გიორგი ცუცქირიძე: მსოფლიო ბანკის კვლევების მიხედვით, საქართველოში ბოლო ათწლეულში, 2021 წელს უკიდურესი სიღარიბე 2012 წელთან შედარებით განახევრდა, სიღარიბის სხვა მაჩვენებლები კი ახალ ისტორიულ მინიმუმამდე, თითქმის 1,5-2-ჯერ შემცირდა
გიორგი ცუცქირიძე
ფოტო: არქივი
მსოფლიო ბანკის კვლევების მიხედვით, საქართველოში ბოლო ათწლეულში, 2021 წელს უკიდურესი სიღარიბე 2012 წელთან შედარებით განახევრდა, სიღარიბის სხვა მაჩვენებლები კი ახალ ისტორიულ მინიმუმამდე, თითქმის ერთნახევარი-ორჯერ შემცირდა,- ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.
„სიღარიბის დონე, უმუშევრობასთან ერთად ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევას წარმოადგენს ჩვენნაირი ტიპის გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში. სიღარიბის დონის შეფასება განსაკუთრებით დღეს პოსტპანდემიურ პერიოდში მნიშვნელოვანია, რადგან გლობალურმა პანდემიამ ეკონომიკის გლობალური რეცესიაც გამოიწვია, ხოლო მიწოდების ჯაჭვების წყვეტის შედეგად ფასების ზრდა და მაღალი ინფლაცია მთელ მსოფლიოში თვალშისაცემია, რასაც რუსეთის უკრაინაში ინტერვენციის და რუსეთისათვის დაწესებული საერთაშორისო სანქციების და ენერგომატარებლების ზრდის ნეგატიური ეფექტიც ემატება.
საქართველოში სიღარიბის დონის შესაფასებლად, როგორც გასული წლების, ასევე მომავალი წლების საპროგნოზო მაჩვენებლებია საინტერესო, გასულ წლებში სიღარიბის ცვლილების დინამიკის თვალსაზრისით.
მსოფლიო ბანკმა მსოფლიოში სიღარიბის განახლებული მაჩვენებლები გამოაქვეყნა, აგრეთვე ცალკე გამოქვეყნდა ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონული ანგარიში „ომი რეგიონში“, სადაც საქართველოში სოციალურ-ეკონომიკური კეთილდღეობის მაჩვენებლებიცაა განხილული.
ნიშანდობლივია, რომ მსოფლიო ბანკის შეფასებით, 2021 წელს სიღარიბის მაჩვენებლები ახალ ისტორიულ მაჩვენებლებამდე გაუმჯობესდა, 2021-2024 წლების ოთხწლედში კი ღარიბთა რიცხვი ერთნახევარჯერზე მეტად მცირდება.
მსოფლიო ბანკის კვლევების მიხედვით საქართველოში ბოლო ათწლეულში, 2021 წელს უკიდურესი სიღარიბე 2012 წელთან შედარებით განახევრდა, სიღარიბის სხვა მაჩვენებლები კი ახალ ისტორიულ მინიმუმებამდე, თითქმის ერთნახევარჯერ, ორჯერ შემცირდა.
მსოფლიო ბანკის გამოკვლევების მიხედვით თვალსაჩინო გახდა, რომ სოციალური რეგრესის ანუ სიღარიბის გაუარესების ყველაზე ხანგრძლივი პერიოდი საქართველოში 2003-2011 და 2005-2011 წლებზე მოდის.
გამოქვეყნებული ანგარიშების თანახმად, საქართველოში 2011 წლის სიღარიბის დონე 2004 წლის მაჩვენებელზე უარესია, 2012-2021 წლებში კი სახეზე გვაქვს სიღარიბის დონის მკვეთრი შემცირება.
