026, 13:40

მსოფლიო

Reuters: ფინეთის პრეზიდენტი ილონ მასკს სთხოვს, უკრაინას რუსული სარაკეტო დანადგარების წინააღმდეგ დარტყმებში დაეხმაროს

ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ სტუბმა განაცხადა, რომ ამერიკელ მილიარდერს ილონ მასკს სთხოვა, უკრაინისთვის Starlink-ის სატელიტური ინტერნეტის დაფარვის ზონა გააფართოოს, რათა უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე განთავსებულ ბალისტიკური რაკეტების გამშვებ დანადგარებზე დარტყმა შეძლოს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

25 სექტემბერი 2026, 13:31

საზოგადოება

„მობილურ იუსტიციის სახლს“ ევროპის საჯარო სექტორის დაჯილდოებაზე კარგი პრაქტიკის სერტიფიკატი გადაეცა

საქართველოს იუსტიციის სახლის პროექტს „მობილური იუსტიციის სახლი“ ევროპის საჯარო სექტორის დაჯილდოების (European Public Sector Award – EPSA) ფარგლებში კარგი პრაქტიკის სერტიფიკატი (Good Practice Certificate) გადაეცა.

ილჰამ ალიევი ირაკლი კობახიძე

25 სექტემბერი 2026, 13:25

პოლიტიკა

ილჰამ ალიევმა ირაკლი კობახიძეს დაბადების დღე მიულოცა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან სატელეფონო საუბარი გამართა და მთავრობის თავმჯდომარეს დაბადების დღე მიულოცა. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

25 სექტემბერი 2026, 13:20

სამართალი

პროკურატურამ ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ერთ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.