სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა „სტაბილურ“ დონემდე გააუმჯობესა
ფოტო: Shutterstock
სარეიტინგო სააგენტო „Fitch“-მა კვლავ დაადასტურა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB“ დონეზე, ხოლო რეიტინგის პერსპექტივა „ნეგატიურიდან“ „სტაბილურამდე“ გააუმჯობესა. ამით საქართველო დაუბრუნდა პანდემიამდელ მაჩვენებელს.
საქართველოს მიზანია, საინვესტიციო რეიტინგის მიღწევა, რომლამდეც დარჩენილია 2 საფეხური. „Fitch“-ის დღევანდელმა გადაწყვეტილებამ, აღნიშნული მიზანი კიდევ უფრო მკაფიო გახადა.
მიმდინარე პანდემიისა და გლობალური გაურკვევლობის ფონზე, სარეიტინგო სააგენტოს მიერ რეიტინგის პერსპექტივის გაუმჯობესება, ნათლად მიანიშნებს, „Fitch“-ის მაღალ სანდოობას ხელისუფლების პოლიტიკის მიმართ, რომელიც ორიენტირებულია მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებასა და ფისკალურ მდგრადობაზე.
რეიტინგის პერსპექტივის გაუმჯობესების მთავარ მიზეზად, სააგენტო ასახელებს მოსალოდნელზე სწრაფ ეკონომიკურ აღდგენას, ძლიერ და დამაჯერებელ მაკროეკონომიკურ პოლიტიკას და მაღალ საერთაშორისო მხარდაჭერას, რომლის საფუძველიც გატარებული სწორი მაკროეკონომიკური პოლიტიკა გახდა.
სარეიტინგო კომპანიის შეფასებით, მიუხედავად პანდემიით განპირობებული მნიშვნელოვანი ზიანისა, საქართველომ შეძლო საგარეო შოკთან კარგად გამკლავება. ამასთან, საიმედო პოლიტიკისა და ოფიციალური კრედიტორების ძლიერი მხარდაჭერის შედეგად, გაუმჯობესდა საგარეო ბუფერები.
საქართველოს ეკონომიკის გაჯანსაღება შთამბეჭდავი ტემპებით მიმდინარეობს, 2021 წლის იანვარ-ივნისში ეკონომიკურმა ზრდამ 12.7% შეადგინა. საბაზო ეფექტის გამორიცხვით ეკონომიკურ ზრდას ხელი შეუწყო საქონლის ექსპორტის და ფულადი გზავნილების ზრდამ, ასევე ტურიზმის აღდგენის ტენდენციებმა.
მოსალოდნელზე მაღალი ეკონომიკური აქტივობის ფონზე, „Fitch“-მა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 3.5 პროცენტული პუნქტით (4.3 პროცენტიდან) 7.8%-მდე გაზარდა, რაც გულისხმობს, რომ ეკონომიკური აქტივობა გადააჭარბებს 2019 წლის დონეს. სარეიტინგო კომპანიის შეფასებით, 2022-2023 წლებში, ტურიზმის სწრაფი აღდგენის და ინვესტიციების ზრდის ფონზე, ეკონომიკური ზრდა საშუალოდ 5.4% იქნება. სარეიტინგო სააგენტოს შეფასებით, ეკონომიკური ზრდის რისკებს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, ვაქცინაციის ტემპი და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები წარმოადგენს.
სარეიტინგო სააგენტო აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის სანდო და თანმიმდევრულმა პოლიტიკამ, ხელი შეუწყო ქვეყნის მდგრადობას არა მხოლოდ პანდემიით განპირობებული შოკების, არამედ სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში მიმდინარე შოკების მიმართაც (თურქეთი და რუსეთი).
„Fitch“-ის პროგნოზით, სახელმწიფო ვალი მიმდინარე წელს მშპ-ს 56%-მდე შემცირდება. საქართველოს სახელმწიფო ვალის დონე შესაბამისობაშია „BB“ კატეგორიის ქვეყნების მედიანურ მაჩვენებელთან (59.1% 2020 წლის ბოლოს).
სააგენტოს შეფასებით, საშუალოვადიან პერიოდში, ფისკალურ კონსოლიდაციას ხელს შეუწყობს პანდემიამდე საქართველოს მთავრობის ფისკალური წესის ერთგულების წარმატებული გამოცდილება.
