imedi /  24 ნოემბერი 2021, 13:12 / სანდო წყარო

ედიშერ გვენეტაძე: პრემიერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მთავრობა აპირებს რეალური ცვლილებების გატარებას საზოგადოებრივი ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში

ედიშერ გვენეტაძე

ედიშერ გვენეტაძე

პრემიერმა ცალსახად განაცხადა, რომ მის გუნდს განსაზღვრული აქვს საქართველოს გადაქცევა აღმოსავლეთის ლუქსემბურგად, რაც ვფიქრობ, მიზანმიმართული და მუხლჩაუხრელად მუშაობის შედეგად სავსებით შესაძლებელია, - ასე ეხმიანება ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის ინტერვიუს.

როგორც ექსპერტი სოციალურ ქსელში წერს, პრემიერის გუშინდელ ინტერვიუში ქვეყნის განვითარების თვისობრივად ახალი მიდგომები გაჟღერდა.

„პრემიერმა ცალსახად განაცხადა, რომ მის გუნდს განსაზღვრული აქვს საქართველოს გადაქცევა აღმოსავლეთის ლუქსემბურგად, რაც ვფიქრობ, მიზანმიმართული და მუხლჩაუხრელად მუშაობის შედეგად სავსებით შესაძლებელია. პრემიერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მთავრობა აპირებს რეალური ცვლილებების გატარებას საზოგადოებრივი ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში და მათ შორის უმნიშვნელოვანესი იქნება სოციალური დახმარებებისადმი მიდგომაში ძირეული ცვლილებები და ადამიანების უზრუნველყოფა სამუშაო ადგილებით.

ოპოზიციის აღშფოთება გამოიწვია ონლაინკაზინოებისადმი ხელისუფლების დამოკიდებულებამ. ეტყობა, ეს ბატონები გასაგები მიზეზების გამო (ეტყობა, წილები აქვთ ონლაინკაზინოებში) ძალიან შეწუხდნენ, მაგრამ ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ აქ საქმე ეხება მომავალ თაობას და სწორედ იმ სოციალურად გაჭირვებულებს, რომლებითაც ასე მანიპულირებენ თავად საკუთარი ქმედებებით პოლიტიკურ გვამებად ქცეულნი პატივცემული ოპოზიციონერები.

ირაკლი ღარიბაშვილი თითქმის ყველა სფეროს შეეხო, მაგრამ მათგან გამოვყოფდი გონიოში თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნას და აგრეთვე იქ ქალაქის გაშენებას, სადაც იქნება სხვა ბიზნეს-სტრუქტურებთან ერთად განთავსებული სათამაშო ბიზნესი. ეს ინიციატივა ძალიან ჭკვიანური და შორეულ მომავალზე არის გათვლილი. სახელდობრ იმით, რომ ამით მოხდება ინვესტიციების და სხვადასხვა სახის ფინანსების შემოდინება, რაც გამოიწვევს ახალი სამუშაო ადგილების გაჩენას საქართველოში.

ამიტომაც, სწორედ ახლა კიდევ ერთი შანსი მიეცა ოპოზიციას თუ როგორ ჯანსაღ და ქვეყნის განვითარებაზე მიმართულ ოპონირებას გაუწევს ის ხელისუფლებას ან კიდევ ისევ ჯაჭვ-ბოქლომებით შეიარაღებულნი ირბენენ ქუჩებში რევოლუციური იდეებით ვადამდელი არჩევნებისა და იმ უკვე ჭკუაზე ვერმყოფის ციხიდან გამოშვების უაზრო მოთხოვნებით.

პრემიერის გუშინდელი გამოსვლიდან მკაფიოდ გამოიკვეთა უმთავრესი რამ! ქვეყანა უნდა განვითარდეს თანადროულ მოთხოვნათა შესაბამისად და ნებისმიერი პირის მიმართ სამართალი უნდა აღსრულდეს ისე, როგორც ეს დემოკრატიულ და სამართლებრივ სახელმწიფოს შეესაბამება“, - წერს გვენეტაძე facebook-ზე.

ყველა სიახლე

01 დეკემბერი 2021, 16:33

COVID19

ევროკომისია: ევროკავშირის ქვეყნებში სამოგზაურო შეზღუდვები ყოველდღიურ რეჟიმში უნდა გადაიხედოს

ევროკავშირის ქვეყნები მზად უნდა იყვნენ კორონავირუსის „ომიკრონის“ ვარიანტის გამო შეზღუდვების დასაწესებლად. ამის შესახებ ევროკომისიის განცხადებაშია ნათქვამი.

01 დეკემბერი 2021, 16:31

სამართალი

პარლამენტმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით მომზადებული ორი კანონპროექტი დაამტკიცა - მკაცრდება სასჯელი ნარკორეალიზატორების მიმართ

ცვლილების თანახმად, ფსიქოტროპული ნივთიერების გასაღებისთვის სასჯელად განისაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3-დან 6 წლამდე ვადით. აღნიშნული ნივთიერების დიდი ოდენობით გასაღების შემთხვევაში - 5-დან 9 წლამდე, ხოლო განსაკუთრებით დიდი ოდენობის შემთხვევაში - 10-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთა განისაღვრა.

