21 სექტემბერი 2021, 13:14 / სანდო წყარო

ეკონომიკის ექსპერტი: საქართველომ უზრუნველყო რეიტინგის შენარჩუნება პანდემიამდე მაჩვენებლის დონეზე და კრიზისი დაძლია რეიტინგის გაუარესების გარეშე, რა მთლიანად აქარწყლებს ოპოზიციის კრიტიკას ეკონომიკური პოლიტიკის არაეფექტურობაზე

გიორგი ცუცქირიძე

გიორგი ცუცქირიძე

„საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო „Fitch“-ის აგვისტოს თვის შეფასების შემდეგ, როდესაც სააგენტომ დაადასტურა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB“ დონეზე, ხოლო რეიტინგის პერსპექტივა „ნეგატიურიდან“ „სტაბილურამდე“ პანდემიამდელ დონეზე გააუმჯობესა, კიდევ ერთმა წამყვანმა სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელ Ba2 დონეზე დაადასტურა, სტაბილური პერსპექტივით. სააგენტო, დადებითად აფასებს მთავრობის მიერ გატარებულ მაკროეკონომიკურ პოლიტიკას, როგორც პანდემიამდელ პერიოდში, რამაც შექმნა მყარი ფინანსური ბალიში ქვეყანა ნაკლები ზარალით შეხვედროდა კოვიდ კრიზისის ნეგატიურ ზეგავლენას ეკონომიკაზე, ასევე პანდემიის პერიოდში გატარებულ ღონისძიებებს ყველაზე მეტად დაზარალებული შინამეურნეობებისა და ბიზნესის მხარდასაჭერად,“ - განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა გიორგი ცუცქირიძემ.

ექსპერტის შეფასებით, კიდევ ერთი წამყვანი სარეიტინგო კომპანიის მიერ, რეიტინგის და სტაბილური პერსპექტივის უცვლელად დატოვება გამყარებულია როგორც მაკროეკონომიკური პოლიტიკის ეფექტიანი რეაგირებით პანდემიასთან დაკავშირებულ შოკზე, ასევე პანდემიამდე წარმატებით განხორციელებულ ფისკალურ კონსოლიდაციაზე, რამაც შექმნა მყარი საფუძველი და შესაძლებლობა გამოწვევებზე შესაბამისი რეაგირებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ფისკალური პარამეტრები გაუარესდა COVID 19 შოკის შედეგად.

Moody's-ს პროგნოზითაც, 2021 წელს ეკონომიკის ზრდა 7 პროცენტზე მაღალი იქნება( 7.3%) რაც ნიშნავს, რომ ქვეყანამ თავიდან აირიდა სისტემური პრობლემები, რის შედეგადაც დღეს გვაქვს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი ეკონომიკური აღდგენა მთელ მსოფლიოში.

„2021 წელს ეკონომიკის გაჯანსაღებას საფუძვლად უდევს მოხმარების სტიმულირების მხარდამჭერი ფისკალური პოლიტიკა და რეგიონული ტურიზმის სტაბილური აღდგენის ნიშნები. ამასთან, ფულადი გზავნილებისა და სასაქონლო ექსპორტის მიმართულებით ფიქსირდება მნიშვნელოვანი ზრდა. Moody's ელოდება, რომ მომდევნო წლებში ეკონომიკური ზრდა პოტენციურ დონეს დაუახლოვდება და 4-5% ფარგლებში იქნება, რაც განპირობებული იქნება პროდუქტიულობის ზრდის ინფრასტრუქტურაში ინვესტიციებით სოფლის მეურნეობის და წარმოების სექტორებში, ექსპორტის შემდგომი დივერსიფიცირებით და ზრდით, მათ შორის ევროპულ ბაზრებზე,“ - განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ.
ეკონომიკის ძლიერი გაჯანსაღებისა და საქართველოს მთავრობის შესაბამისი ეკონომიკური პოლიტიკის ფონზე, Moody’s-ის შეფასებით, 2021 წელს ფისკალური დეფიციტი 5.3%-მდე, ხოლო 2022 წელს 3%-მდე შემცირდება. სარეიტინგო კომპანიის პროგნოზითვე სახელმწიფო ვალი 2024 წელს 53%-მდე შემცირდება.

