გიორგი ცუცქირიძე: ანტიკრიზისულ და პოსტკრიზისულ ღონისძიებებზე მიმართულმა მაკროეკონომიკურმა პოლიტიკამ და ეკონომიკის სტიმულირების პროგრამებმა ეკონომიკის რეცესიული შოკიდან სწრაფ გამოსვლას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი
გიორგი ცუცქირიძე
ფოტო: არქივი
წინასწარი შეფასებით, 2021 წლის ივლისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეკონომიკის რეალურმა ზრდამ 9.9 პროცენტი, ხოლო იანვარ-ივლისის საშუალო წლიური ზრდის ტემპმა 12.2 პროცენტი შეადგინა, რაც არა თუ რეგიონში, არამედ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, - ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე აცხადებს. მისი შეფასებით, იანვარ-ივლისში დაფიქსირებული ეკონომიკური ზრდა ეკონომიკური ზრდის პროგნოზებსაც აჭარბებს.
„საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი მიმდინარე წლისთვის 7.7 პროცენტამდე გაზარდა, ხოლო სულ ახლახან წამყვანმა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო “S&P Global“-მა საქართველოს უცვლელად დაუტოვა რა საკრედიტო რეიტინგი, სარეიტინგო სააგენტოს პროგნოზით საქართველოს ეკონომიკური ზრდა წელს სსფ -ის მაჩვენებელთა ახლოს 7.5 პროცენტი იქნება და წინა, 2021 წლის თებერვლის შეფასებასთან შედარებით მნიშვნელოვნად, 3.5 პ.პ-ით არის გაზრდილი. ეს შეფასებები იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ ქმნის კარგ წინაპირობებს, ქვეყანას საინვესტიციო რეიტინგი მიენიჭოს უახლოეს ორ წელიწადში, რაც არის გაზრდილ საინვესტიციო შესაძლებლობებთან ერთად, მყარი ბაზისი გრძელვადიანი სწრაფი ეკონომიკური ზრდისათვის,“ - განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ.
მისი თქმით, საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ, საქართველოს ეკონომიკის შეფასების გაუმჯობესებული პარამეტრები, ეკონომიკის სწრაფი აღდგენის პოზიტიურ მოლოდინზე მიუთითებს.
„ნიშანდობლივია, რომ 2021 წლის იანვარ-ივლისის კუმულაციური მაჩვენებელი მნიშვნელოვნად 5.7 პროცენტით აღემატება პანდემიამდელი, 2019 წლის იანვარ-ივლისის ეკონომიკური აქტივობის დონესაც კი. ოპტიმისტური სცენარებით წლიური ზრდა სულაც 10. 5 პროცენტი შეიძლება გვქონდეს. ჩვენ გვაქვს კარგი შანსი გავხდეთ ქვეყანა, რომელიც ყველაზე სწრაფად დაიბრუნებს პანდემიამდე ეკონომიკურ მდგომარეობას,“ - აღნიშნა ექსპერტმა.
მისი თქმით, მიმდინარე წლის ივლისში, აპრილიდან მოყოლებული ეკონომიკური გაჯანსაღების მნიშვნელოვან ხელშემწყობ ფაქტორს წარმოადგენდა საქონლით საგარეო ვაჭრობის და პირველ რიგში ადგილობრივი ექსპორტის ზრდის ტენდენციები. კერძოდ, 2021 წლის ივლისში წინა წელთან შედარებით ექსპორტი 42.4 პროცენტით გაიზარდა , ხოლო ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), სარეკორდო 48.5 პროცენტით არის გაზრდილი.
„ანტიკრიზისულ და პოსტკრიზისულ ღონისძიებებზე მიმართულმა მაკროეკონომიკურმა პოლიტიკამ, ასევე მთავრობის მიერ კრიზისის შესამსუბუქებლად განხორციელებულმა ეკონომიკის სტიმულირების პროგრამებმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ეკონომიკის რეცესიული შოკიდან სწრაფ გამოსვლას და შესაბამისად, პანდემიის უარყოფითი გავლენის შემცირებას ბიზნესზე და მოსახლეობაზე მთლიანად. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ახლა ქვეყნის მთავარ გამოწვევას ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება წარმოადგენს. თუ ჩვენ გვსურს გვქონდეს მაღალი ზრდა, რაც სავალუტო კურსის სტაბილურობასთან ერთად, სამუშაო ადგილების აღდგენასაც შეუწყობს ხელს, სწორედ ვაქცინაცია იქნება გადამწყვეტი ფაქტორი, რათა ეკონომიკა ისევ არ ჩაიკეტოს!“ - წერს გიორგი ცუცქირიძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.
