ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი ამოცანა იქნება, რაც შეიძლება მეტმა ქართველმა მეწარმემ შეძლოს ადგილზე წარმოებული ქართული პროდუქციის გატანა ევროკავშირის ბაზარზე
ირაკლი ღარიბაშვილი
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
მეორე საკითხი, რაც მე მინდა გამოვყო, ეს არის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რომელიც ჩვენს მეწარმეებს, ჩვენს ბიზნესმენებს აძლევს შესაძლებლობას, რომ ქართული ნაწარმი პროდუქცია გაიტანონ ევროკავშირის უზარმაზარ ბაზარზე, ყოველგვარი ბარიერების გარეშე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მთავრობის ამოცანა იქნება, რაც შეიძლება მეტმა ქართველმა მეწარმემ შეძლოს ადგილზე წარმოებული ქართული პროდუქციის გატანა ევროკავშირის ბაზარზე.
„ევროკავშირი უკვე წლებია გახდა ერთ-ერთი ტოპ სავაჭრო პარტნიორი და რა თქმა უნდა, ჩვენ ამ პროცესს კიდევ უფრო გავაძლიერებთ. ჩვენი ამოცანა იქნება, რაც შეიძლება მეტმა ქართველმა მეწარმემ შეძლოს ადგილზე წარმოებული ქართული პროდუქციის გატანა ევროკავშირის ბაზარზე. ჩვენი მთავარი ამოცანა, რა თქმა უნდა, უნდა იყოს, რომ ჩვენ, სრულად გამოვიყენოთ და ვისარგებლოთ ყველა იმ სიკეთეებით, რომელიც ჩვენ მოგვეცა ასოცირების ხელშეკრულებით.
რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან ვაფასებთ ევროკომისარის ჩართულობას აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში. დღეს ჩვენ მიმოვიხილეთ თანამშრომლობის საკითხები და კომისარი დღეს გაგვაცნობს ევროკავშირის გადაწყვეტილებებს, ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, რომლებიც არის უაღრესად მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მომავლისთვის“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას.
„ჩვენ ასევე შევეხეთ რეგიონში არსებულ სიტუაციას და ვითარებას, როგორიც არის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი და მისი შემდგომი დარეგულირების საკითხები. ევროკომისარს მე გავაცანი ჩემი ბოლო მონაწილეობა ამ პროცესში, ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებთან, ჩვენს მეგობარ სახელმწიფოებთან, აზერბაიჯანთან და სომხეთთან. მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ჩართულობით, 15 სამხედრო იქნა გათავისუფლებული, ასევე სომხეთმა გადასცა აზერბაიჯანს რუკები, რაც ძალიან მნიშვნელოვანი პრეცენდენტი იყო, რომელიც ჩვენ ერთად შევქმენით, რომ საქართველომ იტვირთა მედიატორის როლი, კონფლიქტის დარეგულირების საქმეში“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
ყველა სიახლე
23 ივნისი 2026, 10:53
რეგიონი
„საქართველო მინიატურებში“ - განახლებული პარკი დამსვენებლებს უკვე ელოდება
23 ივნისიდან, შეკვეთილში მდებარე პარკი “საქართველო მინიატურებში”, სტუმრებს განახლებული ინფრასტრუქტურით დახვდება. სარემონტო და სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, განხორციელდა პარკში წარმოდგენილი ყველა მინიატურული ძეგლის რესტავრაცია, განახლდა ინფრასტრუქტურა და მოეწყო გარე განათების სისტემა, რაც პარკს საშუალებას მისცემს ვიზიტორებს უფრო გვიან საათებშიც უმასპინძლოს.
23 ივნისი 2026, 10:51
კულტურა
სამხრეთ კორეამ შესაძლოა ქვეყნიდან გააძევოს ქალი, რომელმაც BTS-ის ვარსკვლავის კარზე 133-ჯერ დარეკა
ქალმა, რომლის ვინაობაც არ სახელდება, ჯონგუქის სტალკინგი გასული წლის დეკემბერში დაიწყო. ის ასევე ცდილობდა მისი სახლის ზღურბლთან დაეტოვებინა წერილები და ფოტოები, რაც, მისივე თქმით, 28 წლის მომღერლის მიმართ „სიყვარულით“ იყო განპირობებული. სეულის რაიონულმა სასამართლომ მას ერთწლიანი პატიმრობა მიუსაჯა, რომელიც ორწლიანი გამოსაცდელი ვადით შეუჩერდა.
