10 იანვარი 2022, 12:16 / სანდო წყარო

ოთხი სეზონი საქართველოში - National Geographic საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ სტატიათა ციკლს აქვეყნებს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში გავლენიანმა გამოცემამ National Geographic საქართველოს შესახებ ორი სტატია მოამზადა.
„კულტურის ოთხი სეზონი საქართველოში“ - ამ სათაურით National Geographic-ის პირველ სტატიაში აღწერილია ქართული სტუმარ-მასპინძლობა, სუფრა, ადგილობრივების მუსიკა, ცეკვა და ქართული კულტურა.

„საქართველოში მოგზაურების შემდეგ ხშირად აქებენ ქართულ კერძებს, ღვინოსა და ბუნებას. მაგრამ, საქართველოზე შეყვარებული მოგზაურები სხვა რამესაც აფასებენ. ეს არის ქართული კულტურის სიმდიდრე და სიუხვე. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო საუკუნეების განმავლობაში სპარსეთის, ბიზანტიის, არაბეთის, მონღოლეთის, თურქეთისა და რუსეთის იმპერიების გავლენას განიცდიდა, ქართული კულტურა განსხვავებული დარჩა“, - წერს სტატიის ავტორი ტარა იზაბელა ბარტონი.

„ქართული მრავალხმიანი სიმღერის მუსიკალური ტრადიციები და სტუმართმოყვარეობა ქართულ სუფრას, სადაც თქვენ გეპატიჟებიან დღესასწაულად აქცევს. ქართულ სუფრაზე კერძების საოცარი სიუხვე, მდიდარი მუსიკალური კულტურა ვიზიტორებს უკან დროში ამოგზაურებს“, - წერს National Geographic-ის ჟურნალისტი და დეტალურად აღწერს თუ რა დღესასწაულს აღნიშნავენ ოთხივე სეზონზე საქართველოში.

National Geographic-ის შემდეგი სტატია საქართველოს ბუნებას ეძღვნება, რომლის სათაურია - „მთებიდან ზღვამდე საქართველოში.“

სტატიაში აღწერილია ქვეყნის უნიკალური ეკოსისტემა და მრავალფეროვანი ბუნება: მთებში ლაშქრობები, საქართველოს სამთო კურორტები, ეროვნული პარკები, მდინარეზე ჯომარდობა და შავი ზღვის სანაპიროები.

„ზამთარში თოვლის მოსვლა სალაშქრო სეზონის დასრულებას ნიშნავს, მაგრამ სამაგიეროდ საქართველოს სათხილამურო კურორტები მაღალ სიჩქარეზე გადადიან და სათხილამურო სეზონი იწყება. სამთო კურორტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით შეხვდებით. გუდაურით დაწყებული, რომელიც სტეფანწმინდასთან ახლოს მდებარეობს გოდერძით გაგრძელებული, რომელიც ბათუმიდან რამდენიმე საათის მანძილზეა, ასევე შეგიძლიათ ესტუმროთ სვანეთის მთებში მდებარე კურორტებს: ჰაწვალსა და თეთნულდს. თუ ტურისტები უფრო განსხვავებულს და შორეულ ადგილს ეძებენ, შეუძლიათ ალპურ სოფელ ბახმაროს ესტუმრონ, სადაც სასრიალოდ სპეციალური ტექნიკა ე.წ. Cat skiing ადის. ხის კოტეჯებით ცნობილი და თოვლით დაფარული ბახმარო მთელ ქვეყანაში სუფთა ჰაერით გამოირჩევა. ბახმარო მე-19 საუკუნიდან მოყოლებული სამკურნალო კურორტია“, - წერს National Geographic-ის ჟურნალისტი.

სტატიაში ჟურნალისტი ტარა იზაბელა ბარტონი მკითხველს ინფორმაციას აწვდის თბილისის, ბათუმის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტების, მესტიისა და ამბროლაურის ადგილობრივი აეროპორტების, აგრეთვე ქალაქებს შორის სარკინიგზო და საავტომობილო მიმოსვლის შესახებ.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ზამთრის მარკეტინგული კამპანია მსოფლიოს უდიდეს მედია და სამოგზაურო პლატფორმებს მოიცავს, როგორებიცაა: Conde Nast Traveler Global, Conde Nast Traveler Middle East, Time Out Magazine Middle East, Wego, CNN, National Geographic, Expedia, Vogue.

კამპანია გასული წლის ნოემბერში დაიწყო და იანვრის ბოლოს დასრულდება. კამპანია მიმდინარეობს საუდის არაბეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ისრაელში, პოლონეთში, ესტონეთში, ლიეტუვაში, ლატვიაში, გერმანიაში, საფრანგეთში, ესპანეთში, აშშ-ში.

ყველა სიახლე

19 ივნისი 2026, 14:41

საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტო: 19 ივნისის დღის ბოლოდან 22 ივნისამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი

„19 ივნისის დღის ბოლოდან 22 ივნისამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. საქართველოს მდინარეებზე ნარჩუნდება მაღალი წყლიანობა.

