08 დეკემბერი 2021, 13:28 / სანდო წყარო

მშენებლობა საქართველოში - როცა რაოდენობა გადადის ხარისხში

პანდემიის მიუხედავად, საქართველოში მშენებლობა გრძელდება რეკორდული ტემპით. ყოველწლიურად გაიცემა ქვეყანაში მშენებლობის ნებართვები და ექსპლუატაციაში შედის დიდი რაოდენობის ობიექტი. მაგალითად,მიუხედავად პანდემიის პრობლემისა, 2020 წელს მშენებლობის მოცულობამ შეადგინა 5 მილიონ კვდრატულ მეტრზე მეტი, რაც არის უფრო მაღალი მაჩვენებელი, ვიდრე ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში. ამას ვერ შეუშალა ხელი პანდემიამაც, რომლის გავლენამ მტკივნეულად იმოქმედა მთელ მსოფლიო სამშენებლო სფეროზე. ასევეა უძრავი ქონების გაყიდვები, რომლებიც მართალია შემცირდა გარკვეულ სეგმენტში, მაგრამ 2021 წელს აჩვენა აქტიური ზრდა, საკარანტინო 2020 წელთან შედარებით. ქვეყნის უდავო ლიდერები თბილისი და ბათუმია, რომლებზეც გადის მშენებლობის მოცულობის ნახევარზე მეტი.

საქართველოში, როგორც ყველა სამხრეთის ქვეყანაში, მშენებლობის არსებითი პრობლემა არის ხარისხის საკითხი. ბევრ ობიექტზე, რომელიც არის გათვლილი დაბალ ფასზე, მშენებლები ცდილობენ მაქსიმალურად შეამცირონ ხარჯები და აკეთებენ ეკონომიას მასალებზე. პრობლემა ცნობილია და ხშირად რეზონანსულია და შუქდება მასმედიაში, ხელისუფლება, თავის მხრივ, ამკაცრებს რეგულაციებს და მშენებლობის უსაფრთხოებას.

უდავოა, პოზიტიურ ტენდენციად რჩება მშენებლობის ხარისხის მომატება, რადგანაც უძრავი ქონების ბაზარზე კონკურენციის გაძლიერებიდან გამომდინარე მშენებლები სთავაზობენ მყიდველს მშენებლობის უფრო მაღალ სტანდარტებს.

ეს გზა გაიარა პრაქტიკულად განვითარებული მსოფლიოს ყველა ქვეყანამ, ახლა კი გადის ქართული ბაზარი.

გავიხსენოთ ფაქტი, 2000-იანი წლების დასაწყისში ნიუ-იორკში დაიწყო ცათამბჯენების ნაწილის დემონტაჟი, რომლებიც აშენდა მე-20 საუკუნის 70 წლებში. მზიდ კონსტრუქციებს მეტალის „დაღლილობის“ შედეგად რიგ შემთხვევებში ექსპლუატაციიდან სულ რაღაც 30 წლის შემდეგ შეექმნა საფრთხე, რამაც გამოიწვია მათი ნგრევა და დემონტაჟი.

დღევანდელი განაშენიანების ფონზე გამოირჩევა ის კომპანიები და პროექტები, რომელთა სამშენებლო სტანდარტები შეესაბამება მაღალ ნორმებს და ითვალისწინებს არა ექსპლუატაციის 30-წლიანი პერიოდს, არამედ 100-200 წელს. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს სამშენებლო მასალების და ტექნოლოგიების სწორი არჩევა.

ამ ნომინაციაში უდავო ლიდერი არის ბათუმის კომპანია European Village LLC, რომელიც გახდა დაბალსართულიანი მშენებლობის ფლაგმანი მითითებულ დარგში. მის მაგალითზე შეგვიძლია განვიხილოთ სამშენებლო ტექნოლოგიების განვითარება საქართველოში და მათი ადაპტაცია მსოფლიო ხარისხის სტანდარტებთან.

ნესტიან სუბტროპიკულ კლიმატში, სადაც ხშირია ნალექი და გრუნტის წყლის დონის აწევა, საძირკვლის ჰიდროიზოლაციის საკითხი პრინციპულად მნიშვნელოვანია მშენებლობის დროს. გრუნტის წყლებთან შეხების შემთხვევაში გამოთვლილია წყლის გაყვანის სისტემა და გრუნტის დაცვა.