23 ივნისი 2026, 10:32
სამართალი
სამართალდამცველებმა კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს, ამოღებულია 20 კილოგრამამდე სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება და დაკავებულია ორი პირი
სამართალდამცველებმა კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს - ამოღებულია 20 კილოგრამამდე სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება და დაკავებულია ორი პირი.
23 ივნისი 2026, 10:31
სამართალი
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 88 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: თურქეთის, თურქმენეთის, ინდოეთის, ნიგერიის, პაკისტანის, რუსეთის, აზერბაიჯანის, უზბეკეთის, ყაზახეთის, ჩინეთის, ბანგლადეშის, ეგვიპტის, იორდანიის, ნეპალის, სუდანის, ტანზანიის და სხვა სახელმწიფოების - ჯამში 88 მოქალაქე.
23 ივნისი 2026, 10:30
მსოფლიო
გაეროში აშშ-ის წარმომადგენელი: რუსეთმა სამშვიდობო შეთანხმება უნდა დადოს. დრო რუსეთის სასარგებლოდ არ მუშაობს.
გაეროში ეკონომიკურ და სოციალურ საბჭოში აშშ-ის წარმომადგენლის დენ ნეგრეას განცხადებით, რუსეთმა უკრაინასთან სამშვიდობო შეთანხმება უნდა დადოს, რადგან დრო მის სასარგებლოდ არ მუშაობს.
23 ივნისი 2026, 10:24
ტაბლოიდი
ჩინეთში „უფროსი დის“ სერვისით სულ უფრო მეტი ადამიანი სარგებლობს
გამოცემა South China Morning Post-ის ცნობით, 30-დან 40 წლამდე ასაკის ქალები „უმცროს დებს“ სთავაზობენ მოსმენას, საკუთარ მდიდარ ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე დაყრდნობით რჩევების მიცემას ან უბრალოდ ესაუბრებიან. ასეთი მომსახურების ფასები საშუალოდ 150-დან 300 იუანამდე მერყეობს (59-118 ლარი).
23 ივნისი 2026, 10:02
პოლიტიკა
ცოტნე ანანიძე ვიქტორ ყიფიანის განცხადებაზე, რომ „ქართული ოცნება” ძალაუფლების პარტიად იქცა: სინამდვილეში „ქართული ოცნების“ ორგანიზაციული სიძლიერისა და პოლიტიკური წონის აღიარებაა
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე ვიქტორ ყიფიანის განცხადებას ეხმიანება, რომ “ქართული ოცნება” ძალაუფლების პარტიად იქცა.
23 ივნისი 2026, 09:56
მსოფლიო
ტრამპმა გამოაქვეყნა კვლევის შედეგები, რომლის თანახმადაც 67% ირანთან დადებულ გარიგებას მხარს უჭერს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა სოციოლოგიური კვლევის შედეგები, რომლის თანახმადაც გამოკითხულთა 67% ირანთან დადებულ სამშვიდობო გარიგებას მხარს უჭერს.
23 ივნისი 2026, 09:45
მსოფლიო
ისრაელის პრემიერ-მინისტრის პრესმდივანი: ჩვენ ლიბანთან შეთანხმება გვინდა და ვფიქრობთ, რომ ეს შეუძლებელი არ არის, ერთადერთი დაბრკოლება ტერორისტული დაჯგუფება ჰეზბოლაა
ისრაელი აცხადებს, რომ ლიბანთან შეთანხმების მიღწევა სურს. შესაბამისი განცხადება პრემიერ-მინისტრის პრესმდივანმა გააკეთა და აღნიშნა, რომ ერთადერთი დაბრკოლება ჰეზბოლაა.
23 ივნისი 2026, 09:39
სპორტი
საფრანგეთმა პლეი-ოფში გასვლა გაინაღდა
საფრანგეთის ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში I ჯგუფში გამართული შეხვედრის დროს ერაყის ეროვნული გუნდი ანგარიშით 3:0 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გადასვლა გაინაღდა.
23 ივნისი 2026, 09:31
მსოფლიო
დანიის პრემიერის განცხადებით, ევროკავშირმა, შესაძლოა, ბლოკის ფარგლებს გარეთ დეპორტაციის ცენტრები უკვე მომავალ წელს შექმნას
ევროპის ქვეყნებმა, შესაძლოა, ევროკავშირის დაფინანსებით ბლოკის ფარგლებს გარეთ არალეგალი მიგრანტების დეპორტაციის ცენტრები უკვე მომავალი წლიდან შექმნან. ინფორმაციას Financial Times-ი დანიის პრემიერ-მინისტრზე მეტე ფრედერიკსენზე დაყრდნობით ავრცელებს.
