Fitch Ratings: ეროვნული ბანკი მისი უპირველესი მანდატის - ფასების სტაბილურობის მტკიცედ ერთგული რჩება
ფოტო: ეროვნული ბანკი
საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიამ Fitch Ratings-მა საქართველოს პერსპექტივა უარყოფითიდან სტაბილურამდე გააუმჯობესა, ხოლო სუვერენული რეიტინგი BB დონეზე შეინარჩუნა. ანგარიშში დადებითად არის შეფასებული საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) მიერ პანდემიისა და სხვა გარე შოკების საპასუხოდ გატარებული ღონისძიებები და ხაზგასმულია, რომ ეროვნული ბანკი მისი უპირველესი მანდატის - ფასების სტაბილურობის მტკიცედ ერთგული რჩება, - ამის შესახებ აღნიშნულია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„გამოქვეყნებულ ანგარიშში Fitch Ratings აღნიშნავს: საქართველოს პერსპექტივის გადახედვა ასახავს გაუმჯობესებულ მაკროეკონომიკურ გარემოსა და Fitch - ის დარწმუნებულობას, რომ ქვეყანაში მაკროეკონომიკური სტაბილურობისა და საჯარო ფინანსების მდგრადობის ხელშეწყობა კვლავ გაგრძელდება. პანდემია მძიმე დარტყმა იყო საქართველოსთვის, თუმცა ქვეყანა საგარეო შოკს კარგად გაუმკლავდა. მიუხედავად დაფინანსების გაზრდილი საჭიროებისა, სანდო პოლიტიკის ჩარჩოსა და ოფიციალური კრედიტორების ძლიერი მხარდაჭერის შედეგად, ქვეყნის საგარეო ბუფერები გაძლიერდა.
სანდო პოლიტიკის კომბინაცია საქართველოს არამხოლოდ COVID-19 პანდემიით გამოწვეულ შოკთან, არამდე მსხვილი პარტნიორი ქვეყნებიდან (მათ შორის რუსეთი და თურქეთი) მომდინარე საგარეო შოკებთან გამკლავებაშიც დაეხმარა. საქართველოს ეროვნული ბანკი ინფლაციის თარგეთირების პოლიტიკის მანდატს მიჰყვება. ძლიერი ერთობლივი მოთხოვნის, იმპორტულ პროდუქციაზე გაზრდილი ფასებისა და გაუფასურებული ლარის ფონზე, სებ-ს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება მოუწია - მიმდინარე წლის განმავლობაში პოლიტიკის განაკვეთი სამჯერ (მარტი (+50 საბაზისო პუნქტი), აპრილი (+100 საბაზისო პუნქტი) და აგვისტო (+50 საბაზისო პუნქტი)) გაიზარდა 10%-მდე. ივლისში ინფლაციამ 11.9 პროცენტს მიაღწია. გამკაცრებული პოლიტიკა და ერთჯერადი ფაქტორების მილევა 2021 წლის მეორე ნახევარში ინფლაციას შემცირებაში დაეხმარება.
საქართველოში მაღალი დოლარიზაციის გამო არსებული მოწყვლადობის გათვალისწინებით, Fitch Ratings დარწმუნებულია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი, რომელმაც 2012 წლიდან სამომხმარებლო ფასების ინდექსისა და რეალური ეფექტური გაცვლითი კურსის მერყეობა ‘BB’ რეიტინგის მქონე ქვეყნების ისტორიულ საშუალოზე ქვემოთ შეინარჩუნა, გააგრძელებს ფრთხილ მიდგომას.
მაღალი წმინდა საგარეო ვალი (მშპ-ს 77.4%, ‘BB’ ქვეყნების საშუალო - 18.7%) და დაბალი საგარეო ლიკვიდობის კოეფიციენტი (108.9%, ‘BB’ ქვეყნების საშუალო - 168.1%) საქართველოს მცირე და მაღალ დოლარიზებულ ეკონომიკას საგარეო შოკების მიმართ მოწყვლადს ხდის. თუმცა პანდემიის პირობებში ეს რისკები კარგად იმართებოდა, რაც ასახავს დონორთა ძლიერ მხარდაჭერას მთავრობის საგარეო დაფინანსების საჭიროებისთვის და სანდო მაკროპრუდენციულ და მონეტარული პოლიტიკის ჩარჩოს, რამაც საბანკო სექტორის სტაბილურობასა და ლარის მერყეობის შეკავებას შეუწყო ხელი.