კონსტრუქტივის პროექტირების დროს რკინა-ბეტონის კონსტრუქტივი ითვალისწინებს კოეფიციენტით 1,5-2 აუცილებლისგან, რაც ახანგრძლივებს კონსტრუქტივის ექსპლუატაციას და მის სეისმურ სიმყარეს. მზიდი რკინა-ბეტონის კონსტრუქციების პროექტირება და მშენებლობა აუცილებლად ითვალისწინებს სეისმური აქტივობის რისკებს.

როგორც სავალდებულო კომპონენტი - პენეტრონი - გამოიყენება არა მხოლოდ საძირკვლის ბეტონში, არამედ სახლის სრულ კონსტრუქციაში. ეს წყალგაუმტარებლობის კლასს ზრდის w20-მდე, რაც შეესაბამება ბეტონის მარკას - M600, რაც თავის მხრივ რკინა-ბეტონის ექსპლუატაციის ვადას ზრდის 100 წლამდე და იცავს სახლს ნესტისაგან. ეს კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სუბტროპიკული კლიმატის დროს.

კომპანია European Village უარს ამბობს კედლების აშენებაზე 20 სმ სისქით, როგორც არის მიღებული ზოგადად საქართველოში. ამის ნაცვლად კომპანია აშენებს სახლებს, რომლების კედლების სისქე არის 40 სმ და ამით მაღლდება მათი სიმკრივე და ნესტგამძლეობა, ახანგრძლივებს სახლის ექსპლუატაციის პერიოდს და ინახავს სითბოს.

მშენებლობაში არ გამოიყენება ცემენტის და პემზას ბლოკი. მათ ნაცვლად შენდება აგურის კედლები ორმაგი კერამობლოკით. მშენებლობის ეს სტანდარტი მიღებულია ჩრდილოეთ ქვეყნებში, საქართველოში კი მხოლოდ ორი კომპანია იყენებს ამ მეთოდს ელიტარულ ობიექტებზე. კერამობლოკის თბოშემნახველი თვისებები ორჯერ უფრო მაღალია ცემენტის ბლოკზე. ორმაგი კერამობლოკის გამოყენების შედეგად სითბოს შენახვა იზრდება 3-ჯერ (თუ არ ჩავთვლით დამატებით თბოიზოლაციას). კედლების სიმყარე ზრდის შენობის ექსპლუატაციის ხანგრძლივობას 30- 50 წლის ნაცვლად 150-200 წლამდე. მაღალი ხარისხის კერამობლოკი უკვე ორ წელზე მეტია, რაც ესპანური ტექნოლოგიით მზადდება საქართველოში.

სამწუხაროდ, სამხრეთის ქვეყანებში ხშირად ითვლება, რომ ფასადისა და სახურავის თბოიზოლაცია თბილი კლიმატის გამო არ წარმოადგენს საჭიროებას. თბოიზოლაცია არა მხოლოდ ინახავს სითბოს ზამთარში, არამედ ინარჩუნებს სიგრილეს ზაფხულშიც. იცავს სახლს კონდენსატისაგან, სინესტისაგან, ხავსისგან. მფლობელი დაზღვეულია გათბობისა და კონდიცირების ზედმეტი ხარჯებისაგან. კომპანია ვიყენებს ფასადის თბოიზოლაციისათვის მაღალი სიმკრივის EPS და სახურავისათვის XPS (შესაბამისად 16 და 32 კგ). ზოგიერთი კომპანია იყენებს 5 სმ.EPS ფასადის თბოიზოლაციისთვის, მაგრამ European Village LLC ერთადერთი კომპანიაა, რომელიც იყენებს 7-10 სანტიმეტრიანი სისქის EPS, რაც მნიშვნელოვნად ზრდის თბოიზოლაციის ეფექტს.

