მსოფლიო ბანკის და ევროკავშირის მხარდაჭერით შექმნილი საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდოს 2021 წლის გამარჯვებულები გამოცხადდა
ფოტო: მსოფლიო ბანკი
დღეს საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდოს (BARTA) გადაცემის ცერემონია გაიმართა, სადაც 2021 წლის გამარჯვებული კომპანიები გამოცხადდა. ეს ჯილდო ევროკავშირის და მსოფლიო ბანკის ფინანსური ჩართულობის და ანგარიშვალდებულების ერთობლივი პროექტის მიერ საქართველოს ბუღალტრული აღრიცხვის, აუდიტის და ანგარიშგების რეფორმების მხარდაჭერის ეროვნულ ფონდთან პარტნიორობით სამი წლის წინ შეიქმნა.
BARTA-ს გადაცემის პირველი ცერემონია 2019 წლის დეკემბერში ჩატარდა ქართული კომპანიების კორპორაციული ანგარიშგების გამჭვირვალობის ხარისხის მიმართულებით არსებულ გამოწვევაზე რეაგირების ერთობლივი ძალისხმევის ფარგლებში.
2016 წელს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების შემდეგ, აღნიშნული წლიური ჯილდოს მიზანია ანგარიშგების ახალ წესებთან შესაბამისობის ხელშეწყობა, კომპანიებს შორის ჯანსაღი კონკურენციის წახალისება და კორპორაციული ანგარიშგების საერთო სტანდარტის ამაღლება ქვეყნის მიერ ინვესტორთა ნდობის ზრდის პროცესში როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.
არასაფინანსო ანგარიშგებისთვის დაწესებულ ჯილდოსთან ერთად წლევანდელი BARTA ეხმაურება მდგრადი განვითარების ანგარიშგების შემუშავებას და აწესებს ახალ ჯილდოს - მდგრადი განვითარების საუკეთესო ანგარიშისთვის, თავისი ეტაპობრივი ევოლუციის და გლობალური ტენდენციების აღნიშვნის მიზნით. წელს თითოეულ კატეგორიას, კერძოდ, მსხვილი საფინანსო ინსტიტუტების, მსხვილი არასაფინანსო ორგანიზაციების და მცირე და საშუალო კომპანიების კატეგორიებს საპატიო ჯილდოებიც დაემატა.
„ევროკავშირი მოხარულია, რომ საქართველოში „სანდო კომპანიების“ ოჯახი იზრდება. რადგან ახლებული მიდგომა მდგრად განვითარებაზე მეტი აქცენტის გადატანას გულისხომბს, იმედი გვაქვს, რომ კიდევ უფრო მეტი კომპანია შეძლებს უკეთესი ანგარიშების წარდგენას და უფრო სანდო ინფორმაციის მოიპოვებს მდგრადობის შესახებ – იგულისხმება კომპანიის გავლენა როგორც ადამიანებზე, ისე გარემოზე; ასევე, შეაფასებს კომპანიების წინაშე არსებულ რისკებს და კლიმატთან დაკავშირებულ რისკებს. ყველა ეს საკითხი სასარგებლოა როგორც ბიზნესისა და ინვესტორებისთვის, ისე საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის,“ - აღნიშნა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის განყოფილების უფროსმა სიგრიდ ბრეტელმა.
დაჯილდოების წლევანდელ ცერემონიაზე წარმოდგენილი იყო 18 ნომინანტი კომპანია. გამარჯვებულები კომპეტენტურმა საერთაშორისო ჟიურიმ გამოავლინა. შერჩევის პროცესი მტკიცე მეთოდოლოგიის გამოყენებით ჩატარდა, რომელმაც სხვა საკითხებთან ერთად ხაზი გაუსვა არასაფინანსო ინფორმაციის მიწოდების მნიშვნელობას ისეთი არამატერიალური აქტივების შესახებ, როგორებიცაა ბრენდი, რეპუტაცია მომხმარებელთა შორის, „ნოუ-ჰაუ“ და კეთილი ნება, რომლებიც კორპორაციულ ღირებულებას ქმნის.