ანგარიშში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ რეიტინგს გაუმჯობესებისკენ უბიძგებს მაკროეკონომიკური გარემო, რომელიც ასახავს საქართველოს პოლიტიკის ჩარჩოს სიძლიერესა და თანმიმდევრულობას, მათ შორის სანდო მონეტარული პოლიტიკის ჩარჩოს, გონივრულ ფისკალურ სტრატეგიას და ისტორიულად საერთაშორისო სავალუტო ფონდის რაოდენობრივი და სტრუქტურული კრიტერიუმების შესრულებას. ამ პოლიტიკების ერთობლიობამ საგარეო შოკებისადმი, მათ შორის ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ნეგატიური მოვლენებისადმი, მდგრადობა წარმოაჩინა და მაკროეკონომიკური სტაბილურობის რისკები შეამცირა“, - აცხადებენ ეროვნულ ბანკში.
სარეიტინგო სააგენტო „Fitch“-მა კვლავ დაადასტურა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB“ დონეზე, ხოლო რეიტინგის პერსპექტივა „ნეგატიურიდან“ „სტაბილურამდე“ გააუმჯობესა.
ყველა სიახლე
29 სექტემბერი 2026, 09:45
მსოფლიო
პოლონეთი უკრაინის საზღვართან ახლოს დრონის ჩამოვარდნის შესახებ იუწყება
პოლონეთი უკრაინის საზღვართან ახლოს დრონის ჩამოვარდნის შესახებ იუწყება. პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობის ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატი საზღვარზე მდებარე „იაგოდინის“ გამშვები პუნქტის მახლობლად ჩამოვარდა.
29 სექტემბერი 2026, 09:33
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: ევრობიუროკრატებს და მათ აქაურ აგენტურას სურთ, საზოგადოებას წარსული დაავიწყონ - ჯერ ამბობდნენ, აფხაზეთში გაისეირნეთო, ახლა კი გვეუბნებიან - საერთოდ დაივიწყეთ აფხაზეთიო
პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა ნიკა გვარამიასა და მიხეილ სააკაშვილის ანტიაფხაზური და შერიგების წინააღმდეგ მიმართული განცხადებები გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ისინი ევრობიუროკრატების დავალებებს ასრულებენ, მათი რიტორიკის მიზანი კი ქვეყანაში დისონანსის შემოტანაა.
29 სექტემბერი 2026, 09:31
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ვინ იცის, იქნებ კორძაიას სექტის მთავარი ჰიმნოგრაფის და ხალხის მაგინებლის როლი უკვე აღარც ხიბლავს, მაგრამ სექტას თავისი ჰიმნოგრაფი არ ეთმობა. კლანჭებიდან თავის დაღწევა ძნელია, მით უმეტეს, როცა ზურგს თვით „ევროპა“ გიმაგრებს.
ვინ იცის, იქნებ კორძაიას სექტის მთავარი ჰიმნოგრაფის და ხალხის მაგინებლის როლი უკვე აღარც ხიბლავს, მაგრამ სექტას თავისი ჰიმნოგრაფი არ ეთმობა. კლანჭებიდან თავის დაღწევა ძნელია, მით უმეტეს, როცა ზურგს თვით „ევროპა“ გიმაგრებს, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში.
29 სექტემბერი 2026, 09:27
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ადამიანის უფლებების დაცვა მისი ქცევის გამართლებას არ მოითხოვს. შეგიძლია იდავო სასჯელზე, მაგრამ დაგმო პოლიციელზე ძალადობა. შეგიძლია დაიცვა გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ დაგმო მოქალაქეთა შეურაცხყოფა. ევროკავშირისგან სწორედ ამ თანმიმდევრულობას ვითხოვთ
გასულ კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროკავშირის დაფინანსებით იმართებოდა იმ მუსიკოსის კონცერტი, რომელმაც პოლიტიკური არჩევანის გამო საქართველოს მილიონზე მეტ მოქალაქეს - ქალებს და კაცებს, მოხუცებს და ახალგაზრდებს - დედა აგინა, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში.
