დავით ქართველიშვილი: მთავრობა უკვე შეუდგა უამრავი, მათ შორის, ინოვაციური პროექტის განხორციელებას, მხარდაჭერა და წარმატებები
დავით ქართველიშვილი
ფოტო: IMEDI
ექსპერტი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინტერვიუს ეხმიანება და ძირითად გზავნილებზე ამახვილებს ყურადღებას. როგორც ექსპერტი წერს, მოქმედი ხელისუფლება და მთავრობა უკვე შეუდგა უამრავი, მათ შორის, ინოვაციური პროექტის განხორციელებას.
„პრემიერ-მინისტრის გუშინდელი ყოვლისმომცველი და ვრცელი გამოსვლიდან, მე გამოვყოფდი შემდეგ ძირითად გზავნილებს:
• „მე ვარ ყველას პრემიერ-მინისტრი და პასუხისმგებელი ვარ ამ ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე“;
• არჩევნები დასრულდა და ვიწყებთ საარჩევნო დაპირებების განხორციელებას უმუშევრობისა და სიღარიბის დასაძლევად;
• ქვეყანა რამდენიმე მიკერძოებული კონგრესმენის თუ ევროპარლამენტარის დღის წესრიგით განვითარებას არ აპირებს და საქმით შეუძლია დაუპირისპირდეს ნებისმიერ დაგეგმილ საინფორმაციო და ფსიქოლოგიურ ომს;
• ხელისუფლებას აქვს ძალიან ახლო, მჭიდრო, წარმატებული პარტნიორობა, ურთიერთობა, დასავლეთის ოფიციალურ სტრუქტურებთან: სახელმწიფო დეპარტამენტი, თავდაცვის სამინისტრო, ევროკომისიები, უამრავი სხვა ორგანიზაცია - იქნება ეს ამერიკის შეერთებული შტატები, თუ ევროკავშირის სტრუქტურები;
• როგორც მინიმუმ, მომავალი წლის იანვრიდან დაიწყება 300 000 შრომისუნარიანი მოქალაქის დასაქმების სოციალური პროგრამის განხორციელება;
• მხოლოდ ონლაინ კაზინოებთან მიმართებით, შემოთავაზებულია სამკომპონენტიანი ინიციატივა - ასაკობრივი ზღვარის აწევა 25 წლამდე, რეკლამის აკრძალვა და გადასახადების გაზრდა;
• ლიბერალური ნარკოპოლიტიკის პირობებში, ფსიქოტროპული საშუალებების გასაღების ბაზარზე მკაცრი რეგულაციების დაწესება;
• მედიკამენტების ბაზარზე კატასტროფული და უკონტროლო ფასწარმოქმნის პოლიტიკა უნდა დარეგულირდეს ევროპული ქვეყნების გამოცდილების თანახმად;
• გააქტიურდეს - „აწარმოე საქართველოში“, „დანერგე მომავალი“ და სხვა უამრავი პროგრამის მაქსიმალური ხელმისაწვდომობა;
• ჰესების პოლიტიკასთან მიმართებით აღმოიფხვრას წინა წლებში დამკვიდრებული არასათანადო კომუნიკაციისა და კომუნიკაციის ნაკლებობის მანკიერი პრაქტიკა
• თავის ხორცშესხმის სტადიაზე გადადის გონიოს თავისუფალ ეკონომიკურ ზონად გამოცხადების მულტიფუნქციური პროექტი;
• ვაქცინაციის პოლიტიკური კამპანიის ძირითადი არსი არ შეიცვლება - იძულებითი ვაქცინაცია არ მოხდება, ეს იქნება ნებაყოფლობითი პროცესი - ადამიანს არჩევანის უფლება არ უნდა ჩამოვართვათ;
• რუსეთი აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფის პოლიტიკას, რეგიონში სამხედრო/პოლიტიკური გაძლიერების ფონზე, რის შესახებაც სისტემატურად ხდება ჩვენი დასავლელი პარტნიორების ინფორმირება;
• რუსეთთან საქართველოს სამომავლო ოფიციალურ ურთიერთობებს სჭირდება კარგად გააზრებული წინასწარი მომზადება, ხოლო ამ შეხვედრის დღის წესრიგს უნდა განაპირობებდეს მხოლოდ და მხოლოდ, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა.
ამ და სხვა უამრავი, მათ შორის, ინოვაციური პროექტის განხორციელებას, მოქმედი ხელისუფლება და მთავრობა უკვე შეუდგა - მხარდაჭერა და წარმატებები ვუსურვოთ!“ - წერს ქართველიშვილი Facebook-ზე.
ყველა სიახლე
28 მაისი 2026, 20:04
მსოფლიო
ისრაელი გაეროს გენერალურ მდივანთან ურთიერთობებს წყვეტს
გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიუ გუტერეშის გადაწყვეტილების საპასუხოდ, რომელიც კონფლიქტის ზონებში სექსუალური ძალადობის საკითხებთან დაკავშირებით ისრაელის სუბიექტების ე.წ. „შავ სიაში“ შეყვანას ეხება, გაეროში ისრაელის ელჩმა, დენი დანონმა გაეროს გენერალური მდივნის ოფისთან ურთიერთობების გაყინვის შესახებ გამოაცხადა.
