25 სექტემბერი 2026, 13:18 / სანდო წყარო

Tether-მა, Pave Bank-მა და GFTN-მა საქართველოსა და სინგაპურს შორის ფინტექის მომავალ ლიდერთა სასტიპენდიო პროგრამის შექმნის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი

ციფრული აქტივების ინდუსტრიის უმსხვილესმა კომპანია Tether-მა, ციფრული აქტივებისა და ტრადიციული ფინანსების კორპორაციულმა და ინსტიტუციურმა ბანკმა Pave Bank და სინგაპურში დაფუძნებულმა არაკომერციულმა ორგანიზაციამ Global Finance & Technology Network (GFTN) ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს (MOU), რომლის საფუძველზეც შეიქმნება საქართველო-სინგაპურს შორის ფინტექის სტიპენდიანტთა პროგრამა (Georgia-Singapore Fintech Scholars Programme). ინიციატივა საქართველოს საუკეთესო უნივერსიტეტის სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს სინგაპურში - მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან ფინტექ ეკოსისტემაში მიიღონ აკადემიური და პრაქტიკული გამოცდილება.

ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი მოეწერა სინგაპურში საქართველოს მთავრობის სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში. ინიციატივა ასახავს Pave Bank-ისა და Tether-ის ვალდებულებას, ინვესტიცია განახორციელონ მომავალი თაობის ლიდერებში და საქართველოს საუკეთესო, ნიჭიერ ახალგაზრდებს მისცენ შესაძლებლობა, ფინანსური ბარიერების გარეშე მიიღო გლობალური გამოცდილება და პერსპექტივა.

პროგრამის მონაწილეები სინგაპურის ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში ისწავლიან და შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ და ჩაერთონ მსოფლიოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფინანსური ცენტრის - სინგაპურის ფინტექ ეკოსისტემაში.

GFTN-ის მიზანია საერთაშორისო ნიჭიერი ახალგაზრდების განვითარების ხიდების შექმნა, რომელიც მთავრობებს, უნივერსიტეტებსა და კერძო სექტორს დააკავშირებს, რათა ჩამოყალიბდეს მომავლისთვის მზადყოფნაში მყოფი ფინტექ კადრები როგორც განვითარებად, ისე მოწინავე ფინანსურ ცენტრებში.

პროგრამა 2027 წლის აგვისტოდან დაიწყება და მიზნად ისახავს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ბიზნესისა და STEM მიმართულებების საუკეთესო სტუდენტებს მისცეს შესაძლებლობა, ერთი სემესტრი გაატარონ Singapore Management University (SMU)-ში და ამავდროულად სრულფასოვნად ჩაერთონ სინგაპურის მსოფლიო დონის ფინტექ ეკოსისტემაში.

ურთიერთგაგების მემორანდუმი ითვალისწინებს:

  • საქართველოსა და სინგაპურს შორის უმაღლესი განათლების სფეროში პირველი ინსტიტუციური გაცვლითი პროგრამის შექმნას;
  • ორ ქვეყანას შორის პირველი კერძო სექტორის მიერ დაფინანსებული ფინტექ სტიპენდიის პროგრამის ამოქმედებას.

მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში პროგრამის მონაწილე სტუდენტები პარტნიორების მიერ შემუშავებული ყოვლისმომცველი შესარჩევი პროცესის საფუძველზე შეირჩევიან.

აკადემიური სწავლების გარდა, პროგრამა წარმოადგენს ტალანტების განვითარების სრულყოფილ გზას. იგი მოიცავს სპეციალურად შემუშავებულ სასწავლო გამოცდილებას, ინდუსტრიულ ჩართულობასა და მენტორობას სტუდენტების სინგაპურში ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში.

თითოეული ნაკადი იმუშავებს საბოლოო პროექტზე, რომელიც შეისწავლის საქართველოსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიას შორის ფინტექ თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებს. პროექტების შედეგები წარედგინება Tether-ის, Pave Bank-ის, GFTN-ისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელებს.

პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, მონაწილეებს შესაძლოა მიეცეთ შესაძლებლობა სტაჟირება გაიარონ პროგრამის პარტნიორ ორგანიზაციებში.

სტიპენდიატები ასევე გახდებიან GFTN-ის „ცოდნის წრის“ წევრები - საერთაშორისო პროფესიული ქსელის, რომელიც მონაწილეებს ცოდნის გაზიარებისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობებს სთავაზობს.