29 სექტემბერი 2026, 09:21
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს იძულებითი გადაადგილება, ოჯახებთან განშორება და საზოგადოების ერთმანეთისგან გახლეჩით გამოწვეული ტკივილი
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა მონაწილეობა მიიღო ტორონტოში გამართულ მეორე საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც უკრაინელი ბავშვების, დაკავებული მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამხედრო ტყვეების დაბრუნებას მიეძღვნა.
29 სექტემბერი 2026, 09:18
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: გინების გამართლებას შემდეგი მაგინებელი ისმენს, ძალადობის გამართლებას კი შემდეგი მოძალადე. სიტყვასაც და დუმილსაც პოლიტიკური შედეგი და ფასი აქვს. ევროკავშირმა ეს უნდა გაიაზროს
გამოსავალი მარტივი და ღირსეული იყო: კორძაიას საზოგადოებისთვის ბოდიში მოეხადა. თუნდაც ეთქვა, რომ ემოციამ სძლია და პოლიტიკური პროტესტისას ადამიანური ზღვარი გადალახა. სექტისთვის უჩვეულო კათარზისის პროცესიც ხომ თითქოს აქეთკენ მიდიოდა. მაგრამ სწორედ ამ დროს განცხადებას ავრცელებს ევროკავშირის წარმომადგენლობა, სადაც, ფაქტობრივად, ამბობს, რომ საზოგადოების უმრავლესობისთვის დედის გინება შემოქმედებითი გამოხატვის თავისუფლებაა, - წერს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.
29 სექტემბერი 2026, 09:11
სამართალი
საქალაქო სასამართლოში გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული გიორგი მალანიას სასამართლო პროცესი გაიმართა
თბილისის საქალაქო სასამართლოში გარდაცვლილი მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმეზე, დაკავებული გიორგი მალანიას სასამართლო პროცესი გაიმართა. სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეები გამოკითხეს. პროცესზე ეკა კუპატაძე უნდა დაეკითხათ, თუმცა დაცვის მხარემ გიგა ავალიანის დედის ჩვენება უდავოდ ცნო. შესაბამისად, ეკა კუპატაძემ სხდომაზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.
29 სექტემბერი 2026, 08:50
რეგიონი
ქუთაისის მუნიციპალიტეტში ერთიან ეროვნულ გამოცდებზე საუკეთესო შედეგების მქონე ქუთაისელ სტუდენტებს ტრადიციული ფულადი ჯილდოები გადაეცათ
ქუთაისის მუნიციპალიტეტში ერთიან ეროვნულ გამოცდებზე საუკეთესო შედეგების მქონე ქუთაისელ სტუდენტებს ტრადიციული ფულადი ჯილდოები გადაეცათ. 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, 48 ქუთაისელმა აბიტურიენტმა უმაღლესი ქულები მოიპოვა.
29 სექტემბერი 2026, 08:34
სამართალი
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას პროცესი გაიმართა
თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 ივნისის საქმეზე ბრალდებული შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრისა და პარტია „გახარია საქართველოსთვის" ლიდერის, გიორგი გახარიას სასამართლო პროცესი გაიმართა
29 სექტემბერი 2026, 08:20
პოლიტიკა
პარლამენტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტს დაჩქარებული წესით დღეს განიხილავს
პარლამენტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტს დაჩქარებული წესით, დღეს განიხილავს. კანონპროექტის თანახმად, ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე, ქონების გადასახადისგან გათავისუფლებისთვის განსაზღვრული ოჯახის მიერ მიღებული შემოსავლის ზღვარი 40 000 ლარიდან 100 000 ლარამდე გაიზრდება.
