გიორგი ცუცქირიძე: 2022 წლის გაზაფხულიდან ინფლაცია შემცირებას დაიწყებს და 2022 წლის ბოლოსკენ მიზნობრივ დონეს დაუბრუნდება
გიორგი ცუცქირიძე
ფოტო: Facebook
ბოლო პერიოდში, ხშირად, არასწორი ინტერპრეტაცია ეძლევა ინფლაციის გამომწვევი მიზეზების შეფასებებს, განსაკუთრებით ოპოზიციის მხრიდან და ფასების ზრდაც, ბუნებრივია, მთავრობას ბრალდება“, - ასე შეაფასა ეკონომიკის ექსპერტმა გიორგი ცუცქირიძემ ინფლაციის მაჩვენებელი 2022 წლის იანვრისთვის, რომელიც სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა.
მისი თქმით, ასეთი მაღალი ინფლაცია მსოფლიოში არ ყოფილა ბოლო ოთხი ათეული წლის განმავლობაში, რაც პანდემიური შოკის თანმდევი მოვლენაა. როგორც ის აღნიშნავს, კოვიდპანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი უპრეცედენტოა და მსგავსი მასშტაბის ეკონომიკური კრიზისი დიდი დეპრესიის შემდეგ არ ყოფილა. ინფლაციის მაჩვენებლებმა არაერთ ქვეყანაში არამხოლოდ პროგნოზირებულს გადააჭარბა, არამედ ბოლო წლებისა და, უმეტეს შემთხვევებში, ათწლეულების რეკორდულ დონეს მიაღწია. ექსპერტმა, მაგალითისთვის, მოიყვანა აშშ, სადაც დაფიქსირდა ინფლაციის მაქსიმუმი ბოლო 40 წლის განმავლობაში. აგრეთვე გერმანია და თურქეთი, სადაც ინფლაცია ბოლო 29 წლის მაქსიმუმზეა.
„ინფლაციის იმპორტი, ბუნებრივია, ჩვენზეც აისახა და დეკემბრის 13.9%-იანი მაჩვენებელიც მაღალია, მაგრამ ისე თვალსაჩინოებისთვის, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ ინფლაციას აპროტესტებს, 2011 წლის მაისში წლიური ინფლაცია 14.3%-ს შეადგენდა, ხოლო 2010 წლის ნოემბრიდან 2011 წლის ივნისის ჩათვლით ორნიშნა ინფლაცია ფიქსირდებოდა. 2006 წლის ივლისში ინფლაცია 14.5%-ს შეადგენდა, იმავე წლის აგვისტოში 13.4%-ს. მათი მმართველობის 2004-2012 წლებში საშუალო წლიური ინფლაცია 6.6% იყო, ხოლო ბოლო წლებში, „ოცნების“ მართველობისას, პანდემიის ეფექტის ჩათვლითაც, 2013-2021 წლებში წლიური ინფლაცია საშუალოდ 4.1% იყო,” – წერს ექსპერტმა.
გიორგი ცუცქირიძის ინფორმაციით, 2021 წლის ინფლაციის მაჩვენებელზე გავლენა მოახდინა გლობალურად სასაქონლო ბაზრებზე, განსაკუთრებით სასოფლო-სამეურნეო ბაზრებზე (სურსათის ფასების ინდექსი 2021 წელს საშუალოდ 28%-ით გაიზარდა), ასევე ნავთობის ფასების მნიშვნელოვანმა ზრდამ. გარდა ამისა, მნიშვნელოვნად მოიმატა საერთაშორისო ტრანსპორტირების ხარჯებმა, რაც, ასევე, იმპორტირებული პროდუქციის ფასებზე ახდენს გავლენას. საერთო ჯამში, აღნიშნული ეგზოგენური ფაქტორების წვლილი მთლიან ინფლაციაში დაახლოებით 9 პროცენტული პუნქტია. შესაბამისად, მაღალი ინფლაცია, მეტწილად, სწორედ იმპორტირებული საქონლიდან მომდინარეობს, რაც საერთაშორისო ბაზრებზე აშშ დოლარით გამოხატული ფასების ზრდის ასახვაა.
„ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ბოლოდროინდელი გამყარება საერთაშორისო ბაზრებიდან მომდინარე წნეხს გარკვეულწილად არბილებს. ამასთან, საგულისხმოა, რომ ბოლო თვეებში როგორც საბაზო, ასევე თვიური ინფლაცია დასტაბილურების ადრეულ ნიშნებს აჩვენებს. საბაზო ინფლაცია დაახლოებით 6%-ის ფარგლებშია. 2021 წელს ფასების დონის ზრდაში განსაკუთრებით მაღალი წვლილი შეიტანა სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებსა და საწვავზე ფასების ზრდამ, რაც საერთაშორისო ბაზრებზე საკვების პროდუქტების და ნავთობის ფასების ზრდას უკავშირდება. მაგალითად, 2021 წელს საერთაშორისო ბაზრებზე საკვები პროდუქტების ფასების ზრდამ საშუალოდ 28.3% შეადგინა, ხოლო საქართველოში 10.9%. ამასთან, 2021 წელს საერთაშორისო ბაზრებზე სურსათის ფასების ზრდა 2011 წელთან შედარებით გაცილებით მაღალი იყო, ხოლო საქართველოში პირიქით ფასების ზრდა საკვებ პროდუქტებზე 2011 წელთან შედარებით გაცილებით ნაკლები იყო 2021 წელს,“ - მიაჩნია ექსპერტს.
მისი თქმით, მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ინფლაციის ზრდას უწყობს ხელს, საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის ფასების და ტრანსპორტირების ხარჯების ზრდაა.
„პროდუქტების დონეზე 2021 წლის ინფლაციაში ყველაზე მაღალი წვლილი შეიტანეს ბენზინის, მზესუმზირის ზეთის, ხორბლის პურის, კვერცხის, სისხლძარღვთა გამათხელებელი მედიკამენტების და შაქრის ფასების ზრდამ. ამასთან, აღსანიშნავია რომ 2020-2021 წლის ზამთრის თვეებში მიმდინარეობდა კომუნალური ტარიფების სუბსიდირების პროგრამა, შესაბამისად აღნიშნული ზრდის მიმართულებით გავლენას ახდენს წლიურ ინფლაციაზე, რამდენადაც კომუნალური ტარიფები შედარებულია წინა წლის სუბსიდირებულ ტარიფებთან, რაც ასევე იწვევს ტარიფების ზრდის და ინფლაციის შედარებით მაღალ მაჩვენებელს. აღნიშნული ფაქტორის წვლილი 2021 წლის დეკემბრის ინფლაციაში დაახლოებით 2.9 პროცენტული პუნქტი იყო,“ - განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ.
გიორგი ცუცქირიძის თქმით, არსებული პროგნოზით, 2022 წლის გაზაფხულიდან ინფლაცია შემცირებას დაიწყებს და 2022 წლის ბოლოსკენ მიზნობრივ დონეს დაუბრუნდება, რასაც, დროებითი ფაქტორების მილევასთან ერთად, არსებული გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნება, ფისკალური კონსოლიდაცია და მთავრობის მიერ გატარებული ეკონომიკური პოლიტიკა შეუწყობს ხელს.
„ქმედითი ნაბიჯები იდგმება ეკონომიკური პროფილის სამინისტროების მხრიდან ეროვნული საექსპორტო და იმპორტ-ჩამნაცვლებელი წარმოების განვითარების მიმართულებით, რაც საშუალოვადიან პერსპექტივაში შეამცირებს ჩვენი ქვეყნის იმპორტდამოკიდებულებას ინდუსტრიული თუ სასურსათო პროდუქციის ნაწილში და, შედეგად, ნაკლებად ვიგრძნობთ საგარეო ბაზრებზე პროდუქციის გაძვირებას. ქვეყანაში არსებული სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამები ხელს უწყობს ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას, კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას და, ამ გზით, ადგილობრივი წარმოების გაფართოებასა და მიწოდების სტიმულირებას. შეგახსენებთ, რომ 2020-2021 წლებში ამოქმედდა ბიზნესის მხარდამჭერი ახალი პროგრამები და ასევე, ძველი პროგრამების მოდიფიცირდა ახალი გამოწვევების საპასუხოდ. მთავრობა აქტიურ ნაბიჯებს დგამს ყველაზე მოწყვლადი საზოგადოებრივი ჯგუფებისთვის ფასების ზრდის ნეგატიური ეფექტის დაკომპენსირებისთვის. მთავრობის გადაწყვეტილებით, მიზნობრივ ჯგუფებს - მილიონამდე ადამიანს ელექტროენერგიის ტარიფის ნაზარდი დაუსუბსიდირდება,“ - განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ.