ფასადის თბოიზოლაციას, როგორც მრავალ სამშენებლო სამუშაოს, აქვს გარკვეული რისკები, კერძოდ, თბოიზოლაციისათვის ისეთი მასალის გამოყენება, რომელსაც არ გააჩნია ხანძარსაწინააღმდეგო თვისებები, ქმნის ხანძრის დროს აალებული სანთლის ეფექტს. ამიტომ კომპანია იყენებს მხოლოდ და მხოლოდ ხანძარსაწინააღმდეგო თვისებების მქონეს EPS-სა და XPS-ს. ანალოგიურად, ხანძარსაწინააღმდეგო და ეკოლოგიური უსაფრთხოების გათვალისწინებით შერჩეულია სხვა სამშენებლო მასალასაც. სახლის ჰიდროიზალაცია მნიშვნელოვანია ნებისმიერ კლიმატში, მაგრამ სუბტროპიკულ ზონაში ეს საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. European Village LLC იყენებს ერთდროულად რამდენიმე ჰიდროიზალაციურ ტექნოლოგიას - როგორც ტრადიციულს, ასევე წამყვანი ევროპული კომპანია Terraco-ს (შვედეთი) მასალებს. მაგალითად, სახურავი, აივნები, პარაპეტები და სხვა რისკის მქონე ზედაპირები ნესტისაგან არის დაცული ჰიდროიზალაციის სამი ფენით, არმირების გამოყენებით. ფასადი, გარდა EPS-ისა, არის დაცული ნესტგამძლე შპატლის ორი ფენით და Terraco-ს აკრილის საღებავის სილიკონის კომპონენტის სამი ფენით.

კომპანია ფანჯრებსა და აივნის კარებს ამონტაჟებს Rehau -ს (გერმანია) ორმაგი მინაპაკატით, რაც მნიშვნელოვანია მომავალი მესაკუთრისათვის, რადგანაც შიდა ბაზარზე ჯერჯერობით დომინირებს დაბალი ხარისხის თურქული წარმოების მასალა.

ხარისხიანი ევროპული მასალების ანალოგიური სტანდარტები გამოყენება ასევე შიდა მოპირკეთებისას, მაგალითად: ესპანური კერამოგრანიტი, ნატურალური ხე, მარმარილო და ა.შ.

მშენებლობისადმი მსგავსი მიდგომა კრიტიკულად მნიშვნელოვანია თანამედროვე ქართული უძრავი ქონების ბაზრისათვის. პანდემიის პირობებში იმისათვის, რომ შეინარჩუნო მიმზიდველობა უცხოელი ინვესტორისათვისბაზარმა უნდა აამაღლოს თავისი კონკურეტუნარიანობა. სწორედ ხარისხის სტანდარტის ამაღლება მოგვცემს უპირატესობას თურქეთის, ბულგარეთის და სხვა სამხრეთის ქვეყნების ბაზართან, რომლებსაც ასევე არაერთი პრობლემა აქვთ მშენებლობის ხარისხთან. საკურორტო უძრავი ქონების საკუთრების უმთავრესი ასპექტი საინვესტიციო პოტენციალის საკითხი და მისი რენტაბელობაა. ინვესტორისთვის მნიშვნელოვანია, ყიდულობს ობიექტს, რომელიც იარსებებს 30-50 წელი თუ ობიექტს 200-წლიანი გამძლეობით. ეს მას არ შეუქმნის კაპიტალური რემონტისა და რენოვაციის პრობლემებს და უზრუნველყოფს შემოსავლით მას და მის შთამომავლებს. სწორედ ასეთი ობიექტები, თუ მათ აქვთ მომგებიანი ლოკაცია, უზრუნველყოფენ ღირებულების კაპიტალიიზაციას, ანუ მათი ფასი ყოველწლიურად მზარდია.

უკვე დღეს, European Village LLC-ის გარდა, სხვა კომპანიებიც უფრო და უფრო აქტიურად იწყებენ მსგავსი ტექნოლოგიების ცალკეული კომპონენტების გამოყენებას. უფრო ხშირად გამოიყენება ჰიდრო და თბოიზოლაციები, უკვე რამდენიმე ათეული კომპანია მშენებლობაში იყენებს კერამო ბლოკს (თუმცა European Village LLC -გან განსხვავებით არა ორმაგ კედელს). ტექნოლოგიების განვითარებას ჯერჯერობით აქვს არა კომპლექსური, არამედ სეგმენტური ხასიათი, მაგრამ ტენდენცია ძალიან აქტიურად ვითარდება - ქართული უძრავი ქონება ხდება უფრო და უფრო ხარისხიანი.

გარდაუვალია, დაბალსართულიანი მშენებლობის სფეროში ლიდერების კვალდაკვალ საკუთარი ხარისხის სტანდარტებს განავითარებენ კონკურენტები, მათ მიჰყვებიან სხვა მშენებლები, რომლებსაც სურთ მოიპოვონ თავიანთი ადგილი უძრავის ქონების ბაზარზე.

