imedi /  24 ნოემბერი 2021, 11:47 / სანდო წყარო

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ იტალიის რეიტინგული სამოგზაურო გამოცემის Bell’Europa-ს ფოტოგრაფს უმასპინძლა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ იტალიის რეიტინგული სამოგზაურო გამოცემის Bell’Europa-ს ფოტოგრაფს უმასპინძლა. პრესტურის ფარგლებში, იტალიელმა ფოტოგრაფმა თბილისის ღირსშესანიშნაობები, მუზეუმები, ისტორიული ძეგლები, ტურისტული ადგილები, ძველი თბილისის უბნები მოინახულა და გადაიღო.

პრესტურის შედეგად 2022 წლის დასაწყისში Bell’Europa საქართველოს ტურისტული მიმართულებების შესახებ 8-გვერდიან სტატიას და ფოტორეპორტაჟს მოამზადებს, რომელსაც იტალიაში ათიათასობით მკითხველი გაეცნობა. პრესტურის მიზანი იტალიიდან ტურისტული ნაკადების მოზიდვა და ქართული ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაციაა.

„საქართველოში რამდენჯერმე ვარ ნამყოფი და არაერთი სტატია მაქვს მომზადებული. ამჯერად იტალიის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან სამოგზაურო ჟურნალისთვის ვამზადებ სტატიას. თბილისის ნაკლებად ცნობილი საინტერესო ადგილები მინდა გადავიღო, რომელსაც ტურისტები უნდა ეწვიონ. საქართველოში 15 წელია ჩამოვდივარ და იმედი მაქვს, მომავალში კიდევ ერთხელ ვეწვევი თქვენს ქვეყანას, რომელიც ჩემთვის მეორე სახლია“, - ამბობს ჟურნალ Bell’Europa-ს ფოტოგრაფი ანდრეა ფორლანი.

ყველა სიახლე

ანრი ოხანაშვილი

01 დეკემბერი 2021, 20:21

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი სააკაშვილზე: ეს არის საქციელი, რომელიც სამარცხვინო ლაქაა ჩვენი ქვეყნის ისტორიისთვის

ეს არის საქციელი, რომელიც სამარცხვინო ლაქაა ჩვენი ქვეყნის ისტორიისთვის მიხეილ სააკაშვილის მიერ ჩადენილი - როგორი არ უნდა იყო პრეზიდენტი და სახელმწიფო მოხელე, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა მედიასთან განაცხადა.

ჟოზეფ ბორელი

01 დეკემბერი 2021, 20:16

მსოფლიო

ჟოზეფ ბორელი: ევროკავშირისთვის უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი ყველაფერზე მაღლა დგას

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი მტკიცედ დადგება უკრაინის გვერდით მისი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის შელახვის ნებისმიერი მცდელობის წინაშე.

შალვა პაპუაშვილი

01 დეკემბერი 2021, 20:12

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: განათლების სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ ამოცანას უნდა წარმოადგენდეს შექმნას სისტემები, რათა მოხდეს სასწავლო დანაკარგების აღდგენა

დღესდღეობით, ყველა თანხმდება, რომ პანდემიის გამო არსებობს სასწავლო დანაკარგები, რაც ბავშვებს აქვთ და ასევე ფსიქო-ემოციური დანაკარგები, რასაც განიცდიან ბავშვები სწორედ იმის გამო, რომ იმყოფებოდნენ დისტანციური პირობებში. ამიტომ ვფიქრობ, რომ განათლების სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ ამოცანას უნდა წარმოადგენდეს შექმნას სისტემები, რათა მოხდეს სასწავლო დანაკარგების აღდგენა, - განაცხადა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, მინისტრის საათი ფორმატში, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის მოსმენის დროს.

01 დეკემბერი 2021, 19:58

მსოფლიო

ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ბულგარეთი გააგრძელებს საქართველოსა და უკრაინის ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერას

ბულგარეთი გააგრძელებს საქართველოსა და უკრაინის ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერას, - განაცხადა ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სვეტლან სტოევმა.

შალვა პაპუაშვილი

01 დეკემბერი 2021, 19:52

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: 2026 წლისთვის ყველა სახელმწიფო სკოლა იქნება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად რეაბილიტირებული

სულ 2000-ზე ცოტა მეტი სახელმწიფო სკოლა გვაქვს. აშენდა 174 ახალი სკოლა, 257 კი რეაბილიტირებულია, - განაცხადა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, მინისტრის საათი ფორმატში, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის მოსმენის დროს.

