მაკა ბოჭორიშვილი: ქვეყნის უსაფრთხოებისა და ეროვნული ინტერესების დაცვა ჩვენი ხელისუფლების უპირველესი პრიორიტეტია
მაკა ბოჭორიშვილი
ფოტო: საგარეო საქმეთა სამინისტრო
საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა „რუსთავი 2"-ის გადაცემა „ღამის კურიერში" დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ ქართული ტელეკომპანიების დასანქცირების შესახებ ისაუბრა. მინისტრის შეფასებით, ეს გადაწყვეტილება ცინიკური, საფუძველს მოკლებული და საერთაშორისო სტანდარტებთან შეუთავსებელია.
„ბევრი რამ ხდება გასაოცარი ჩვენს გარშემო, მათ შორის ის, რაც მოვისმინეთ გუშინ ბრიტანეთის მთავრობის მხრიდან ქართული ტელევიზიების დასანქცირებასთან დაკავშირებით. ერთგვარად ცინიკურიც არის, ზუსტად საბჭოთა ოკუპაციის წლისთავზე და ასეთ თარიღებში გვიწევს ზუსტად ამ თემაზე საუბარი. რას დებენ საქართველოს ბრალად და როგორი ბრალდებები გვესმის ჩვენი ქვეყნის მიმართ - სამწუხაროა, როდესაც ვხედავთ, რომ ყოველგვარი საფუძვლის გარეშე ასეთ ხელჩართულ ბრძოლაშია ჩვენი ქვეყანა და გვიწევს ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვა ასეთი შეტევებისგან“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მინისტრმა განსაკუთრებული აქცენტი დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძველზე გააკეთა:
„რა საფუძველი შეიძლება არსებობდეს იმისთვის, რომ ქართული ტელეარხები მოექცეს სანქციების პაკეტში, რომელიც მიმართულია რუსეთთან ბრძოლის მხარდასაჭერად? რისთვის ხდება ამ სანქციების დაწესება: ჩვენ ასე გვესმის, რომ სანქციებს აწესებენ იმისთვის, რომ უკრაინას გაუმარტივდეს რუსეთთან ბრძოლა და რუსეთი დამარცხდეს. მიზანიც ამ სანქციების ხომ არის ის რუსეთი დაამარცხონ, და ამ შემთხვევაში, ცინიკურია, რომ დასავლეთი, ამ შემთხვევაში კი დიდი ბრიტანეთი რუსეთზე გამარჯვების გზად ხედავს ორი ქართული ტელევიზიის დასანქცირებას. გარდა იმისა, რომ სიტყვის თავისუფლებაზე ვსაუბრობთ და მედიაზეა საუბარი, რა თქმა უნდა, როდესაც სანქციებზე ვსაუბრობთ და დასანქცირებაზე, ამას სჭირდება ზუსტად მტკიცე სამართლებრივი საფუძველი.“
მაკა ბოჭორიშვილის შეფასებით, ბრიტანეთის ხელისუფლებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა ქართველი ხალხის არჩევანი.
„რაში სჭირდებათ, რომ ასეთი ფორმით განახორციელონ ზეწოლა საქართველოზე, ქართულ საზოგადოებაზე? ჩვენ ვსაუბრობთ პოპულარულ ტელეარხებზე, რომლებსაც საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი სიამოვნებით უყურებს... ეს მიუღებელია ბრიტანეთის ხელისუფლებისთვის. მიუღებელია ქართველი ხალხის მიერ გაკეთებული არჩევანი“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
„ღამის კურიერის“ ეთერში მინისტრმა ქვეყნის უპირველესი პრიორიტეტების - ეროვნული ინტერესებისა და უსაფრთხოების დაცვის აუცილებლობაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ყველა ის ქმედება, რასაც უცხო ქვეყნები შეიძლება საქართველოსგან ითხოვენ, ეროვნული ინტერესებისა და უსაფრთხოების კონტექსტში უნდა ფასდებოდეს. როგორც მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს მაქსიმალურად ფრთხილად, რათა არ გადადგას ნაბიჯები, რომლებიც შეარყევს ეროვნული ინტერესების დაცვას და უსაფრთხოებას.
„ჩვენ ვაკეთებთ მარტივ რამეს – ჩვენ ვიბრძვით ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დასაცავად, ჩვენ ვიბრძვით ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისათვის.