(R)

ყველა სიახლე

30 აგვისტო 2026, 10:14

მსოფლიო

Reuters: ნეპალსა და ტიბეტში დაღუპულთა რიცხვმა 750-ს მიაღწია, ხოლო 3044 ადამიანი დაკარგულად ითვლება

ამასთან, მაშველები მდინარის დონის აწევის გამო უფრო შემაღლებულ მაღალ ადგილებში გადავიდნენ. როგორც ცნობილია, პარასკევის შემდეგ სამაშველო ოპერაციები რამდენჯერმე შეჩერდა ცუდი ამინდის და საფრთხის გამო, რომ ნეპალ-ჩინეთის საზღვარზე ოთხშაბათს მყინვარის ჩამონგრევის შედეგად წარმოქმნილმა ტბამ შესაძლოა ახალი წყალდიდობა გამოიწვიოს მას შემდეგ.

30 აგვისტო 2026, 09:46

რეგიონი

ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზის 96-ე კმ-ზე - სოფელ გიორგიწმინდას შემდეგ, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 96-ე კმ-ზე (სოფელ გიორგიწმინდას შემდეგ), ძლიერი ნალექის შედეგად ჩამოსული მიწის მასის გამო, დროებით, შესაბამისი ღონისძიებების გატარებამდე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

30 აგვისტო 2026, 09:42

რეგიონი

საგარეჯოს სატრანსპორტო კვანძი - თოხლიაურის სატრანსპორტო კვანძის მონაკვეთზე ავტოტრანაპორტის მოძრაობა აღდგენილია

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საგარეჯოს შემოვლითი (ლოტი 2) კმ27-კმ35 მონაკვეთის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, დაზიანებული ასფალტის საფარის აღდგენის სამუშაოები დაგეგმილ ვადაზე ადრე დასრულდა და საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის გზის კმ48-(საგარეჯოს სატრანსპორტო კვანძი)-კმ57 (თოხლიაურის სატრანსპორტო კვანძი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დილის 09:00 საათიდან უკვე აღდგენილია. შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით ორივე მიმართულებით შეზღუდული იყო.

ალექსანდრ სტუბი

30 აგვისტო 2026, 09:39

მსოფლიო

ალექსანდრ სტუბი: ახლოვდება დღე, როდესაც ევროპელებისთვის სასარგებლო იქნება რუსეთთან პირდაპირი კონტაქტის დამყარება

ფინეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ სტუბის განცხადებით, ახლოვდება დღე, როდესაც ევროპა რუსეთთან პირდაპირ კონტაქტს დაამყარებს.

29 აგვისტო 2026, 22:03

რეგიონი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ხულოს მუნიციპალიტეტში, ლოდიძირის მთაზე ადგილობრივ მოსახლეობასა და მემთეურებს შეხვდა

ზურაბ პატარაძე ლოდიძირის მთაზე ელექტროგადამცემი ხაზის მოწყობა-რეაბილიტაციის პროექტსაც გაეცნო. პროექტი 0,4 კვ ძაბვის, 7 830 მეტრი სიგრძის ახალი ელექტროგადამცემი ხაზის მოწყობას ითვალისწინებს. არსებული ამორტიზებული ინფრასტრუქტურა და ხის ბოძები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი ლითონის საყრდენებით ჩანაცვლდება. სრულად განახლდება კაბელები და სადენები, მოეწყობა დამიწების თანამედროვე სისტემა და გატარდება ქსელის უსაფრთხო ფუნქციონირებისთვის საჭირო ყველა ღონისძიება.

29 აგვისტო 2026, 21:31

სპორტი

ქართველი კალათბურთელების გამარჯვება პლანეტის პირველობაზე მეორედ მოსახვედრად მიმავალ გზაზე. „ქრონიკის“ სიუჟეტი

დამაჯერებელი გამარჯვება საშინაო კედლებში და კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი მსოფლიო ჩემპიონატისკენ - საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა უშუალო კონკურენტი მონტენეგრო დაამარცხა, რითაც „ი“ ჯგუფში მდგომარეობა გაიუმჯობესა.

ალექსეი გონჩარენკო

29 აგვისტო 2026, 21:01

მსოფლიო

ალექსეი გონჩარენკო: უკრაინის თავდაცვის ყოფილი მინისტრი, მიხაილო ფედოროვი უკრაინიდან გაიქცა, მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე იყო დაბარებული - ეს პარლამენტისა და უკრაინული საზოგადოების შეურაცხყოფაა

უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატის ალექსეი გონჩარენკოს თქმით, უკრაინის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, მიხაილო ფედოროვმა უკრაინა დატოვა. დეპუტატის თქმით, ფედოროვი ქვეყნიდან გაიქცა მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე იყო დაბარებული.

