www.imedi.ge /  29 დეკემბერი 2021, 12:04 / სანდო წყარო

კახა კალაძე: მიწის ნაკვეთის ერთ ლარად პრივატიზაცია ტყუილია

კახა კალაძე

კახა კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მიწის ნაკვეთის ერთ ლარად პრივატიზაცია ტყუილი და კონკრეტული მედიასაშუალების მიერ წარმოებული მიზანმიმართული ცილისმწამებლური კამპანიაა.

ამის შესახებ კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სადაც ერთ-ერთი მედიასაშუალების ეთერში გასულ სიუჟეტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მიწის ნაკვეთები ინვესტორს კონკრეტული ვალდებულებით გადაეცემა და ამ ვალდებულებაში კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებული მოსახლეობის ფართებით დაკმაყოფილება შედის.

„საქმე ეხება თემას, რომელიც ქვეყანაში 30 წელია არსებობს და დედაქალაქის ვერც ერთმა მთავრობამ ეს პრობლემა ვერ მოაგვარა. ეს არის კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებული 3 000 ოჯახი. ნამდვილად მეამაყება, რომ მე, ჩემს თანაგუნდელებთან, მთავრობის წევრებთან ერთად, ვარ ის ადამიანი, რომლებმაც ამ პროცესის მოწესრიგება დავიწყეთ. ყველა ამ ოჯახს, ადამიანს დაუბრუნდება საკუთარი საცხოვრებელი ფართი. ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც თანხები აქვთ გადახდილი. 2016 წელს სახელმწიფომ ეს ვალი აღიარა და მოგვანიჭა უფლებამოსილება, რომ მოხდეს ამ ოჯახების საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფა. ჩვენ სწორედ ამ განკარგულებით ვხელმძღვანელობთ. ჩემამდე იყო რამდენიმე პრეცედენტი ამ პრობლემის მოგვარების, თუმცა, ასეთი მასშტაბური მიდგომა არასდროს ყოფილა. ჩვენ გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები, რათა მოვახერხოთ ამ ადამიანების ფართებით დაკმაყოფილება“, - განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, თბილისის მერია დედაქალაქში ეძებს თავისუფალ მიწის ნაკვეთებს, რომელიც აუქციონზე გააქვს და ბიზნესსექტორს კონკრეტულ წინადადებას სთავაზობს - ვინც კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულ მეტ ოჯახს დააკმაყოფილებს და მათთვის მეტი ფართის გადაცემას შეძლებს, ის იქნება გამარჯვებული.

„ჩვენ მოვისმინეთ, რომ თითქოს, ეს მიწები ერთ ლარად არის გადაცემული და ნაჩუქარი. ეს არის დიდი ტყუილი. არ შეგიყვანონ შეცდომაში. ათეულობით მილიონის ინვესტიცია უწევთ ამ კომპანიებს და მილიონობით ლარის ფართებია გადმოსაცემი მერიისთვის, რათა ეს კონკრეტული ოჯახები დაკმაყოფილდნენ. რა თქმა უნდა, საბანკო საგარანტიო უზრუნველყოფით, რათა ხვალ-ზეგ ვინმე არ გაიქცეს, ეს ნაკვეთები ისე არ დარჩეს და მისი დასრულება შევძლოთ“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, საცხოვრებელი ფართებით 1 500-მდე დაზარალებული ოჯახი უკვე დაკმაყოფილებულია.

„რაც შეეხება ამ 3 000 ოჯახს, მინდა, მათ კიდევ ერთხელ მივმართო: ჩემი, დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მხრიდან ყოველთვის იქნება თანადგომა. მაქსიმალურად დაგიდგებით გვერდით და ჩვენი დაპირებისამებრ, ფართებით ყველა ოჯახი დაკმაყოფილდება. ვერანაირი ბინძური სიუჟეტი, შეურაცხყოფა, ცილისწამება ვერ შეაჩერებს იმ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომელიც ამ ოჯახების საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებისკენაა მიმართული. ვერაფერი შეგვაჩერებს, რადგან ეს არის სწორი საქმე - საქმე, რომლის მოგვარება 30 წელია ვერავინ შეძლო. ჩვენ ვართ ის ადამიანები, რომლებიც ამ ოჯახებს გავაბედნიერებთ“, - განაცხადა კალაძემ.

ყველა სიახლე

დონალდ ტრამპი

13 აპრილი 2026, 22:01

მსოფლიო

ტრამპი კითხვაზე, მართებს თუ არა რომის პაპის წინაშე ბოდიშის მოხდა: ბოდიშის მოსახდელი არაფერია - ის ცდება

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა რომის პაპი ლეო XIV ირანის ომის წინააღმდეგ დაკავებული პოზიციის გამო.

