თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან
ფოტო: „თიბისი“
თიბისი კაპიტალმა მთავარი ეკონომისტისგან განახლება გამოაქვეყნა. პუბლიკაციის თანახმად, გასულ კვირას, ნოემბრის ვაჭრობის დეტალური მონაცემები გამოქვეყნდა. როგორც მოსალოდნელი იყო, თურქული ლირის მკვეთრი გაუფასურების მიუხედავად, ამ ეტაპზე შესაბამისი კავშირი არ იკვეთება. კერძოდ, თურქული იმპორტისა და გზავნილების წილი დაახლოებით იმავე დონეზეა, ხოლო ექსპორტისა და ტურისტული შემოსავლების წილი გაიზარდა კიდეც.
ვაჭრობის დეტალურ სტატისტიკასთან ერთად, 2021 წლის მშპ-ის მესამე კვარტალის მონაცემები და ნოემბრის ფასების სხვადსხვა ინდექსი გამოქვეყნდა. ზრდის მხრივ, ყოველთვიურ შეფასებებთან შედარებით, მატერიალური გადახედვა არ მომხდარა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს 2021 წლის ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას. სწრაფი აღდგენა თითქმის ყველა ძირითადმა სექტორმა განაპირობა, თუმცა მშენებლობას მნიშვნელოვანი უარყოფითი წვლილი ჰქონდა. აღნიშნული ძირითადად დაბალი სახელმწიფო კაპიტალური დანახარჯების შედეგი იყო, რომელიც მშენებლობის სექტორის დეფლატორით შესწორების შემდეგ, რეალურ მაჩვენებლებში წ/წ 44.2%-ით შემცირდა. რაც შეეხება ფასების ინდექსებს, დინამიკა ძირითადად მოლოდინების შესაბამისი იყო და თიბისი კაპიტალის პროგნოზებზე მნიშვნელოვანი გავლენა არ მოუხდენია.
თიბისის მთავარი ეკონომისტის 27 დეკემბრის ყოველკვირეულ განახლებას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებგვერდზე.
(R)
ყველა სიახლე
17 სექტემბერი 2024, 15:12
პოლიტიკა
პრემიერი: როგორ შეიძლება, რაიმე ფაქტის კონსტატაციამ შეუქმნას პრობლემა არაღიარების პოლიტიკას, როდესაც თვითონ დანაშაულის ჩამდენ ხელისუფლებას ხელი აქვს მოწერილი იმაზე, რომ თავად დაიწყეს ომი 2008 წლის 7 აგვისტოს
„რაც შეეხება არაღიარების პოლიტიკას. არაღიარების პოლიტიკას პრობლემა ვერ შეუქმნა იმ ფაქტმა, რომ თვითონ დანაშაულის ჩამდენმა რეჟიმმა თავად აღიარა საკუთარი დანაშაული. როგორ შეიძლება ფაქტის კონსტატაციამ რაიმე პრობლემა შექმნას ამ კუთხით. ოთხ სახელმწიფოს ჰქონდა სააკაშვილის რეჟიმის პირობებში აღიარებული ე.წ დამოუკიდებლობა და ეს ოთხი დარჩა ოთხად სწორედ ჩვენი პოლიტიკის გამო. როგორ შეიძლება, რაიმე ფაქტის კონსტატაციამ შეუქმნას პრობლემა არაღიარების პოლიტიკას, როდესაც თვითონ დანაშაულის ჩამდენ ხელისუფლებას ხელი აქვს მოწერილი იმაზე, რომ თავად დაიწყეს ომი 2008 წლის 7 აგვისტოს“, - განაცხადა პრემიერმა.
17 სექტემბერი 2024, 15:11
პოლიტიკა
პარლამენტმა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო
პარლამენტმა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონპროექტი, თანმდევ კანონპროექტთან ერთად, მესამე მოსმენით მიიღო.
17 სექტემბერი 2024, 15:09
პოლიტიკა
პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო
პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო.
