imedi /  11 აგვისტო 2021, 14:07 / სანდო წყარო

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემი ინიციატივით შექმნილი პროგრამის -„აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დაახლოებით მილიარდი ლარის ღირებულების ახალი საწარმოები დაფინანსდა, შეიქმნა 20 000 ახალი სამუშაო ადგილი

ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი

ჩემი ინიციატივით შექმნილი პროგრამის -„აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დაახლოებით მილიარდი ლარის ღირებულების ახალი საწარმოები დაფინანსდა, შეიქმნა 20 000 ახალი სამუშაო ადგილი, უახლოეს 3 წელიწადში 2 მილიარდ 500 მილიონი დაიხარჯება და 1300 ახალი საწარმო დაფინანსდება-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, თეთრიწყაროში, თეთრიწყაროს მერობის კანდიდატის, გიორგი წიკლაურის წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ადგილობრივი წარმოების განვითარებას ალტერნატივა არ აქვს.

„ხელისუფლებაში როცა მოვედით, დავიწყეთ მასშტაბური პროექტების განხორციელება, როგორიც არის აგროდახმარების პროექტები „დანერგე მომავალი“, „აწარმოე საქართველოში“. ამ პროექტების მეშვეობით ძალიან ბევრმა ადამიანმა ისარგებლა. 50 000 ზე მეტი გვყავს მხოლოდ ფერმერების მიმართულებით. 1700 -ზე მეტი სამაცივრე მეურნეობა დაფინანსდა. ეს რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ „აწარმოე საქართველოში“ პროგრამა ძალიან წარმატებული აღმოჩნდა, ეს ჩემი ინიციატივა იყო, დავიწყეთ 2014 წელს, მთავარი ამოცანა და მიზანი ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების წახალისება და განვითარება იყო. ადგილობრივი წარმოების განვითარებას არ აქვს ალტერნატივა. ამ პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა დაახლოებით მილიარდი ლარის ღირებულების ახალი საწარმოები, შეიქმნა დაახლოებით 20 000 ახალი სამუშაო ადგილი. ახლა, ახალი დავალების მიხედვით, რომელიც მე მივეცი ეკონომიკის მინისტრს, უახლოეს სამ წელიწადში დაიხარჯება მილიარდი ლარი მხოლოდ მთავრობისგან, ჯამში 2 მილიარდ 500 მილიონი და 1300 ახალი საწარმო დაფინანსდება”, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა თეთრიწყაროში გაზიფიცირების და წყალმომარაგების პროექტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დაწყებულია რამდენიმე სოფლის გაზიფიცირება, წყალმომარაგებაზე კი 58 მილიონი დაიხარჯება.

„მე ვიცი, რომ ამ სოფელში, მუნიციპალიტეტში ძალიან მნიშვნელოვანია გაზიფიცირების საკითხი. ჩვენ დავიწყეთ რამდენიმე სოფლის გაზიფიცირება. წყალმომარაგება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ვმუშაობ ამ საკითხზე, დაახლოებით 44 მილიონი ჯდება სოფლების წყალმომარაგება. უშუალოდ ქალაქის წყალმომარაგება გვიჯდება 14 მილიონი, რაც აუცილებლად ძალიან მალე უნდა დასრულდეს. შედეგად, მეგობრებო, ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ ჩვენს მოსახლეობას მაქსიმალურად შევუმსუბუქოთ ყოფა”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურმა ურბანული განახლების პროექტებზეც ისაუბრა.

