01 სექტემბერი 2026, 11:33 / სანდო წყარო

POLITICO: ტრამპის გადაწყვეტილებამ რუსეთი „დიდ ოცეულში“ დაბრუნების შესახებ ევროპელ მოკავშირეებთან ახალი დაპირისპირება გამოიწვია

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებამ მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკური ქვეყნების წარმომადგენელთა შეხვედრაზე რუსეთის დაბრუნების შესახებ ევროპელ მოკავშირეებთან ახალი დაპირისპირება გამოიწვია. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ევროპული ქვეყნები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის გამო მოსკოვის საერთაშორისო იზოლაციის გაგრძელებას ითხოვენ.

რუსეთის ფინანსთა მინისტრი ანტონ სილუანოვი ორშაბათს აშშ-ის მასპინძლობით გამართული „დიდი ოცეულის“ შეხვედრის პირველი დღის მუშაობას დაესწრო. აშშ-ის ხაზინის მდივანმა სკოტ ბესენტმა სამიტის ფარგლებში სილუანოვთან პირისპირ შეხვედრაც გამართა, იუწყება გამოცემა.

თუმცა, სილუანოვის შეხვედრაზე დასწრებას ეწინააღმდეგებოდნენ ევროპელი ოფიციალური პირები. რუსეთის წარმომადგენლის მიწვევამ ორშაბათს ეშვილში შეხვედრის მონაწილეთა საერთო ფოტოს გადაღების დაგეგმვისასაც კი დაძაბულობა გამოიწვია.

„მდივანმა ბესენტმა რუსეთის ფინანსთა მინისტრთან ნაყოფიერი შეხვედრა გამართა“, - განუცხადა აშშ-ის ხაზინის მდივნის მოადგილემ საერთაშორისო საკითხებში, ერინ ბრაუნმა POLITICO-ს. მისი თქმით, ბესენტმა სილუანოვს „განუცხადა, რომ ომი უნდა დასრულდეს და ჩვენ მშვიდობიანი შედეგის ხილვა გვსურს“.

აშშ-ის ხაზინის სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მხარეებმა „ტრამპის სამშვიდობო გეგმა და ეკონომიკური ზრდა“ განიხილეს.

ბრაუნის თქმით, რუსეთის მონაწილეობა თეთრი სახლის გადაწყვეტილება იყო. „ჩვენ თეთრი სახლის პროტოკოლის შესაბამისად ვმოქმედებთ“, - განაცხადა მან.

რუსეთის „დიდ ოცეულში“ დაბრუნება მკვეთრად განსხვავდება იმ მიდგომისგან, რომელსაც აშშ 2022 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მსგავსი შეხვედრების მიმართ იყენებდა, წერს POLITICO.

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს აშშ-ის ოფიციალური პირები ევროპელ კოლეგებთან ერთად საჯაროდ აპროტესტებდნენ რუსეთის მონაწილეობას საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმებში. 2022 წელს აშშ-ის იმჟამინდელმა ხაზინის მდივანი ჯანეტ იელენი იმ დასავლელ მაღალჩინოსნებს შორის იყო, რომლებმაც „დიდი ოცეულის“ შეხვედრა დატოვეს მას შემდეგ, რაც რუსეთის წარმომადგენელმა სიტყვით გამოსვლა დაიწყო.

გერმანიის ფინანსთა მინისტრმა ლარს კლინგბაილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მან მკაფიოდ დააფიქსირა პოზიცია -„რუსეთის ფინანსთა მინისტრთან ერთად საერთო ფოტოსთვის არ დადგებოდა“. მისი თქმით, ბოლო წლებში ასეთი ფოტო აღარ გადაღებულა.

კლინგბაილის განცხადებით, მან პოზიცია სხვა ევროპელ ოფიციალურ პირებთან შეათანხმა. „ევროპელების ერთიანმა მიდგომამ საბოლოოდ განაპირობა ის, რომ საერთო ფოტო რუსეთის ფინანსთა მინისტრისა და რუსეთის დელეგაციის გარეშე გადაიღეს“, - განაცხადა მან.

