IMEDI /  25 ივნისი 2021, 21:16 / სანდო წყარო

ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციას: დე-ფაქტო ხელისუფლებასთან პირადად ჩემი მოლაპარაკების შედეგად, სოხუმისა და ცხინვალის ციხეებიდან გამოვიყვანეთ ჯამში 14 ადამიანი, თქვენ ჩატოვეთ ჩვენი გმირი ოფიცრები რუსეთში, სოხუმში და ცხინვალში

ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი

აქ რამდენიმე კითხვა დაისვა, რას აკეთებს ხელისუფლება ზაზა გახელაძის და ირაკლი ბებუას გასათავისუფლებლად; ომით, რომელიც თავიდან ვერ იქნა აცილებული, დავკარგეთ ჩვენი ტერიტორიების 20% და დააკანონეს ოკუპაცია მათი უგუნური პოლიტიკის შედეგად და ყველა ის პრობლემა, რომელიც მომდინარეობს - ბორდერიზაცია, ადამიანების გატაცებები, მათი ბრალეულობაა და მათი პოლიტიკის შედეგია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში, დეპუტატების მიერ ემ თემაზე დასმული კითხვების საპასუხოდ განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მთავრობა მაქსიმალურად, ყველა დონეზე მუშაობთს, პროცესში ჩართულია საგარეო საქმეთა მინისტრი და ყველა შესაბამისი უწყება, რათა დროულად გათავისუფლდნენ გახელაძეც, ბებუაც და სხვა დაკავებული მოქალაქეებიც.

„მინდა, შეგახსენოთ და მოსახლეობას ვუთხრა, კარგად მოგეხსენებათ, ომის დროს ჩვენი გმირი სამხედროების ცხედრები ჩატოვეს ცხინვალში, რომ არა პატრიარქი. პატრიარქი შებრძანდა. ამას გარდა, რუსეთის ფედერაციაში ამ ვაჟბატონებმა და ქალბატონებმა ჩატოვეს ჩვენი დაზვერვის ოფიცრები. წარმოიდგინეთ, რა მდგომარეობაში იყვნენ ისინი 2008-დან 2012 წლამდე. ჩვენი გმირები ჩატოვეს აბსოლუტურად უპატრონოდ. იმიტომ, რომ ისინი დაზვერვის ოფიცრები არიან, არ მაქვს უფლება, გვარები ვთქვა, მაგრამ ბატონ ირაკლი ბერაიას ვთხოვ, მოიწვიოს ნდობის ჯგუფი, დაიბაროთ დაზვერვის უფროსი. მე მაშინ ვიყავი შინაგან საქმეთა მინისტრი და შემდეგ - პრემიერ-მინისტრი, როდესაც რუსეთიდან გამოვიყვანეთ მათ მიერ ჩატოვებული დაზვერვის ყველა ოფიცერი. ეს ერთი. მეორე - აქ წეღან აკო მინაშვილმა დამისვა კითხვა, ძალიან კარგია, რომ სხვების ტყვეები გავათავისუფლეთ და მედიატორის როლი შევასრულეთ, მაგრამ რას ვშვრებით ჩვენს მოქალაქეზეო. მათ მინდა, შევახსენო, ომის დროს, რამდენიმე ოფიცერი რუსეთში უმძიმეს პირობებში ჩატოვეს, ისინი ციმბირის ციხეებში იყვნენ, ფაქტებით გესაუბრებით. მეორე - ცხინვალში, ასევე მათ მიერ დაგეგმილი უაზრო ოპერაციების შედეგად ჩატოვებული ჩვენი სამხედროები და სპეცრაზმელები, ჩვენი მოქალაქეები ჩატოვეს სოხუმის ციხეში უმძიმეს პირობებში. 2015 წლის ბოლოს, პირადად მე მქონდა მოლაპარაკება იმ დროს დე-ფაქტო ხელისუფლებასთან, მივაღწიეთ შეთანხმებას და სრულად გამოუშვეს ჩვენი ყველა თანამოქალაქე, მათ შორის ოფიცრები სოხუმის ციხიდან, რომლებსაც ჰქონდათ მისჯილი 19-20-22 წელიწადი და 4 პატიმარი - ცხინვალის საპატიმროებიდან, ჯანში 14 ადამიანი. კითხვა რომ გაქვთ, მე რა გავაკეთე, მე ეს გავაკეთე. თქვენ რა გააკეთეთ? თქვენ ჩატოვეთ ჩვენი გმირი ოფიცრები რუსეთში, სოხუმში და ცხინვალში. ჩვენ მაქსიმალურად, ყველა დონეზე ვმუშაობთ, ჩართულია საგარეო საქმეთა მინისტრი, ყველა შესაბამისი უწყება, რომ გამოვიყვანთ ბატონ გახელაძეს, ბებუასაც და ყველას. ეს არის ჩვენი პასუხი“ - განაცხადა პრემიერმა.