მსოფლიო ბანკის შეფასებით, საქართველოში მაღალი, დაბალი და უკიდურესი საშუალო შემოსავლიანობის სიღარიბის დონეების მიხედვით, მაღალი საშუალო შემოსავლის სიღარიბის ზღვარს მყოფთა რიცხვი, როცა დღიური სამომხმარებლო ხარჯი ერთ სულზე 5.5$(PPP)-ზე დაბალია (მსყიდველუნარიანობის პარიტეტის გათვალისწინებით), 2004 წლიდან 2011 წლამდე არათუ შემცირდა, არამედ გაიზარდა 58.84%-იდან 59.03%-მდე. მომდევნო წლებში მაჩვენებელმა მკვეთრი გაუმჯობესება დაიწყო , სარკისებურად შეიცვალა და უკვე 2021 წლისთვის მსოფლიო ბანკის წინასწარი შეფასებით 40.6%-ს გაუთანაბრდა, რაც ახალი ისტორიული მინიმუმია საქართველოსთვის.
რაც შეეხება დაბალი საშუალო შემოსავლის სიღარიბის დონეს, როცა დღიური სამომხმარებლო ხარჯი ერთ სულზე 3.2$(PPP)-ზე ნაკლებია, მსოფლიო ბანკის ექსპერტიზის მიხედვით, ეს ინდიკატორიც ასევე გაუარესებული იყო 2004 წლიდან 2011 წლამდე პერიოდში. 2004 წელს სიღარიბის ამ ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის წილი 27.82% იყო; _ 2011 წელს გაიზარდა და გახდა 28.28%. ინდიკატორმა მკვეთრი გაუმჯობესება 2012 წლის შემდეგ დაიწყო და მსოფლიო ბანკის წინასწარი შეფასებით 2021 წელს 14.1%-ს გაუთანაბრდა, ანუ 10 წელიწადში მაჩვენებელი ორჯერ შემცირდა და ახალი ისტორიული მინიმუმი დააფიქსირა.
რაც შეეხება უკიდურესი სიღარიბის დონეს, როცა დღიური სამომხმარებლო ხარჯი ერთ სულზე 1.9$(PPP)-ზე ნაკლებია, მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, ეს ინდიკატორიც ასევე გაუარესებული ყოფილა 2004 წლიდან 2011 წლამდე პერიოდში. მსოფლიო ბანკის კვლევის მიხედვით საქართველოში 2012 წელს უკიდურესი სიღარიბეში ცხოვრობდა მოსახლეობის 8%-ზე მეტი, 2021 წელს კი 4-%-ზე ნაკლები (3.4%), რაც ახალი ისტორიული მინიმუმია.
შედარებისთვის მსოფლიო ბანკის შეფასებით საქართველოში 2002 წელს უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობდა 410 ათასი ადამიანი, 2011 წელს კი 420 ათასი, ანუ 10 000 ადამიანით მეტი. მსოფლიო ბანკის შეფასებით 2021 წელს უკიდურეს სიღარიბეში მყოფთა რიცხვი უკვე არის დაახლოებით127 ათასი და 2011, 2012 წლების მაჩვენებელს 3-ჯერ და 2-ჯერ მეტად ჩამორჩება.
არანაკლებ საინტერესოა მსოფლიო ბანკის პროგნოზი, რომლის მიხედვითაც 2024 წლისთვის უკიდურეს სიღარიბეში მყოფი მოსახლეობის წილი 2.5%-მდე შემცირდება, ანუ უკიდურეს სიღარიბეში დარჩება საშუალოდ ყოველი მეორმოცე მოსახლე. შედარებისთვის 2021 წლისთვის ასეთი არის ყოველი 29-ე მოსახლე იყო, 2011 წელს კი ყოველი 9-ე.
მსოფლიო ბანკის კვლევაც აჩვენებს, რომ ბოლო წლებში ეკონომიკური ზრდის საშუალო ევროპულზე მაღალი ზრდის პირობებში, რაც ადგილობრივი წარმოების და მომსახურების სერვისების სტიმულირებით ხორციელდება, რაც განსაკუთრებით კოვიდ პანდემიური პერიოდში ბიზნესის მხარდამჭერი და სოციალური დახმარებების პროგრამების გზით მიმდინარეობდა, მნიშვნელოვნად არის სიღარიბის დონე შემცირებული, მათ შორის უკიდურესი სიღარიბის ქვეშ მყოფი მოსახლეობის რიცხოვნობა. მომავალი წლების პროგნოზზე მხოლოდ დადებითად აისახება როგორც პროგრამა "აწარმოე საქართველოს" ფარგლებში ექსპორტის მხარდამჭერი ახალი კომპონენტები მცირე და საშუალო ბიზნესისათვის, ასევე შრომისუნარიანი სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისათვის დაწყებული დასაქმების სამთავრობო პროგრამაც, რაც გარდა ამ ადამიანებისათვის მოტივაციის გაზრდისა, ეკონომიკის ზრდაზეც პოზიტიურად იქნება ასახული.