„ნიშანდობლივია, რომ სარეიტინგო კომპანიის შეფასებით, პოლიტიკური დაძაბულობის მიუხედავად, რეიტინგის სტაბილური პერსპექტივა ასახავს ხედვას, რომ რისკები არის დაბალანსებული. Moody’s-ისვე მოლოდინით საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა ექსპორტის დივერსიფიკაციის და ინფრასტრუქტურის განვითარების პარალელურად გაზრდის საქართველოს ეკონომიკურ სიძლიერეს და შესაბამისად, მხარს დაუჭერს რეიტინგის გაუმჯობესებას, რაც რეალურს ხდის მთავრობის მოლოდინს, ჩვენ უახლოეს მომავალში გავიდეთ უფრო მაღალ, საინვესტიციო რეიტინგზე, რაც პირდაპირი გზავნილი ინვესტორებისათვის, უფრო აქტიურად განახორციელონ ინვესტიციები ქართულ ეკონომიკაში,“ - განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ.
მისი თქმით, საქართველოს მიმართ სამივე წამყვანი სარეიტინგო კომპანიის შეფასებებმა ნათლად დაადასტურა, სარეიტინგო კომპანიების სანდოობა ქვეყნის მიერ გატარებული სტრუქტურული რეფორმების მიმართ. „რაც მთავარია, საქართველომ უზრუნველყო რეიტინგის შენარჩუნება პანდემიამდე მაჩვენებლის დონეზე და კრიზისის დაძლევა რეიტინგის გაუარესების გარეშე, რაც მთლიანად აქარწყლებს ოპოზიციის კრიტიკას ეკონომიკური პოლიტიკის არაეფექტურობაზე და ამ.კრიტიკის სპეკულაციურ და სუბიექტურ ხასიათზე მიუთითებს,“ - განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა.

ყველა სიახლე

ირაკლი კირცხალია

01 სექტემბერი 2026, 12:57

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: საერთაშორისო სამართალი ყველასთვის ერთია, ის იცავს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას

საერთაშორისო სამართალი ყველასთვის ერთია, ის იცავს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და იგივე საერთაშორისო სამართალი იცავს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

ნანა კაკაბაძე

01 სექტემბერი 2026, 12:56

პოლიტიკა

ნანა კაკაბაძე: ნანი ბრეგვაძის მაღალი დონის პროფესიონალიზმს და შემოქმედებით ბიოგრაფიას ჩვენც სათანადოდ ვაფასებთ, მაგრამ როდესაც ის სამოქალაქო აქტივობაში ჩართვას ცდილობს და ბევრისთვის მიუღებელ პოზიციას აფიქსირებს, ამ შემთხვევაში საზოგადოებას სრული უფლება აქვს ობიექტურად შეაფასოს, მათ შორის გაშარჟებით, მისი სამოქალაქო პოზიცია და არა მისი პროფესიონალიზმი

უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე, ნანი ბრეგვაძის შემოქმედების გაშარჟებით გამოწვეულ კრიტიკას ეხმაურება და მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში „აკაცუკების“ პოზიცია ორმაგ სტანდარტს ეფუძნება.

დონალდ ტრამპი

01 სექტემბერი 2026, 12:54

მსოფლიო

POLITICO: „რესპუბლიკელებს“ ტრამპის ირანის პოლიტიკის მიმართ მოთმინება ეწურებათ

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჯერ ირანის ეკონომიკის ნელ-ნელა „დახრჩობით“ იმუქრება, მომდევნო მომენტში კი აცხადებს, რომ ქვეყანას სწრაფი და მასირებული დაბომბვით დანებებას აიძულებს. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

01 სექტემბერი 2026, 12:44

კულტურა

კულტურის სამინისტრო ანაზღაურებადი სტაჟირების 3-თვიანი პროგრამის ფარგლებში, 20 ვაკანტურ პოზიციაზე აცხადებს მიღებას

კულტურის სამინისტრო ანაზღაურებადი სტაჟირების 3-თვიანი პროგრამის ფარგლებში, 20 ვაკანტურ პოზიციაზე აცხადებს მიღებას. დაინტერესებულ პირებს განაცხადის გაკეთება შეუძლიათ მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით. ინფორმაციას კულტურის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

ზურაბ სიჭინავა

01 სექტემბერი 2026, 12:40

ეკონომიკა

ზურაბ სიჭინავა: ანაკლიის პორტში ფსკერის დაღრმავებითი სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს - ნავსადგურის საზღვაო აკვატორიაში Jan De Nul ჯგუფის რიგით მეორე დამღრმავებელი გემი Al-Idrisi შემოვიდა

„ანაკლიის პორტში ფსკერის დაღრმავებითი სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, ნავსადგურის საზღვაო აკვატორიაში Jan De Nul ჯგუფის რიგით მეორე დამღრმავებელი გემი Al-Idrisi შემოვიდა“, - აცხადებს შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ დირექტორი ზურაბ სიჭინავა.