13 აპრილი 2026, 21:43

მსოფლიო

„დედოფალი ელისაბედ მეორე: მისი ცხოვრება და სტილი“ - დედოფლის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ გამოფენა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

„დედოფალი ელისაბედ მეორე: მისი ცხოვრება და სტილი“, - ბუკინჰემის სასახლის მეფის გალერეა დედოფლის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ გამოფენას მასპინძლობს.

13 აპრილი 2026, 21:24

მსოფლიო

ისტორიული მისიის შედეგები - „არტემისი 2“-ის დაბრუნება დედამიწაზე და „ნასა“-ს მომდევნო გაჩერება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

წარმატებული მისიის შემდეგ, ამერიკული კოსმოსური სააგენტო მთვარეზე ასტრონავტების ახალ გუნდს ორ წელიწადში ისევ გაუშვებს და ამჯერად ხომალდი დედამიწის თანამგზავრზე დაჯდება.

13 აპრილი 2026, 21:11

რეგიონი

უხვი ნალექი და ადიდებული მდინარეები კახეთში - სტიქია რეგიონში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

შედეგებს ექვსს მუნიციპალიტეტში ითვლიან, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. დაიტბორა საცხოვრებელი სახლები.

13 აპრილი 2026, 20:59

მსოფლიო

მოუწევს თუ არა ერევანს სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის სამართლებრივად დაცვა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ადამიანის უფლებების საკითხებში ევროპის საბჭოს კომისარი სომხეთს ყოვლისმომცველი, ანტიდისკრიმინაციული ჩარჩოს მიღებისკენ მოუწოდებს.

დონალდ ტრამპი

13 აპრილი 2026, 20:45

მსოფლიო

კრიტიკის გამო დონალდ ტრამპი რომის პაპს დაუპირისპირდა - სადამდე მივა ვაშინგტონსა და ვატიკანს შორის კონფლიქტი. „ქრონიკის“ სიუჟეტი

დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით ლეო XIV-ის პოზიციამ გააღიზიანა. თეთრი სახლის ლიდერი ვატიკანს საგარეო პოლიტიკას უწუნებს და არაკომპეტენტურობაში ადანაშაულებს.

13 აპრილი 2026, 20:40

მსოფლიო

The Wall Street Journal: აშშ-მა ოფიციალურად დაიწყო ირანის საზღვაო ბლოკადის ოპერაცია, რომლის მხარდასაჭერად რეგიონში უკვე მობილიზებულია 15-ზე მეტი ამერიკული ხომალდი

აშშ-მა ოფიციალურად დაიწყო ირანის საზღვაო ბლოკადის ოპერაცია, რომლის მხარდასაჭერად რეგიონში უკვე მობილიზებულია 15-ზე მეტი ამერიკული ხომალდი. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal-ი აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანსა და სამხედრო უწყების წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.

13 აპრილი 2026, 20:28

მსოფლიო

ირანული პორტების ბლოკადა ამერიკისგან და წარუმატებელი მოლაპარაკება პაკისტანში - ვითარება ახლო აღმოსავლეთში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ირანის საზღვაო ბლოკადა ამოქმედდა. შეერთებული შტატების ცენტრალურმა სარდლობამ მკაფიოდ განაცხადა, რომ შეზღუდვა, დროშის მიუხედავად, ყველა ხომალდზე ვრცელდება.

პეტერ მადიარი

13 აპრილი 2026, 20:19

პოლიტიკა

ახალი პოლიტიკური რეალობა უნგრეთში და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მილოცვა პეტერ მადიარს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ახალი პოლიტიკური რეალობა უნგრეთში და საერთაშორისო რეზონანსი - საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულს ულოცავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

პეტერ მადიარი

13 აპრილი 2026, 20:18

მსოფლიო

პეტერ მადიარი: რუსეთი საფრთხეა, მაგრამ რუსი ხალხი - არა

კითხვაზე, მიიჩნევს თუ არა რუსეთს საფრთხედ, უნგრეთის მომავალმა პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა დადებითად უპასუხა.

პეტერ მადიარი

13 აპრილი 2026, 20:07

მსოფლიო

ახალი პოლიტიკური რეალობა უნგრეთში და პეტერ მადიარის პირველი კომენტარი საქართველოზე. „ქრონიკის“ სიუჟეტი

უნგრეთის არჩევნებში გამარჯვებულმა, უნგრეთის მომავალმა პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა საქართველოს შესახებ პირველი კომენტარი გააკეთა.

პეტერ მადიარი

13 აპრილი 2026, 19:58

მსოფლიო

პეტერ მადიარი: როგორც კი უკრაინაში ომი დასრულდება, ევროპა სანქციებს მაშინვე გააუქმებს - ნედლეულის მაღალ ფასებში ყიდვა ევროკავშირის ინტერესებში არ შედის, როდესაც მეზობლად რუსეთის ფედერაციაა

უნგრეთის მომავალმა პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა განაგრძობს რუსული ნავთობის შეძენას, თუმცა, ამავდროულად, შეეცდება ენერგოპროდუქტების შესყიდვების დივერსიფიცირებას.