ყველა სიახლე

18 ივლისი 2026, 00:11

მსოფლიო

მექსიკაში 7.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

წყნარი ოკეანის ცუნამის გამაფრთხილებელი ცენტრი აცხადებს, რომ ეპიცენტრიდან 300 კილომეტრის რადიუსში ცუნამის ტალღებია მოსალოდნელი. ცენტრის ცნობით, გვატემალასა და მექსიკის სანაპიროებზე შესაძლებელია მოქცევის დონიდან ერთ მეტრამდე სიმაღლის ცუნამის ტალღები.

17 ივლისი 2026, 22:00

საზოგადოება

სპეციალისტების გაფრთხილება მოსახლეობას - სეზონზე ტკიპების აქტივობა პიკს აღწევს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და ინფექციონისტების განმარტებით, შესაბამისად მავნებლისგან ინფიცირების რისკი იზრდება.

17 ივლისი 2026, 21:45

სამართალი

ნაფიც მსაჯულთა მიერ ერთხმად გამოტანილი გამამტყუნებელი ვერდიქტის საფუძველზე, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

რუსთავის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სრულად გაიზიარა პრკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული ერთხმად ცნო დამნაშავედ, - საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ზაალ მიქელაძე

17 ივლისი 2026, 21:36

პოლიტიკა

ზაალ მიქელაძე: „ერთად ვიაროთ მეტად უსაფრთხო, აყვავებული და მშვიდობიანი მომავლისკენ“ - ტრამპის უმთავრესი გზავნილია საქართველოს ხელისუფალის მიმართ. დიახ, ის არ ყოფს კანონიერად არჩეულ მთავრობას და ხალხს ერთმანეთისგან

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზაალ მიქელაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წერილს ირაკლი კობახიძის მიმართ. ტრამპმა კობახიძეს ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე იუბილის მილოცვისთვის მადლობა გადაუხადა.

17 ივლისი 2026, 21:28

საზოგადოება

ეროვნული სატყეო სააგენტო სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სანიტარიულ ღონისძიებებს ატარებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ეკოსისტემის დასაცავად, სატყეო სამსახური დაავადებული ხეების სანიტარიულ ჭრას აწარმოებს. პარალელურად, რეგიონში სპეციალური მწერ საჭერებიც დამონტაჟდა.

17 ივლისი 2026, 21:10

პოლიტიკა

როცა ქვეყანა აგვისტოს ომში დაღუპულებს გლოვობს, „თბილისი პრაიდის“ წევრები ბელგიაში, ლგბტ ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად მიემგზავრებიან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ოპოზიციის აქტივისტების ეს ნაბიჯი მმართველი გუნდისთვის და ოპოზიციის ნაწილისთვის მათ რეალურ ღირებულებებზე მეტყველებს. ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა კი „ქრონიკის“ კითხვებს არ პასუხობს.

17 ივლისი 2026, 21:06

საზოგადოება

75 მილიონი ლარი დაუსრულებელი შენობისთვის - რიყეზე შენობის დემონტაჟის გადაწყვეტილება და ოპოზიციის სპეკულაცია. „ქრონიკის“ სიუჟეტი

უფუნქციო შენობა ხელისუფლებისთვის და არქიტექტურული ნიმუში „ნაციონალური მოძრაობისთვის“. რიყეზე სააკაშვილის მმართველობის დროს აშენებული კონსტრუქციის დემონტაჟის ნებართვა გაცემულია. ოპოზიცია კი მის დაცვას აანონსებს

17 ივლისი 2026, 21:00

კულტურა

თინათინ რუხაძემ და ვარლამ ლიპარტელიანმა ახალგაზრდა თაობის კულტურულ პროექტებში აქტიური ჩართვის საკითხებზე შეხვედრაზე ისაუბრეს

კულტურის მინისტრმა, თინათინ რუხაძემ და საქართველოს პარლამენტის წევრმა, „ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ვარლამ ლიპარტელიანმა ახალგაზრდა თაობის კულტურულ პროექტებში აქტიური ჩართვის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გამართეს.