ირაკლი კირცხალია

01 სექტემბერი 2026, 12:33

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: საქართველოს ეროვნული ინტერესები ვერ გახდება ვერც ერთი პარტიის პოლიტიკური ანგარიშსწორების, პირადი ამბიციის თუ გარე ინტერესების მომსახურების სივრცე

საქართველოს ეროვნული ინტერესები ვერ გახდება ვერც ერთი პარტიის პოლიტიკური ანგარიშსწორების, პირადი ამბიციის თუ გარე ინტერესების მომსახურების სივრცე, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

ირაკლი კირცხალია

01 სექტემბერი 2026, 12:32

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: აფხაზეთი ჩვენთვის არ არის მხოლოდ ტერიტორიული მთლიანობის საკითხი, აფხაზეთი არის ჩვენი ხალხი, ჩვენი ისტორია, ჩვენი საერთო მომავალი

ყველას, ვისაც აქვს პრეტენზია ქვეყნის მართვაზე ან პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობაზე, ეკისრება განსაკუთრებული პასუხისმგებლობა თითოეულ სიტყვაზე, როდესაც საქმე ეხება აფხაზეთს, ცხინვალის რეგიონს, ომსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ გვაქვს ვალდებულება, საზოგადოებას ღიად ვუთხრათ, სად მთავრდება პოლიტიკური კრიტიკა და სად იწყება ისეთი უპასუხისმგებლობა, რომელმაც შეიძლება კონკრეტული ზიანი მიაყენოს საქართველოს სახელმწიფოებრივ ინტერესებს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

ირაკლი კირცხალია

01 სექტემბერი 2026, 12:32

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: ჩვენი მიზანია დეოკუპაცია, ჩვენი გზა მშვიდობა, ხოლო ჩვენი საბოლოო ამოცანა ერთიანი საქართველო

საერთაშორისო სამართალი ყველასთვის ერთია, ის იცავს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და იგივე საერთაშორისო სამართალი იცავს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

01 სექტემბერი 2026, 12:26

პოლიტიკა

პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნა

პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნა

მაიკ ჯონსონი

01 სექტემბერი 2026, 11:57

მსოფლიო

POLITICO: ლინდსი გრემის კანონპროექტს რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების შემოღების შესახებ აშშ-ის წარმომადგენელთან პალატაში ჩავარდნის საფრთხე ემუქრება

ერთ თვეზე ნაკლები ხნის წინ აშშ-ის სენატში ორპარტიულმა, აბსოლუტურმა უმრავლესობამ გარდაცვლილი სენატორის ლინდსი გრემის პატივსაცემად მხარი დაუჭირა მის მიერ ინიციირებულ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის სავაჭრო პარტნიორებისთვის სანქციების დაწესებას ითვალისწინებს. სტატიას ამ შინაარსით POLITICO ავრცელებს.

ლევან მახაშვილი

01 სექტემბერი 2026, 11:51

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი მადიარის განცხადებაზე: ბრიუსელის ევრობიუროკრატები დიდი ხანია აღარ არიან დაინტერესებული ევროპელი მოქალაქეების ინტერესებით, მათ აქვთ რაღაც თავიანთი ვიწრო დღის წესრიგი, რომელიც როგორ წესი ემთხვევა არაფორმალური გავლენების ინტერესებს

ბრიუსელის ევრობიუროკრატები დიდი ხანია აღარ არიან დაინტერესებული ევროპელი მოქალაქეების ინტერესებით, მათ აქვთ რაღაც თავიანთი ვიწრო დღის წესრიგი, რომელიც როგორ წესი ემთხვევა არაფორმალური გავლენების ინტერესებს, - ასე ეხმაურება ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, პეტერ მადიარის განცხადებას.

01 სექტემბერი 2026, 11:46

კულტურა

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, 19-26 სექტემბერს, თელავში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, 19-26 სექტემბერს, თელავში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება.