19 ივნისი 2026, 14:38

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალიამ საზოგადოებას სიჩქარის გადაჭარბებისთვის დადგენილი ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული ცვლილებები გააცნო

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერემა ირაკლი კირცხალიამ საზოგადოებას სიჩქარის გადაჭარბებისთვის დადგენილი ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული ცვლილებები გააცნო.

დავით ჩხეიძე

19 ივნისი 2026, 14:30

პოლიტიკა

ოპოზიციის აქტივისტი დავით ჩხეიძე: ადამიანები ჩაითრიეს 4 ოქტომბერს, ასე მიწვევდნენ მეც, მარწმუნებდნენ, გამარჯვება გარდაუვალი იყო. მათ ადგილას თავისუფლად შეიძლებოდა ვყოფილიყავი

ადამიანები უბრალოდ ჩაითრიეს 4 ოქტომბერს. ასე მიწვევდნენ მეც, ასე მარწმუნებდნენ, რომ გამარჯვება გარდაუვალი იყო. მათ ადგილას თავისუფლად შეიძლებოდა ვყოფილიყავი- წერს ოპოზიციის აქტივისტი დავით ჩხეიძე და იხსენებს 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებს.

19 ივნისი 2026, 14:30

სამართალი

პროკურორი: მსჯავრდებულ ია დარახველიძის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ გამაჩნია, განხორციელდება კანონით დადგენილი პროცედურები

სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მტკიცებულებები, მათ შორის, ის ვიდეოჩანაწერები, სადაც ჩანდა მათ მიერ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებები და სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში, - განაცხადა 4 ოქტომბრის საქმის პროკურორმა, ვაჟა თოდუამ.

კახა კალაძე

19 ივნისი 2026, 14:29

პოლიტიკა

კახა კალაძე: ელენე ხოშტარიას მინდა მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო. დარწმუნებული ვარ, შესაბამისი პენიტენციური სამსახური ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ყველა პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს მოწოდების სიმაღლეზე

„ელენე ხოშტარიას მინდა, მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო. დარწმუნებული ვარ, შესაბამისი პენიტენციური სამსახური ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ყველა პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს მოწოდების სიმაღლეზე“, - აცხადებს კალაძე.

გურამ მაჭარაშვილი

19 ივნისი 2026, 14:28

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი სააკაშვილის განცხადებაზე: ეს ნიშნავს სწორედ იმას, რომ საქართველოს ინტერესები კი არ იყო სააკაშვილისთვის და „ნაცმოძრაობისთვის“ პირველ რიგში ან არის, არამედ, იყო ამერიკის ინტერესები ან ევრობიუროკრატიების ინტერესები. ეს არის მათი სტილი

ლავირებას სააკაშვილი სახელმწიფოებს შორის - ამერიკა, რუსეთი აკეთებდა იმისთვის, რომ თვითონ დარჩენილიყო ხელისუფლებაში. დღეს ლავირება სახელმწიფოებს შორის კეთდება იმისთვის, რომ საქართველოში იყოს მშვიდობა, - ასე გამოეხმაურა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი სააკაშვილის განცხადებას.

19 ივნისი 2026, 14:23

სამართალი

4 ოქტომბრის აქციაზე ბრალდებულებმა მოსამართლესა და სახელმწიფო ბრალმდებელს მუქარის ტონით მიმართეს

4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულებს გიორგი ჩახუნაშვილს, კონსტანტინე კოკაიას, დავით სტურუას, კახაბერ მჟავანაძეს, დავით ჟღენტსა და ზაქრო ალბუთაშვილს 5-5-წლიანი პატიმრობა მიესაჯათ, ხოლო ია დარახველიძეს - 3 წელი

19 ივნისი 2026, 14:23

პოლიტიკა

გავასაჩივრებთ ამ უსამართლო განაჩენს - 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულების ადვოკატები

„როგორც კი იქნება შესაბამისი უწყების მიერ ან ჩაბარება, ან დაკავება, აითვლება მისი სასჯელის ვადა. ძებნაზე გადაეცემა. სად იმყოფება, როგორ გადაადგილდება, ჩემთვის უცნობია. გავასაჩივრებთ შესაბამის ინსტანციაში“, - განაცხადა ადვოკატმა რევაზ აჭარაძემ ჟურნალისტებთან პროცესის დასრულების შემდეგ.

19 ივნისი 2026, 14:20

პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი ტაჯიკეთში დაიწყო

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი ტაჯიკეთის რესპუბლიკაში დაიწყო. დუშანბეს საერთაშორისო აეროპორტში მთავრობის მეთაურის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ირაკლი კობახიძეს ტაჯიკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი კოხირ რასულზოდა დახვდა. შესრულდა ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნები. პრემიერ-მინისტრებმა ერთმანეთს მინისტრთა კაბინეტის წევრები წარუდგინეს.