01 დეკემბერი 2021, 16:20

საზოგადოება

2020 წელს, საქართველოში, მოხუცებულთა თავშესაფრებში 76 ადამიანი განთავსდა

გასული წლის განმავლობაში, საქართველოში, მოხუცებულთა თავშესაფრებში 76 ადამიანია განთავსებული, მათგან 48 ქალი და 28 კაცია. მოხუცებულთა თავშესაფრებში განთავსებულთა რაოდენობა წლების მიხედვით: 2010 წელი - 60 ადამიანი; 2011 წელი - 37 ადამიანი; 2012 წელი - 45 ადამიანი...

ივან კორჩოკი

01 დეკემბერი 2021, 16:07

პოლიტიკა

სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: სლოვაკეთის მხარდაჭერა უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი ურყევი რჩება

სლოვაკეთის მხარდაჭერა უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი ურყევი რჩება, - განაცხადა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ივან კორჩოკმა.

თენგიზ ცერცვაძე

01 დეკემბერი 2021, 16:06

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: ინფიცირებიდან პირველი 8-10 დღის განმავლობაში თუ მოგვმართავენ, დაავადების დამძიმებას თავიდან აიცილებენ

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, თუკი ადამიანი კოვიდ-ინფიცირებიდან 8-10 დღის განმავლობაში მათ მიმართავს, დაავადების დამძიმებას თავიდან აიცილებს.

01 დეკემბერი 2021, 15:46

COVID19

საქართველოში გამოკითხული 1600-ზე მეტი ადამიანიდან, 3%-ის თქმით, საერთოდ არ წუხს, რომ შეიძლება, თავად ან თავისი ოჯახის წევრი COVID-19-ით მძიმედ დაავადდეს

საქართველოში ჩატარდა ოჯახებისა და ბავშვების კეთილდღეობაზე COVID-19-ის გავლენის რეალურ დროში გამოკვლევა, რომლის შედეგების მიხედვითაც, მოქალაქეებმა შეკითხვაზე, არიან თუ არა შეწუხებულნი, რომ თავად ან თავიათი ოჯახის წევრი, შეიძლება, COVID-19-სგან მძიმედ ავად გახდეს, შემდეგი პასუხები გასცეს...

01 დეკემბერი 2021, 15:45

სამართალი

სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციელთა ფიზიკური წინააღმდეგობის და ძალადობის ბრალდებით 3 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 29 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციელთა ფიზიკური წინააღმდეგობის და ძალადობის ბრალდებით 3 პირი: 1966 წელს დაბადებული ე.ს. 1963 წელს დაბადებული ლ.ს. და 1972 წელს დაბადებული ს.გ. დააკავეს, - ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.

01 დეკემბერი 2021, 15:23

პოლიტიკა

​ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში, საქართველომ ალიანსის 2030 წლის სტრატეგიასთან დაკავშირებულ საჯარო დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ლაშა დარსალიამ ქ.რიგაში მიმდინარე ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო ალიანსის და ლატვიის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ საჯარო დისკუსიაში, რომელიც ალიანსის 2030 წლის სტრატეგიას მიეძღვნა.

01 დეკემბერი 2021, 14:56

ტექნოლოგიები

Twitter-ი წაშლის ფოტოებს, რომლებიც მათზე გამოსახული ადამიანების ნებართვის გარეშე გამოქვეყნდება

ფოტოს წასაშლელად მომხმარებელს საჩივრის გაგზავნა მოუწევს. ახალი წესები არ გავრცელდება პოლიტიკოსებისა და საზოგადოებრივი მოღვაწეების სურათებზე, ასევე მასობრივი ღონისძიებებიდან რეპორტაჟებზე და საზოგადოებრივი ინტერესის მატარებელ ტვიტებზე.

დონალდ ტრამპი მეგან მარკლი

01 დეკემბერი 2021, 14:55

ტაბლოიდი

დონალდ ტრამპი: პირველი დღიდანვე არ მომწონდა მეგან მარკლი - მან ჰარი საშინლად გამოიყენა და ჰარი ოდესმე ინანებს ამას

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მეგან მარკლი პრინც ჰარის გამოყენებასა და დედოფლის მიმართ უპატივცემულობაში დაადანაშაულა.

01 დეკემბერი 2021, 14:50

საზოგადოება

მიხეილ ჩხენკელმა დეპუტატებს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ადრონული თერაპიის ცენტრის შესახებ სიახლეები გააცნო

მინისტრის საათის ფორმატში საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა დეპუტატებს უმაღლესი განათლების სისტემის მეგა-პროექტის – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ადრონული თერაპიის ცენტრის განვითარების კუთხით გადადგმული ნაბიჯები და დაგეგმილი სიახლეები გააცნო.

