25 სექტემბერი 2026, 13:31 / სანდო წყარო

„მობილურ იუსტიციის სახლს“ ევროპის საჯარო სექტორის დაჯილდოებაზე კარგი პრაქტიკის სერტიფიკატი გადაეცა

საქართველოს იუსტიციის სახლის პროექტს „მობილური იუსტიციის სახლი“ ევროპის საჯარო სექტორის დაჯილდოების (European Public Sector Award – EPSA) ფარგლებში კარგი პრაქტიკის სერტიფიკატი (Good Practice Certificate) გადაეცა. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

„სერტიფიკატის გადაცემის ოფიციალური ცერემონია ნიდერლანდების ქალაქ მაასტრიხტში, EPSA 2025-2026-ის ფარგლებში გაიმართა. დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშია, იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანია, მისი მოადგილე დავით ვარდოსანიძე.

EPSA-ს საჯარო ადმინისტრირების ევროპული ინსტიტუტი (European Institute of Public Administration – EIPA) უწევს ორგანიზებას. კონკურსი 2009 წლიდან ორ წელიწადში ერთხელ ტარდება და საჯარო სექტორში დანერგილ ინოვაციურ და ეფექტიან პრაქტიკებს წარმოაჩენს.

მე-10 საიუბილეო კონკურსზე ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან 134 პროექტი იყო წარდგენილი. დამოუკიდებელი საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით, „მობილური იუსტიციის სახლის“ პროექტი გამორჩეულ ინოვაციურ პრაქტიკად აღიარეს. შეფასებისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა პროექტის მნიშვნელოვან წვლილზე საჯარო სექტორის რეფორმირებისა და ინოვაციური განვითარების მიმართულებით.

„მობილური იუსტიციის სახლის“ მეშვეობით სერვისებზე ხელმისაწვდომობამ საქართველოში უპრეცედენტო მასშტაბი შეიძინა. „მობილური იუსტიციის სახლი“ სახელმწიფო სერვისებს აწვდის იმ მოქალაქეებს, რომლებიც ადმინისტრაციული ცენტრებიდან მოშორებულ სოფლებში ან მაღალმთიან დასახლებებში ცხოვრობენ. მათ საშუალება ეძლევათ, 500-ზე მეტი სახელმწიფო სერვისი საცხოვრებელ ადგილთან ახლოს მიიღონ.

„მობილური იუსტიციის სახლისთვის“ კარგი პრაქტიკის სერტიფიკატის მინიჭება პროექტის ევროპულ დონეზე აღიარებას და მისი წარმატებული საქმიანობის საერთაშორისო შეფასებას წარმოადგენს. ეს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარებაა იუსტიციის სამინისტროს გუნდისთვის, რომელმაც მოქალაქეებისთვის სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ინოვაციური მოდელი შექმნა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.


ყველა სიახლე

25 სექტემბერი 2026, 14:21

საზოგადოება

სურსათის ეროვნული სააგენტო: საბავშვო ბაღებიდან აღებული ცხოველური და არაცხოველური სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა

სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა შეამოწმეს 70-მდე ობიექტი (საჯარო ბაგა-ბაღები, ხორცის საწარმო, რძის პროდუქტების საწყობი). ლაბორატორიული კვლევისთვის ჯამში აღებულია სხვადასხვა დასახელების სურსათისა და სასმელი წყლის 694 ნიმუში, რომელთა კვლევის შედეგებიც ეტაპობრივად გახდება ცნობილი“, - აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

25 სექტემბერი 2026, 14:14

პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის (IPC) პრეზიდენტს, ენდრიუ პარსონსა და უსინათლოთა სპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IBSA) პრეზიდენტს, ილგარ რაჰიმოვს უმასპინძლა

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა საერთაშორისო პარაოლიმპიური კომიტეტის (IPC) პრეზიდენტს, ენდრიუ პარსონსა და უსინათლოთა სპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IBSA) პრეზიდენტს, ილგარ რაჰიმოვს უმასპინძლა.

მუჰამედ ბინ სალმანი

25 სექტემბერი 2026, 14:07

მსოფლიო

The Wall Street Journal: რატომ სურთ სპარსეთის ყურის ქვეყნებს, რომ ტრამპმა ირანთან პოზიცია არ შეცვალოს?

აშშ-სა და ირანს შორის ომის დასრულების მიზნით მოლაპარაკებების განახლების მცდელობას სპარსეთის ყურის ნავთობის უმსხვილესი მწარმოებლები ეწინააღმდეგებიან. გამოცემა The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ისინი თეირანთან რაიმე სახის შეთანხმების წინააღმდეგ გამოვიდნენ.