ნიუ-ჰემფშირის შტატის „დემოკრატმა“ სენატორმა ჯინ შაჰინმა, რომელიც სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში „დემოკრატების“ ყველაზე მაღალი რანგის წარმომადგენელია, ადმინისტრაციის გადაწყვეტილება რუსეთის შეხვედრაში ჩართვის შესახებ მკაცრად გააკრიტიკა.

„ტრამპის ადმინისტრაციამ პუტინსა და მის თანამზრახველებზე ზეწოლა უნდა გააძლიეროს და არა მათთვის პლატფორმა შექმნას“, - განაცხადა შაჰინმა.

მან ასევე მოუწოდა წარმომადგენელთა პალატას, განიხილოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი, რომელსაც სენატმა ამ თვის დასაწყისში აბსოლუტური უმრავლესობით დაუჭირა მხარი.

ყველა სიახლე

მარიამ ქვრივიშვილი

05 სექტემბერი 2026, 19:10

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: მიმდინარე წელს 4,600 მილიონზე მეტ მგზავრს ვუმასპინძლეთ საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში, გაზრდილია ასევე შესრულებული ფრენების რაოდენობა - მიუხედავად რეგიონში არსებული და ზოგადად, გლობალურად ავიაციის სექტორში არსებული გამოწვევებისა

ჩვენს ქვეყანაში ავიაციის ინდუსტრია ძალიან სწრაფი ტემპებით ვითარდება, მიმდინარე წელს აღნიშნული დინამიკა შენარჩუნებულია და ჩვენი ქვეყნის საავიაციო სექტორი კვლავ განაგრძობს რეკორდული მაჩვენებლით ოპერირებას, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა კაჭრეთში „ამბასადორის საავიაციო სოფლის“ გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.

მარიამ ქვრივიშვილი

05 სექტემბერი 2026, 18:57

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: მცირე ავიაციას განსაკუთრებული წვლილის შეტანა შეუძლია კონკრეტული რეგიონების ეკონომიკურ ზრდაში - „ამბასადორის საავიაციო სოფელი“ კაჭრეთში ამის კარგი მაგალითია“

ჩვენთვის მნიშვნელოვანია მცირე ავიაციაც, რომელიც აერთიანებს კერძო ფრენებს, ავიასპორტს, ავიატურიზმს და პროფესიულ მომზადებას. საქართველოს ამ მიმართულებით ძალიან დიდი პოტენციალი გააჩნია, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა კაჭრეთში „ამბასადორის საავიაციო სოფლის“ გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.

ირაკლი კობახიძე

05 სექტემბერი 2026, 18:35

ეკონომიკა

ირაკლი კობახიძე: დღეს ახალი ფურცელი იშლება ქართული ავიაციის ისტორიაში, ეს არის მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი - „ამბასადორის საავიაციო სოფელი“, რომელიც სახელმწიფო პროგრამის მხარდაჭერით, „საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის“ თანადაფინანსებით ხორციელდება - 15 მლნ აშშ დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერებასა და ტურისტული პოტენციალის სრულად ათვისებაში

პრემიერის თქმით, 15 მლნ დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტი, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერებასა და ტურისტული პოტენციალის სრულად ათვისებაში.

05 სექტემბერი 2026, 17:47

მსოფლიო

ბოლივიაში სამხედრო ბაზაზე მომხდარ აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაიღუპა 2 ადამიანი, ათობით კი დაშავდა. აფეთქება პიროტექნიკის საცავში მოხდა. ინციდენტის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

05 სექტემბერი 2026, 17:44

მსოფლიო

ბერლინში „რუსული სახლის“ დახურვა გააპროტესტეს

„მე არ ვარ ომში რუთთან!“, „ხელები შორს რუსეთისგან!“ - ამ შინაარსის პლაკატებით ბერლინში „რუსული სახლის“ დახურვა გააპროტესტეს.

05 სექტემბერი 2026, 17:38

მსოფლიო

რუსულმა ძალებმა დნეპროპეტროვსკის ოლქს დაარტყეს

თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა. არიან დაშავებულებიც. ქალაქის ხელმძღვანელობამ 5 სექტემბერი გლოვის დღედ გამოაცხადა.