პროგრამას აფინანსებენ Pave Bank და Tether, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს კერძო სექტორის მზაობას, აკადემიურ ინსტიტუტებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით, შექმნას ფინანსური ინოვაციების მომავალი თაობისთვის აუცილებელი ტალანტების ბაზა.

Tether-ში გვჯერა, რომ ფინანსური ინოვაციების მომავალს ის ნიჭიერი ადამიანები განსაზღვრავენ, რომლებსაც დღეს ვზრდით. ამისათვის ახალგაზრდებს უნდა გავუხსნათ გლობალური შესაძლებლობები, რომლებიც მათ მისცემს ძალას, მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელონ როგორც საკუთარ საზოგადოებებში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

Pave Bank-სა და GFTN-თან გაფორმებული ამ ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში, მოხარული ვართ, რომ მომავალ ლიდერებს ვაძლევთ იმ რესურსებს, რომლებიც მათ ციფრულ ეკონომიკაში გზის გაკვლევასა და უფრო ინკლუზიური ფინანსური მომავლის შექმნაში წვლილის შეტანაში დაეხმარება - როგორც საკუთარ რეგიონში, ისე გლობალურად, - განაცხადა პაოლო არდოინომ, Tether-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.

Pave Bank-ში გვჯერა, რომ ნიჭიერ ადამიანებში ინვესტირება ნიშნავს ფინანსური სექტორის მომავალში ინვესტირებას. ეს პროგრამა ქართველ ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას მიიღონ საერთაშორისო გამოცდილება, შექმნან მნიშვნელოვანი პროფესიული კავშირები და სამშობლოში დაბრუნდნენ იმ ცოდნითა და ხედვით, რომელიც ქვეყნის ფინანსური სექტორის განვითარებას შეუწყობს ხელს. პროგრამა ერთ მთავარ პრინციპზე ავაგეთ - მხოლოდ უნარებსა და შესაძლებლობებზე. კერძო დაფინანსება სრულად ხსნის ფინანსურ ბარიერებს, ამიტომ შერჩევა მხოლოდ დამსახურებაზე იქნება დაფუძნებული - ყველას ექნება თანაბარი შესაძლებლობა, - განაცხადა სალიმ დანანიმ, Pave Bank-ის აღმასრულებელმა დირექტორმა და თანადამფუძნებელმა.

ნიჭიერი ადამიანები ნებისმიერი წარმატებული ფინტექ ეკოსისტემის საფუძველია. Georgia-Singapore Fintech Scholars Programme-ის მეშვეობით GFTN საქართველოს საუკეთესო სტუდენტებს სინგაპურის მსოფლიო დონის ფინანსურ ეკოსისტემასთან აკავშირებს, რითაც ამზადებს მომავალ ლიდერებს, რომლებიც გააძლიერებენ ინოვაციასა და თანამშრომლობას ჩვენს ქვეყნებს შორის. ეს სრულად შეესაბამება GFTN-ის მისიას, შექმნას საერთაშორისო ტალანტების განვითარების დერეფნები, რომლებიც დააჩქარებს ფინანსურ ინოვაციასა და ეკონომიკურ ზრდას, - განაცხადა სოპნენდუ მოჰანტიმ, GFTN-ის ჯგუფის აღმასრულებელმა დირექტორმა და სინგაპურის მონეტარული ორგანოს ყოფილმა უფროსმა ფინტექ ოფიცერმა.

პროგრამის დეტალები 27-28 ოქტომბერს „თბილისის ფინანსური სამიტის“ ფარგლებში გამოცხადდება. მასშტაბური საერთაშორისო ღონისძიება წელს მეორედ გაიმართება თბილისში, „შერატონ გრანდ მეტეხი პალასში“. სამიტის თანაორგანიზატორები საქართველოს ეროვნული ბანკი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და GFTN არიან.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ნათია თურნავას განცხადებით, მისასალმებელია, რომ საქართველოსა და სინგაპურს შორის ეს მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო და პროფესიული პარტნიორობა სწორედ „თბილისის ფინანსურ სამიტზე“ დაიწყებს ახალ ეტაპს.

ეს პროგრამა არა მხოლოდ ქართველ სტუდენტებს გაუხსნის ახალ შესაძლებლობებს, არამედ კიდევ უფრო გააღრმავებს საქართველოსა და სინგაპურს შორის თანამშრომლობას ფინანსური ინოვაციების, განათლებისა და ადამიანური კაპიტალის განვითარების მიმართულებით, - განაცხადა სებ-ის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ.