„კომპანიების გამჭვირვალობა და ხარისხიანი ანგარიშგება საქართველოს ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვან საფუძვლად რჩება, და წარმოადგენს საქართველოს მიმდინარე რეფორმების განუყოფელ ნაწილს, რაც მიმართულია ევროპულ ოჯახში გაერთიანებისკენ. განსაკუთრებით მიხარია, რომ BARTA ფართოვდება და ვითარდება საფინანსო და არასაფინანსო ანგარიშგების სფეროში გლობალური ტენდენციებისა და საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად. გამჭვირვალობის შემდგომი ამაღლება და სამეწარმეო გარემოს გაძლიერება საქართველოს დაეხმარება, რომ კიდევ უფრო მიმზიდველი გახდეს ინვესტორებისთვის,“ - განაცხადა სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სებასტიან მოლინეუსმა.
წელს გამოცხადებულ 7 ნომინაციაში გამარჯვებული კომპანიები არიან:
• გამარჯვებული მსხვილი საფინანსო კომპანია - ს.ს. “საქართველოს ბანკი”
• საპატიო ჯილდო მსხვილი საფინანსო კომპანიისთვის - ს.ს. მიკრო საფინანსო ორგანიზაცია (მსო) „კრისტალი“
• გამარჯვებული მსხვილი არასაფინანსო კომპანია (500 ან მეტი დასაქმებული) - ს.ს. „თელასი“
• საპატიო ჯილდო მსხვილი არასაფინანსო კომპანიისთვის (500 ან მეტი დასაქმებული) - ს.ს. „სილქნეტი“
• გამარჯვებული მცირე და საშუალო კომპანია (500 -ზე ნაკლები დასაქმებული) - ს.ს. „თიბისი ლიზინგი“
• საპატიო ჯილდო მცირე და საშუალო კომპანიისთვის (500 -ზე ნაკლები დასაქმებული) - ს.ს. მიკრო საფინანსო ორგანიზაცია (მსო) „მიკრო ბიზნეს კაპიტალი“
• მდგრადი განვითარების საუკეთესო ანგარიში - ს.ს. „თიბისი ბანკი“
“მდგრად ეკონომიკაზე გადასვლა ქართული კომპანიებისგან არა მარტო ანგარიშგების არსებულ მოთხოვნებთან შესაბამისობას მოითხოვს, რომლებიც 2016 წელს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ საქართველოს კანონის მიღებით მნიშვნელოვნად გაძლიერდა, არამედ ასევე ითვალისწინებს ევროკავშირის და გლობალური საუკეთესო ანგარიშგების ტენდენციებს. BARTA ხელს უწყობს ამას და აჯილდოებს სანიმუშო ანგარიშგების პრაქტიკის მქონე საწარმოებს,“ -აღნიშნა ბუღალტრული აღრიცხვის, აუდიტის და ანგარიშგების რეფორმების მხარდაჭერის ეროვნული ფონდის (RSF) აღმასრულებელმა თავმჯდომარემ გიორგი თაბუაშვილმა.
წლევანდელი კონკურსი ღია იყო საჯარო დაინტერესების მქონე ყველა პირისთვის (სდპ), რომელთა შორისაა A და B სალისტინგო კატეგორიების ყველა კომპანია, სავაჭროდ დაშვებული კომპანიები, ბანკები, სადაზღვევო კომპანიები და ა.შ.
ყველა სიახლე
27 აგვისტო 2026, 18:09
რეგიონი
რაჭაში ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტები გრძელდება
ინფრასტრუქტურის სამინისტრო რაჭაში საგზაო, სპორტული, საგანმანათლებლო და სხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტებს ახორციელებს.