28 მაისი 2026, 19:56
რეგიონი
ზურაბ პატარაძემ საპატიო ქობულეთელების დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა
ქობულეთის მუნიციპალიტეტში, პეტრას ციხის არქეოლოგიურ-არქიტექტურულ კომპლექსში, „საპატიო ქობულეთელის“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
28 მაისი 2026, 19:55
ეკონომიკა
ინგა ფხალაძემ გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის ხელმძღვანელობით გამართულ პრეზენტაციაზე საქართველოს მდგრადი განვითარების პროცესში სამართლიანი და ინკლუზიური ენერგეტიკული ტრანზიციის მნიშვნელობაზე ისაუბრა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გაიმართა ანგარიშის პრეზენტაცია - „სამართლიანი ტრანზიციის საგზაო რუკის შემუშავებისკენ: საქართველოსთვის მდგრადი და ნახშირბად-ნეიტრალური სისტემისკენ“. ღონისძიება ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ინგა ფხალაძის გამოსვლით გაიხსნა, სადაც მან ქვეყნის მდგრადი განვითარების პროცესში სამართლიანი და ინკლუზიური ენერგეტიკული ტრანზიციის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
28 მაისი 2026, 19:40
საზოგადოება
„ღვინის ქარხანა №1“ -ის ენოთეკაში დაცული ალკოჰოლური სასმელების უნიკალური კოლექციის შესწავლა იწყება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი თბილისში, „ღვინის ქარხანა №1“-ის ტერიტორიაზე არსებული უნიკალური ენოთეკის გახსნის ღონისძიებას დაესწრნენ და სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს.
28 მაისი 2026, 19:37
პოლიტიკა
თეა წულუკიანი: ყველა პოლიციელს მოვუწოდებ სიფრთხილისკენ, თქვენ გყავთ მტრები, ჩასაფრებულები, რაც მოხდა, გაუხარდათ, საზარელი სანახავი იყო - იმ ექვს პოლიციელს მინდა, ვუსაყვედურო: თქვენ ამათ მიეცით სალაპარაკო - ნუ მივცემთ მტრებს სალაპარაკოს!
ყველა პოლიციელს ვთხოვ, რომ ნუ მივცემთ მტრებს სალაპარაკოს, - ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, თეა წულუკიანმა სამართალდამცავებს პარლამენტის ტრიბუნიდამ.
28 მაისი 2026, 19:33
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ჩვენ გვეძლევა უნიკალური შანსი, ქართულმა ღვინომ მსოფლიოს უმსხვილესი სააუქციონო სახლების, წამყვანი ექსპერტებისა და კოლექციონერების ყურადღება მიიპყროს
ჩვენ გვეძლევა უნიკალური შანსი, ქართულმა ღვინომ მსოფლიოს უმსხვილესი სააუქციონო სახლების, წამყვანი ექსპერტებისა და კოლექციონერების ყურადღება მიიპყროს. აქ დაცული თითოეული ნიმუში ჩვენი კულტურული დიპლომატიის მძლავრი ინსტრუმენტია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ღვინის ქარხანა N1-ის ტერიტორიაზე არსებული უნიკალური საცავის გახსნასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
28 მაისი 2026, 19:31
პოლიტიკა
პარლამენტმა „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო
პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 74 ხმით მხარი დაუჭირა „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონში ცვლილებებს.
28 მაისი 2026, 19:30
პოლიტიკა
ცოტნე ანანიძე: დემოკრატია არ ნიშნავს იმას, რომ ინციდენტები არ ხდება, დემოკრატია ნიშნავს მათზე ადეკვატურ და სამართლებრივ რეაგირებას. მინისტრ, სულხან თამაზაშვილისა და სახელმწიფოს მხრიდან გორის ფაქტზე გამოვლენილი პოზიცია სრულად შეესაბამება ადამიანის უფლებებზე დაფუძნებულ სტანდარტებს
დემოკრატია არ ნიშნავს იმას, რომ ინციდენტები არ ხდება, დემოკრატია ნიშნავს მათზე ადეკვატურ და სამართლებრივ რეაგირებას, - წერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, სახელმწიფოს მხრიდან გორში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოჩენილ პოზიციაზე.
28 მაისი 2026, 19:25
პოლიტიკა
ექიმი მანანა მგალობლიშვილი: მივესალმები ახალ კანონს, რომლის საფუძველზე სოციალურ ქსელში სიძულვილის ენა, უპასუხისმგებლო და ადამიანის შეურაცხმყოფელი კომენტარები დასჯადი ხდება. იქ სადაც ადამიანს მორალური საზღვრები მოშლილი აქვს, კანონმა უნდა შეზღუდოს
მიუხედავად იმისა, რომ სოციალურ ქსელში თავად საკმაოდ აქტიური ვარ, თითქმის ყველა სამედიცინო ჯგუფიდან ამოვეწერე, რადგან მრავალგზის დავრწმუნდი, რომ ისინი პირველ რიგში ადამიანთა მასების ბინძურ მანიპულაციას ეწევიან - წერს ექიმი მანანა მგალობლიშვილი სოციალურ ქსელში.