დამატებითი ინფორმაცია

Global Finance & Technology Network (GFTN)-ის შესახებ

Global Finance & Technology Network (GFTN) არის სინგაპურში დაფუძნებული არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც 2024 წელს დაარსდა. ორგანიზაციას ოფისები აქვს ტოკიოში, ბერლინსა და ინდოეთში. მისი მისიაა პოლიტიკის, კაპიტალისა და ტექნოლოგიების დაკავშირება, რათა შეიქმნას მდგრადი, ეფექტიანი და ინკლუზიური ფინანსური სისტემები.

GFTN Services ხუთ კონტინენტზე მასპინძლობს საერთაშორისო ფორუმებს, რომლებიც აერთიანებს 130-ზე მეტი ქვეყნის ინოვატორებს, მეწარმეებს, ინვესტორებსა და პოლიტიკის შემქმნელებს. ორგანიზაცია ასევე უწევს მთავრობებს კონსულტაციას ფინტექ ინოვაციების, ფინანსური ჩართულობისა და შესაძლებლობების განვითარების მიმართულებით.

GFTN Capital იქნება ვენჩურული კაპიტალის ფონდი, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ზრდის ეტაპზე მყოფ ფინტექ კომპანიებში განახორციელებს ინვესტიციებს.

Pave Bank-ის შესახებ

Pave Bank არის სრულად ლიცენზირებული კომერციული ბანკი, რომელიც შექმნილია პროგრამირებადი ბანკინგის პრინციპით. ბანკი აერთიანებს ტრადიციულ საბანკო მომსახურებასა და თანამედროვე ფინანსურ ინფრასტრუქტურას, რაც ინსტიტუციურ კლიენტებს აძლევს შესაძლებლობას, ერთიანი რეგულირებული პლატფორმიდან მართონ და ავტომატიზაცია გაუკეთონ გადახდებს, სახაზინო ოპერაციებს, უცხოურ ვალუტასთან დაკავშირებულ ტრანზაქციებსა და ციფრულ აქტივებს.

ბანკი შექმნილია ორგანიზაციებისა და ტექნოლოგიური გუნდებისთვის, რომლებიც საჭიროებენ რეგულირებულ გარემოში პროგრამირებად ფინანსურ ინფრასტრუქტურას, მაღალი დონის რისკების მართვას, კორპორაციულ მმართველობასა და კაპიტალის უსაფრთხოებას.

(R)

ყველა სიახლე

25 სექტემბერი 2026, 14:21

საზოგადოება

სურსათის ეროვნული სააგენტო: საბავშვო ბაღებიდან აღებული ცხოველური და არაცხოველური სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა

სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა შეამოწმეს 70-მდე ობიექტი (საჯარო ბაგა-ბაღები, ხორცის საწარმო, რძის პროდუქტების საწყობი). ლაბორატორიული კვლევისთვის ჯამში აღებულია სხვადასხვა დასახელების სურსათისა და სასმელი წყლის 694 ნიმუში, რომელთა კვლევის შედეგებიც ეტაპობრივად გახდება ცნობილი“, - აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

25 სექტემბერი 2026, 14:14

პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის (IPC) პრეზიდენტს, ენდრიუ პარსონსა და უსინათლოთა სპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IBSA) პრეზიდენტს, ილგარ რაჰიმოვს უმასპინძლა

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა საერთაშორისო პარაოლიმპიური კომიტეტის (IPC) პრეზიდენტს, ენდრიუ პარსონსა და უსინათლოთა სპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IBSA) პრეზიდენტს, ილგარ რაჰიმოვს უმასპინძლა.

მუჰამედ ბინ სალმანი

25 სექტემბერი 2026, 14:07

მსოფლიო

The Wall Street Journal: რატომ სურთ სპარსეთის ყურის ქვეყნებს, რომ ტრამპმა ირანთან პოზიცია არ შეცვალოს?

აშშ-სა და ირანს შორის ომის დასრულების მიზნით მოლაპარაკებების განახლების მცდელობას სპარსეთის ყურის ნავთობის უმსხვილესი მწარმოებლები ეწინააღმდეგებიან. გამოცემა The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ისინი თეირანთან რაიმე სახის შეთანხმების წინააღმდეგ გამოვიდნენ.