„ ჩვენ ახალი ინიციატივა დავიწყეთ, რომელიც გულისხმობს ყველა მუნიციპალიტეტში ერთგვარი ევროპული ტიპის ცენტრების მშენებლობას და ურბანული განახლების პროექტებს. წელს დაიხარჯება 500 მილიონი, ყველა მუნიციპალიტეტში შეიქმნება აღნიშნული ცენტრები, ახალი რეკრეაციული სივრცეები, პარკები, სკვერები. ასევე, ყველა მუნიციპალიტეტში და ვიმყოფებით რა ამ მართლაც უნიკალურ, ულამაზეს მხარეში, ამ მუნიციპალიტეტში უამრავი ადგილი არსებობს იმისთვის, რომ ახალი ტურისტული ლოკაციები, ახალი მიზიდულობის ცენტრები შეიქმნას, ჩამოვიდეს ბევრი დამსვენებელი, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი ამოცანა. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა მთლიანობაში ემსახურება იმას, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის მეტი დოვლათი შეიქმნას, მეტი კეთილდღეობა იყოს ჩვენს ოჯახებში”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ყველა მუნიციპალიტეტში აშენდება პროფესიული სასწავლებელი.

„განათლების თაობაზე მინდა ვთქვა. ყველა სკოლა უნდა მოეწყოს ევროპული სტანდარტით. განათლებაში ჩაიდება ძალიან ბევრი თანხა, რამდენიმე მილიარდს ვგეგმავთ, რომ ჩავდებთ ამ წლების განმავლობაში. ასევე, პროფესიული სასწავლებლები არის ძალიან მნიშვნელოვანი. ადგილზე ჩვენს მოსახლეობას, ახალგაზრდებს უნდა შევთავაზოთ პროფესიული სასწავლებლები, სხვადასხვა პროფესიები. ყველა მუნიციპალიტეტში აშენდება პროფესიული სასწავლებელი“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ყველა სიახლე

რობერტ ფიცო

13 აპრილი 2026, 10:56

მსოფლიო

რობერტ ფიცო: ვითვალისწინებ უნგრეთის მოქალაქეების გადაწყვეტილებას და მზად ვარ ახალ პრემიერ-მინისტრთან ინტენსიური თანამშრომლობისთვის

უნგრეთის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, რობერტ ფიცო გამოეხმაურა. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში ის აღნიშნავს, რომ უნგრელების არჩევანს პატივს სცემს და მზად არის ახალ მთავრობასთან თანამშრომლობისთვის.

13 აპრილი 2026, 10:29

სამართალი

სამართალდამცველებმა 90 შეკვრად დაფასოებული „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და 33 ძირი მცენარე „კანაფი“ ამოიღეს - დაკავებულია 4 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს.

დონალდ ტრამპი

13 აპრილი 2026, 10:27

მსოფლიო

WSJ: მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ თეთრი სახლი ირანზე დარტყმების განახლების შესაძლებლობას განიხილავს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მისი მრჩევლები ირანზე შეზღუდული დარტყმების განახლებას განიხილავენ, - წერს The Wall Street Journal-ი. გამოცემის წყაროების თანახმად, ეს არის ერთ-ერთი სცენარი, რომელიც თეთრ სახლში ისლამაბადში აშშ-სა და ირანს შორის გამართული მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულების შემდეგ განიხილავს.

13 აპრილი 2026, 10:27

სამართალი

მცხეთა-მთიანეთის პოლიციამ განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1983 წელს დაბადებული თ.კ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

დონალდ ტრამპი/ლეო XIV

13 აპრილი 2026, 10:10

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა რომის პაპი გააკრიტიკა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რომის პაპი ლეო XIV მკაცრად გააკრიტიკა. მან დაგმო პაპის პოზიცია ირანთან ომის საკითხზე და განაცხადა, რომ პაპი „საგარეო პოლიტიკის საკითხებში აბსოლუტურად არაკომპეტენტურია“.

დონალდ ტრამპი

13 აპრილი 2026, 09:56

მსოფლიო

ტრამპი: აშშ 13 აპრილს, 10:00 საათზე ირანის პორტებში შემავალი ან გამომავალი გემების ბლოკირებას დაიწყებს

„ამერიკის შეერთებული შტატები ირანის პორტებში შემავალი და იქიდან გამომავალი გემების ბლოკირებას 13 აპრილს, აღმოსავლეთის დროით (ET) 10:00 საათზე. გმადლობთ ამ საკითხისადმი ყურადღებისათვის“, - დაწერა ტრამპმა.