29 სექტემბერი 2026, 08:12
პოლიტიკა
საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ტორონტოში, საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ტორონტოში, მეორე საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს, რომელიც უკრაინელი ბავშვების, დაკავებული მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამხედრო ტყვეების დაბრუნებას ეძღვნება. ღონისძიებაზე საუბარი შეეხო მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას.
29 სექტემბერი 2026, 08:02
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
29 სექტემბერს ქუთაისში წვიმიანი დღე იქნება, დღისით +22 და ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება.
29 სექტემბერი 2026, 02:07
მსოფლიო
ტრამპმა უარყო გამოცემა AXIOS-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ამერიკულმა მხარემ ირანს სანქციების შემსუბუქება და გაყინული ფინანსური აქტივების განბლოკვა შესთავაზა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უარყო გამოცემა AXIOS-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ამერიკულმა მხარემ ირანს სანქციების შემსუბუქება და გაყინული ფინანსური აქტივების განბლოკვა შესთავაზა.
29 სექტემბერი 2026, 01:58
მსოფლიო
ლიეტუვის პრეზიდენტი: ევროპაში ამერიკელი სამხედროების რაოდენობა შემცირდება - ეს ნაწილობრივ უკავშირდება დონალდ ტრამპის განცხადებებსა და ამერიკული ადმინისტრაციის სიგნალებს იმის შესახებ, რომ ევროპამ საკუთარ თავდაცვაზე მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს
ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ განაცხადა, რომ თუმცა ამერიკელი სამხედროები ლიეტუვაში ბრუნდებიან, ევროპის კონტინენტზე აშშ-ის ჯარების საერთო რაოდენობა შემცირდება.
29 სექტემბერი 2026, 01:51
მსოფლიო
AXIOS: ამერიკელი ოფიციალური პირების განცხადებით, ტრამპი მზადაა შეამსუბუქოს ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები და განბლოკოს თეირანის გაყინული ფინანსური აქტივები, თუ ირანული მხარე ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს
ამერიკელი ოფიციალური პირების განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მზადაა შეამსუბუქოს ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები და განბლოკოს თეირანის გაყინული ფინანსური აქტივები, თუ ირანული მხარე ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს, - წერს გამოცემა AXIOS-ი.
29 სექტემბერი 2026, 01:45
მსოფლიო
ზელენსკი: რუსეთმა სხვადასხვა მეთოდით დამატებითი მობილიზაცია ფაქტობრივად უკვე დაიწყო
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა სხვადასხვა მეთოდით დამატებითი მობილიზაცია ფაქტობრივად უკვე დაიწყო.
29 სექტემბერი 2026, 01:08
სპორტი
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოსა და უკრაინის ეროვნული ნაკრებების მატჩს დაესწრო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან ერთად, საქართველოსა და უკრაინის ეროვნული ნაკრებების მატჩს დაესწრო.
29 სექტემბერი 2026, 01:02
მსოფლიო
The Wall Street Journal-ის გამოკითხვა: შუალედურ არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე დაეცა
გაზეთ The Wall Street Journal-ის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის ახალი გამოკითხვის თანახმად, შუალედურ არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საქმიანობის მოწონების რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე - 37%-მდე შემცირდა.
29 სექტემბერი 2026, 00:41
მსოფლიო
რომის პაპი: ეკლესიის პასუხისმგებლობაა ლიდერებისთვის, მათ შორის რუსეთის, უკრაინისა თუ სხვა ქვეყნების მმართველებისთვის, მუდმივი მოწოდება, რომ დასხდნენ, აწარმოონ დიალოგი და იპოვონ პრობლემების გადაჭრის გზები ამ უკვე ყოველგვარ აზრს მოკლებული ომების გაგრძელების გარეშე
რომის პაპმა ევროპაში მიმდინარე კონფლიქტზე, განიარაღების აუცილებლობასა და მშვიდობიანი მოლაპარაკებების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
29 სექტემბერი 2026, 00:07
მსოფლიო
ტრამპი ირანზე: ჩვენ ამ ომს ძალიან მალე მოვიგებთ - ეს ყველაფერი დასრულდება
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანთან დაკავშირებით მორიგი განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ მიმდინარე დაპირისპირება მალე დასრულდება.