დღეს, როდესაც საუბრობენ სანქციებზე, ჩვენ ეს ყველაფერი გამოვცადეთ. ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს ქვეყანას არ მიაწოდო ენერგორესურსები, რას ნიშნავს ქვეყნის დასანქცირება, რას ნიშნავს საომარ მოქმედებებში იყო ქვეყნის მიმართ - ეს გამოცდილება ქვეყანას აქვს. ეს არის ის, რისიც უფრთხის საქართველოს ხელისუფლება, როდესაც მოქმედებს მაქსიმალურად ფრთხილად, რომ არ გადადგას ისეთი ნაბიჯები, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებდა ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და უსაფრთხოებას. ეს არის ის, რაც არ არის მისაღები და არ არის მოსაწონი ჩვენი პარტნიორებისთვის. რა თქმა უნდა, ეს კითხვა არსებობს და ლეგიტიმურია“ .
მაკა ბოჭორიშვილმა ასევე მკაფიოდ დააფიქსირა საქართველოს მკაფიო პოზიცია რუსეთისთვის სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, საქართველო ვერ და არ დააწესებს სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, რადგან მსგავსი ზომები ფაქტობრივად არანაირ ეფექტს არ მოიტანს რუსეთისთვის, ხოლო საქართველოსთვის მაღალი რისკის შემცველი იქნება.
„ჩვენ ვერ ვაწესებთ და არ ვაწესებთ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, გამომდინარე იქიდან, რომ ამას ფაქტობრივად არანაირი ეფექტი არ ექნება რუსეთისთვის და ექნება ძალიან დიდი ეფექტი საქართველოსთვის. მეორე, არ ვიცით რა უსაფრთხოების გამოწვევების წინაშე დააყენებს ჩვენს ქვეყანას, არ გვაქვს უსაფრთხოების არანაირი გარანტია. ჩვენი ქვეყანა არ არის არც ერთი სამხედრო-პოლიტიკური ორგანიზაციის წევრი. ამაზე ძალიან ხშირად ვსაუბრობთ და ძალიან კარგად იციან ჩვენმა პარტნიორებმა, რომ ჩვენს ქვეყანას არ აქვს არანაირი უსაფრთხოების ქოლგა. ამ პირობებში, ნებისმიერი ნაბიჯის გადადგმა, რაც ოდნავ მაინც კითხვის ნიშანს გააჩენს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, არის უპასუხისმგებლობა. ჩვენს ქვეყანას დღეს ვერ ეყოლება და არ ჰყავს უპასუხისმგებლო ხელისუფლება. შესაბამისად, ჩვენ ვერ გადავდგამთ ვერც ერთ ისეთ ნაბიჯს, რაც ოდნავ მაინც შეარყევს ამ ქვეყნის უსაფრთხოებას", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
„ღამის კურიერის“ ეთერში მაკა ბოჭორიშვილმა ევროკავშირის სანქციების შესრულებასთან დაკავშირებით საქართველოს მკაფიო პოზიციაზეც გაამახვილა ყურადღება. მინისტრის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება არ დაუშვებს სანქციების თავიდან ასარიდებლად ქვეყნის ტერიტორიების გამოყენებას. როგორც საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, არ არსებობს არც ერთი ფაქტი, რომელიც დაადასტურებდა ქვეყნის პორტების ან სხვა ტერიტორიების სანქციების თავიდან ასარიდებლად გამოყენებას.
„ჩვენ ვსვამთ მარტივ კითხვას: სად არის რაიმე მაგალითი ან ფაქტი იმისა, რომ ეს პორტი ან ნებისმიერი პორტი ან საქართველოს ტერიტორია გამოიყენება სანქციების თავიდან ასარიდებლად? ჩვენ გვაქვს საკმაოდ მჭიდრო ურთიერთობა ევროკომისიის შესაბამის სამსახურებთან, იყო წერილების გაცვლა, სამუშაო დონეზე შეხვედრები. ეს ემსახურებოდა ერთადერთ რამეს - რომ ვიყოთ კოორდინაციაში, როდესაც სანქციების შესრულებაზე ვსაუბრობთ. ამ შემთხვევაში, როდესაც ევროკავშირი აპირებს ქართულ პორტს დასანქცირებას, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე ეს წარმოშობს კითხვებს – რას ემსახურება ასეთი ზეწოლა ქვეყანაზე“, - განაცხადა მინისტრმა.
