imedi /  24 ნოემბერი 2021, 00:56 / სანდო წყარო

ირაკლი ღარიბაშვილი: „აწარმოე საქართველოში”, „დანერგე მომავალი” და სხვა უამრავი პროგრამა, რომელიც ხელმისაწვდომია ბაზარზე, უფრო მეტად უნდა გავხადოთ ყველასთვის ხელმისაწვდომი, მათ შორის მათთვის, ვინც ჯერ კიდევ იღებს სოციალურ დახმარებას

ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი

„აწარმოე საქართველოში”, „დანერგე მომავალი” და სხვა უამრავი პროგრამა, რომელიც ხელმისაწვდომია ბაზარზე, უფრო მეტად უნდა გავხადოთ ყველასთვის ხელმისაწვდომი, მათ შორის იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ჯერ კიდევ იღებენ სოციალურ დახმარებას-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ადამიანები პირველ ეტაპზე შეიძლება მომსახურების სექტორში დასაქმდნენ და ამასთან, არ არის გამორიცხული, ძალიან ბევრმა შეძლოს და წარმოების განვითარება და ბაღების და ფერმების გაშენება დაიწყოს.

„შემთხვევით არ მიხსენებია პროგრამები, რომელიც ჩამოვთვალე, იქნება ეს აგროკრედიტები, პროგრამები, რომელიც 2013 წელს დავიწყეთ, ჯერ კიდევ ბატონი ივანიშვილის პრემიერობის დროს, შემდეგ „აწარმოე საქართველოში”, „დანერგე მომავალი”, უამრავი პროგრამა, რომელიც ხელმისაწვდომია ბაზარზე. ჩვენს მოსახლეობას უნდა დავეხმაროთ, ეს პროგრამები კარგად გავაგებინოთ, უფრო მეტად გავაფართოოთ, ხელმისაწვდომი გავხადოთ ყველასთვის, მათ შორის ამ ადამიანებისთვის, რომლებიც ჯერ კიდევ იღებენ სოციალურ დახმარებას. ისინიც უნდა ჩავრთოთ. პირველ ეტაპზე შეიძლება მომსახურების სექტორში დასაქმდნენ, მაგრამ მეორეს მხრივ შეიძლება მივაჩვიოთ ისინი რეალურ წარმოებაში დასაქმებას. არ არის გამორიცხული, რომ ძალიან ბევრმა შეძლოს და დაიწყოს წარმოების განვითარება, ბაღების, ფერმების გაშენება და ა.შ. საქმე, რომელიც დოვლათს შექმნის და კეთილდღეობას მოუტანს ჩვენს მოსახლეობას”, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ყველა სიახლე

გიორგი ცუცქირიძე

02 დეკემბერი 2021, 12:26

პოლიტიკა

გიორგი ცუცქირიძე: ოპოზიციამ რამდენიც არ უნდა ამტკიცოს საპირისპირო სასამართლოს მიკერძოებაზე, სასამართლო გამოიტანს სამართლიან და უტყუარ ვერდიქტსაც

„ე.წ პიჯაკების საქმე, რეალურად სახელმწიფოს კუთვნილი ქონების გაფლანგვის საქმეა, რადგან გამოძიების ვერსიით, 2009 - 2013 წლებში, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ მისთვის და სხვადასხვა ფიზიკური პირებისათვის საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ გაწეული მომსახურებისთვის, საიდუმლო ფორმით, გაიფლანგა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 8 837 461 ლარი“- ასე ეხმიანება ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ სასამართლო პროცესს

02 დეკემბერი 2021, 12:25

პოლიტიკა

ნინო წილოსანი იაპონიის ელჩს შეხვდა

გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანი საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, იმამურა აკირას შეხვდა.

ვლადიმერ ბოჟაძე

02 დეკემბერი 2021, 12:22

პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე: კორუფციის წინაამდღეგ მებრძოლი და დამმარცხებელი სააკაშვილი სინამდვილეში მსოფლიოში ყველაზე კორუმპირებული პრეზიდენტი აღმოჩნდა

საქართველოში კორუფციის წინაამდღეგ მებრძოლი და კორუფციის დამმარცხებელი მიხეილ სააკაშვილი სინამდვილეში მსოფლიოში ყველაზე კორუმპირებული პრეზიდენტი აღმოჩნდა - ასე ეხმიანება მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესს თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე.

02 დეკემბერი 2021, 12:22

პოლიტიკა

თეა ახვლედიანმა როზარია პუგლისისთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელთან როზარია პუგლისისთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.