პეტერ მადიარი

13 აპრილი 2026, 19:42

მსოფლიო

პეტერ მადიარმა მიანიშნა, რომ არ დაბლოკავს უკრაინისთვის ევროკავშირის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხს, თუმცა დაადასტურა, რომ უნგრეთი მასში მონაწილეობას არ მიიღებს

უნგრეთის მომავალმა პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა მიანიშნა, რომ არ დაბლოკავს უკრაინისთვის ევროკავშირის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხს, რადგან გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, თუმცა დაადასტურა, რომ უნგრეთი მასში მონაწილეობას არ მიიღებს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

პეტერ მადიარი

13 აპრილი 2026, 19:22

მსოფლიო

პეტერ მადიარი: ევროკავშირმა უნდა აღიაროს და პატივი სცეს ჩვენს განსხვავებულობას

უნგრეთის მომავალმა პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ ევროპამ მიგრაციულ კრიზისი „არასწორად მართა“, რამაც ხალხის უსაფრთხოების განცდა შეარყია.

პეტერ მადიარი

13 აპრილი 2026, 18:58

მსოფლიო

პეტერ მადიარი: ცხადია, კარგ ურთიერთობას განვაგრძობთ საქართველოსთან. მოხარული ვიქნები, რომ გესტუმროთ თბილისში - მოუთმენლად ველი თქვენთან თანამშრომლობას

ცხადია, კარგ ურთიერთობას განვაგრძობთ საქართველოსთან, - გნაცხადა უნგრეთის მომავალმა პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა. მისივე თქმით, იგი მოუთმენლად ელის საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობას.

პეტერ მადიარი

13 აპრილი 2026, 18:51

მსოფლიო

პეტერ მადიარი აცხადებს, რომ აშშ-თან კარგი ურთიერთობები სურს, თუმცა ტრამპთან დარეკვას არ აპირებს

უნგრეთის მომავალმა პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა, ამერიკის შეერთებულ შტატებთან მომავალ ურთიერთობებზე ისაუბრა.

პეტერ მადიარი

13 აპრილი 2026, 18:38

მსოფლიო

პეტერ მადიარი: ჩვენ მხარს არ ვუჭერთ უკრაინის დაჩქარებულ გაწევრიანებას ევროკავშირში, რადგან საუბარია ქვეყანაზე, რომელიც ომის მდგომარეობაში იმყოფება

ჩვენ მხარს არ ვუჭერთ უკრაინის დაჩქარებულ გაწევრიანებას ევროკავშირში, რადგან საუბარია ქვეყანაზე, რომელიც ომის მდგომარეობაში იმყოფება, - განაცხადა უნგრეთის მომავალმა პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა.

13 აპრილი 2026, 18:27

რეგიონი

ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზაზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია,

პეტერ მადიარი

13 აპრილი 2026, 17:33

მსოფლიო

პეტერ მადიარი: ჩვენი სახელმწიფო არ აპირებს არცერთი უცხო ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას. მოვუწოდებ ყველა უცხოურ სახელმწიფოს, რომ შეხედონ უნგრეთს, როგორც თავისუფალ, დამოუკიდებელ, სუვერენულ ევროპულ სახელმწიფოს

უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ პეტერ მადიარმა პირველი პრესკონფერენცია გამართა. მისი განცხადებით, უნგრეთი არ აპირებს არცერთი უცხო სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევას. მან ასევე ყველა სახელმწიფოს მოუწოდა, შეხედონ უნგრეთს როგორც თავისუფალ, დამოუკიდებელ და სუვერენულ ევროპულ სახელმწიფოს.

ემანუელ მაკრონი და კირ სტარმერი

13 აპრილი 2026, 17:20

მსოფლიო

საფრანგეთი და ბრიტანეთი ჰორმუზის სრუტეში მიმოსვლის აღდგენის საკითხზე საერთაშორისო კონფერენციას გამართავენ

ემანუელ მაკრონმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ კონფერენციაში ის ქვეყნები მიიღებენ მონაწილეობას, რომლებსაც სურთ თავისი წვლილი შეიტანონ ჰორმუზის საკითხის მშვიდობიანად მოგვარებაში. გაერთიანებული სამეფოს პრემიერმა განაცხადა, რომ ლონდონი ჰორმუზის ბლოკირებას მხარს არ უჭერს, მიესალმება პრობლემის დიპლომატიური გზით გადაწყვეტას და არ დაუშვებს ახლო აღმოსავლეთის ომში გაერთიანებული სამეფოს ჩართვას.