17 ივლისი 2026, 20:54

სამართალი

შეურაცხყოფა, გინება და წყევლა დასჯადია - სიძულვილის ენის გავრცელებასთან ბრძოლა და სასამართლო პროცესები. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდება. სასამართლო პროცესები ყოველდღიურად იმართება. სიტყვიერი შენიშვნა, ფინანსური სანქცია ან ადმინისტრაციული პატიმრობა - კანონდარღვევის შემთხვევაში მოქალაქეებს ეს სასჯელი ელით.

17 ივლისი 2026, 20:50

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი შანხაიში, ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო კონფერენციაში მონაწილეობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

როგორ უნდა უზრუნველყოს ადამიანმა საკუთარი უსაფრთხოება და შეინარჩუნოს მმართველობა ხელოვნური ინტელექტის სწრაფად განვითარების პირობებში - ეს კითხვები ჩინეთის ლიდერმა ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო კონფერენციაზე დასვა.

ნიკა გვარამია

17 ივლისი 2026, 20:47

პოლიტიკა

ოპოზიციის ღირებულებები და ომის ფინანსური სარგებლით გამართლება - ნიკა გვარამიას აღიარება და ხელისუფლების მწვავე შეფასება. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

მმართველი გუნდი ნიკა გვარამიას ადამიანების სიცოცხლით ვაჭრობის მცდელობაში ადანაშაულებს. განცხადებას, სადაც მან უკრაინისთვის მოსალოდნელ დიდ ფინანსურ დახმარებასა და ამ კონტექსტში საქართველოზე ისაუბრა, ხელისუფლებაში „აღიარებითი წამოცდენა“ უწოდეს.

17 ივლისი 2026, 20:34

პოლიტიკა

ევრობიუროკრატიის აბსურდი და გეოგრაფიის გაკვეთილი პრემიერისგან - ვინ და როგორ ცდილობს საქართველოს საკვანძო როლის დაკნინებას. „ქრონიკის“ სიუჟეტი

გეოგრაფიის უგულებელყოფა და არასერიოზულობის ახალი მწვერვალი — საქართველოს ხელისუფლება ევროპელი პოლიტიკოსებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ბოლოდროინდელ განცხადებებს აფასებს.

17 ივლისი 2026, 20:29

პოლიტიკა

გეგმა უცხოელი მხარდამჭერებითა და უცხოური ფულით - ბოჭორიშვილის გზავნილები აშშ-ში და შეფასებები თბილისში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

გეგმა უცხოელი მხარდამჭერებითა და უცხოური ფულით - საქართველო ხელისუფლებისთვის გარედან მართული პოლიტიკური ტერორის თვალსაჩინო მაგალითია.

ირაკლი კობახიძე
სერდარ ბერდიმუჰამედოვი

17 ივლისი 2026, 20:28

პოლიტიკა

ორმხირივი ინტერესები და ახალი ინიციატივები - საქართველოსა და თურქმენეთის ლიდერები თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სერდარ ბერდიმუჰამედოვმა საქართველო მთავარ ეკონომიკურ პარტნიორად დაასახელა და დაადასტურა დაინტერესება სხვადასხვა მიმართულებით პარტნიორობის გაღრმავებისთვის.

მაკა ბოჭორიშვილი

17 ივლისი 2026, 20:16

პოლიტიკა

რადიკალიზმის ლეგიტიმაციის მცდელობა საერთაშორისო ინსტიტუტების ჩართულობით - საქართველოს პირველი დიპლომატის გზავნილები ვაშინგტონიდან და „პოლიტიკური ტერორიზმის” საფრთხე. „ქრონიკის“ სიუჟეტი

პოლიტიკური ტერორიზმი და ტრანსნაციონალური დაფინანსების სქემა - ვაშინგტონში ორგანიზებულ სამიტზე სახელმწიფო მდივანმა პრობლემა გლობალურ გამოწვევად დასახა და 60-მდე ქვეყნის წარმომადგენლებს ერთობლივი მუშაობისკენ მოუწოდა.