სარეიტინგო კომპანია მიიჩნევს, რომ ხელისუფლების მიმდინარე ძალისხმევა, რაც მოიცავს საგადასახადო ადმინისტრირების გაუმჯობესებას, საჯარო ფინანსების მენეჯმენტის გაძლიერებას დღგ-ის ზედმეტობების ავტომატური დაბრუნების გზით და სახელმწიფო საწარმოების გამჭვირვალობის ზრდას, ხელს შეუწყობს ფისკალურ მდგრადობას. 2020 წელს, ბიუჯეტის 9.3-პროცენტიანი დეფიციტის შემდეგ, „Fitch“-ის პროგნოზით, ბიუჯეტის დეფიციტი 2021 წელს 6.8 პროცენტამდე, 2022 წელს 5.1 პროცენტამდე, ხოლო 2023 წელს 3.3 პროცენტამდე შემცირდება.
„Fitch“-ის შეფასებით, საქართველოს მთავრობამ შეძლო რისკების ადეკვატურად მართვა, ასევე დონორთა ძლიერი მხარდაჭერის შედეგად, შესაძლებელი გახდა საგარეო დაფინანსების საჭიროებების უზრუნველყოფა. ამასთან, სანდო მაკროპრუდენციულმა და მონეტარულმა პოლიტიკამ, ხელი შეუწყო საბანკო სისტემის სტაბილურობას და გაცლითი კურსის მერყეობის შემცირებას.
მნიშვნელოვნად პოზიტიურია სარეიტინგო კომპანიის პროგნოზები საგარეო მოწყვლადობის შემცირებასთან მიმართებით. კერძოდ 2021 წელს მოსალოდნელია მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის მშპ-ს 6.8 პროცენტამდე შემცირება, ხოლო ტურიზმის აღდგენის ფონზე, 2023 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მშპ-ს 3.3 პროცენტს მიაღწევს, ტურიზმიდან შემოსავლები კი 2019 წლის დონეს დაუბრუნდება. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი ძირითადად პირდაპირი უცხოური ინვესტიციებით იქნება დაფინანსებული და წმინდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2021-2023 წლებში საშუალოდ მშპ-ს 3.5 პროცენტი იქნება.
პოლიტიკური გაურკვევლობის მიუხედავად, „Fitch“ არ მოელის პოლიტიკის ჩარჩოს მნიშვნელოვან ცვლილებას, რაც წარმოადგენს საქართველოს რეიტინგის საფუძველს. საქართველოს პოზიციები მსოფლიო ბანკის მმართველობის ინდიკატორებში აღემატება „BB“ კატეგორიის ქვეყნების მედიანურ მაჩვენებელს.
საქართველოს სუვერენული რეიტინგის პერსპექტივის გაუმჯობესება ნათლად მიანიშნებს საქართველოს მთავრობის სწორ ეკონომიკურ პოლიტიკაზე და ჩვენი ქვეყნის პოლიტიკის ძლიერ მხარდაჭერაზე სარეიტინგო კომპანიის მხრიდან.
ყველა სიახლე
29 სექტემბერი 2026, 09:33
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: ევრობიუროკრატებს და მათ აქაურ აგენტურას სურთ, საზოგადოებას წარსული დაავიწყონ - ჯერ ამბობდნენ, აფხაზეთში გაისეირნეთო, ახლა კი გვეუბნებიან - საერთოდ დაივიწყეთ აფხაზეთიო
პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა ნიკა გვარამიასა და მიხეილ სააკაშვილის ანტიაფხაზური და შერიგების წინააღმდეგ მიმართული განცხადებები გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ისინი ევრობიუროკრატების დავალებებს ასრულებენ, მათი რიტორიკის მიზანი კი ქვეყანაში დისონანსის შემოტანაა.
29 სექტემბერი 2026, 09:31
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ვინ იცის, იქნებ კორძაიას სექტის მთავარი ჰიმნოგრაფის და ხალხის მაგინებლის როლი უკვე აღარც ხიბლავს, მაგრამ სექტას თავისი ჰიმნოგრაფი არ ეთმობა. კლანჭებიდან თავის დაღწევა ძნელია, მით უმეტეს, როცა ზურგს თვით „ევროპა“ გიმაგრებს.
ვინ იცის, იქნებ კორძაიას სექტის მთავარი ჰიმნოგრაფის და ხალხის მაგინებლის როლი უკვე აღარც ხიბლავს, მაგრამ სექტას თავისი ჰიმნოგრაფი არ ეთმობა. კლანჭებიდან თავის დაღწევა ძნელია, მით უმეტეს, როცა ზურგს თვით „ევროპა“ გიმაგრებს, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში.