მსოფლიო ბანკის ახალი კვლევა კიდევ ერთ რეალობას ასახავს,იგი ოპოზიციის პრაქტიკულად ყველა არგუმენტს აცლის ძალას პანდემიურ და პოსტპანდემიურ პერიოდებში არაეფექტურ ეკონომიკურ პოლიტიკაზე, უკიდურესად გაზრდილ უმუშევრობაზე და სიღარიბეზე, რაც მუდმივად არის სპეკულირების საგანი“,- წერს ცუცქირიძე.
ყველა სიახლე
12 სექტემბერი 2026, 22:50
პოლიტიკა
გივი მიქანაძე სტუდენტთა დაფინანსებაზე: წინა წლებში ჩარიცხული სტუდენტებისთვის მოქმედებს ის სქემა, რომელიც აქამდე არსებობდა. მოქმედებს არამხოლოდ სახელმწიფო უნივერსიტეტებში მყოფ სტუდენტებზე, ასევე კერძო უნივერსიტეტებში მყოფ სტუდენტებზე, თუმცა ეს სქემა მილევად რეჟიმშია
წინა წლებში ჩარიცხული სტუდენტებისთვის მოქმედებს ის სქემა, რომელიც აქამდე არსებობდა, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ სტუდენტთა დაფინანსებასთან დაკავშირებით.
12 სექტემბერი 2026, 22:48
საზოგადოება
გივი მიქანაძე: მინდა თითოეულ პედაგოგს, პროფესორ-მასწავლებელს, აღმზრდელს, სასკოლო ადმინისტრაციის, განათლების სამინისტროს თითოეულ წარმომადგენელს დიდი მადლობა გადავუხადო იმ შრომისა და თავდადებისთვის, იმისთვის, რასაც ისინი ჩვენი მომავალი თაობისთვის ყოველდღიურად აკეთებენ
განათლების რეფორმა არის ის რეფორმა, რომელიც ყველა ოჯახთან არის დაკავშირებული. მინდა მადლობა გადავუხადო საზოგადოებას ასეთი აქტიური ჩართულობისთვის, ამ პროცესში მონაწილეობისთვის, - განაცხადა განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ გადაცემაში „ღია ეთერი“.
12 სექტემბერი 2026, 22:45
საზოგადოება
გივი მიქანაძე: მთავრობის მეთაურის გადაწყვეტილების საფუძველზე, 14 სექტემბრიდან 18 სექტემბრის ჩათვლით გაიხსნება ბაზები მეორად ჩარიცხვებთან დაკავშირებით, რომლითაც ახალგაზრდებს შეეძლებათ, რომ სხვადასხვა ადგილას დარეგისტრირდნენ
14 სექტემბრიდან გაიხსნება ბაზები მეორად ჩარიცხვებთან დაკავშირებით. გამონაკლისი დაიშვა. გადაწყვეტილება მიიღო მთავრობის მეთაურმა, რომ წელს, რადგან პირველი წელიწადია ამ რეფორმის, გავითვალისწინეთ ეს გარემოება და აპლიკანტებს მივეცით შესაძლებლობა, რომ მოხვდნენ სასურველ უნივერსიტეტებში, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.
12 სექტემბერი 2026, 22:27
საზოგადოება
გივი მიქანაძე: დავიწყეთ მუშაობა ერთიან კანონპროექტზე - ეს იქნება განათლებისა და მეცნიერების შესახებ კანონი, რომელმაც 7 კანონი უნდა შეცვალოს
„ჩვენ მიზნად გვაქვს, რომ საგაზაფხულო სესიაზე წარვადგინოთ ეს ინიციატივა. იქ უკვე ბევრი მიმართულება იქნება ფორმულირებული, მათ შორის სადოქტორო, მესამე საფეხურთან მიმართებით. მესამე საფეხურთან მიმართებით შეიძლება წლის ბოლომდე უკვე გვქონდეს წარსადგენი გარკვეული ხედვა, რომელსაც აკადემიურ საზოგადოებასთან ერთად განვიხილავთ, შევათანხმებთ პოზიციებს და ამის შემდეგ მივცემთ მსვლელობას“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.