28 მაისი 2026, 19:22
სამართალი
გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმიდან გამოყოფილ საქმეზე, ძალადობით ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარედგინა
გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმიდან გამოყოფილ საქმეზე, ძალადობით ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობის ფაქტებზე დაკავებულია და ბრალდება წარედგინა ორ პირს. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
28 მაისი 2026, 19:20
პოლიტიკა
პარლამენტმა „ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება მიიღო
პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 72 ხმით მხარი დაუჭირა „ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს.
28 მაისი 2026, 19:19
პოლიტიკა
პარლამენტმა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო
პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 74 ხმით დაუჭირა მხარი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონში ცვლილებებს.
28 მაისი 2026, 19:17
პოლიტიკა
პარლამენტმა დიპლომატიის აკადემიის შექმნის შესახებ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა
პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს მხარი დაუჭირა.
28 მაისი 2026, 19:16
რეგიონი
„ჩემი თვალით დანახული საქართველო“ - თემის ფარგლებში სამხატვრო კონკურსი ჩატარდა, რომელიც სიმონ ართმელაძის დაბადებიდან 93 წლისთავს მიეძღვნა
„ჩემი თვალით დანახული საქართველო“ - თემის ფარგლებში სამხატვრო კონკურსი ჩატარდა, რომელიც სიმონ ართმელაძის დაბადებიდან 93 წლისთავს მიეძღვნა. ინფორმაციას ხულოს მერია ავრცელებს.
28 მაისი 2026, 19:14
პოლიტიკა
ხმაური პარლამენტში - გახარიას პარტიის წევრების ბრალდებებს, რომ „ქართული ოცნება“ „ნაცებს“ დაემსგავსა, მმართველი გუნდის წევრებმა უპასუხეს და ფრაქცია „საქართველოსთვის“ დეპუტატებს მათ რიგებში მყოფ „ყოფილ ნაცებზე“ მიუთითეს
ხმაური პარლამენტში - ფრაქცია „საქართველოსთვის“ დეპუტატების, სოფო ხორგუანისა და გიორგი შარაშიძის გამოსვლას მმართველი პარტიის წევრები მხრიდან საპასუხო განცხადებები მოჰყვა.
28 მაისი 2026, 19:05
სამართალი
გორის ინციდენტის დროს დაზარალებული პოლიციელის მკურნალი ექიმი: შემოყვანილია თავის ტრავმით. თქვა, რომ ბლაგვი საგანი აქვს მოხვედრილი, ჩაუტარდა შესაბამისი სტაციონარული მომსახურება, ამჟამად იმყოფება სტაციონარულ მკურნალობაზე
გორის ინციდენტის დროს დაზარალებული პოლიციელის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. როგორც „ქრონიკას“ გორის სამხედრო ჰოსპიტლის ქირურგიული სამსახურის უფროსმა გიორგი ჯავახიშვილმა განუცხადა, დაზარალებულს თავის არეში ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანება აქვს.
28 მაისი 2026, 18:52
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე კაია კალასის განცხადებაზე: ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს, როდესაც საუბარია ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვაზე, მაშინ სხვა ნაბიჯებიც უნდა მოაყოლონ, ყველა უნდა იყოს თანმიმდევრული ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვაში, ქმედებით უნდა გვაჩვენონ ის, რომ ევროპული ბიუროკრატია დგას ქართველი ხალხის მხარეს
ყველა უნდა იყოს თანმიმდევრული ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვაში. არ უნდა გაკეთდეს მხოლოდ განცხადებები კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით. ქმედებით უნდა გვაჩვენონ ის, რომ ევროპული ბიუროკრატია დგას ქართველი ხალხის მხარეს, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
28 მაისი 2026, 18:50
პოლიტიკა
პარლამენტმა „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილება მიიღო
პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 72 ხმით მიიღო „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი.
28 მაისი 2026, 18:49
პოლიტიკა
პარლამენტმა „პენიტენციურ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო
პარლამენტმა „პენიტენციურ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 72 ხმით მხარი დაუჭირა.
28 მაისი 2026, 18:47
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ჩვენ სრულიად მზად ვართ იმისათვის, რომ გადაიტვირთოს ურთიერთობები საქართველოსა და უკრაინას შორის, რაც უსამართლობით გაფუჭდა, ის სამართლიანობით შეიძლება გამოსწორდეს
ჩვენ სრულიად მზად ვართ იმისათვის, რომ გადაიტვირთოს ურთიერთობები საქართველოსა და უკრაინას შორის, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.