მისივე სიტყვებით, საქართველოს ხელისუფლება ყველა გადაწყვეტილებას მაქსიმალური პასუხისმგებლობით უდგება და ქვეყნის ინტერესების დაცვა ყოველთვის პირველ ადგილზე იქნება
„ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რა საფრთხეები შეიძლება შეუქმნას საქართველოს იმ ნაბიჯებმა, რაც ხშირად მოეთხოვებოდა საქართველოს. შესაბამისად, პასუხისმგებლობა პირველ რიგში ჩვენზეა, როდესაც ჩვენს ქვეყანას ეხება საქმე და ჩვენ ვერ ვიქნებით ამ პასუხისმგებლობისგან თავისუფალი ჩვენს გადაწყვეტილებებში. შესაბამისად, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი ისე, რაც მოემსახურება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და არა სხვა ქვეყნის ინტერესებს“, - ხაზგასმით აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
ყველა სიახლე
15 აპრილი 2026, 08:31
საზოგადოება
მეუფე იოანე: ჩვენ ვდგავართ ასეთი არჩევანის წინაშე - გავიზიაროთ პატრიარქის შემოთავაზება და დავეთანხმოთ მას, როგორც მის კურთხევას და მის ანდერძს, თუ უგულებელვყოთ პატრიარქის ანდერძი
ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა მომავალი პატრიარქის არჩევნების შესახებ ილაპარაკა. მისი თქმით, ეკლესია ახლა, პირველ რიგში, პატრიარქის გარდაცვალებიდან მე-40 დღისთვის, შემდეგ ეკლესიის საერთო კრებისა და ახალი პატრიარქის არჩევისთვის ემზადება.
15 აპრილი 2026, 08:24
პოლიტიკა
ნინო წილოსანი „ნაცმოძრაობაზე“: დაინახეს რამხელა მხარდაჭერა ჰქონდა პატრიარქს ხალხისგან და მათთვის ეკლესია გახდა მოედანი, სადაც შესვლა სასურველია, თუმცა დარწმუნებული ვარ, მათი ფარისევლობით არავინ მოტყუვდება
ეს არის პოლიტიკური პარტია, რომელიც თავისი აქტივისტებით, პოლიტიკოსებით, მათი კუთვნილი ტელევიზიებით წლებია ებრძვიან ქართულ ეკლესიას, ებრძოდნენ პატრიარქს. კიდევ ერთხელ დაინახეს რამხელა მხარდაჭერა ჰქონდა პატრიარქს ხალხისგან, როგორი ძლიერია ეკლესია და რა თქმა უნდა, მათთვის ეკლესია გახდა მოედანი, სადაც შესვლა სასურველია, თუმცა დარწმუნებული ვარ, მათი ფარისევლობით არავინ მოტყუვდება“, - აღნიშნა წილოსანმა.
15 აპრილი 2026, 08:16
პოლიტიკა
თინა ბოკუჩავას თქმით, ოპოზიციაში ერთობლივი გზავნილის პრობლემა არსებობს და ოპოზიცია არ ცდილობს საზოგადოებას აჩვენოს, რომ არ არიან მისივე სიტყვებით „უღმერთოები და ურწმუნოები“
თინა ბოკუჩავასთვის ეკლესია მოედანია, რომელზეც, მისივე თქმით, ოპოზიცია უნდა შევიდეს. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ამბობს, რომ ოპოზიციაში ერთობლივი გზავნილის პრობლემა არსებობს და ოპოზიცია არ ცდილობს საზოგადოებას აჩვენოს, რომ არ არიან მისივე სიტყვებით „უღმერთოები და ურწმუნოები“.
15 აპრილი 2026, 08:01
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი მაკა ბოჭორიშვილის ინტერპელაციაზე: ვფიქრობ, ჩვენს საგარეო საქმეთა მინისტრს საკმაოდ მძლავრი საფუძველი აქვს გასცეს პასუხები ყველა შეკითხვას დასაბუთებულად
„გახარიას პოლიტიკური პარტია ზუსტად იმავე მიდგომებს იზიარებს, რომელიც კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ გააჩნია - თითქოს ჩვენ ვართ ბრიუსელის წინაშე ვალში და ფაქტია, რომ ამაზე არცერთი კვლევა მეტყველებს. აქ უფრო პოლიტიკური სპეკულაციებია, ვიდრე ობიექტურ ანალიზზე დამოკიდებულება. ვფიქრობ, ჩვენს საგარეო საქმეთა მინისტრს საკმაოდ მძლავრი საფუძველი აქვს გასცეს პასუხები ყველა შეკითხვას დასაბუთებულად“, - აღნიშნა ვოლსკიმ.