ყველა სიახლე
22 ივლისი 2026, 04:47
მსოფლიო
ჰეგსეტის შეფასებით, ირანის ომის დანახარჯმა 37.5 მილიარდ დოლარს მიაღწია
აშშ-ის თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეტის შეფასებით, ირანის ომის უახლესმა დანახარჯმა 37.5 მილიარდ დოლარს მიაღწია - ეს თითქმის 9 მილიარდით მეტია იმ ციფრებზე, რომლებსაც თავდაცვის დეპარტამენტი მანამდე ასახელებდა.
22 ივლისი 2026, 03:02
მსოფლიო
Euronews: სამოქალაქო საზოგადოებისა და მთელ უკრაინაში მიმდინარე მასშტაბური პროტესტის ფონზე, ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად გენერალ სირსკის ნაცვლად მიხაილო დრაპატი დანიშნა
სამოქალაქო საზოგადოებისა და მთელ უკრაინაში მიმდინარე მასშტაბური პროტესტის ფონზე, პრეზიდენტმა ზელენსკიმ სამშაბათს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად გენერალ სირსკის ნაცვლად მიხაილო დრაპატი დანიშნა, - წერს Euronews-ი.
22 ივლისი 2026, 01:52
მსოფლიო
აშშ-ის თავდაცვის მდივნის განცხადებით, ამერიკელი სამხედროების საჭიროებების უზრუნველყოფა უკრაინელების დახმარებაზე ბევრად უფრო მაღალი პრიორიტეტია
აშშ-ის თავდაცვის მდივნის განცხადებით, ამერიკელი სამხედროების საჭიროებების უზრუნველყოფა უკრაინელების დახმარებაზე ბევრად უფრო მაღალი პრიორიტეტია. ამის შესახებ მან სენატში გამართული მოსმენისას, სენატორ კეიტი ბრიტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
22 ივლისი 2026, 01:00
მსოფლიო
პიტ ჰეგსეტმა კანონმდებლებს განუცხადა, რომ აშშ-ირანის ომის ფონზე, ჩინეთი და რუსეთი „სხვადასხვა დონეზე“ უწყობენ ხელს ირანის ზოგიერთ აქტივობას
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა სამშაბათს კანონმდებლებს განუცხადა, რომ აშშ-ირანის ომის ფონზე, ჩინეთი და რუსეთი „სხვადასხვა დონეზე“ უწყობენ ხელს ირანის ზოგიერთ აქტივობას.
22 ივლისი 2026, 00:07
მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტმა მთავარსარდალი ოლექსანდრ სირსკი თანამდებობიდან გაათავისუფლა
სამშაბათს უკრაინის პრეზიდენტმა მთავარსარდალი ოლექსანდრ სირსკი თანამდებობიდან გაათავისუფლა - ამით მან დათმო პოზიციები და დაემორჩილა ზეწოლას მას შემდეგ, რაც თავდაცვის პოპულარული მინისტრის, მიხაილო ფედოროვის გადაყენებამ მისი პრეზიდენტობის მანძილზე ყველაზე მწვავე პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია, - წერს ამერიკული ტელეკომპანია NBC News-ი.
21 ივლისი 2026, 23:29
მსოფლიო
საფრანგეთის პარლამენტმა 15 წლამდე ასაკის პირებისთვის სოციალური ქსელებით სარგებლობის აკრძალვას მხარი დაუჭირა
საფრანგეთის პარლამენტმა 15 წლამდე ასაკის პირებისთვის სოციალური ქსელებით სარგებლობის აკრძალვას მხარი დაუჭირა. საფრანგეთი გახდება ევროკავშირის პირველი სახელმწიფო, რომელიც მსგავს ზომას საკანონმდებლო დონეზე დანერგავს.
21 ივლისი 2026, 22:31
მსოფლიო
Euronews: პოლონეთის პოლიციის მონაცემებით, პოლონეთში უკრაინელებზე თავდასხმების რიცხვი იზრდება
მიმდინარე წლის პირველ ნახევარში პოლიციამ უკრაინის მოქალაქეების მიმართ სავარაუდო სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულის შესახებ 180 შეტყობინება მიიღო, რაც 30%-იანი ზრდაა, - წერს Euronews-ი.
21 ივლისი 2026, 21:52
მსოფლიო
ტრამპი: ახლაც რომ შევწყვიტოთ ყველაფერი, ირანს 20-25 წელი დასჭირდება აღდგენისთვის
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანთან დაკავშირებულ მიმდინარე ესკალაციასა და ჰორმუზის სრუტეში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა.
21 ივლისი 2026, 21:46
საზოგადოება
კახა კალაძე: ლეგენდარულ ქართველ მომღერალს, ქართული კულტურის ნამდვილ ელჩს, ნანი ბრეგვაძეს ვულოცავ 90 წლის იუბილეს. მისი განუმეორებელი ხმა, რომელიც არაერთ თაობას აღაფრთოვანებს, უკვე ჩვენი კულტურის ნაწილია
თბილისის მერი, კახა კალაძე ნანი ბრეგვაძეს 90 წლის იუბილეს ულოცავს.