29 სექტემბერი 2026, 09:27
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ადამიანის უფლებების დაცვა მისი ქცევის გამართლებას არ მოითხოვს. შეგიძლია იდავო სასჯელზე, მაგრამ დაგმო პოლიციელზე ძალადობა. შეგიძლია დაიცვა გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ დაგმო მოქალაქეთა შეურაცხყოფა. ევროკავშირისგან სწორედ ამ თანმიმდევრულობას ვითხოვთ
გასულ კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროკავშირის დაფინანსებით იმართებოდა იმ მუსიკოსის კონცერტი, რომელმაც პოლიტიკური არჩევანის გამო საქართველოს მილიონზე მეტ მოქალაქეს - ქალებს და კაცებს, მოხუცებს და ახალგაზრდებს - დედა აგინა, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში.
29 სექტემბერი 2026, 09:21
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს იძულებითი გადაადგილება, ოჯახებთან განშორება და საზოგადოების ერთმანეთისგან გახლეჩით გამოწვეული ტკივილი
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა მონაწილეობა მიიღო ტორონტოში გამართულ მეორე საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც უკრაინელი ბავშვების, დაკავებული მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამხედრო ტყვეების დაბრუნებას მიეძღვნა.
29 სექტემბერი 2026, 09:18
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: გინების გამართლებას შემდეგი მაგინებელი ისმენს, ძალადობის გამართლებას კი შემდეგი მოძალადე. სიტყვასაც და დუმილსაც პოლიტიკური შედეგი და ფასი აქვს. ევროკავშირმა ეს უნდა გაიაზროს
გამოსავალი მარტივი და ღირსეული იყო: კორძაიას საზოგადოებისთვის ბოდიში მოეხადა. თუნდაც ეთქვა, რომ ემოციამ სძლია და პოლიტიკური პროტესტისას ადამიანური ზღვარი გადალახა. სექტისთვის უჩვეულო კათარზისის პროცესიც ხომ თითქოს აქეთკენ მიდიოდა. მაგრამ სწორედ ამ დროს განცხადებას ავრცელებს ევროკავშირის წარმომადგენლობა, სადაც, ფაქტობრივად, ამბობს, რომ საზოგადოების უმრავლესობისთვის დედის გინება შემოქმედებითი გამოხატვის თავისუფლებაა, - წერს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.
29 სექტემბერი 2026, 09:11
სამართალი
საქალაქო სასამართლოში გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული გიორგი მალანიას სასამართლო პროცესი გაიმართა
თბილისის საქალაქო სასამართლოში გარდაცვლილი მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმეზე, დაკავებული გიორგი მალანიას სასამართლო პროცესი გაიმართა. სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეები გამოკითხეს. პროცესზე ეკა კუპატაძე უნდა დაეკითხათ, თუმცა დაცვის მხარემ გიგა ავალიანის დედის ჩვენება უდავოდ ცნო. შესაბამისად, ეკა კუპატაძემ სხდომაზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.
29 სექტემბერი 2026, 08:50
რეგიონი
ქუთაისის მუნიციპალიტეტში ერთიან ეროვნულ გამოცდებზე საუკეთესო შედეგების მქონე ქუთაისელ სტუდენტებს ტრადიციული ფულადი ჯილდოები გადაეცათ
ქუთაისის მუნიციპალიტეტში ერთიან ეროვნულ გამოცდებზე საუკეთესო შედეგების მქონე ქუთაისელ სტუდენტებს ტრადიციული ფულადი ჯილდოები გადაეცათ. 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, 48 ქუთაისელმა აბიტურიენტმა უმაღლესი ქულები მოიპოვა.
29 სექტემბერი 2026, 08:34
სამართალი
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას პროცესი გაიმართა
თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 ივნისის საქმეზე ბრალდებული შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრისა და პარტია „გახარია საქართველოსთვის" ლიდერის, გიორგი გახარიას სასამართლო პროცესი გაიმართა
29 სექტემბერი 2026, 08:20
პოლიტიკა
პარლამენტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტს დაჩქარებული წესით დღეს განიხილავს
პარლამენტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტს დაჩქარებული წესით, დღეს განიხილავს. კანონპროექტის თანახმად, ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე, ქონების გადასახადისგან გათავისუფლებისთვის განსაზღვრული ოჯახის მიერ მიღებული შემოსავლის ზღვარი 40 000 ლარიდან 100 000 ლარამდე გაიზრდება.
29 სექტემბერი 2026, 08:12
პოლიტიკა
საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ტორონტოში, საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ტორონტოში, მეორე საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს, რომელიც უკრაინელი ბავშვების, დაკავებული მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამხედრო ტყვეების დაბრუნებას ეძღვნება. ღონისძიებაზე საუბარი შეეხო მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას.
29 სექტემბერი 2026, 08:02
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
29 სექტემბერს ქუთაისში წვიმიანი დღე იქნება, დღისით +22 და ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება.