ვარლამ ლიპარტელიანი

19 ივნისი 2026, 14:15

პოლიტიკა

ვარლამ ლიპარტელიანი „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის შეხვედრებზე რეგიონებში: ძალიან საინტერესო შეხვედრა გვექნება გამომდინარე იქიდან, რომ წინა შეხვედრებმა საკმაოდ აქტიურად ჩაიარა. იყო ყველაზე დიდი მოთხოვნა ახალგაზრდულ სივრცეებთან დაკავშირებით, ასევე, ვისაუბრეთ გეოპოლიტიკურ მდგომარეობაზე, მშვიდობის მნიშვნელობაზე

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია რეგიონებში შეხვედრებს მართავს. რიგით მეათე შეხვედრა წყალტუბოში გაიმართება.

ანდრეი სიბიგა

19 ივნისი 2026, 14:14

მსოფლიო

ანდრეი სიბიგა: უკრაინა არა მხოლოდ უბრალოდ ურტყამს რუსეთს. ის ამას უკრაინული იარაღით აკეთებს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ კიევი არა მხოლოდ უბრალოდ ურტყამს რუსეთს, არამედ ის ამას უკრაინული იარაღით აკეთებს.

19 ივნისი 2026, 14:02

პოლიტიკა

საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ამირან გულუაშვილი ევროპის საბჭოს წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) დელეგაციას შეხვდა

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, გენერალური პროკურორის მოადგილე ამირან გულუაშვილი ევროპის საბჭოს წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) დელეგაციას შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის უფროსი სალომე შენგელია და საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი გიორგი მიქავა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

19 ივნისი 2026, 14:02

პოლიტიკა

სულხან თამაზაშვილმა საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ახლად დანიშნულ წარმომადგენელთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

შეხვედრის დასასრულს, შინაგან საქმეთა მინისტრმა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) წარმომადგენელს მადლობა გადაუხადა წლების განმავლობაში სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებაში შეტანილი წვლილისა და გაწეული დახმარებისთვის და იმედი გამოთქვა, რომ არსებული თანამშრომლობა ერთობლივი ძალისხმევით კიდევ უფრო გაღრმავდება.

19 ივნისი 2026, 13:58

რეგიონი

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლის პროექტირება-რეაბილიტაცია იწყება

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა სოფელ ახალსოფლის 300 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის პროექტირება-რეაბილიტაციის ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გააფორმა.

19 ივნისი 2026, 13:56

ეკონომიკა

თამარ იოსელიანი: საქართველოში საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია

„საქართველოში საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია და ამ მიზნიდან გამომდინარე შეიქმნა 2026-2030 წლების ეროვნული სტრატეგია და მისგან გამომდინარე სამოქმედო გეგმა“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა ქვეყნის 2026-2030 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიისა და მისი 2026-2027 წლების სამოქმედო გეგმის პროექტების საჯარო განხილვების შემაჯამებელი შეხვედრის შემდეგ.

19 ივნისი 2026, 13:42

მსოფლიო

Euractiv: ევროპას დრონების წარმოება დამოუკიდებლად სურს, თუმცა ჩინეთზე დამოკიდებულება გადაუჭრელ პრობლემად რჩება

ევროპის ქვეყნების სამხედრო უწყებები და თავდაცვის ინდუსტრიის წარმომადგენლები სულ უფრო აქტიურად ავითარებენ უპილოტო საფრენ აპარატებს და ცდილობენ ამ სფეროში დამოუკიდებელი, სუვერენული შესაძლებლობების შექმნას, თუმცა, უცხოელ მომწოდებლებზე დამოკიდებულებისგან სრულად გათავისუფლება პრაქტიკულად შეუძლებელ ამოცანად რჩება. ინფორმაციას Euractiv-ი ავრცელებს.

იტამარ ბენ-გვირი

19 ივნისი 2026, 13:20

მსოფლიო

ისრაელის უსაფრთხოების მინისტრი: მთელი ლიბანი უნდა დაიწვას!

ისრაელის უსაფრთხოების მინისტრმა იტამარ ბენ-გვირმა სოციალურ ქსელ X-ში ლიბანში მიმდინარე სამხედრო ოპერაციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მთელი ლიბანი უნდა დაიწვას.

ცოტნე ანანიძე

19 ივნისი 2026, 12:55

პოლიტიკა

ცოტნე ანანიძე სააკაშვილს: ვერც 16 წლის გახდები და ვერც მთავრობაში დაბრუნდები - მოეშვი ოცნებას

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ, 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალური ქსელებზე შეზღუდვა დააანონსა.

19 ივნისი 2026, 12:53

სამართალი

4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულებს გიორგი ჩახუნაშვილს, კონსტანტინე კოკაიას, დავით სტურუას, კახაბერ მჟავანაძეს, დავით ჟღენტსა და ზაქრო ალბუთაშვილს 5-5-წლიანი პატიმრობა მიესაჯათ, ხოლო ია დარახველიძეს - 3 წელი

4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულებს კონსტანტინე კოკაიას, დავით სტურუას, კახაბერ მჟავანაძეს, დავით ჟღენტსა და ზაქრო ალბუთაშვილს 5-5 წლიანი პატიმრობა მიესაჯათ, ხოლოდ, ია დარახველიძეს - 3 წელი.

19 ივნისი 2026, 12:52

სამართალი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა თბილისში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებმა ქვემო ფონიჭალაში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.