29 აგვისტო 2026, 20:49

სამართალი

კიდევ ერთი აღკვეთილი ნარკოდანაშაული - სახელმწიფოს ბრძოლა დანაშაულთან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

პოლიციის მორიგი წარმატებული ოპერაცია ნარკოდანაშაულის აღსაკვეთად - თბილისი, დიდი დიღომი. ბრალდებულმა ნარკოტიკული ნივთიერება რეალიზაციის მიზნით, სხვადასხვა ადგილას დამალა.

29 აგვისტო 2026, 20:34

რეგიონი

წაღებული ხიდი, შეფერხებული გადაადგილება, ღვარცოფი და დაზარალებული მოსახლეობა - იმერეთსა და ქვემო სვანეთში სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა მიმდინარეობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სტიქიის ეპიცენტრი ამჯერად ბაღდათი და ქვემო სვანეთი იყო. დაზარალებულთა დასახმარებლად კომისია მუშაობს, ინფრასტრუქტურის აღდგენა კი უკვე დაიწყო.

29 აგვისტო 2026, 20:20

პოლიტიკა

დაძაბულობის შენარჩუნება, როგორც ოპოზიციის ინტერესი, მმართველი გუნდი ოპონენტებს კონკრეტული სცენარით მოქმედებაში ამხელს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ვინც ცნო სახელმწიფო, სახელმწიფომაც გადადგა შესაბამისი ნაბიჯი - თუმცა, პრეზიდენტის მიერ აქციებზე დაკავებულების შეწყალება პოლიტიკურად მომგებიანი არ აღმოჩნდა ოპოზიციისთვის.

29 აგვისტო 2026, 18:30

რეგიონი

სოფელ საყდართან დროებით ხიდზე მოძრაობა, სავარაუდოდ, ხვალ აღდგება

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ლენტეხი–ლასდილის საავტომობილო გზაზე, სოფელ საყდართან, სარმის დროებითი ხიდის მოწყობა გრძელდება. ხიდის კონსტრუქცია უკვე დამონტაჟებულია და ამ ეტაპზე მიმდინარეობს ხიდთან მისასვლელი გზების მოწყობა.

ჯაბა ხუბუა

29 აგვისტო 2026, 18:19

პოლიტიკა

ჯაბა ხუბუა: როცა ნანუკა ჟორჟოლიანი აფხაზეთიდან თბილისში ჩამოსულ დაურ ბუავაზე წერს, „საქართველოში გადმოვიდა“-ო, ეს ჟორჟოლიანის მხოლოდ კოგნიტურ დისფუნქციურობაზე კი არ მეტყველებს, არამედ იმაზეც, რომ მის წარმოდგენაში აფხაზეთი სხვა ქვეყანაა, საიდანაც შეიძლება, ვიღაც „საქართველოში გადმოვიდეს”

„ნაცმოძრაობის“ პოლიტიკური, მორალური და ინტელექტუალური სიღატაკის ბარომეტრი - ნანუკა ჟორჟოლიანი წერს, რომ აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა 2021 წელს „საქართველოში საცხოვრებლად გადმოვიდა". სინამდვილეში, აწ გარდაცვლილი დაურ ბუავა საქართველოში „არ გადმოსულა", რადგან იგი ყოველთვის საქართველოში - ოჩამჩირის რაიონის სოფელ ტყვარჩელში ცხოვრობდა და თბილისშიც იქიდან გადმოსახლდა.”- წერს ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა X-ზე.

29 აგვისტო 2026, 17:16

რეგიონი

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ საყდართან სარმის დროებით ხიდს ამონტაჟებენ

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ საყდართან სარმის დროებით ხიდს უკვე ამონტაჟებენ. მანამდე ამ გზაზე მაღალი გამავლობის ავტომობილებით გადაადგილება, შემოვლითი გზით არის შესაძლებელი. სარმის დროებითი ხიდი ახალი ხიდის მშენებლობის დასრულებამდე უზრუნველყოფს ავტოტრანსპორტის გადაადგილებას. ახლი ხიდის გასაკეთებლად კი სატენდერო პროცედურები უმოკლეს ვადებში დაიწყება.