ყველა სიახლე
26 აგვისტო 2026, 23:13
მსოფლიო
ირანმა გაეროს აშშ-ის სანქციების ჰუმანიტარული შედეგების შესწავლა მოსთხოვა
ირანმა გაეროს მოუწოდა, შეისწავლოს აშშ-ის სანქციების ჰუმანიტარული შედეგები. თეირანის განცხადებით, ვაშინგტონის ზეწოლის კამპანია რიგით ირანელებს აზარალებს და საერთაშორისო სამართალს არღვევს.
26 აგვისტო 2026, 22:35
მსოფლიო
El Pais: ნეპალისა და ჩინეთის საზღვარზე წყალდიდობასა და მეწყერს, სულ მცირე, 160 ადამიანი ემსხვერპლა - დაკარგულად მიიჩნევა 900-მდე პირი
ნეპალისა და ჩინეთის სასაზღვრო ზონაში, გირონგის მთიან დერეფანში, მძლავრ წყალდიდობასა და მეწყერს, სულ მცირე, 160 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ ესპანური გამოცემა El Pais-ი ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 22:27
მსოფლიო
Bloomberg: სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის ფონზე რუსეთი უკრაინაზე, მათ შორის კიევზე, ბალისტიკური რაკეტებით შეტევების გაძლიერებას გეგმავს
სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის ფონზე რუსეთი უკრაინაზე, მათ შორის კიევზე, ბალისტიკური რაკეტებით შეტევების გაძლიერებას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 22:06
მსოფლიო
Reuters: შვეიცარიელი ამომრჩევლები მომავალ თვეს რეფერენდუმზე გადაწყვეტენ, დაამტკიცონ თუ არა ნეიტრალიტეტის უფრო მკაცრი ფორმა, რომელიც ქვეყანას ეკონომიკური სანქციების დაწესებასა და ნატოსთან თანამშრომლობას აუკრძალავს
შვეიცარიელი ამომრჩევლები მომავალ თვეს რეფერენდუმზე გადაწყვეტენ, დაამტკიცონ თუ არა ნეიტრალიტეტის უფრო მკაცრი ფორმა, რომელიც ქვეყანას ეკონომიკური სანქციების დაწესებასა და ნატოსთან თანამშრომლობას აუკრძალავს, - წერს საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი.
26 აგვისტო 2026, 21:04
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: CIA-ს ხელმძღვანელის მოსკოვში ჩასვლის ფაქტი, ერთ რამეს ნიშნავს - გლობალური თამაშის წესები სწორედ ახლა იწერება
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, აშშ-ის სამხედრო-სატრანსპორტო Boeing C-17A-ის მოსკოვში ჩაფრენასა და CIA-ს დირექტორის, ჯონ რეტკლიფის ვიზიტს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
26 აგვისტო 2026, 21:03
მსოფლიო
POLITICO: უნგრეთმა რუსეთი საფრთხედ გამოაცხადა
უნგრეთის მთავრობამ ოფიციალურად დაგმო რუსეთის სამხედრო აგრესია და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერა გამოუცხადა. ამის შესახებ ნათქვამია სამშაბათს გამოქვეყნებულ პოლიტიკის სახელმძღვანელო მითითებებში.
26 აგვისტო 2026, 20:44
საზოგადოება
ქართული თხილი ევროპულ ბაზრებზე - ევროკავშირში 131 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია გაიყიდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ქართული თხილი ევროპულ ბაზრებზე - 188 მილიონი დოლარის ექსპორტი და 58%-იანი ნახტომი წინა წელთან შედარებით. ათიათასობით ფერმერის ფინანსურმა მხარდაჭერამ და 260 000 ჰექტარზე ფაროსანასთან ეფექტიანმა ბრძოლამ, კონკრეტული ეკონომიკური შედეგი გამოიღო. ევროკავშირში 131 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია გაიყიდა.