ენტონი ბლინკენი

01 დეკემბერი 2021, 19:44

მსოფლიო

აშშ კრემლს აფრთხილებს, რომ უკრაინაში შეჭრა სანქციების დაწესებას გამოიწვევს, რომელიც მოსკოვს იმაზე მეტად დააზარალებს, ვიდრე აქამდე დაწესებული სანქციები

აშშ რუსეთს მოუწოდებს, თავისი ჯარები უკრაინის საზღვრიდან გაიყვანოს და აფრთხილებს, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრა სანქციების დაწესებას გამოიწვევს, რომელიც მოსკოვს იმაზე მეტად დააზარალებს, ვიდრე აქამდე დაწესებული სანქციები.

შალვა პაპუაშვილი

01 დეკემბერი 2021, 19:32

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: 2012 წელს განათლებისა და მეცნიერებისთვის გათვალისწინებული იყო 600 მილიონო ლარი, 2022 წელს კი, გათვალისწინებულია მილიარდ 623 მილიონი ლარი

„ჩვენ რასაც ვუყურებთ არის ის, რომ მთავრობამ ის პროგრამა, რომელსაც ქართველმა ხალხმა ხმა მისცა და მანდატი მიანიჭა „ქართულ ოცნებას“, შესრულდეს. ჩვენ ამ კუთხით ვუყურებთ მთავრობის საქმიანობას“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილი

01 დეკემბერი 2021, 19:28

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი შარლ მიშელმა და ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე მიიწვიეს, რომელიც ბრიუსელში, 15 დეკემბერს გაიმართება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე მიიწვიეს, რომელიც ბრიუსელში, 15 დეკემბერს გაიმართება.

დმიტრო კულება

01 დეკემბერი 2021, 19:26

მსოფლიო

დმიტრო კულება: რუსეთი უკრაინის ნატოსთან დაახლოებას ვერ შეაჩერებს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ რუსეთს არ აქვს უფლება ნატოსთან უკრაინის მჭიდრო კავშირები დაბლოკოს, ხოლო უსაფრთხოების ნებისმიერი გარანტია, რომელსაც მოსკოვი დასავლეთისგან მოითხოვს, არალეგიტიმური იქნება.

რიმა ბერაძე

01 დეკემბერი 2021, 19:01

საზოგადოება

„მინისტრის საათის“ ფორმატში, მიხეილ ჩხენკელის მოსმენისას, რიმა ბერაძე თბილისის 37-ე სკოლის რეაბილიტაციის საკითხით დაინტერესდა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც მინისტრის საათის ფორმატში მიხეილ ჩხენკელს მოუსმინეს, პარლამენტის წევრი, რიმა ბერაძე ჩუღურეთის რაიონში მდებარე 37-ე სკოლის რეაბილიტაციის საკითხით დაინტერესდა.

01 დეკემბერი 2021, 18:52

მსოფლიო

იენს სტოლტენბერგი: ნატოს რამდენიმე ვარიანტი აქვს იმ შემთხვევისთვის, თუ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ძალას გამოიყენებს, მათ შორის ეკონომიკური, ფინანსური და პოლიტიკური ზომები

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსს რამდენიმე ვარიანტი აქვს იმ შემთხვევისთვის, თუ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ძალას გამოიყენებს, მათ შორის ეკონომიკური, ფინანსური და პოლიტიკური ზომები.

ნათია თურნავა

01 დეკემბერი 2021, 18:48

ეკონომიკა

ნათია თურნავა: მიუხედავად არბიტრაჟის მიერ „ინტერ რაოს“ პოზიციების ნაწილობრივ გაზიარებისა, სწორი გადაწყვეტილებაა, რომ მომხმარებლისთვის ტარიფები არ გავზარდოთ

„მიგვაჩნია, რომ აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილებაა, არ გავზარდოთ ტარიფები მომხმარებლებისთვის, მათ შორის არც „თელასისთვის“ გადასახდელი ტარიფი, მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო არბიტრაჟმა ნაწილობრივ გაიზიარა „ინტერ რაოს“ პოზიციები“, - ამის შესახებ ნათია თურნავამ საარბიტრაჟო სასამართლოში „ინტერ რაოსთან“ მიმდინარე დავასთან დაკავშირებით გაკეთებული კომენტარის დროს განაცხადა.

01 დეკემბერი 2021, 18:47

საზოგადოება

სემეკში საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში კიბერუსაფრთხოების სფეროში ინვესტიციების რეგულირების შესახებ შეხვედრა გაიმართა

შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს მთავრობის, სემეკის და ენერგეტიკის სექტორის ექსპერტებისთვის კიბერუსაფრთხოების საკითხებზე საჯარო განხილვებისთვის და ამ სფეროში საუკეთესო პრაქტიკის გაცნობისთვის შესაბამისი პლატფორმის შეთავაზების შესახებ.