ირაკლი ქადაგიშვილი

05 სექტემბერი 2026, 17:30

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი შინაარსით ეს არის დესტრუქციული ორგანიზაცია, რომელიც ხელისუფლებაშიც და ოპოზიციაშიც ყოფნის დროსაც მხოლოდ დესტრუქციითაა დაკავებული

„ნაციონალური მოძრაობა“ თავისი შინაარსით ეს არის დესტრუქციული ორგანიზაცია, რომელიც ხელისუფლებაშიც და ოპოზიციაშიც ყოფნის დროსაც მხოლოდ დესტრუქციითაა დაკავებული, - განუცხადა ჟურნალისტებს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.

05 სექტემბერი 2026, 17:23

მსოფლიო

ალბანეთში ტყის ხანძარს ებრძვიან

ხანძარმა დასახლებულ რაიონებში შეაღწია. დამწვარია რამდენიმე სახლი. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ არ გავრცელებულა. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში, ათობით სახანძრო ბრიგადა და ავიაციაა ჩართული.

თორნიკე ფაღავა

05 სექტემბერი 2026, 17:13

პოლიტიკა

თორნიკე ფაღავა ნიკა გვარამიაზე: ეს ადამიანები ძალადობდნენ მაშინ, როდესაც იყვნენ ხელისუფლებაში, ძალადობენ ახლა, როდესაც არიან ოპოზიციაში და ძალადობას ჰპირდებიან საზოგადოებას იმ შემთხვევაშიც, თუ მოვლენ ხელისუფლებაში

„დარწმუნებული ვარ, რომ ნიკა გვარამია ვერასოდეს დაბრუნდება ხელისუფლებაში და ვერასოდეს გახდება გენერალური პროკურორი, იმდენად, რამდენადაც ქართველმა საზოგადოებამ ისინი უკვე გაუშვა პოლიტიკურ მოუსავლეთში, ისინი ვერასოდეს აიღებენ ხელისუფლებას და ძალაუფლებას ხელში, იმდენად, რამდენადაც ისინი არიან დადასტურებული მოძალადეები, როგორც ქართული საზოგადოების, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში", - აცხადებს თორნიკე ფაღავა.

დიმიტრი ხუნდაძე

05 სექტემბერი 2026, 17:12

პოლიტიკა

დიმიტრი ხუდაძე გვარამიაზე: ჩვენ არ გვიკვირს და არც უნდა გვიკვირდეს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი არქიტექტორის ძალადობის და დევნის

ჩვენ არ გვიკვირს და არც უნდა გვიკვირდეს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი არქიტექტორის ძალადობის და დევნის - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი და მცხეთა-მთიანეთის დელეგატი დიმიტრი ხუნდაძე ნიკა გვარამიას მხრიდან ნინო წილოსანის მიმართ საჯაროდ გამოთქმულ მუქარას. მისი თქმით, გვარამიას მხრიდან ასეთი ტიპის მუქარა, კიდევ ერთხელ არის დასტური იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი წევრები ვერ მიხვდნენ, რატომ ჩამოაცილა ისინი ხელისუფლებას საზოგადოებამ.

05 სექტემბერი 2026, 17:09

სპორტი

სპორტის მინისტრი საქართველოს ძალოსანთა ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებების წევრებს შეხვდა

სპორტის მინისტრი საქართველოს ძალოსანთა ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებების წევრებს შეხვდა

05 სექტემბერი 2026, 16:57

მსოფლიო

Reuters: ნეპალში წყალდიდობიდან 10 დღის შემდეგ, ჩინეთის მოქალაქე გვირაბიდან ცოცხალი გამოიყვანეს

ნეპალში ჩინეთის მოქალაქე გვირაბიდან ცოცხალი გამოიყვანეს. ინფორმაციას Reuters-ი ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

დიმიტრი პესკოვი

05 სექტემბერი 2026, 16:46

მსოფლიო

დიმიტრი პესკოვი: პუტინმა კიევზე სამი დღით შეტევის შეჩერების შესახებ ბრძანება გასცა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, რუსულ ჯარს უბრძანა, კიევის დაბომბვა სამი დღით შეაჩერონ. ინფორმაციას კრემლის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი ავრცელებს.