17 სექტემბერი 2024, 15:08
ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი: ჩვენი საერთო ამოცანაა, შევინარჩუნოთ არსებული 9.7%-იანი ეკონომიკური ზრდა
ეკონომიკური ზრდის ტენდენციებს რაც შეეხება - ჩვენი საერთო ამოცანაა, შევინარჩუნოთ არსებული 9.7%-იანი ეკონომიკური ზრდა, რადგან ის სიკეთეები, რომლებიც ყველას გვინდა, რომ ქვეყანაში გვქონდეს, პირდაპირაა დაკავშირებული ეკონომიკურ პროგრესთან, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დღეს გამართულ კონფერენციაზე „როგორ შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპები.“
17 სექტემბერი 2024, 15:07
პოლიტიკა
პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ ნიკოლოზ მარსაგიშვილი აირჩია
პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ ნიკოლოზ მარსაგიშვილის კანდიდატურას მხარი დაუჭირა.
17 სექტემბერი 2024, 15:02
არჩევნები 2024
ირაკლი კირცხალია: მოვუწოდებ აბსოლუტურად ყველა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას, რომელიც ოპერირებს ჩვენს ქვეყანაში, რომ გაითვალისწინონ და შეიტანონ ანგარიშებში ეს პირდაპირი და უხეში ჩარევა გარედან
მოვუწოდებ აბსოლუტურად ყველა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას, რომელიც ოპერირებს ჩვენს ქვეყანაში, რომ აუცილებლად გაითვალისწინონ და შეიტანონ ანგარიშებში ეს პირდაპირი, უხეში ჩარევა გარედან, შიდა სახელმწიფოებრივ საქმეებში წინასაარჩევნო პერიოდში, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კირცხალიამ.
17 სექტემბერი 2024, 14:59
არჩევნები 2024
გურამ მაჭარაშვილი: ახლა არჩევანი არის ომსა და მშვიდობას შორის, ოჯახურ ღირებულებებსა და ლგბტ პროპაგანდას შორის, სუვერენიტეტსა და მონობას შორის
„საქართველოს უახლეს ისტორიაში ყველას გვახსოვს 1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნები. მაშინაც ისტორიული არჩევანის წინაშე იდგა ქართველი ხალხი, მაშინაც გადასაწყვეტი იყო საქართველოს დამოუკიდებლობის და შესაბამისად, ერის თვითმყოფადობის საკითხი. მიუხედავად სამოცდაათწლიანი საბჭოთა იდეოლოგიისა ქართულმა გენმა იმარჯვა და ხალხმა ის ეროვნული ძალები მოიყვანა ხელისუფლებაში რომელმაც 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობა გამოაცხადა“.
17 სექტემბერი 2024, 14:59
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: მსუბუქად რომ შევაფასოთ, ბატონი როთის უტაქტო განცხადებებს უკვე მიჩვეულები ვართ. ჩვენი მხრიდან მას არავინ ელოდება და მასთან შეხვედრას არ აპირებს
„მსუბუქად რომ შევაფასოთ, ბატონი როთის უტაქტო განცხადებებს ჩვენ უკვე მიჩვეულები ვართ. ჩვენი მხრიდან მას არავინ ელოდება და მასთან შეხვედრას არ აპირებს. ჩამოდის, რომ შეხვდეს რადიკალურ „ენჯეოებს“ და ოპოზიციას. არაერთგზის განვაცხადეთ, რომ სანამ გულწრფელ ბოდიშს არ მოიხდის, იმ შეურაცხმყოფებთან დაკავშირებით, რაც მიაყენა ჩვენს საზოგადოებას, ქართველებს, ჩვენს ეკლესიას, მანამდე დღის წესრიგში ვერ დადგება მასთან ვერანაირი ტიპის შეხვედრა“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.
17 სექტემბერი 2024, 14:58
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე სანქციებზე: დამნაშავე არის არა სახელმწიფო დეპარტამენტი, არამედ ის ოლიგარქიული ძალები, რომლებსაც აქვთ პრინციპული გავლენა ოფიციალურ ინსტიტუტებზე აშშ-ში
დამნაშავე არის არა სახელმწიფო დეპარტამენტი, არამედ დამნაშავე არიან ის ოლიგარქიული ძალები, რომლებსაც აქვთ პრინციპული გავლენა ოფიციალურ ინსტიტუტებზე ამერიკის შეერთებულ შტატებში, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე აშშ-ის სანქციებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ.