02 დეკემბერი 2021, 12:18

თავდაცვა

„თბილავიამშენსა“ და „დელტას“ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრები ესტუმრნენ

საქართველოს თავდაცვის ძალებში პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრების ვიზიტები გრძელდება. საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეებმა, სააქციო საზოგადოება „თბილავიამშენის” გენერალურმა დირექტორმა და სსსტც „დელტას“ დირექტორმა საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარესა და კომიტეტის წევრებს უმასპინძლეს, - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

02 დეკემბერი 2021, 12:11

მსოფლიო

თეთრი სახლი: უკრაინაში ხელახალი აგრესიის შემთხვევაში რუსეთის წინააღმდეგ დამატებით ზომებს უყოყმანოდ მივიღებთ

აშშ-მა ცალსახად დააფიქსირა, რომ უყოყმანოდ მიიღებს რუსეთის წინააღმდეგ დამატებით ზომებს, მათ შორის ეკონომიკურს, თუ ის უკრაინის წინააღმდეგ აგრესიას განახორციელებს. ამის შესახებ ბრიფინგზე თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა.

02 დეკემბერი 2021, 12:02

პოლიტიკა

საპარლამენტო კომიტეტებში, დროებით კომისიებში, მუდმივმოქმედ დელეგაციებსა და ეთიკის საბჭოში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები ახლებურად გადანაწილდება

საპარლამენტო კომიტეტებში, დროებით კომისიებში, მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებსა და პარლამენტის ეთიკის საბჭოში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები ახლებურად გადანაწილდება.

02 დეკემბერი 2021, 12:02

საზოგადოება

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში სტუდენტები მიმდინარე კვლევებს გაეცნენ

ევროკავშირის Erasmus + პროექტის „აღმოსავლეთ ევროპაში აგრო-კვების სპეციალისტების ლაბორატორიული პრაქტიკის უნარ-ჩვევების გაუმჯობესება“ (Ag-Lab) ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის მცენარეთა მავნე ორგანიზმების, ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკისა და სურსათის კვლევის დეპარტამენტებში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები სამუშაო პროცესს გაეცნენ. სტუდენტებმა სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის შესაძლებლობებისა და აკრედიტებული მეთოდების შესახებ ინფორმაცია ადგილზე მიიღეს.

დავით ზალკალიანი

02 დეკემბერი 2021, 11:59

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს ნატოს მინისტერიალზე აშშ-ის მიერ საქართველოსადმი გამოხატული მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის

ქალაქ რიგაში გამართულ ნატო-ს მინისტერიალზე აშშ-ის მიერ საქართველოსადმი გამოხატული მხარდაჭერისთვის, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს მადლობას უხდის. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრი სოციალურ ქსელში წერს.

ბიძინა კულუბეგოვი

02 დეკემბერი 2021, 11:59

COVID19

ბიძინა კულუბეგოვი: ტექნიკურ მრჩეველთა ჯგუფი ყოველთვის დადებს დასკვნას, რომ, „სინოფარსა“ და „სინოვაკზე“, ბუსტერი დოზის მიღების საშუალება მიეცეს ყველა ადამიანს, რომელი ვაქცინითაც უნდათ - „ფაიზერით“, „სინოფარით“ თუ „სინოვაკით“

„ტექნიკურ მრჩეველთა ჯგუფი ყოველთვის დადებს დასკვნას, რომ „სინოფარსა“ და „სინოვაკზე“, ბუსტერი დოზის მიღების საშუალება მიეცეს ყველა ადამიანს, რომელი ვაქცინითაც უნდათ - „ფაიზერით“, „სინოფარით“ თუ „სინოვაკით“. ასევე, ადამიანებს, რომელთაც „ფაიზერის“ ან „ასტრაზენეკას“ ვაქცინა აქვთ გაკეთებული, შესაძლებლობა ექნებათ, ბუსტერული დოზა დაიმატონ ნებისმიერი ვაქცინა დაიმატონ 5 თვის შემდეგ, ანუ ვადა 1 თვით შემცირდება“, - აცხადებს ბიძინა კულიმბეგოვი.

02 დეკემბერი 2021, 11:57

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი ეუთოს მინისტრთა საბჭოს რიგით 28-ე შეხვედრაში მონაწილეობს

მინისტერიალის ფარგლებში, დაგეგმილია მინისტრის ორმხრივი შეხვედრები კოლეგებთან, მათ შორის ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარესთან, ანნ ლინდესთან, ასევე ეუთო-ს გენერალურ მდივანთან, ჰელგა შმიდთან და მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთო-ს წარმომადგენელთან, ტერეზა რიბეიროსთან.

02 დეკემბერი 2021, 11:37

სამართალი

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა დაიწყო

თბილისის საქალაქო სასამართლოში სახელმწიფოს კუთვნილი 9 მილიონის გაფლანგვის საქმის განხილვა დაიწყო. საქმეზე ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, თემურ ჯანაშია არიან ბრალდებულები.