15 აპრილი 2026, 07:58
პოლიტიკა
სტამბოლში დღეს საპარლამენტთაშორისო კავშირის 152-ე ასამბლეა გაიხსნება, სადაც მონაწილეობას მიიღებს საქართველოს დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით
„იმედის გაღვივება, მშვიდობის უზრუნველყოფა და სამართლიანობის უზრუნველყოფა მომავალი თაობებისთვის“ - ამ თემებს მიეძღვნება საპარლამენტთაშორისო კავშირის 152-ე ასამბლეა, რომელსაც წელს თურქეთი მასპინძლობს. ასამბლეა სტამბოლში დღეს იხსნება.
15 აპრილი 2026, 07:54
პოლიტიკა
პარლამენტი დღეს ინტერპელაციის წესით, საგარეო საქმეთა მინისტრს მოუსმენს
პარლამენტის პლენარული სხდომა დღეს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის ინტერპელაციით დაიწყება.
15 აპრილი 2026, 03:00
მსოფლიო
Fox News-ის ჟურნალისტი მარია ბარტირომო აშშ-ის პრეზიდენტთან ინტერვიუს შემდეგ: დონალდ ტრამპი ირანის წინააღმდეგ ოპერაციის დასრულებაზე საუბრობს
ამერიკის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ირანის წინააღმდეგ ოპერაციის დასრულებაზე საუბრობს, - ამის შესახებ Fox News-ის ჟურნალისტმა, მარია ბარტირომომ თეთრი სახლის ლიდერთან ინტერვიუს შემდეგ განაცხადა.
15 აპრილი 2026, 02:44
მსოფლიო
Reuters: ტრამპის ადმინისტრაციამ ოქტომბრის ბოლომდე გაახანგრძლივა გამონაკლისი, რომელიც „ლუკოილის“ საცალო მომსახურების სადგურებს რუსეთის ფარგლებს გარეთ ფუნქციონირების უფლებას აძლევს
ტრამპის ადმინისტრაციამ ოქტომბრის ბოლომდე გაახანგრძლივა გამონაკლისი, რომელიც „ლუკოილის“ საცალო მომსახურების სადგურებს რუსეთის ფარგლებს გარეთ ფუნქციონირების უფლებას აძლევს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
15 აპრილი 2026, 02:31
მსოფლიო
ურსულა ფონ დერ ლაიენი პეტერ მადიართან სატელეფონო საუბრის შემდეგ: საჭიროა სწრაფი მუშაობა იმ რეფორმების გასატარებლად, რომლებიც აუცილებელია ევროკავშირის დაფინანსების განსაბლოკად
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა სამშაბათს განაცხადა, რომ ესაუბრა უნგრეთის არჩევნებში გამარჯვებულ პეტერ მადიარს და აღნიშნა, რომ საჭიროა სწრაფი მუშაობა იმ რეფორმების გასატარებლად, რომლებიც აუცილებელია ევროკავშირის დაფინანსების განსაბლოკად.
15 აპრილი 2026, 02:20
მსოფლიო
The Guardian: ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ანგარიშის თანახმად, მარტში რუსეთის ნავთობიდან შემოსავლები თითქმის გაორმაგდა
ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) ანგარიშის თანახმად, მარტში რუსეთის ნავთობიდან შემოსავლები თითქმის გაორმაგდა. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს.
15 აპრილი 2026, 01:18
სპორტი
კვარაცხელიას „პსჟ“-მ მამარდაშვილის „ლივერპული“ 2:0 დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ მატჩში „პსჟ“-მ „ლივერპული“ 2:0 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა. შედეგად ხვიჩა კვარაცხელიას „პსჟ“-სა და გიორგი მამარდაშვილის „ლივერპულის“ ორრაუნდიანი დაპირისპირების შედეგი 4:0-ია.