12 სექტემბერი 2026, 22:14
საზოგადოება
განათლების მინისტრი: მომავალი წლიდან ეროვნულ გამოცდებს იტალიური ენაც დაემატება
„უახლოეს პერიოდში მუშაობას ვიწყებთ იმ სიახლეზე, რომელიც მომავალი წლიდან დაინერგება. ეს არის „რეპეტიტორიუმი“. დამამთავრებელ კლასებში ახალგაზრდებს ვთავაზობთ, აირჩიონ 3 ან 4 საგანი, რომელთაც ისინი ეროვნულ გამოცდებზე ჩააბარებენ. უნდა შევარჩიოთ პედაგოგები, გადავამზადოთ შესაბამისად, ერთი წლის განმავლობაში სახელმძღვანელოები ყველა საგანში უნდა მოვამზადოთ“, - აღნიშნა მიქანაძემ.
12 სექტემბერი 2026, 22:02
საზოგადოება
გივი მიქანაძე პედაგოგებისა და სკოლების ტექპერსონალის ანაზღაურებაზე: ირაკლი კობახიძის მხარდაჭერით, მესამე წელიწადია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ბიუჯეტი ქვეყანაში არის ნომერი მესამე ბიუჯეტი
ეს საკითხი ჩვენთვის საკმაოდ კარგად არის ცნობილი და მასზე მუშაობა სისტემატურად მიმდინარეობს. შარშან რის შესაძლებლობასაც იძლეოდა ბიუჯეტი, შევეცადეთ, რომ ტექნიკურ პერსონალთან და ადმინისტრაციასთან მიმართებით 20%-იანი ზრდა გვქონოდა, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ პედაგოგებისა და სკოლების ტექპერსონალის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.
12 სექტემბერი 2026, 21:57
პოლიტიკა
გივი მიქანაძე: შემოდგომით პარლამენტს მივმართავთ მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით, რომლითაც გვინდა პროფესიული სწავლების გარკვეული პროგრამები, მისი კრედიტები აღიარებული იყოს და ჩაითვალოს უმაღლესის შესაბამის მიმართულებებში. ამით პროფესიულის იმიჯის წამოწევა გვინდა
ამ შემოდგომით პარლამენტს მივმართავთ მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით, რომლითაც გვინდა პროფესიული სწავლების გარკვეული პროგრამები, მისი კრედიტები აღიარებული იყოს და ჩაითვალოს უმაღლესის შესაბამის მიმართულებებში, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.
12 სექტემბერი 2026, 21:56
საზოგადოება
თამარ მახარაშვილი: თუ ადრე დაწყებითის მასწავლებელს 13 საათი ჰქონდა, ეროვნულ სასწავლო გეგმაში შეტანილი ბოლო ცვლილებების მიხედვით, მათ საათების რაოდენობა ეზრდებათ
24 ლარი საათში მიეცემა ნებისმიერი სტატუსის მასწავლებელს, ხოლო დანამატი 150 და 300 ლარი წამყვანისა და მენტორის კონკრეტული ფუნქციის შესრულებაში, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილმა.