27 აგვისტო 2026, 17:46
მსოფლიო
საფრანგეთის გენშტაბის უფროსის განცხადებით, საფრანგეთი ჯერ კიდევ ვერ აწარმოებს დაბალბიუჯეტიან იარაღს იმ რაოდენობით, რაც მოწინააღმდეგის მასობრივი შეტევების შესაკავებლად არის საჭირო
საფრანგეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსის ფაბიენ მანდონის განცხადებით, საფრანგეთი ჯერ კიდევ ვერ აწარმოებს დაბალბიუჯეტიან თავდაცვით იარაღს იმ რაოდენობით, რაც მოწინააღმდეგის მასობრივი შეტევების შესაკავებლად არის საჭირო. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
27 აგვისტო 2026, 17:34
მსოფლიო
Reuters: ნეპალსა და ჩინეთში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 350 გადააჭარბა
ნეპალსა და ჩინეთში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 350 გადააჭარბა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
27 აგვისტო 2026, 17:25
სამართალი
სუს-ის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის სასამართლო პროცესზე დაცვის მხარის მოწმეები გამოიკითხნენ
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის სასამართლო პროცესზე დაცვის მხარის მოწმეები გამოიკითხნენ. ერთ-ერთი მოწმე ლილუაშვილის დაცვის ყოფილი წევრი იყო, რომელიც ვერ იხსენებს მიქაუტაძის სუსში მისვლას.
27 აგვისტო 2026, 17:22
სამართალი
ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ორი ოქმი განიხილა - ორივე მოქალაქე სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო
ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ორი ოქმი განიხილა.
27 აგვისტო 2026, 17:17
მსოფლიო
Reuters: ბოსნიელი სერბების არმიის ყოფილი მეთაური, გენერალი რატკო მლადიჩი 84 წლის ასაკში გარდაიცვალა
ბოსნიელი სერბების საჯარისო შენაერთის ყოფილი მეთაური, გენერალი რატკო მლადიჩი 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
27 აგვისტო 2026, 17:11
პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა COP17-ის ლიდერთა სამიტზე მიიწვია
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა COP17-ის ლიდერთა სამიტზე მიიწვია, რომელსაც ერევანი, გაეროს ბიომრავალფეროვნების კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციის ფარგლებში, ოქტომბერში უმასპინძლებს.
27 აგვისტო 2026, 17:03
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: მადლობა მამუკა მდინარაძეს სამშობლოსა და გუნდის ერთგული მსახურებისთვის. საქართველოსაც და „ქართულ ოცნებასაც“ ძალიან დააკლდება ასეთი მაღალი დონის პროფესიონალის პოლიტიკიდან წასვლა
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
27 აგვისტო 2026, 16:56
მსოფლიო
Bloomberg: ხორბლის ფასმა სამწლიან მაქსიმუმს მიაღწია, რადგან რუსეთი ომის ესკალაციისთვის ემზადება
ჩიკაგოს სასაქონლო ბირჟაზე ხორბლის ფასებმა სამწლიან მაქსიმუმს მიაღწია და ზრდას განაგრძობს. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
27 აგვისტო 2026, 16:35
რეგიონი
იმერეთში ყველის 2 არალეგალურ საწარმოს საქმიანობა შეუჩერდა
სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სამტრედიის, სოფ. მთისძირსა (ინდივიდუალური მეწარმე- ვ. კ. ) და წყალტუბოს, სოფ. ფარცხანაყანებში (ინდივიდუალური მეწარმე - ტ. თ.) ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს.
27 აგვისტო 2026, 16:30
საზოგადოება
გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრს კობა კობალაძე და გიორგი კალანდარიშვილი ეწვივნენ
პრეზენტაციის დასრულების შემდეგ სტუმრები მოხალისეებს შეხვდნენ. გენერალ-მაიორი, კობა კობალაძე მონაწილეებს მიესალმა და სასწავლო პროცესში წარმატებები უსურვა.