მიხეილ ჩხენკელი

01 დეკემბერი 2021, 18:43

საზოგადოება

მიხეილ ჩხენკელი: ონლაინ სწავლება ვერასდროს ჩაანაცვლებს სასწავლო პროცესს, რომელიც საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში მიმდინარეობს

რაც არ უნდა კარგი იყოს ონლაინ სწავლება, ვერასდროს ჩაანაცვლებს სასწავლო პროცესს, რომელიც საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში მიმდინარეობს, - განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

01 დეკემბერი 2021, 18:41

რეგიონი

ენგურჰესის კაშხალზე პირველი ტურისტული მარშრუტი გაიხსნა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სხვადასხვა ტურისტული კომპანიისა და მედიის წარმომადგენლებისათვის ენგურჰესის კაშხალზე ინფო-ტური გამართა, - ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

გიორგი ღიბრაძე

01 დეკემბერი 2021, 18:41

ეკონომიკა

გიორგი ღიბრაძე: გარკვეული მზადება და კომუნიკაციაა ბიზნესთან ახალი წლისთვის, რათა მაქსიმალურად უზრუნველვყოთ ეპიდემიოლოგიური სიტუაციის კონტროლი

„არავის თვითმიზანი არ არის რეგულაციებისა და შეზღუდვების არსებობა და შემოღება“, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.

ნათია თურნავა

01 დეკემბერი 2021, 18:33

ეკონომიკა

ნათია თურნავა: საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის გაძლიერება იქნება იმის გარანტი, რომ ნებისმიერი სხვა ქვეყნის ნება-სურვილზე ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებულები

„ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, მივაღწიოთ ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას და განვავითაროთ საკუთარი ენერგოგენერაციის წყაროები“, - აღნიშნა ნათია თურნავამ საარბიტრაჟო სასამართლოში „ინტერ რაოსთან“ მიმდინარე დავის შესახებ საუბრისას.

01 დეკემბერი 2021, 18:29

საზოგადოება

თამარ იოსელიანი: ჩვენ ვეძებთ შესაძლებლობებს, როგორ ვიმუშაოთ ერთად და როგორ გავაღრმავოთ ურთიერთობები საზღვაო სფეროში

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა, თამარ იოსელიანმა ნორვეგიის სამეფოს ელჩს, ჰელენე სანდ ანდრესენსა და საქართველოს საგანგებო დავალებათა ელჩს შავი ზღვის საკითხებში, თამარ ბერუჩაშვილს უმასპინძლა, - ამის შესახებ ინფორმაციას საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს.

ვიქტორ ყიფიანი

01 დეკემბერი 2021, 18:20

პოლიტიკა

ვიქტორ ყიფიანი: ევროატლანტიკური კურსის შესახებ ფარატინა ბრალდებებზე ისეთი ფაქტებითა და განცხადებებით ვპასუხობთ როგორიცაა ჩვენი ქვეყნის მინისტერიალზე მიწვევა, ასევე საქართველოს როგორც ასპირანტი ქვეყნის განვლილი გზის შეფასება და სხვა

ევროატლანტიკური კურსის შესახებ ფარატინა ბრალდებებზე ისეთი ფაქტებითა და განცხადებებით ვპასუხობთ როგორიცაა ჩვენი ქვეყნის მინისტერიალზე მიწვევა, ასევე საქართველოს როგორც ასპირანტი ქვეყნის განვლილი გზის შეფასება და სხვა,- ამის შესახებ „ჯეოქეისი“ დამფუძნებელმა ვიქტორ ყიფიანმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.

ვიქტორ ყიფიანი

01 დეკემბერი 2021, 18:16

პოლიტიკა

ვიქტორ ყოფიანი: ნატოს გაფართოება მარტივი საკითხი არ არის და ამ შემთხვევაში, როგორც ქართულ მხარეს მოვუწოდებდი გარკვეული რეალიზმისკენ, ასევე ჩვენს ნატოელ მოკავშირეებს

ნატოს გაფართოება მარტივი საკითხი არ არის და ამ შემთხვევაში, როგორც ქართულ მხარეს მოვუწოდებდი გარკვეული რეალიზმისკენ, ასევე ჩვენ ნატოელ მოკავშირეებს, - ამის შესახებ ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ თავმჯდომარე, ვიქტორ ყიფიანმა „ქრონიკაში“ განაცხადა.