25 სექტემბერი 2026, 13:48

ეკონომიკა

ეკატერინე მიქაბაძე: კაპიტალის ბაზრის განვითარებაში ძალიან პოზიტიური ტენდენციები გრძელდება - „რიკო ექსპრესმა“ „თიბისი კაპიტალის“ მხარდაჭერით, $100 მილიონი საჯარო ობლიგაციების პირველი $10 მილიონიანი ტრანში განათავსა

„თიბისი კაპიტალის“ ექსკლუზიური მხარდაჭერით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ „რიკო ექსპრესმა“ 100-მილიონიანი ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში პირველი, $10-მილიონიანი ემისია წარმატებით განათავსა. ამ ტრანზაქციის აღსანიშნავად, Rooms Hotel Tbilisi-ში ღონისძიება გაიმართა, რომელსაც საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

ლევან მეხუზლა

25 სექტემბერი 2026, 13:47

ეკონომიკა

ლევან მეხუზლა: ყურძნის ხარისხზე ზრუნვა პერსპექტივაში მიგვიყვანს იქამდე, რომ სახელმწიფოს აღარ მოუწევს რთველის პროცესში აქტიური ჩართვა

ხარისხი რჩება პრიორიტეტად და ხარისხთან მიმართებაში კომპრომისები ვერ იქნება დაშვებული. წელს თუ რთველში მკვახე ყურძენი მხოლოდ 5 მანქანა ჩაბარდა, მომავალ წელს 1 მანქანაც არ უნდა იყოს ასეთი - ეს არის ჩვენი მიზანი. დღეს მევენახეებს შეუძლიათ ნაკლები დანახარჯით, ცოტა და ხარისხიანი ყურძნის მოყვანა და დიდი ფინანსური შემოსავლის მიღება, - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლამ რთველის მიმდინარეობაზე საუბრისას.

25 სექტემბერი 2026, 13:45

სამართალი

პროკურატურამ უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

ალექსანდრ სტუბი

25 სექტემბერი 2026, 13:40

მსოფლიო

Reuters: ფინეთის პრეზიდენტი ილონ მასკს სთხოვს, უკრაინას რუსული სარაკეტო დანადგარების წინააღმდეგ დარტყმებში დაეხმაროს

ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ სტუბმა განაცხადა, რომ ამერიკელ მილიარდერს ილონ მასკს სთხოვა, უკრაინისთვის Starlink-ის სატელიტური ინტერნეტის დაფარვის ზონა გააფართოოს, რათა უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე განთავსებულ ბალისტიკური რაკეტების გამშვებ დანადგარებზე დარტყმა შეძლოს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ილჰამ ალიევი ირაკლი კობახიძე

25 სექტემბერი 2026, 13:25

პოლიტიკა

ილჰამ ალიევმა ირაკლი კობახიძეს დაბადების დღე მიულოცა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან სატელეფონო საუბარი გამართა და მთავრობის თავმჯდომარეს დაბადების დღე მიულოცა. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

25 სექტემბერი 2026, 13:20

სამართალი

პროკურატურამ ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ერთ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.

ნინო წილოსანი

25 სექტემბერი 2026, 13:19

პოლიტიკა

ნინო წილოსანი: საქართველო-აზერბაიჯანის თანამშრომლობა არის საფუძველი იმისა, რომ შუა დერეფანი გამართულად და აქტიურად მუშაობს

ჩვენ ორი სახელმწიფო არა მხოლოდ მეზობლები ვართ, ჩვენ ვართ კარგი პარტნიორები და, ფაქტობრივად, სტრატეგიული პარტნიორები. ჩვენი კარგი თანამშრომლობა არის საფუძველი იმისა, რომ ზუსტად შუა დერეფანი გამართულად და ძალიან აქტიურად მუშაობს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში.

25 სექტემბერი 2026, 13:18

ეკონომიკა

Tether-მა, Pave Bank-მა და GFTN-მა საქართველოსა და სინგაპურს შორის ფინტექის მომავალ ლიდერთა სასტიპენდიო პროგრამის შექმნის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი

ციფრული აქტივების ინდუსტრიის უმსხვილესმა კომპანია Tether-მა, ციფრული აქტივებისა და ტრადიციული ფინანსების კორპორაციულმა და ინსტიტუციურმა ბანკმა Pave Bank და სინგაპურში დაფუძნებულმა არაკომერციულმა ორგანიზაციამ Global Finance & Technology Network (GFTN) ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს (MOU), რომლის საფუძველზეც შეიქმნება საქართველო-სინგაპურს შორის ფინტექის სტიპენდიანტთა პროგრამა (Georgia-Singapore Fintech Scholars Programme). ინიციატივა საქართველოს საუკეთესო უნივერსიტეტის სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს სინგაპურში - მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან ფინტექ ეკოსისტემაში მიიღონ აკადემიური და პრაქტიკული გამოცდილება.

ლაშა ხუციშვილი

25 სექტემბერი 2026, 13:13

ეკონომიკა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის წლიურ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას

28-29 სექტემბერს, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი მონაწილეობას მიიღებს აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მე-11 წლიურ შეხვედრაში, რომელიც კატარის დედაქალაქ დოჰაში გაიმართება. შეხვედრაში, ასევე, მონაწილეობას მიიღებს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე.