ირაკლი კობახიძე

13 აპრილი 2026, 09:52

მსოფლიო

პრემიერი: ვულოცავ პეტერ მადიარს და მის პარტიას უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას - მადლობას ვუხდი ვიქტორ ორბანს და მის გუნდს წლების მანძილზე საქართველოს ეროვნული ინტერესების მტკიცე მხარდაჭერისთვის

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პეტერ მადიარს და მის პარტიას უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს და უნგრეთს აკავშირებს მეგობრობისა და პარტნიორობის ხანგრძლივი ისტორია, რომელიც აუცილებლად გაგრძელდება.

ილონ მასკი

13 აპრილი 2026, 09:48

მსოფლიო

ილონ მასკი: სოროსის ორგანიზაციამ უნგრეთი ხელში ჩაიგდო

სოროსის ორგანიზაციამ უნგრეთი ხელში ჩაიგდო, - წერს ამერიკელი ბიზნესმენი, კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელი, ილონ მასკი სოციალურ ქსელში.

დონალდ ტუსკი

13 აპრილი 2026, 09:44

მსოფლიო

დონალდ ტუსკი: უნგრეთი, პოლონეთი და ევროპა ისევ ერთად არიან! დიდებული გამარჯვებაა, ძვირფასო მეგობრებო

„უნგრეთი, პოლონეთი და ევროპა ისევ ერთად არიან! დიდებული გამარჯვებაა, ძვირფასო მეგობრებო! რუსებო, წადით სახლში!“, - წერს ტუსკი.

პიტერ მაგიარი

13 აპრილი 2026, 09:42

მსოფლიო

პეტერ მადიარი: ჩვენ ერთად გავათავისუფლეთ უნგრეთი და მოვიშორეთ ორბანის რეჟიმი. ყველა ნიშანი მიუთითებს, რომ ეროვნულ ასამბლეაში ძლიერი უმრავლესობა გვექნება

პიტერ მაგიარი - ჩვენ ეს შევძელით, ერთად გავათავისუფლეთ უნგრეთი და მოვიშორეთ ორბანის რეჟიმი, ყველა ნიშანი მიუთითებს, რომ ეროვნულ ასამბლეაში ძლიერი უმრავლესობა გვექნება

პედრო სანჩესი

13 აპრილი 2026, 09:37

მსოფლიო

პედრო სანჩესი: დღეს ევროპამ და ევროპულმა ღირებულებებმა გაიმარჯვა

„დღეს ევროპამ და ევროპულმა ღირებულებებმა გაიმარჯვა. ვულოცავ უნგრეთის ყველა მოქალაქეს ამ ისტორიულ არჩევნებს. მოუთმენლად ველი პეტერ მადიართან ერთად მუშაობას ყველა ევროპელის უკეთესი მომავლისთვის“, - წერს სანჩესი.

კირ სტარმერი

13 აპრილი 2026, 09:33

მსოფლიო

„ეს ისტორიული მომენტია არა მხოლოდ უნგრეთისთვის, არამედ ევროპული დემოკრატიისთვისაც“ - კირ სტარმერი პეტერ მადიარს უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა პიტერ მაგიარს უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

ჯორჯია მელონი

13 აპრილი 2026, 09:32

მსოფლიო

ჯორჯია მელონი: გამარჯვებას ვულოცავ პეტერ მადიარს. მადლობას ვუხდი ჩემს მეგობარ ვიქტორ ორბანს მჭიდრო თანამშრომლობისთვის

„მადლობას ვუხდი ჩემს მეგობარ ვიქტორ ორბანს ამ წლების განმავლობაში ინტენსიური თანამშრომლობისთვის და ვიცი, რომ ის ოპოზიციიდანაც განაგრძობს თავისი ერის სამსახურს. იტალია და უნგრეთი მჭიდრო მეგობრობით დაკავშირებული ქვეყნებია და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ კვლავაც განვაგრძობთ კონსტრუქციულ თანამშრომლობას ჩვენი ხალხების ინტერესების სასარგებლოდ და ევროპულ თუ საერთაშორისო დონეზე არსებული საერთო გამოწვევების დასაძლევად“, - წერს მელონი.