25 სექტემბერი 2026, 13:48

ეკონომიკა

ეკატერინე მიქაბაძე: კაპიტალის ბაზრის განვითარებაში ძალიან პოზიტიური ტენდენციები გრძელდება - „რიკო ექსპრესმა“ „თიბისი კაპიტალის“ მხარდაჭერით, $100 მილიონი საჯარო ობლიგაციების პირველი $10 მილიონიანი ტრანში განათავსა

„თიბისი კაპიტალის“ ექსკლუზიური მხარდაჭერით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ „რიკო ექსპრესმა“ 100-მილიონიანი ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში პირველი, $10-მილიონიანი ემისია წარმატებით განათავსა. ამ ტრანზაქციის აღსანიშნავად, Rooms Hotel Tbilisi-ში ღონისძიება გაიმართა, რომელსაც საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

ლევან მეხუზლა

25 სექტემბერი 2026, 13:47

ეკონომიკა

ლევან მეხუზლა: ყურძნის ხარისხზე ზრუნვა პერსპექტივაში მიგვიყვანს იქამდე, რომ სახელმწიფოს აღარ მოუწევს რთველის პროცესში აქტიური ჩართვა

ხარისხი რჩება პრიორიტეტად და ხარისხთან მიმართებაში კომპრომისები ვერ იქნება დაშვებული. წელს თუ რთველში მკვახე ყურძენი მხოლოდ 5 მანქანა ჩაბარდა, მომავალ წელს 1 მანქანაც არ უნდა იყოს ასეთი - ეს არის ჩვენი მიზანი. დღეს მევენახეებს შეუძლიათ ნაკლები დანახარჯით, ცოტა და ხარისხიანი ყურძნის მოყვანა და დიდი ფინანსური შემოსავლის მიღება, - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლამ რთველის მიმდინარეობაზე საუბრისას.

25 სექტემბერი 2026, 13:45

სამართალი

პროკურატურამ უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

ალექსანდრ სტუბი

25 სექტემბერი 2026, 13:40

მსოფლიო

Reuters: ფინეთის პრეზიდენტი ილონ მასკს სთხოვს, უკრაინას რუსული სარაკეტო დანადგარების წინააღმდეგ დარტყმებში დაეხმაროს

ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ სტუბმა განაცხადა, რომ ამერიკელ მილიარდერს ილონ მასკს სთხოვა, უკრაინისთვის Starlink-ის სატელიტური ინტერნეტის დაფარვის ზონა გააფართოოს, რათა უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე განთავსებულ ბალისტიკური რაკეტების გამშვებ დანადგარებზე დარტყმა შეძლოს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

25 სექტემბერი 2026, 13:31

საზოგადოება

„მობილურ იუსტიციის სახლს“ ევროპის საჯარო სექტორის დაჯილდოებაზე კარგი პრაქტიკის სერტიფიკატი გადაეცა

საქართველოს იუსტიციის სახლის პროექტს „მობილური იუსტიციის სახლი“ ევროპის საჯარო სექტორის დაჯილდოების (European Public Sector Award – EPSA) ფარგლებში კარგი პრაქტიკის სერტიფიკატი (Good Practice Certificate) გადაეცა.

ილჰამ ალიევი ირაკლი კობახიძე

25 სექტემბერი 2026, 13:25

პოლიტიკა

ილჰამ ალიევმა ირაკლი კობახიძეს დაბადების დღე მიულოცა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან სატელეფონო საუბარი გამართა და მთავრობის თავმჯდომარეს დაბადების დღე მიულოცა. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

25 სექტემბერი 2026, 13:20

სამართალი

პროკურატურამ ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ერთ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.

ნინო წილოსანი

25 სექტემბერი 2026, 13:19

პოლიტიკა

ნინო წილოსანი: საქართველო-აზერბაიჯანის თანამშრომლობა არის საფუძველი იმისა, რომ შუა დერეფანი გამართულად და აქტიურად მუშაობს

ჩვენ ორი სახელმწიფო არა მხოლოდ მეზობლები ვართ, ჩვენ ვართ კარგი პარტნიორები და, ფაქტობრივად, სტრატეგიული პარტნიორები. ჩვენი კარგი თანამშრომლობა არის საფუძველი იმისა, რომ ზუსტად შუა დერეფანი გამართულად და ძალიან აქტიურად მუშაობს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში.

ლაშა ხუციშვილი

25 სექტემბერი 2026, 13:13

ეკონომიკა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის წლიურ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას

28-29 სექტემბერს, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი მონაწილეობას მიიღებს აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მე-11 წლიურ შეხვედრაში, რომელიც კატარის დედაქალაქ დოჰაში გაიმართება. შეხვედრაში, ასევე, მონაწილეობას მიიღებს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე.