21 ივლისი 2026, 21:20
მსოფლიო
ტრამპი აცხადებს, რომ აშშ ირანის „პიკაქს მაუნთინის“ მიწისქვეშა ობიექტს მალე დაარტყამს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ირანის ბირთვულ ობიექტს, „პიკაქს მაუნთინს“ „საკმაოდ მალე“ დაარტყამს.
21 ივლისი 2026, 21:18
საზოგადოება
საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ს შეხვდა
შეხვედრაზე განხილული იყო ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნის აუცილებლობის საკითხი, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის და საპატრიარქოს კუთვნილებაში მყოფი ეკლესია-მონასტრების რეაბილიტაციის მიმართულებით იმუშავებს.
21 ივლისი 2026, 21:17
სამართალი
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო წარმოების მიზნით ფარული ლაბორატორიის მოწყობისთვის ბრალდებულებს 17-17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო წარმოების მიზნით ფარული ლაბორატორიის მოწყობისთვის ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნო, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
21 ივლისი 2026, 21:06
სამართალი
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ბრალდებულებს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
21 ივლისი 2026, 20:45
საზოგადოება
ბათუმში მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ კონფერენციაზე მკვლევართა დაჯილდოება გაიმართა
ბათუმში საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციაზე მკვლევართა დაჯილდოება გაიმართა.
21 ივლისი 2026, 20:43
საზოგადოება
სოციალური თანასწორობის უზრუნველსაყოფად სკოლებში სასკოლო ფორმები სავალდებულო ხდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სოციალური თანასწორობის უზრუნველსაყოფად სკოლებში სასკოლო ფორმები სავალდებულო ხდება.
21 ივლისი 2026, 20:39
საზოგადოება
მასშტაბური რეაბილიტაციის გამო რუსთაველის გამზირი 23 ივლისიდან 4 თვით იკეტება. როგორი იქნება სატრანსორტო მოძრაობის სქემა - დეტალები „ქრონიკაში“
23 ივლისის 00:00 საათიდან რუსთაველის გამზირი 4 თვით იკეტება - დედაქალაქის მთავარ არტერიაზე მასშტაბური რეაბილიტაცია იწყება. თამარ ჭოველიძის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე სრულად განახლდება მიწისქვეშა კომუნიკაციები, საგზაო საფარი და საფეხმავლო ინფრასტრუქტურა. იცვლება ტრანსპორტის მოძრაობის სქემაც, გამზირზე მოხვედრა კი მხოლოდ ფეხით იქნება შესაძლებელი. მარიამ მელაშვილის სიუჟეტი.
21 ივლისი 2026, 20:36
სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოდან დღეს კიდევ 102 არალეგალი გააძევა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ გაძლიერებული კონტროლი, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოდან დღეს კიდევ 102 არალეგალი გააძევა.
21 ივლისი 2026, 20:35
სამართალი
სპეცოპერაცია დიდ დიღომში - განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის რეალიზაციას ირანის ორი მოქალაქე ონლაინ-მაღაზიით გეგმავდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სპეცოპერაცია დიდ დიღომში და დალუქული ბინა გიორგი ბრწყინვალის ქუჩაზე - განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის რეალიზაციის მცდელობისთვის ირანის ორი მოქალაქეა დაკავებული. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები ნარკოტიკის გასაღებას სოციალურ ქსელში შექმნილი ონლაინ-მაღაზიით გეგმავდნენ. ანა ბერძენიშვილი გიამბობთ.
21 ივლისი 2026, 20:33
ეკონომიკა
სებ-ი ვირტუალური აქტივების მომსახურების 13 პროვაიდერის დაჯარიმების შესახებ: ცამეტივე კომპანია დაჯარიმდა მხოლოდ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის წარუდგენლობა/დაგვიანებით წარდგენისთვის
„იმედინიუსმა“ ვირტუალური აქტივების მომსახურების 13 პროვაიდერის დაჯარიმებასთან დაკავშირებით განმარტებისთვის საქართველოს ეროვნულ ბანკს მიმართა. პასუხად ეროვნული ბანკში აცხადებენ, რომ ცამეტივე კომპანია დაჯარიმდა მხოლოდ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის წარუდგენლობა/დაგვიანებით წარდგენისთვის.
21 ივლისი 2026, 20:31
ეკონომიკა
13-წლიანი უწყვეტი პროგრესი და ისტორიული მაქსიმუმი, საქართველო „ატლანტიკური საბჭოს“ კეთილდღეობის ინდექსში მსოფლიო ლიდერთა შორის დასახელდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საქართველო „ატლანტიკური საბჭოს“ კეთილდღეობის ინდექსში ლიდერობს. პირველი ადგილი ევროკავშირის კანდიდატებს შორის და მხოლოდ ერთი ნაბიჯი „მაღალი კეთილდღეობის“ სტატუსამდე.