23 ივნისი 2026, 09:22
მსოფლიო
ლიეტუვაში სამხედრო წვრთნა ტარდება
ლიეტუვაში სამხედრო წვრთნა ტარდება, მიმდინარეობს ჯავშან ტექნიკის, ტანკების, თვითმფრინავებისა და დრონების გამოცდა- დემონსტრირება, რომლებიც შეიძლება უკრაინის ომში იქნეს გამოყენებული. სწავლებაში ჩართულია ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე დისლოცირებული გერმანული დანაყოფიც.
23 ივნისი 2026, 09:08
მსოფლიო
კირ სტარმერის გადადგომის შემდეგ, დიდი ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის ლიდერის არჩევნებში მონაწილეობის სურვილი ენდი ბერნჰემმა დაადასტურა
კირ სტარმერის გადადგომის შემდეგ, დიდი ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის ლიდერის არჩევნებში მონაწილეობის სურვილი, ენდი ბერნჰემმა დაადასტურა. ის ამ დროისთვის ყველაზე რეალურ კანდიდატად მიიჩნევა.
23 ივნისი 2026, 09:00
მსოფლიო
BIld: გერმანია ბელარუსის საზღვართან 5 ათას ჯარისკაცს განათავსებს
გერმანია ლიეტუვაში 5 ათასს ჯარისკაცს აგზავნის, რომლებიც ბელარუსის საზღვართან განთავსდებიან. ინფორმაცია Bild-ი ავრცელებს.
23 ივნისი 2026, 08:52
პოლიტიკა
„სააკაშვილის განცხადება სხვა არაფერია, თუ არა ოპოზიციას შორის დაძაბულობისა და დაპირისპირების გაჩაღების მცდელობა“ - ოპოზიციურ სპექტრში დაპირისპირება გრძელდება
ოპოზიციურ სპექტრში დაპირისპირება კვლავ გრძელდება. პატიმარი მიხეილ სააკაშვილი პერიოდულად თავს ესხმის სხვა პარტიებს. ამჯერად მისი სამიზნე პარტია "ლელო" გახდა. პარტია "ლელო" კი სააკაშვილის განცხადებას, ოპოზიციას შორის დაძაბულობისა და დაპირისპირების გაჩაღების მცდელობად მიიჩნევს.
23 ივნისი 2026, 08:41
პოლიტიკა
მთავრობა უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლას აძლიერებს - „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს
მიგრაციული პროცესების ეფექტიანი მართვა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება - ამ მიზნით „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში, ცვლილებები შედის, რომელსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს და მიმდინარე კვირაში დაამტკიცებს.
23 ივნისი 2026, 08:29
საზოგადოება
თბილისში საჯარო სერვისების გაეროს ფორუმი იწყება
თბილისში, საჯარო სერვისების გაეროს ფორუმი დღეს იწყება. ფორუმის სტუმრები უკვე თბილისში იმყოფებიან. დელეგატებს იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილე ბექა ძამაშვილმა უმასპინძლა. საჯარო სერვისების გაეროს ფორუმის თბილისში ჩატარება იმ წარმატებული რეფორმების საერთაშორისო აღიარებაა, რომელთაც საქართველო წლებია ახორციელებს ხელმისაწვდომი და ეფექტიანი საჯარო სერვისების განვითარებისათვის.
23 ივნისი 2026, 08:22
საზოგადოება
სიჩქარის გადაჭარბებისთვის განსაზღვრული ჯარიმები მცირდება - შესაბამის ცვლილებებს პარლამენტი მიმდინარე სასესიო კვირაში დაამტკიცებს
მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბებისთვის განსაზღვრული ჯარიმები მცირდება - შესაბამის ცვლილებებს, რომელიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შედის, პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს და მიმდინარე სასესიო კვირაში დაამტკიცებს.
23 ივნისი 2026, 08:14
პოლიტიკა
სახალხო დამცველი დღეს პარლამენტს „2025 წელს, საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ ანგარიშს წარუდგენს
დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სახალხო დამცველს ელოდებიან. ლევან იოსელიანი დეპუტატებს „2025 წელს, საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ ანგარიშს წარუდგენს. ანგარიშში წარმოდგენილია 2025 წელს ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ არსებული გამოწვევები და პროგრესი.
23 ივნისი 2026, 08:03
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
23 ივნისს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +31 და ღამით +20 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება ოზურგეთშიც. დღისით +32 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +20 გრადუსი იქნება.