12 სექტემბერი 2026, 21:32
საზოგადოება
თამარ მახარაშვილი: კომპეტენციადადასტურებულ ყველა მასწავლებელს თანაბრად უნდა მიეცეს შესაბამისი საგნის სწავლების შესაძლებლობა - ჩვენი მიზანია მასწავლებელს, რომელიც სკოლაში ასწავლის, სისტემა ისე დაეხმაროს, რომ მან კომპეტენციის დადასტურება მოახერხოს
„ჩვენი რეფორმის ერთ-ერთი მთავარი არსი მასწავლებელი და მასწავლებლის მხარდაჭერაა. იმ მასწავლებლებს, რომლებიც ჩვენ გვყავს სკოლებში და არ აქვთ კომპეტენცია დადასტურებული, წელიწადში ორჯერ მივეცით საშუალება, რომ გამოცდაზე გასულიყვნენ და დამატებით, „მასწავლებლის სახლისგან“ ტრენინგებიც მივაყოლეთ. ჩვენ ძალიან გვეძვირფასება თითოეული მასწავლებელი, რომელიც დღეს სკოლაშია, წლებია ასწავლის. სისტემას არანაირი სურვილი არ აქვს, რომ მათ კომპეტენცია ვერ დაადასტურონ“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
12 სექტემბერი 2026, 21:23
საზოგადოება
თამარ მახარაშვილი: ჩვენ შევცვალეთ სახელმძღვანელოების მეთოდოლოგია. ბავშვი პასიური მსმენელი კი არ უნდა იყოს, არამედ შემოქმედი და ჩართული უნდა იყოს სასწავლო პროცესში
ზოგადი განათლების ეროვნულმა მიზნებმა მოგვცა ჩვენ ასეთი დაკვეთა, რომ სკოლამ უნდა გაზარდოს საკუთარი ქვეყნის ისტორიის, ტრადიციისა და კულტურის მცოდნე მოქალაქე, შესაბამისი საგანი უნდა ასწავლოს ხარისხიანად, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილმა.
12 სექტემბერი 2026, 21:13
პოლიტიკა
გივი მიქანაძე: ახალ სასწავლო წელს 30-მდე სრულად განახლებული და ახლად აშენებული სკოლით ვხვდებით. შარშან, ახალ სასწავლო წელს 60-მდე ასეთი სკოლა გავხსენით, ეს იმის მაჩვენებელია, რომ პროცესი არ ჩერდება, თუმცა გამოწვევა პატარა მასშტაბის არ არის
„ახალ სასწავლო წელს 30-მდე სრულად განახლებული და ახლად აშენებული სკოლით ვხვდებით. შარშან, ახალ სასწავლო წელს 60-მდე ასეთი სკოლა გავხსენით, ეს იმის მაჩვენებელია, რომ პროცესი არ ჩერდება“, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.
12 სექტემბერი 2026, 21:10
საზოგადოება
გია მურღულია: ჩვენ ლიტერატურაში ვასწავლით ჰაგიოგრაფიას, ვერაფერს გაიგებს ბავშვი, თუ ზედაპირული წარმოდგენა მაინც არ აქვს ბიბლიაზე - ბიბლია არის ჩვენი კულტურის საფუძველი
„ბიბლია არის ჩვენი კულტურის საფუძველი. მას აქვს წმინდა საგანმანათლებლო განზომილება. მე არ ვლაპარაკობ იმაზე, რომ სკოლაში ვიღაც შევიდეს და პროზელიტიზმის სწავლება დაიწყოს, რაც კანონით აკრძალულია, ამაზე არ ვლაპარაკობთ, ვლაპარაკობთ წმინდა საგანმანათლებლო საზრისზე“, - აღნიშნა მურღულიამ.
12 სექტემბერი 2026, 20:46
საზოგადოება
გივი მიქანაძე: შეიქმნა ინკლუზიისა და სტრატეგიის დეპარტამენტი, რომლითაც სამინისტროს მხრიდან გამოიკვეთა ამ საკითხზე ყურადღების განსაკუთრებული კონცენტრირება
რეფორმის ის კონცეფცია, რომელიც ჩვენ გასული წლის 2 დეკემბერს საჯაროდ წარვადგინეთ და შემდეგ 2-თვიანი განხილვების შემდეგ მთავრობამ დადგენილებით დაამტკიცა, 8 გამოწვევაზეა ორიენტირებული. 8 გამოწვევიდან, ერთ-ერთი არის ინკლუზიის კომპონენტი. ჩვენ პრიორიტეტულად გამოვყავით ეს მიმართულება, - განაცხადა განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ გადაცემაში „ღია ეთერი“.
12 სექტემბერი 2026, 20:44
საზოგადოება
თამარ მახარაშვილი: სასკოლო ფორმებს აქვს თავისი სტანდარტი, რომელიც მსოფლიოში აპრობირებულია. ეს სტანდარტი გეუბნება, რას უნდა აკმაყოფილებდეს ფორმები
სასკოლო ფორმებს აქვს თავისი სტანდარტი, რომელიც მსოფლიოში აპრობირებულია, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილმა.