დავით მათიკაშვილი

02 დეკემბერი 2021, 11:26

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: ეს არის არა პიჯაკების საქმე, არამედ პრეზიდენტის თავხედობის საქმე საკუთარი ერის მიმართ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, ეს არის არ პიჯაკების საქმე, არამედ მასაჟების საქმე, ბოტოქსების საქმე და პრეზიდენტის თავხედობის საქმე საკუთარი ერის მიმართ. მისივე თქმით, სააკაშვილი სახელმწიფო სახსრებს საკუთარ კაპრიზებზე ხარჯავდა, ამიტომ „ნაციონალური მოძრაობა“ სპეკულირებას უნდა მოეშვას.

გურამ მაჭარაშვილი

02 დეკემბერი 2021, 11:23

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილისთვის, ეს სასამართლო სხდომაც პოლიტიკური ტრიბუნა იქნება - რაც მეტს ილაპარაკებს პოლიტიკურ საკითხებზე, მით უარესია მისთვის

„რაც მეტს ილაპარაკებს პოლიტიკურ საკითხებზე, მით უარესია მისთვის და უკეთესი ჩვენთვის“,- აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გურამ მაჭარაშვილი მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ სასამართლო პროცესზე საუბრისას.

02 დეკემბერი 2021, 11:14

საზოგადოება

კომუნიკაციების კომისიამ ევროკავშირის მხარდაჭერით, დეზინფორმაციასთან გამკლავებაში 700-ზე მეტი პედაგოგი გადაამზადა

ოთხი თვის მანძილზე ტრენინგები ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, გურიის, აჭარის, იმერეთის, კახეთის, მცხეთა-მთიანეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის, ასევე სამეგრელო-ზემო სვანეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონების 50-მდე ქალაქსა და სოფელში ჩატარდა. აღსანიშნავია, რომ ტრენინგს საკუთარი ინიციატივით მასწავლებლები აფხაზეთიდან შემოუერთდნენ.

ზურაბ ქადაგიძე

02 დეკემბერი 2021, 11:11

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: რა სიმბოლურია...დღეს კობა დავითაშვილის გარდაცვალების დღეა და თან მთავარ „მაოხრებელ გზირს“ სასამართლო აქვს

საკუთარ მეგობარს რომ სასიკვდილოდ გაწირავ, სხვას რას უზამ?! მანიაკია ტიპი, დღესაც ანალოგიურად უკანმოუხედავად გაწირავდა ნებისმიერს ხელისუფლებაში რომ იყოს...არაფერი შეცვლილა, იგივე რიტორიკა, იგივე უტიფრობა,- ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესს.

02 დეკემბერი 2021, 11:08

სამართალი

მიხეილ სააკაშვილი საქალაქო სასამართლოში მიიყვანეს, პროცესი რამდენიმე წუთში დაიწყება

მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი, გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან, თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაიყვანეს. სასამართლო დღეს სახელმწიფოს კუთვნილი 9 მილიონის გაფლანგვის საქმეს განიხილავს. ამავე საქმეზე ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, თემურ ჯანაშიაც. ის უკანონოს ვერაფერს ხედავს იმაში, რომ მიხეილ სააკაშვილისა და მისი გარემოცვის პირად კეთილდღეობას ბიუჯეტის თანხა ხმარდებოდა.

02 დეკემბერი 2021, 10:57

COVID19

საქართველოში 1 674 კოვიდინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

ამ ეტაპზე საქართველოში 1 674 მძიმე კოვიდინფიცირებული პაციენტია, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე კი 379 პირი იმყოფება. მათგან თბილისში - 208, აჭარაში - 43, იმერეთში - 32. 1 144 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 705 - თბილისში, 253 - აჭარაში. 37 478 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

02 დეკემბერი 2021, 10:52

COVID19

ერთი თვის განმავლობაში, მსოფლიოში კორონავირუსს 201 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

ერთი თვის განმავლობაში, მსოფლიოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ 201 368 ადამიანი გარდაიცვალა, 14 963 644-ს კი, ვირუსის დიაგნოზი დაუსვეს. შედეგად, ინფიცირებულთა რაოდენობა 263 532 223-ს გაუტოლდა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი - 5 224 786-ს.

02 დეკემბერი 2021, 10:52

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 1 491 თბილისში, 646 იმერეთში, 328 კი სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლინდა

„დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 731 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 491 შემთხვევა, აჭარა - 172, იმერეთი - 646, ქვემო ქართლი - 196, შიდა ქართლი - 327, გურია - 104, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 328, კახეთი - 199, მცხეთა-მთიანეთი - 86, სამცხე-ჯავახეთი - 146, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -36“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.