17 სექტემბერი 2024, 14:54
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: როცა ვიღაც გარედან ცდილობს, დააბრუნოს სისხლიანი რეჟიმი და დემოკრატიული მმართველობა მონათლოს არადემოკრატიულ მმართველობად, ქართველ ხალხს მოუწევს მკაფიო პასუხების გაცემა
ურთიერთობების გადატვირთვას სჭირდება ჯანსაღი და სამართლიანი მიდგომები, პირადად ჩემი არაერთი განცხადება იყო იმის შესახებ, რომ მზად ვიყავით და ვართ აშშ-თან ურთიერთობების გადატვირთვისთვის, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ამისთვის, პირველ რიგში მნიშვნელოვანია, სიმართლე ითქვას იმასთან დაკავშირებით, რა ხდებოდა 2012 წლამდე ამ ქვეყანაში და რა ხდება დღეს.
17 სექტემბერი 2024, 14:52
პოლიტიკა
მერაბ ქვარაია: ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, ავირჩიეთ მშვიდობა და ვთქვით, რომ შერიგება ერთადერთი უალტერნატივო მიდგომაა
„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და ავირჩიეთ მშვიდობა და ვთქვით, რომ შერიგება ერთადერთი უალტერნატივო მიდგომაა. დარწმუნებული ვარ, ჩვენ გაწვდილ ხელს, დღეს თუ არა ხვალ, მოძმე აუცილებლად შეაგებებს“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მერაბ ქვარაიამ.
17 სექტემბერი 2024, 14:51
პოლიტიკა
გიორგი გამსახურდია უვიზო რეჟიმის შეჩერებასთან დაკავშირებით „ფორმულას" ინფორმაციაზე: ქვეყნის დამაზიანებელი არხი კვლავ ფორმაშია, ეს სრული დეზინფორმაციაა - ევროკავშირი არ გახლავთ „ნაცმოძრაობის“ უკანა ეზო
ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედი და ქვეყნის დამაზიანებელი არხი კვლავ ფორმაშია. ეს გახლავთ სრული დეზინფორმაცია, - ასე ეხმიანება პოლონეთში საქართველოს საელჩოს პოლიციის ატაშე გიორგი გამსახურდია ტელეკომპანია "ფორმულას" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, ევროკავშირში მიღებულია არჩევნების შემდეგ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ, ვითარების შემდგომი გაუარესებისა და დემოკრატიული პრინციპების, მათ შორის თავისუფალი არჩევნების პრინციპის დარღვევის შემთხვევაში.
17 სექტემბერი 2024, 14:43
თემა
ბულინგი და კიბერბულინგი: როგორ დავიცვათ ბავშვი ძალადობისგან რეალურ ცხოვრებასა და ციფრულ სამყაროში
მარტში მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ევროპულმა რეგიონულმა ბიურომ პროექტის სკოლის ასაკის ბავშვთა ქცევა ჯანმრთელობასთან მიმართებაში (Health Behaviour in School-aged Children, HBSC) მეორე ნაწილი გამოაქვეყნა. მასშტაბურმა კვლევამ, რომელიც მოზარდთა ძალადობის ფორმებს მიეძღვნა და ევროპის, ცენტრალური აზიის 44 ქვეყანასა და რეგიონში ჩატარდა 279 ათასი სკოლის მოსწავლის (11-დან 15 წლამდე) მონაწილეობით, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ერთი-ორად გაიზარდა ბულინგისა და კიბერბულინგის შემთხვევები. 