ფრიდრიხ მერცი

13 აპრილი 2026, 09:27

მსოფლიო

ფრიდრიხ მერცი პეტერ მადიარს: მოუთმენლად ველოდები თქვენთან თანამშრომლობას ძლიერი, უსაფრთხო და ერთიანი ევროპისთვის

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა პარტია „ტისას“ ლიდერს, პეტერ მადიარს უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

13 აპრილი 2026, 09:22

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი: დამაჯერებელ გამარჯვებას ვულოცავ პეტერ მადიარს და პარტია „ტისას“ - მზად ვართ ერთობლივი კონსტრუქციული მუშაობისთვის ორივე ერის სასარგებლოდ

დამაჯერებელ გამარჯვებას ვულოცავ პეტერ მადიარს და პარტია „ტისას, - წერს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ „იქსზე“.

პიტერ მაგიარი და ემანუელ მაკრონი

13 აპრილი 2026, 09:20

მსოფლიო

ემანუელ მაკრონი: საფრანგეთი მიესალმება უნგრელი ხალხის ევროკავშირის ღირებულებებისადმი ერთგულებას

„ახლახან ვესაუბრე პეტერ მადიარს, რათა მისთვის გამარჯვება მიმელოცა. საფრანგეთი მიესალმება დემოკრატიული ჩართულობის გამარჯვებას, უნგრელი ხალხის ერთგულებას ევროკავშირის ღირებულებებისადმი და უნგრეთის ევროპაში ყოფნას. ერთად წავიდეთ წინ უფრო სუვერენული ევროპისკენ - ჩვენი კონტინენტის უსაფრთხოების, კონკურენტუნარიანობისა და დემოკრატიისთვის“, - წერს მაკრონი.

13 აპრილი 2026, 09:14

მსოფლიო

ვიქტორ ორბანი: ჩვენს ქვეყანას და უნგრელ ერს ოპოზიციიდანაც მოვემსახურებით - ყველამ უნდა იცოდეს ერთი რამ - ჩვენ არასდროს დავნებდებით

როგორც არ უნდა დასრულდეს ყველაფერი, ჩვენ ჩვენს ქვეყანას და უნგრელ ერს ოპოზიციიდანაც მოვემსახურებით, - განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

ურსულა ფონ დერ ლაიენი

13 აპრილი 2026, 09:12

მსოფლიო

ურსულა ფონ დერ ლაიენი: უნგრეთმა ევროპა აირჩია. ევროპა ყოველთვის უნგრეთს ირჩევდა

„უნგრეთმა ევროპა აირჩია. ევროპა ყოველთვის უნგრეთს ირჩევდა. ქვეყანამ თავისი ევროპული გზა დაიბრუნა. კავშირი ძლიერდება“, - დაწერა მან სოციალურ ქსელში X.

პიტერ მაგიარი

13 აპრილი 2026, 09:09

მსოფლიო

„ტისა“ უნგრეთის პარლამენტში მანდატების 2/3-ზე მეტს იღებს

ოპოზიციონერ პეტერ მადიარის პარტია უნგრეთის პარლამენტში ადგილების ორ მესამედზე მეტს იღებს. ხმების 99%-ზე მეტის დათვლის შედეგად, ქვეყნის საპარლამენტო არჩევნებში პარტია „ტისა“ ლიდერობს. ეს მონაცემები ახალ მთავრობას საკმარის სამოქმედო სივრცეს მისცემს კანონმდებლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებების შესატანად და საკუთარი პოლიტიკის განსახორციელებლად.

13 აპრილი 2026, 08:57

რეგიონი

ნაქერალას უღელტეხილზე გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ნაქერალას უღელტეხილზე გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ60 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, დროებით აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.