12 სექტემბერი 2026, 20:39
საზოგადოება
გივი მიქანაძე: საერთაშორისოდ აღიარებულმა შვეიცარიულმა კომპანიამ გამოიტანა დასკვნა, რომ სასკოლო უნიფორმები, რომელსაც აწარმოებს ეს კონკრეტული ჩინური კომპანია, აბსოლუტურად და სრულად შეესაბამება იმ სტანდარტებს, რომელიც სასკოლო ცხოვრებაში გამოიყენება
ისეთ ქვეყნებში, სადაც სასკოლო ფორმა არ არის შემოღებული, ბულინგის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი არის ჩაცმულობა, რომელიც ქმნის ორ პრობლემას, პირველი არის ის, რომ ბავშვი სოციუმიდან გარიყულია. მეორე პრობლემა არის ის, რომ ბავშვი ამ ყველაფერში ადანაშაულებს მშობელს, რადგან მშობელი ვერ უზრუნველყოფს ბავშვის მდგომარეობას ისე, რომ მას ყოველკვირეულად ახალი ჩაცმულობა ჰქონდეს, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ სასკოლო ფორმის რეფორმაზე მსჯელობისას.
12 სექტემბერი 2026, 20:18
საზოგადოება
გივი მიქანაძე: ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა სოციალური თანასწორობის უზრუნველყოფა სკოლაში და ჩვენ შემოგვაქვს სასკოლო ფორმის კულტურა
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა სოციალური თანასწორობის უზრუნველყოფა სკოლაში და ჩვენ შემოგვაქვს სასკოლო ფორმის კულტურა, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.
12 სექტემბერი 2026, 20:18
პოლიტიკა
გივი მიქანაძე: არ უნდა არსებობდეს არცერთი პასუხგაუცემელი კითხვა. ჩვენი მიზანია საზოგადოება მაქსიმალურად იყოს ინფორმირებული ყველა იმ ნაბიჯზე, ყველა იმ საკითხზე, რომელიც რეფორმის ფარგლებში ხორციელდება
ჩვენი მიზანია საზოგადოება მაქსიმალურად იყოს ინფორმირებული ყველა იმ ნაბიჯზე, ყველა იმ საკითხზე, რომელიც რეფორმის ფარგლებში ხორციელდება, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.
12 სექტემბერი 2026, 20:18
საზოგადოება
გივი მიქანაძე: დავიწყეთ სახელმძღვანელოებზე მუშაობა და I, VII და X კლასებში შემოგვაქვს ჰუმანიტარული და „სტემ“ მიმართულებით სახელმძღვანელოები
„სასკოლო მიმართულებით ჩვენი უმთავრესი მიმართულება არის სახელმძღვანელოების საკითხი. ჩვენ დავიწყეთ სახელმძღვანელოებზე მუშაობა და შემოგვაქვს პირველ, მეშვიდე და მეათე კლასში ჰუმანიტარული და „სტემ“ მიმართულებით, ასევე რიგ სხვა კლასებშიც გარკვეული სახელმძღვანელოები, რომელიც სრულიად ახალია და ერთი სტანდარტის სახელმძღვანელო იქნება როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლებში“ - აღნიშნა მიქანაძემ.
12 სექტემბერი 2026, 19:05
სამართალი
პროკურორი: ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად ყალბი რეცეპტის დამზადების ფაქტზე ბრალდებული ექიმი წარსულშიც იმავე დანაშაულისთვის არის ნასამართლევი
ბრალდებული ექიმის მაია კოხტაშვილის საქმის პროკურორი მანანა თანდაშვილი აცხადებს, რომ ბრალდებული იმავე სახის დანაშაულისთვის ადრეც არის ნასამართლევი. მისი თქმით, 2023 წელს იგი თელავის რაიონულმა სასამართლომ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად ყალბი რეცეპტის გასაღების მიზნით დამზადებისა და გასაღების ფაქტზე დამნაშავედ ცნო.
12 სექტემბერი 2026, 18:47
სამართალი
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის, ასევე შემოსავლების სამსახურის უფროსებმა თანამდებობები დატოვეს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის, ასევე შემოსავლების სამსახურის უფროსებმა თანამდებობები დატოვეს