2024 წლის ანგარიშის მიხედვით, ყოველი მეექვსე მოზარდი თანატოლების ძალადობის მსხვერპლია, რაც მნიშვნელოვნად აღემატება 2018 წლის მონაცემებს. ექსპერტების განმარტებით, ბულინგის მცირედით ზრდის ფონზე საგრძნობლად იმატა კიბერბულინგის ანუ ინტერნეტ-დევნის შემთხვევებმა, რაც პროგნოზირებადი იყო, თუმცა მსგავსი მასშტაბურობა მაინც მოულოდნელი აღმოჩნდა. რა თქმა უნდა, ციფრული სამყარო სწავლისა და კომუნიკაციის არაჩვეულებრივ შესაძლებლობებს იძლევა, მაგრამ სულ უფრო მწვავდება კიბერბულინგის პრობლემა. ონლაინ-რისკებთან ეფექტური ბრძოლისთვის აუცილებელია მთავრობების, სკოლების, ოჯახების გაერთიანება და კომპლექსური სტრატეგიის შემუშავება, რათა უსაფრთხო, ხელსაყრელი გარემო შევუქმნათ მოზარდებს და დავიცვათ მათი ფსიქიკური და ემოციური კეთილდღეობა, - აღნიშნა კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა, დოქტორმა ჯოანა ინჩლიმ. ექსპერტების მონაცემებით, სოციალურ ქსელში დაცინვისა და დამცირების მსხვერპლი გოგონები (16%) უფრო ხშირად ხდებიან, ვიდრე ბიჭები (15%), თუმცა ბიჭები (14%) გოგონებზე (9%) თამამად აღიარებენ კიბერბულინგში მონაწილეობას. ყველაზე მწვავედ ინტერნეტ-დევნის პრობლემას ბულგარეთი, ლიეტუვა, მოლდოვა და პოლონეთი განიცდის ყველაზე კეთილგანწყობილი და ლოიალური ესპანეთის ფონზე. ამავე კვლევის თანახმად, სკოლის მოსწავლეთა 80% (ბიჭებიც და გოგონებიც) სულ მცირე ერთხელ მაინც გახდა მჩაგვრელიც და ჩაგრულიც, 11% კი - სისტემატურად განიცდის ბულინგს სკოლაში. ამასთანავე, 13-15 წლის ბიჭები (14%) უფრო ხშირად ებმებიან ჩხუბში, ვიდრე თანატოლი გოგონები (6%), რომელთა შორის პორტუგალიელები, შვედები და ნორვეგიელები ლიდერობენ. კვლევის თანაავტორის, დუბლინის ტრენინგ-კოლეჯის მეცნიერ-თანამშრომლის ალინა კოსმას განმარტებით, გოგონების ამგვარი აქტიურობა, მეტწილად იმ ქვეყნებში შეინიშნება, სადაც განსაკუთრებით აქტუალურია გენდერული თანასწორობის პრინციპები. ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორის ჰანს კლუგეს განცხადებით, ანგარიში ყველასთვის განგაშის სიგნალად უნდა იქცეს, უშეღავათო ბრძოლა უნდა გამოვუცხადოთ ბულინგს და კიბერბულინგს ნებისმიერ დროსა და ადგილას, რადგან ძალადობის ნებისმიერი ფორმა ზიანს აყენებს მოზარდის ფიზიკურ, ფსიქიკურ ჯანმრთელობას და უარყოფითად აისახება მის აკადემიურ მოსწრებაზე. პრობლემის გადაჭრაზე ერთნაირად უნდა იზრუნონ როგორც ჯანდაცვის, ისე ადამიანის უფლებათა დამცველმა ორგანიზაციებმა, რათა დროულად აღვკვეთოთ არასრულწლოვანთა მიმართ ძალადობა, რომელიც ხშირად მეტად სავალალო შედეგებით, მათ შორის თვითდაზიანებითა და თვითმკვლელობით სრულდება, - აღნიშნა კლუგემ.
17 სექტემბერი 2024, 14:41
მსოფლიო
META-მ რუსეთის სახელმწიფო მედიაქსელები საკუთარ პლატფორმებზე დაბლოკა
შეზღუდვა შეეხო RT-სა და „Россия сегодня“-ს. META განმარტავს, რომ აღნიშნული მედიასაშუალებები მოსკოვის ინტერესების გატარების მიზნით, ონლაინ-პლატფორმებზე გავლენის ოპერაციებს ატარებდნენ და ამისთვის დეზინფორმაციას იყენებდნენ.
17 სექტემბერი 2024, 14:40
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ერთადერთი, ვინც შეუნახა ღირსება სახელმწიფო ომის დღეებში, იყო სწორედ ქართული ჯარი და ქართველი ჯარისკაცი
ერთადერთი ვინც შეუნახა ღირსება ამ სახელმწიფო ომის დღეებში, იყო სწორედ ქართული ჯარი და ქართველი ჯარისკაცი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე.