ფრიდრიხ მერცი

29 აგვისტო 2026, 16:46

მსოფლიო

POLITICO: გერმანია პუტინთან მზარდი დაძაბულობის ფონზე, ლაიფციგზე თავდასხმაში რუსეთის დადანაშაულებას გეგმავს

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი ლაიფციგში დრონით განხორციელებული თავდასხმის მცდელობაში რუსეთის დადანაშაულებისთვის და „მასშტაბური“ სანქციების გამოცხადებისთვის ემზადება. ეს ნაბიჯი ბერლინის მიერ მოსკოვის მიმართ პოზიციის კიდევ უფრო გამკაცრებას ნიშნავს, იუწყება POLITICO.

29 აგვისტო 2026, 16:31

რეგიონი

სურსათის ეროვნული სააგენტო ბათუმში ამერიკული თეთრი პეპლის საწინააღმდეგო ღონისძიებებს ახორციელებს

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში, ამერიკული თეთრი პეპლის საწინააღმდეგოდ ხე-მცენარეები სპეციალიზებული ტექნიკით დაამუშავა. წამლობა გორგილაძის, ზუბალაშვილის, ჯავახიშვილის, ფიროსმანის და ინასარიძის ქუჩებზე, ბიოლოგიური ინსექტიციდის (მოქმედი ნივთიერება Bacillus thuringiensis) გამოყენებით და უსაფრთხოების წესების სრული დაცვით ჩატარდა. ღონისძიებები აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროსთან და ბათუმის მერიასთან თანამშრომლობით განხორციელდა. სააგენტო მავნებლის საწინააღმდეგო სამუშაოებს მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით გააგრძელებს.

პავლო პალისა

29 აგვისტო 2026, 16:01

მსოფლიო

ზელენსკის ოფისი: რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა ჩრდილოეთ უკრაინაში, მათ შორის კიევზე, ოპერაციისთვის ემზადება

რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობას ჩრდილოეთ უკრაინაში, მათ შორის კიევსა და ჩერნიგოვზე, შესაძლო შეტევითი ოპერაციის რამდენიმე სცენარის მომზადება დაევალა, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ პავლო პალისამ 28 აგვისტოს ჟურნალისტებთან დახურულ შეხვედრაზე.

დავით ქართველიშვილი

29 აგვისტო 2026, 15:43

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: რუსეთის პოზიცია სამხრეთ კავკასიაში სტრატეგიულ კრახს ემსგავსება

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი რუსეთის მიერ სამხრეთ კავკასიაში გავლენის შემცირებასა და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საკითხზე მოსკოვის პოლიტიკას ეხმიანება.

29 აგვისტო 2026, 15:33

საზოგადოება

29-31 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ცალკეულ რაიონებში ძლიერი ინტენსივობის

29-31 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ცალკეულ რაიონებში ძლიერი ინტენსივობის. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

29 აგვისტო 2026, 15:13

საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტო: ბაღდათის მუნიციპალიტეტში სააგენტოს სპეციალისტები ყველა საფრთხის შემცველ უბანს სწავლობენ, ასევე, განსაზღვრავენ მოსალოდნელ რისკებს და ადგილზე გასცემენ რეკომენდაციებს აუცილებელი, გადაუდებელი და პრევენციული ღონისძიებების განსახორციელებლად

სააგენტოს სპეციალისტები ყველა საფრთხის შემცველ უბანს სწავლობენ, ასევე, განსაზღვრავენ მოსალოდნელ რისკებს და ადგილზე გასცემენ რეკომენდაციებს აუცილებელი, გადაუდებელი და პრევენციული ღონისძიებების განსახორციელებლად, - აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელიც ბაღდათის მუნიციპალიტეტში სტიქიურ პროცესებს ეხება.

29 აგვისტო 2026, 14:52

მსოფლიო

უკრაინული მედია: კიევთან რუსეთის დრონით თავდასხმას საბრძოლო მასალის საწყობში აფეთქება მოჰყვა - დაიღუპა სულ მცირე 27 ადამიანი

უკრაინის კიევის ოლქზე რუსეთის თავდასხმის შედეგად, რომელმაც საბრძოლო მასალის საცავში აფეთქებები და მასშტაბური ხანძარი გამოიწვია, სულ მცირე 27 ადამიანი დაიღუპა, 42 კი დაშავდა, მათ შორის ოთხი ბავშვია. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.