წვიმიანი ამინდი

05 სექტემბერი 2026, 16:37

საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტო: 7 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, შიდა ქართლში, ასევე მთიან და მაღალმთიან რაიონებში ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი

„7 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, დასავლეთის ყველა რეგიონში, ხოლო აღმოსავლეთში - შიდა ქართლში, ასევე მთიან და მაღალმთიან რაიონებში ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი. ქვეყნის უმეტეს ტერიტორიაზე, მათ შორის დედაქალაქში, იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი.

05 სექტემბერი 2026, 15:50

მსოფლიო

პოლონური მედია: უკრაინელები პოლონეთს ტოვებენ და საცხოვრებლად გერმანიაში გადადიან

ევროსტატის უახლესი მონაცემებით, უკრაინელების ნაწილი, რომელიც სამშობლოდან ომს გამოექცა, პოლონეთს ტოვებს. ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.

05 სექტემბერი 2026, 15:14

რეგიონი

დუშეთი სახალხო დღესასწაულს მასპინძლობს

დუშეთი სახალხო დღესასწაულს მასპინძლობს

05 სექტემბერი 2026, 15:02

კულტურა

ეროვნულ გალერეაში , თემო ჯავახის პერსონალური გამოფენა „გონის თამაშები” გაიხსნა

ეროვნულ გალერეაში თემო ჯავახის პერსონალური გამოფენა “გონის თამაშები” გაიხსნა, რომელიც მხატვრის 75 წლის საიუბილეო თარიღს ეძღვნება. რამდენიმე საგამოფენო სივრცე, 48 წლიანი შემოქმედებითი ცხოვრების განმავლობაში სხვადასხვა მედიუმში შექმნილ ნამუშევრებს აერთიანებს.

05 სექტემბერი 2026, 14:58

მსოფლიო

The Wall Street Journal: აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა თავის თანამშრომლებს კანადის მთავრობასთან ანტიმონოპოლიური თანამშრომლობის შეჩერება დაავალა

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ანტიმონოპოლიური განყოფილების თანამშრომლებს, მიმდინარე კვირის დასაწყისში, კანადის მთავრობასთან ყველა სახის თანამშრომლობის შეჩერება დაევალათ. ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს.

გურამ მაჭარაშვილი

05 სექტემბერი 2026, 14:51

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი სააკაშვილ-მელიას დაპირისპირებაზე: ამ შემთხვევაში თავად სააკაშვილი უნდა დაფიქრდეს ალბათ იმაზე, რა დონემდე უნდა მოაბეზრო თავი ამომრჩევლებს, შენივე პარტიის დამფუძნებლებს, ლიდერებს თუ ყოფილ თავმჯდომარეს, რომ ციხეში აგინებენ

ამ შემთხვევაში თავად სააკაშვილი უნდა დაფიქრდეს ალბათ იმაზე, რა დონემდე უნდა მოაბეზრო თავი ამომრჩევლებს, შენივე პარტიის დამფუძნებლებს, ლიდერებს თუ ყოფილ თავმჯდომარეს, რომ ციხეში აგინებენ, - ასე „ხალხის ძალის“აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი სააკაშვილ-მელიას დაპისპირებას ეხმიანება. მისი თქმით, ყოფილი თავმჯდომარე სააკაშვილს რომ აგინებს და თან მიზეზს არ ეუბნება, ეს ზუსტად ნიშნავს იმას, რომ ეს პოლიტიკური ორგანიზაცია უკვე დიდიხანია აღარ არსებობს.

თორნიკე ფაღავა

05 სექტემბერი 2026, 14:44

პოლიტიკა

თორნიკე ფაღავა: ყველამ ერთად ვიხილეთ, როგორ დაასმინა საჯაროდ მიხეილ სააკაშვილმა ნიკა მელია. ძალიან საინტერესო პროცესი ვითარდება რადიკალური ოპოზიციის შიგნით

ყველამ ერთად ვიხილეთ, როგორ დაასმინა საჯაროდ მიხეილ სააკაშვილმა ნიკა მელია, ძალიან საინტერესო პროცესი ვითარდება რადიკალური ოპოზიციის შიგნით, - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თორნიკე ფაღავამ.