29 სექტემბერი 2026, 02:07
მსოფლიო
ტრამპმა უარყო გამოცემა AXIOS-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ამერიკულმა მხარემ ირანს სანქციების შემსუბუქება და გაყინული ფინანსური აქტივების განბლოკვა შესთავაზა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უარყო გამოცემა AXIOS-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ამერიკულმა მხარემ ირანს სანქციების შემსუბუქება და გაყინული ფინანსური აქტივების განბლოკვა შესთავაზა.
29 სექტემბერი 2026, 01:58
მსოფლიო
ლიეტუვის პრეზიდენტი: ევროპაში ამერიკელი სამხედროების რაოდენობა შემცირდება - ეს ნაწილობრივ უკავშირდება დონალდ ტრამპის განცხადებებსა და ამერიკული ადმინისტრაციის სიგნალებს იმის შესახებ, რომ ევროპამ საკუთარ თავდაცვაზე მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს
ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ განაცხადა, რომ თუმცა ამერიკელი სამხედროები ლიეტუვაში ბრუნდებიან, ევროპის კონტინენტზე აშშ-ის ჯარების საერთო რაოდენობა შემცირდება.
29 სექტემბერი 2026, 01:51
მსოფლიო
AXIOS: ამერიკელი ოფიციალური პირების განცხადებით, ტრამპი მზადაა შეამსუბუქოს ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები და განბლოკოს თეირანის გაყინული ფინანსური აქტივები, თუ ირანული მხარე ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს
ამერიკელი ოფიციალური პირების განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მზადაა შეამსუბუქოს ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები და განბლოკოს თეირანის გაყინული ფინანსური აქტივები, თუ ირანული მხარე ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს, - წერს გამოცემა AXIOS-ი.
29 სექტემბერი 2026, 01:45
მსოფლიო
ზელენსკი: რუსეთმა სხვადასხვა მეთოდით დამატებითი მობილიზაცია ფაქტობრივად უკვე დაიწყო
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა სხვადასხვა მეთოდით დამატებითი მობილიზაცია ფაქტობრივად უკვე დაიწყო.
29 სექტემბერი 2026, 01:08
სპორტი
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოსა და უკრაინის ეროვნული ნაკრებების მატჩს დაესწრო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან ერთად, საქართველოსა და უკრაინის ეროვნული ნაკრებების მატჩს დაესწრო.
29 სექტემბერი 2026, 01:02
მსოფლიო
The Wall Street Journal-ის გამოკითხვა: შუალედურ არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე დაეცა
გაზეთ The Wall Street Journal-ის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის ახალი გამოკითხვის თანახმად, შუალედურ არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საქმიანობის მოწონების რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე - 37%-მდე შემცირდა.
29 სექტემბერი 2026, 00:41
მსოფლიო
რომის პაპი: ეკლესიის პასუხისმგებლობაა ლიდერებისთვის, მათ შორის რუსეთის, უკრაინისა თუ სხვა ქვეყნების მმართველებისთვის, მუდმივი მოწოდება, რომ დასხდნენ, აწარმოონ დიალოგი და იპოვონ პრობლემების გადაჭრის გზები ამ უკვე ყოველგვარ აზრს მოკლებული ომების გაგრძელების გარეშე
რომის პაპმა ევროპაში მიმდინარე კონფლიქტზე, განიარაღების აუცილებლობასა და მშვიდობიანი მოლაპარაკებების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
29 სექტემბერი 2026, 00:07
მსოფლიო
ტრამპი ირანზე: ჩვენ ამ ომს ძალიან მალე მოვიგებთ - ეს ყველაფერი დასრულდება
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანთან დაკავშირებით მორიგი განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ მიმდინარე დაპირისპირება მალე დასრულდება.
28 სექტემბერი 2026, 23:00
მსოფლიო
საფრანგეთის ეროვნულმა ფინანსურმა პროკურატურამ კულტურის ყოფილი მინისტრის, რაშიდა დატის წინააღმდეგ მიმდინარე კორუფციულ საქმეზე სასჯელის სახით 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა - ასევე 5 წლით არჩევნებში მონაწილეობისა და საჯარო თანამდებობის დაკავების აკრძალვა
საფრანგეთის ეროვნულმა ფინანსურმა პროკურატურამ კულტურის ყოფილი მინისტრის, რაშიდა დატის წინააღმდეგ მიმდინარე კორუფციულ საქმეზე სასჯელის სახით 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა - აქედან 2 წელი შინაპატიმრობა ელექტრონული სამაჯურით - აგრეთვე 5 წლით არჩევნებში მონაწილეობისა და საჯარო თანამდებობის დაკავების აკრძალვა.