17 ივლისი 2026, 20:01

რეგიონი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ რეგიონში ტურისტულ სეზონზე არსებული ვითარება და დაგეგმილი ღონისძიებები განიხილა

შეხვედრაზე იმსჯელეს სატრანსპორტო ნაკადებისა და პარკირების მართვის საკითხებზეც. მოსახლეობისა და ტურისტების რაოდენობის ზრდის ფონზე, მნიშვნელოვან ამოცანად დასახელდა მასობრივი ღონისძიებების გამართვის პროცესში ქალაქში წესრიგის შენარჩუნებისთვის თანამდევი ღონისძიებების გატარება. ყურადღება გამახვილდა ასევე რეგიონში სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგების პროცედურებსა და სეზონის მანძილზე მათი ხელმისაწვდომობის გაზრდაზე.

17 ივლისი 2026, 19:52

პოლიტიკა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია თბილისში, სასტუმრო „საქართველოში“ მდებარე ფართთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს მთავრობის შესაბამისი გადაწყვეტილების ზედაპირულად გაცნობაც საკმარისი იყო იმის გასააზრებლად, რომ ფართობის გასხვისება სრულიად ფორმალურად განხორციელდა. სასტუმრო „საქართველოს“ სრული პრივატიზაცია მრავალი წლის წინ განხორციელდა, რის შემდეგაც მისი მფლობელი რამდენჯერმე შეიცვალა. ბოლო შემთხვევაში, სასტუმრო „საქართველოს“ გასხვისებისას დადგინდა, რომ იყო ფაქტობრივი უზუსტობა სახელმწიფოს მიერ წლების წინ შედგენილ აზომვით ნახაზში დაფიქსირებულ ფართობსა და სასტუმრო „საქართველოს“ რეალურ ფართობს შორის. აღნიშნული ცდომილების აღმოსაფხვრელად და სამართლიანობის პრინციპის დასაცავად, ცდომილების შესაბამისი ფართი - 3,237 კვადრატული მეტრი სიმბოლურ ფასად სრულიად ფორმალურად გადაეცა სასტუმროს მფლობელს, იმგვარად, რომ მას ქონების მოცულობა რეალურად არ გაზრდია.

17 ივლისი 2026, 19:16

პოლიტიკა

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

საქართველოს პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტთან შექმნილი სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის მეორე შეხვედრა გაიმართა.

ლევან მაჭავარიანი

17 ივლისი 2026, 19:12

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: საქართველო-აშშ-ს შორის ურთიერთობების გასაფუჭებლად ბაიდენის ადმინისტრაციამ ყველაფერი გააკეთა. ჩვენს გუნდს ყველაფერი გაკეთებული აქვს იმისთვის, რომ აშშ-თან რეალური პარტნიორობა დაიწყოს

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი დონალდ ტრამპის მიერ ირაკლი კობახიძისთვის გამოგზავნილ სამადლობელო წერილს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

გიორგი გამსახურდია

17 ივლისი 2026, 18:46

პოლიტიკა

გიორგი გამსახურდია საგარეოს ყოფილ თანამშრომელზე: სხვებთან ერთად ჩაბუდებული იყო სამინისტროში, უწყების გამწმენდ მინისტრ ბოჭორიშვილს, უმაღლესი ტრიბუნის ქვეყნის სასიკეთოდ გამოყენებას და სიმართლის გაჟღერებას უწუნებს - ასეთი მინისტრი მაგ უწყებაში ნამდვილად არ მახსოვს და ესეც არის ნაც-აკაცუკების აგრესიის მიზეზი

ეს დედალი აკაცუკი, რომელიც სხვებთან ერთად ჩაბუდებული იყო ცვლილებებამდე საგარეო საქმეთა სამინისტროში, უწყების ამგვარი ბიომასებისგან გამწმენდ მინისტრ ბოჭორიშვილს, ქვეყნის სასიკეთოდ, უმაღლესი ტრიბუნის გამოყენებას და ამ ტრიბუნიდან სიმართლის გაჟღერებას უწუნებს, - წერს გიორგი გამსახურდია და საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლის, მარიამ მაისაიას პოსტს აქვეყნებს, რომელშიც უწყების ხელმძღვანელის, მაკა ბოჭორიშვილის აშშ-ში გამოსვლაა გაკრიტიკებული.