დავით ზალკალიანი

01 დეკემბერი 2021, 14:36

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: რიგის მინისტერიალი მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ნატო-ს 2022 წლის სამიტი შედეგიანი იქნება ღია კარის პოლიტიკის კონტექსტში

საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, ქ. რიგაში გამართული მინისტერიალი იყო ძალიან შინაარსიანი და შედეგზე ორიენტირებული, რომლის ფარგლებშიც, საუბარი შეეხო შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებს და საქართველოსა და უკრაინის მიერ შეტანილ მნიშვნელოვან წვლილს ამ მიმართულებით.

ენტონი ბლინკენი სერგეი ლავროვი

01 დეკემბერი 2021, 14:32

მსოფლიო

ენტონი ბლინკენი და სერგეი ლავროვი 2 დეკემბერს სტოკჰოლმში შეხვედრას გამართავენ

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი 2 დეკემბერს სტოკჰოლმში შეხვედრას გამართავენ. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

ვიქტორ დოლიძე

01 დეკემბერი 2021, 14:32

პოლიტიკა

ვიქტორ დოლიძე: რიგის მინისტერიალზე საქართველოსა და მის მხარდაჭერაზე მაქსიმალური ფოკუსირება მოხდა

ნატოში საქართველოს ელჩის, ვიქტორ დოლიძის შეფასებით, რიგაში გამართული ნატო-ს მინისტერიალი ძალიან მნიშვნელოვანი იყო საქართველოსთვის და საბჭოზე ხაზი გაესვა ისეთ საკითხებს, როგორებიცაა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, ღია კარის პოლიტიკა და ალიანსში გაწევრიანების კონტექსტში ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებისადმი ერთგულება. მისი შეფასებით, მინისტერიალი მნიშვნელოვანი იყო ნატოს 2022 წლის მადრიდის სამიტის კონტექსტში, სადაც მოხდება ალიანსის მომდევნო ათი წლის სტრატეგიული ხედვის დამტკიცება.

თენგიზ ცერცვაძე

01 დეკემბერი 2021, 14:27

COVID19

თენგიზ ცერცვაძე ვაქცინაციაზე: დღეში 60-80 გარდაცვლილი მოსახლეობაში შეშფოთებას არ იწვევს და არ განაწყობს იმისკენ, რომ თავისი დამოკიდებულება შეცვალოს

„დღეს საქართველოში მოსახლეობის 25%-ია ვაქცინირებული, ვაქცინაცია თუ არ გაიზარდა იმდენად, რომ პირველი ეტაპისთვის მოსახლეობის ნახევარზე მეტი იქნება ვაქცინირებული, მანამდე პანდემიის დაძლევაზე ლაპარაკი ზედმეტია“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ნატო რიგა

01 დეკემბერი 2021, 14:25

პოლიტიკა

ნატოს მინისტერიალზე ასპირანტ ქვეყნებთან დაკავშირებით სპეციალური ანგარიში მიიღეს

რიგაში, ნატოს მინისტერიალზე ასპირანტ ქვეყნებთან დაკავშირებით სპეციალური ანგარიში მიიღეს, რომელშიც ასახულია როგორც ასპირანტი ქვეყნების მხრიდან ნატოში ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი, ასევე ალიანსის მხრიდან გაწევრიანების გზაზე ასპირანტების დახმარების კონკრეტული მექანიზმები და ახალი მიმართულებები.

01 დეკემბერი 2021, 14:24

პოლიტიკა

ლევან დავითაშვილი უნგრეთის ახლადდანიშნულ ელჩს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი უნგრეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ანა მარია შიკოს შეხვდა.

ოთარ ჩოკოშვილი

01 დეკემბერი 2021, 14:17

COVID19

ინფექციონისტი ოთარ ჩოკოშვილი: მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად შევინარჩუნოთ კოვიდის პრევენციის ღონისძიებები და ისინი ეფექტიანად ჩავატაროთ

ინფექციონისტ ოთარ ჩოკოშვილის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებისა და დაავადებულთა გარდაცვალების მაჩვენებლები კვლავ მაღალია, რაც პრევენციის ღონისძიებების ეფექტიანად ჩატარების საჭიროებას კიდევ ერთხელ ცხადყოფს.

მიხეილ ჩხენკელი

01 დეკემბერი 2021, 14:14

საზოგადოება

მიხეილ ჩხენკელი: UNICEF-ის წარმომადგენელმა საქართველოში პანდემიის პირობებში სამინისტროს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს მაღალი შეფასება მისცა

„სკოლები აღჭურვილია ვირუსის პრევენციისთვის საჭირო რესურსებისა და ინვენტარის მარაგით, ზედმიწევნით დაცულია სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ყველა კლასის მოსწავლეებისთვის სკოლის ტერიტორიაზე აუცილებელია პირბადეების ტარება. სამინისტროს წარმომადგენლები და საგანმანათლებლო რესურსცენტრები სკოლებში სისტემატურ მონიტორინგს ახორციელებენ და ადგილზე ეცნობიან სკოლებში არსებულ მდგომარეობას“, - განაცხადა მინისტრმა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

01 დეკემბერი 2021, 14:10

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი: სიმართლე უნდა ვთქვათ, რომ რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებების გარეშე ომს ვერ შევაჩერებთ

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებები სჭირდება, რათა დონბასის რეგიონში ომი დასრულდეს.