27 აგვისტო 2026, 16:26
საზოგადოება
საგარეო საქმეთა სამინისტრო: სამინისტრო კავშირზეა ნეპალში მყოფ საქართველოს რამდენიმე მოქალაქესთან, რომლებიც უსაფრთხოდ იმყოფებიან. საგარეო საქმეთა სამინისტრო კავშირზეა შესაბამის უწყებებთან
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ნეპალში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
27 აგვისტო 2026, 16:02
სპორტი
საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ეროვნული ნაკრები საერთაშორისო ტურნირის „შავი ზღვის თასი“ გამარჯვებულია
საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და ამერიკული ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით თბილისმა საერთაშორისო ტურნირს „შავი ზღვის თასი“ მეორედ უმასპინძლა. ტურნირის ჩემპიონი ზედიზედ მეორედ საქართველოს ნაკრები გახდა, - ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
27 აგვისტო 2026, 15:56
რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ბათუმის მერთან ერთად, ბოტანიკური ბაღის საქმიანობა და განვითარების პერსპექტივები განიხილა
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ვიზიტორთა მაღალ დინამიკაზე. აღინიშნა, რომ ბათუმის ბოტანიკური ბაღი რეგიონის ტურისტული მიზიდულობის ერთ-ერთ მთავარ ცენტრად რჩება და გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ვიზიტორთა 10% ზრდა ფიქსირდება. ასევე გამოიკვეთა ბოტანიკური ბაღის პოტენციალი უმასპინძლოს მაღალი რანგის საერთაშორისო ფორუმებს, სამეცნიერო კონფერენციებსა და გარემოსდაცვით სიმპოზიუმებს, რაც კიდევ უფრო გაზრდის რეგიონის ცნობადობას საერთაშორისო ასპარეზზე.
27 აგვისტო 2026, 15:55
საზოგადოება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი: უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველებისთვის 31 აგვისტოს საცდელი ტესტირება ჩატარდება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, 31 აგვისტოს, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტებისთვის ონლაინ რეჟიმში საცდელი ტესტირება ჩატარდება, - აღნიშნულია ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
27 აგვისტო 2026, 15:54
საზოგადოება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2026 წლის ეროვნული გამოცდების ფარგლებში ჩარიცხვებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2026 წლის ეროვნული გამოცდების ფარგლებში ჩარიცხვებთან დაკავშირებით სრულყოფილი ინფორმაციას ავრცელებს.
27 აგვისტო 2026, 15:48
მსოფლიო
The Atlantic: ტრამპის ადმინისტრაციას ირანთან ომის საკითხის გადატანა მეორე პლანზე სურს
რამდენიმე თვეა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანთან კონფლიქტის დასრულებას ვერ ახერხებს. მასშტაბურმა დაბომბვის კამპანიამ ეფექტიანობა დაკარგა, ხოლო აშშ-ის საბრძოლო მასალის მარაგები შემცირდა, იუწყება The Atlantic-ი.
27 აგვისტო 2026, 15:42
საზოგადოება
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი: „ევროპის საერთაშორისო უნივერსიტეტს“ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არ აქვს გავლილი ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პროცესები. შესაბამისად, არა აქვს უფლება, რომ განახორციელოს რაიმე სახის საგანმანათლებლო საქმიანობა
„ევროპის საერთაშორისო უნივერსიტეტს“ არა აქვს უფლება, რომ საქართველოს ტერიტორიაზე განახორციელოს რაიმე სახის საგანმანათლებლო საქმიანობა, - აღნიშნულია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში.
27 აგვისტო 2026, 15:02
სამართალი
შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებთან კოორდინაციით, საქართველოს გავლით განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის გადაზიდვის ფაქტი გამოავლინეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებთან კოორდინაციით, საქართველოს გავლით აქციზური მარკის სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის, სიგარეტის აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვის ფაქტი გამოავლინეს.
27 აგვისტო 2026, 14:55
მსოფლიო
მოსკოვი ლონდონს საპასუხო დარტყმებით ემუქრება, თუ კიევი რუსეთის წინააღმდეგ ბრიტანულ იარაღს გამოიყენებს
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის მარია ზახაროვას განცხადებით, თუ უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსეთის წინააღმდეგ ბრიტანულ იარაღს გამოიყენებს, ამას საპასუხო ზომები მოჰყვება.