17 სექტემბერი 2024, 14:39
რეგიონი
ნინო ლაცაბიძე: რუსთავში არსებული გამოწვევების დაძლევასთან ერთად, ქალაქი დღეს სწორედ იმ ეტაპზეა, როდესაც საკუთარი იდენტობის მახასიათებელი სიმბოლოების ქონა გახდა საჭირო
ახალი ქალაქი დიდი ისტორიით - რუსთავის მერიამ ქალაქის ბრენდირება დაიწყო. ინფორმაციას რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
17 სექტემბერი 2024, 14:38
პოლიტიკა
მიხეილ ყაველაშვილი: სად გაგიგიათ „ნაცი“ და ბოდიში? ბოდიშის მოხდა, შეცდომის და თუნდაც დანაშაულის აღიარება ღირსეული ადამიანების საქციელია
„ბიძინა ივანიშვილის გზავნილში გაჟღერდა ზუსტად ის, რომ ჩვენ მზად ვართ ასეთი ნაბიჯისთვის. ეს არის ჩვენი გულწრფელი გზავნილი ჩვენი ოსი თანამოქალაქეების მიმართ. ამავე დროს, ეს არის გონიერი, პრაგმატული და მშვიდობიანი პოლიტიკა, რომელსაც ჩვენი გუნდი ახორციელებს ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით. ამ მიდგომას, იმ სამ დანარჩენ დაპირებასთან ერთად, აქვს სასიცოცხლო მნიშვნელობა ჩვენი სამშობლოსათვის. ამიტომ, კიდევ ერთხელ პარლამენტის ტრიბუნიდან, საქართველოს მოქალაქეებს, დიდი მოწიწებით და დიდი პატივისცემით გთხოვთ, დაგვიჭიროთ მხარი, რათა ერთად დავიცვათ ჩვენი ქვეყნის მშვიდობა და სუვერენიტეტი“, - განაცხადა უმრავლესობის წევრმა.
17 სექტემბერი 2024, 14:37
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ხაზარაძე უწოდებდა გახარიას თვალთხარიას, გახარია უწოდებდა ხაზარაძეს თაღლითს. როდესაც ორი ასეთი პოლიტიკოსი ერთიანდება, ეს ნიშნავს იმას, რომ მათ აქვთ ნული დამოუკიდებლობა
„ეს არის ერთადერთი მიზეზი, რატომაც ვიღაცამ გარედან შეიძლება ერთმანეთს გაუერთიანოს ორი პოლიტიკოსი, რომლებიც ერთმანეთს უწოდებდა, შეგახსენებთ, თაღლითს და თვალთხარიას. ხაზარაძე უწოდებდა გახარიას თვალთხარიას, გახარია უწოდებდა ხაზარაძეს თაღლითს. როდესაც ორი ასეთი პოლიტიკოსი ერთიანდება, ეს ნიშნავს იმას, რომ მათ აქვთ ნული დამოუკიდებლობა. რასაც გარედან ეტყვიან, თავში რასაც ჩაუკაკუნებენ, ჟარგონზე რომ ვთქვათ, იმას აკეთებენ. ეს არის აბსოლუტურად შეურაცხმყოფელი ქართული საზოგადოებისთვის“, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.
17 სექტემბერი 2024, 14:36
არჩევნები 2024
პრემიერი: სალომე ზურაბიშვილი პირდაპირ ჩართულია წინასაარჩევნო აგიტაციაში, ეს არის კონსტიტუციის დარღვევა, თუმცა ჩვენ არ მოგვისმენია არცერთი კრიტიკული განცხადება, რაც ცალკეული დამკვირვებლების მიკერძოებაზე მეტყველებს
სალომე ზურაბიშვილი უკვე დიდი ხანია აღარ არის საქართველოს პრეზიდენტი და ის ნაბიჯ-ნაბიჯ არღვევს საქართველოს კონსტიტუციის სხვადასხვა დებულებას, მათ შორის, როდესაც ის პირდაპირ არის ჩართული წინასაარჩევნო აგიტაციაში, ესეც არის კონსტიტუციის დარღვევა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
17 სექტემბერი 2024, 14:35
მსოფლიო
ევროპაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
რამდენიმე დაკარგულ ადამიანს მაშველები ამ დრომდე ეძებენ. სტიქიამ მსხვერპლი ჩეხეთში, რუმინეთში, პოლონეთსა და ავსტრიაში გამოიწვია. პოლონეთის ქალაქ ნისაში უკიდურესად მძიმე ვითარების გამო მერმა ქალაქის მთელ მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდა. საცხოვრებლის დატოვება საერთო ჯამში 44 ათას მცხოვრებს მოუწევს.