01 სექტემბერი 2026, 11:45

საზოგადოება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი სტაჟიორთა მიღებას აცხადებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი სტაჟიორთა მიღებას აცხადებს.

01 სექტემბერი 2026, 11:42

საზოგადოება

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური სწავლის დაფინანსების მიზნით განცხადებების მიღებას იწყებს

დაფინანსება ვრცელდება შემდეგ აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე: ბაკალავრიატი, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამა, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო პროგრამა და დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის პროგრამა.

თორნიკე ფაღავა 

01 სექტემბერი 2026, 11:41

პოლიტიკა

თორნიკე ფაღავა მადიარის განცხადებაზე: ის ფაქტი, რომ ევრობიუროკარტიის ფავორიტი ლიდერი საუბრობს ევრობიუროკატიაში არსებულ კრიზისზე ყველაფერზე მეტყველებს. „ქართული ოცნების“ გუნდი, როდესაც საუბრობდა ორმაგ სტანდარტებზე ევრობიუროკრატების მხრიდან ვყოფილვართ მართლები

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თორნიკე ფაღავა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, პეტერ მადიარის განცხადებას მედიასთან ეხმიანება.

ლიზა გეგეჭკორი

01 სექტემბერი 2026, 11:36

პოლიტიკა

ლიზა გეგეჭკორი: ნათელაშვილი არის ერთ-ერთი ყველაზე გაქნილი და ფლიდი ადამიანი ქართული პოლიტიკის ისტორიაში - მაგ არამზადას რატომღაც არავინ სცემს სერიოზულ პასუხს და მგონი სულ ტყუილად, სიცილში ისეთ ნაძირლობებს კადრულობს, „ნაცსაც“ რომ გაუკვირდება

შალვა ნათელაშვილი არის ერთ-ერთი ყველაზე გაქნილი და ფლიდი ადამიანი ქართული პოლიტიკის ისტორიაში. რატომ? იმიტომ, რომ ვითომ სიდებილით და იუმორით ნიღბავს საკუთარ გაყიდულობას და ვითომ ძაან საყვარლობით ცდილობს ხალხს მოაჩვენოს, თითქოს და სულ იბრძვის, - წერს ტელეწამყვანი, ლიზა გეგეჭკორი, სოციალურ ქსელში.

01 სექტემბერი 2026, 11:33

მსოფლიო

POLITICO: ტრამპის გადაწყვეტილებამ რუსეთი „დიდ ოცეულში“ დაბრუნების შესახებ ევროპელ მოკავშირეებთან ახალი დაპირისპირება გამოიწვია

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებამ მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკური ქვეყნების წარმომადგენელთა შეხვედრაზე რუსეთის დაბრუნების შესახებ ევროპელ მოკავშირეებთან ახალი დაპირისპირება გამოიწვია. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

01 სექტემბერი 2026, 11:33

რეგიონი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ვანში ცხოველთა არალეგალური სასაკლაო გამოავლინა

სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში შპს ,,შუამთა“ (მისამართი: ვანი, სოფელი შუამთა, ზ. გამსახურდიას N 2) არაგეგმურად შეამოწმეს. ინსპექტირების შედეგად ობიექტზე გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები. ამავდროულად, აღმოჩნდა, რომ ბიზნესოპერატორი გოჭებს სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე კლავდა. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

01 სექტემბერი 2026, 11:20

სამართალი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ნადირობის სეზონის გახსნიდან 10 დღეში 215 სამართალდარღვევა გამოავლინა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ნადირობის სეზონის გახსნიდან 10 დღეში 215 სამართალდარღვევა გამოავლინა

თენგიზ შარმანაშვილი

01 სექტემბერი 2026, 11:13

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი: დამღუპველმა მიგრაციულმა პოლიტიკამ კატასტროფის წინაშე მიიყვანა დემოგრაფიული სიტუაციაა ევროპულ ქვეყნებში - უნგრეთიც ამის წინაშე დგას

თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, პეტერ მადიარის განცხადებას მედიასთან ეხმიანება. შარმანაშვილის თქმით, დამღუპველმა მიგრაციულმა პოლიტიკამ კატასტროფის წინაშე მიიყვანა დემოგრაფიული სიტუაციაა ევროპულ ქვეყნებში.