დავით ჩიხელიძე

25 სექტემბერი 2026, 12:52

პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე: ირაკლი კობახიძის გამოსვლა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე იყო მკაფიო, ღირსეული და სახელმწიფოებრივ ინტერესებზე ორიენტირებული, ზუსტად ისეთი, როგორიც სუვერენული და ძლიერი სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრს შეეფერება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის გამოსვლა გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაზე იყო მკაფიო, ღირსეული და სახელმწიფოებრივ ინტერესებზე ორიენტირებული, ზუსტად ისეთი, როგორიც სუვერენული და ძლიერი სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრს შეეფერება, - წერს ექსპერტი, დავით ჩიხელიძე, სოციალურ ქსელში.

კახა კალაძე

25 სექტემბერი 2026, 12:50

პოლიტიკა

კახა კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე: როდესაც სცენას იყენებ იმისთვის, რომ ვიღაცას შეურაცხყოფა მიაყენო, ეს კატეგორიულად მიუღებელია

ამ ადამიანებს აქვთ მცდელობა, ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ წავიდნენ. გაბრაზებულები არიან იმის გამო, რომ არ მოვისმინეთ მათი მუქარები და არ დავემორჩილეთ მათ მიერ გაჟღერებულ „მესიჯებს“, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გაკეთებული იმ განცხადების შეფასებისას, რომელიც გორში, ქართველი მუსიკოსის ალექსანდრე კორძაიას (Kordz) კონცერტის გაუქმებას ეხებოდა.

კახა კალაძე

25 სექტემბერი 2026, 12:45

პოლიტიკა

კახა კალაძე ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე: პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა საქართველოს როლსა და ქვეყნის მომავალთან დაკავშირებულ ყველა მნიშვნელოვან საკითხზე

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო მზად არის გამოიყენოს ყველა საერთაშორისო პლატფორმა რეგიონში მშვიდობის განმტკიცების ხელშესაწყობად.

რატი იონათამიშვილი

25 სექტემბერი 2026, 12:42

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი პრემიერის გამოსვლაზე გაეროში: მსოფლიოს წინაშე მკაფიოდ გაჟღერდა საქართველოს სათქმელი - მშვიდობის, სუვერენიტეტის, ეროვნული ინტერესებისა და ღირსების დაცვა, მნიშვნელოვანი იყო გზავნილი, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20% კვლავ ოკუპირებულია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლა გაეროს გენერალური ასამბლეის უმაღლესი ტრიბუნიდან იყო ისტორიული და საამაყო მომენტი ჩვენი ქვეყნის თითოეული პატრიოტისთვის, - წერს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი, სოციალურ ქსელში.

ლადო სადღობელაშვილი

25 სექტემბერი 2026, 12:37

პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: შთამბეჭდავი გამოსვლა ჰქონდა ირაკლი კობახიძეს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე - დღეს დედამიწის ზურგზე ცოტა თუ მოიძებნება ისეთი სახელმწიფო, რომელიც ასე წარმატებული და პროგრესირებადია მსოფლიო იმპერიალისტური გამოწვევების მიუხედავად

ძალიან შთამბეჭდავი გამოსვლა ჰქონდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე. მან რამდენიმე საკვანძო მიმართულებას გაუსვა ხაზი, რომლებიც ქვეყნის საგარეო და საშინაო პრიორიტეტებს ასახავს, - წერს ანალიტიკოსი, ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში.

ლევან მახაშვილი

25 სექტემბერი 2026, 12:32

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი გაეროში პრემიერის გამოსვლაზე: საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ყველა საკითხზე ყველა მნიშვნელოვანი აქცენტი დასვა

აღინიშნა, რომ გრძელვადიანი მშვიდობა ვერ მიიღწევა იძულებით და მნიშვნელოვანია დიალოგი, კომუნიკაცია, ურთიერთპატივისცემა, მათ შორის ოკუპირებული რეგიონების ნაწილში, - განაცხადა ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადების შეფასებისას. მისი თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ყველა საკითხზე ყველა მნიშვნელოვანი აქცენტი დასვა.

კახა კალაძე

25 სექტემბერი 2026, 12:24

პოლიტიკა

კახა კალაძე გვარამიას განცხადებაზე: აფხაზებთან და ოსებთან გაერთიანება მხოლოდ მშვიდობით, ეკონომიკური განვითარებით და გაძლიერებით უნდა მოხდეს

ნიკა გვარამია ბოლო პერიოდში მოღალატეობრივი განცხადებებით გამოირჩევა, - თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან გამოეხმაურა ნიკა გვარამიას განცხადებას, რომ საქართველოს გაერთიანების საკითხში ევროკავშირი უნდა ჩაერთოს.