15 აპრილი 2026, 00:54
მსოფლიო
კრემლმა განაცხადა, რომ კმაყოფილია პეტერ მადიარის მზადყოფნით რუსეთთან პრაგმატული დიალოგისთვის
კრემლმა სამშაბათს განაცხადა, რომ კმაყოფილია უნგრეთის არჩეული პრემიერ-მინისტრის, პეტერ მადიარის მზადყოფნით რუსეთთან პრაგმატული დიალოგისთვის და დასძინა, რომ საკუთარ პოზიციას მისი ახალი მთავრობის მიერ გადადგმულ კონკრეტულ ნაბიჯებზე დააფუძნებს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
15 აპრილი 2026, 00:41
სპორტი
სპორტის მინისტრი ძიუდოს ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო - თბილისი ძიუდოს ევროპის ჩემპიონატს 16-19 აპრილს უმასპინძლებს
16-19 აპრილს თბილისი ძიუდოს ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. კონტინენტის პირველობის მოსამზადებელ სამუშაოებს „თბილისი არენაზე“ საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე გაეცნო. ინორმაციას სპორტის მსამინისტრო ავრცელებს.
14 აპრილი 2026, 23:56
საზოგადოება
15 აპრილიდან მდინარე დიღმურას ხიდზე ხუთი თვის განმავლობაში საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება
თეთრი დუქნის ქუჩაზე, მდინარე დიღმურაზე არსებული დაზიანებული საავტომობილო ხიდის დემონტაჟი და მის ნაცვლად ახლის მშენებლობა იწყება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
14 აპრილი 2026, 23:45
მსოფლიო
The Wall Street Journal: ევროპა ამზადებს ომისშემდგომ გეგმას ჰორმუზის სრუტის გასათავისუფლებლად
ევროპული ქვეყნები ამზადებენ გეგმას ფართო კოალიციის შესაქმნელად, რათა დაეხმარონ ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის თავისუფლების უზრუნველყოფას, რაც მოიცავს გამნაღმველი და სხვა სამხედრო გემების გაგზავნას. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal-ი ავრცელებს.
14 აპრილი 2026, 23:37
მსოფლიო
ისრაელი და ლიბანი პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყებაზე შეთანხმდნენ
ისრაელმა და ლიბანმა განაცხადეს, რომ მხარეებს შორის გამართული პირისპირ მოლაპარაკებების შემდეგ, ისინი შეთანხმდნენ ყოვლისმომცველი სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყებაზე.
14 აპრილი 2026, 22:16
მსოფლიო
მერცი: კიევი და ბერლინი იმუშავებენ იმისთვის, რომ გერმანიაში თავშესაფრის მქონე უკრაინის მოქალაქეებს სამშობლოში დაბრუნება გაუადვილდეთ
კიევი და ბერლინი იმუშავებენ იმისთვის, რომ გერმანიაში თავშესაფრის მქონე უკრაინის მოქალაქეებს სამშობლოში დაბრუნება გაუადვილდეთ. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივი პრესკონფერენციის დროს გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
14 აპრილი 2026, 22:02
ეკონომიკა
გაზრდილი საგარეო ვაჭრობა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
გაზრდილი საგარეო ვაჭრობა - 2026 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 5 მილიარდ 862 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. წინასწარ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. აღნიშნული წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 0.1 პროცენტით მეტია.
14 აპრილი 2026, 21:59
პოლიტიკა
ინგა ლოლაძე გვარამიას პოსტზე: მინდა დაიმახსოვროს, რომ აუტიზმი არის მდგომარეობა, რომლითაც ჩვენი შვილები, გვარამიას ახლობლის შვილები, გვარამიას ახლობლები, მთელი ცხოვრების განმავლობაში ცხოვრობენ
მინდა დაიმახსოვროს, რომ აუტიზმი არის მდგომარეობა, რომლითაც ჩვენი შვილები, გვარამიას ახლობლის შვილები, გვარამიას ახლობლები, მთელი ცხოვრების განმავლობაში ცხოვრობენ, - განაცხადა ორგანიზაცია „მზის შვილების“ ხელმძღვანელმა ინგა ლოლაძემ.
14 აპრილი 2026, 21:36
რეგიონი
ხაშურის მუნიციპალიტეტში 1000 მაყურებელზე გათვლილი მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტირება იწყება
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტირებას იწყებს.