დავით ჩიხელიძე

25 სექტემბერი 2026, 12:52

პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე: ირაკლი კობახიძის გამოსვლა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე იყო მკაფიო, ღირსეული და სახელმწიფოებრივ ინტერესებზე ორიენტირებული, ზუსტად ისეთი, როგორიც სუვერენული და ძლიერი სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრს შეეფერება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის გამოსვლა გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაზე იყო მკაფიო, ღირსეული და სახელმწიფოებრივ ინტერესებზე ორიენტირებული, ზუსტად ისეთი, როგორიც სუვერენული და ძლიერი სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრს შეეფერება, - წერს ექსპერტი, დავით ჩიხელიძე, სოციალურ ქსელში.

კახა კალაძე

25 სექტემბერი 2026, 12:50

პოლიტიკა

კახა კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე: როდესაც სცენას იყენებ იმისთვის, რომ ვიღაცას შეურაცხყოფა მიაყენო, ეს კატეგორიულად მიუღებელია

ამ ადამიანებს აქვთ მცდელობა, ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ წავიდნენ. გაბრაზებულები არიან იმის გამო, რომ არ მოვისმინეთ მათი მუქარები და არ დავემორჩილეთ მათ მიერ გაჟღერებულ „მესიჯებს“, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გაკეთებული იმ განცხადების შეფასებისას, რომელიც გორში, ქართველი მუსიკოსის ალექსანდრე კორძაიას (Kordz) კონცერტის გაუქმებას ეხებოდა.

კახა კალაძე

25 სექტემბერი 2026, 12:45

პოლიტიკა

კახა კალაძე ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე: პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა საქართველოს როლსა და ქვეყნის მომავალთან დაკავშირებულ ყველა მნიშვნელოვან საკითხზე

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო მზად არის გამოიყენოს ყველა საერთაშორისო პლატფორმა რეგიონში მშვიდობის განმტკიცების ხელშესაწყობად.

რატი იონათამიშვილი

25 სექტემბერი 2026, 12:42

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი პრემიერის გამოსვლაზე გაეროში: მსოფლიოს წინაშე მკაფიოდ გაჟღერდა საქართველოს სათქმელი - მშვიდობის, სუვერენიტეტის, ეროვნული ინტერესებისა და ღირსების დაცვა, მნიშვნელოვანი იყო გზავნილი, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20% კვლავ ოკუპირებულია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლა გაეროს გენერალური ასამბლეის უმაღლესი ტრიბუნიდან იყო ისტორიული და საამაყო მომენტი ჩვენი ქვეყნის თითოეული პატრიოტისთვის, - წერს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი, სოციალურ ქსელში.

ლადო სადღობელაშვილი

25 სექტემბერი 2026, 12:37

პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: შთამბეჭდავი გამოსვლა ჰქონდა ირაკლი კობახიძეს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე - დღეს დედამიწის ზურგზე ცოტა თუ მოიძებნება ისეთი სახელმწიფო, რომელიც ასე წარმატებული და პროგრესირებადია მსოფლიო იმპერიალისტური გამოწვევების მიუხედავად

ძალიან შთამბეჭდავი გამოსვლა ჰქონდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე. მან რამდენიმე საკვანძო მიმართულებას გაუსვა ხაზი, რომლებიც ქვეყნის საგარეო და საშინაო პრიორიტეტებს ასახავს, - წერს ანალიტიკოსი, ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში.

ლევან მახაშვილი

25 სექტემბერი 2026, 12:32

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი გაეროში პრემიერის გამოსვლაზე: საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ყველა საკითხზე ყველა მნიშვნელოვანი აქცენტი დასვა

აღინიშნა, რომ გრძელვადიანი მშვიდობა ვერ მიიღწევა იძულებით და მნიშვნელოვანია დიალოგი, კომუნიკაცია, ურთიერთპატივისცემა, მათ შორის ოკუპირებული რეგიონების ნაწილში, - განაცხადა ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადების შეფასებისას. მისი თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ყველა საკითხზე ყველა მნიშვნელოვანი აქცენტი დასვა.

კახა კალაძე

25 სექტემბერი 2026, 12:24

პოლიტიკა

კახა კალაძე გვარამიას განცხადებაზე: აფხაზებთან და ოსებთან გაერთიანება მხოლოდ მშვიდობით, ეკონომიკური განვითარებით და გაძლიერებით უნდა მოხდეს

ნიკა გვარამია ბოლო პერიოდში მოღალატეობრივი განცხადებებით გამოირჩევა, - თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან გამოეხმაურა ნიკა გვარამიას განცხადებას, რომ საქართველოს გაერთიანების საკითხში ევროკავშირი უნდა ჩაერთოს.