26 აგვისტო 2026, 20:36
ტაბლოიდი
80 წლის ასაკში ბრიტანელი მსახიობი და მომღერალი ტიმ კარი გარდაიცვალა
80 წლის ასაკში გარდაიცვალა ბრიტანელი მსახიობი და მომღერალი ტიმ კარი, რომელიც მაყურებელმა განსაკუთრებით გაიცნო ფილმებში „ის“ და „მარტო სახლში 2“. ინფორმაციას გამოცემა TMZ ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 20:36
ეკონომიკა
საქართველოს ენერგეტიკის სექტორის დაფინანსება გასული წლის ივლისთან შედარებით 40%-ით გაიზარდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოს ენერგეტიკის სექტორის დაფინანსება გასული წლის ივლისთან შედარებით 40%-ით გაიზარდა. ეკონომიკისა და ტურიზმის ზრდის ფონზე, ელექტროენერგიაზე მოთხოვნის მატება ხელისუფლებას აიძულებს, ათწლიანი სამოქმედო გეგმით იმუშაოს, რომლის მთავარი მიზანი, 2036 წლისთვის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მიღწევაა.
26 აგვისტო 2026, 20:32
საზოგადოება
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის გამო, დედაქალაქის მერია მოძრაობის დროებით გეგმას აამოქმედებს - დეტალური საგზაო რუკა მძღოლებისთვის და კახა კალაძის განმარტებები. „ქრონიკის“ სიუჟეტი
დედაქალაქის მთავარ გამზირზე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, გადაადგილების ახალი წესები ამოქმედდება. პირველი სექტემბრიდან რუსთაველის გამზირის მიმდებარედ, საავტომობილო მოძრაობის დროებითი სქემა იმუშავებს, რაც რიგ ქუჩებზე მოძრაობის მიმართულების შეცვლასა და ორმხრივ რეჟიმს ითვალისწინებს.
26 აგვისტო 2026, 20:24
პოლიტიკა
გამჭოლი სივრცე მგზავრებისთვის, გაგრილების ახალი სისტემა და კამერები მეტი უსაფრთხოებისთვის - თბილისის მეტროპოლიტენის ახალი ვაგონები მალე თბილისში ჩამოვა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
თბილისის მერია მეტროპოლიტენის მოდერნიზაციის ახალ ეტაპს იწყებს, რაც საექსპლუატაციო ვადის ამოწურვის გამო, ვაგონების სრულ ჩანაცვლებას ითვალისწინებს. ეტაპობრივი გეგმის მიზანი, მგზავრთა გამტარუნარიანობის გაზრდა და მგზავრობის უსაფრთხოების გაუმჯობესებაა.
26 აგვისტო 2026, 20:20
პოლიტიკა
ურთიერთბრალდებების ახალი ტალღა - რა ხდება ოპოზიციურ ფლანგზე? „ქრონიკის“ სიუჟეტი
რღვევა ოპოზიციურ გაერთიანებაში - პატიმარი ექსპრეზიდენტის ყოფილი მოკავშირეები მიხეილ სააკაშვილს უსინდისობასა და ტყუილში ღიად ადანაშაულებენ. პოლიტიკური ლიდერების ურთიერთკრიტიკა და სოციალურ ქსელებში გაჩაღებული ომი ოპოზიციურ ფლანგზე არსებულ ქაოსს კიდევ უფრო ააშკარავებს.
26 აგვისტო 2026, 20:18
ეკონომიკა
მაღალი მოგების ილუზია და დაკარგული დანაზოგები - მოქალაქეები თაღლითების სამიზნეში და ეროვნული ბანკის გაფრთხილება მოსახლეობისადმი. „ქრონიკის“ სიუჟეტი
კრიპტო-თაღლითობის ახალი სქემა და ათასობით მოტყუებული მომხმარებელი - სოციალურ ქსელებში გავრცელებულმა ფინანსურმა პირამიდებმა, მასშტაბური სახე მიიღო. ეროვნული ბანკი საგანგებო გაფრთხილებას ავრცელებს, შინაგან საქმეთა სამინისტრო კი, სისხლის სამართლის გამოძიებას იწყებს.
26 აგვისტო 2026, 20:13
პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობის“ რადიკალურად შეცვლილი რიტორიკა - 2010 წლის არქივი ლარსის საზღვრიდან და უმრავლესობის მწვავე შეფასებები. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ციფრები პოლიტიკური სპეკულაციების წინააღმდეგ - ოფიციალური უწყებები ოპოზიციის მიერ გავრცელებულ მორიგ სპეკულაციას ლარსის საზღვარსა და მოქალაქეობის მინიჭებაზე, მანიპულაციას უწოდებენ. სტატისტიკა ადასტურებს, რომ მედიაში გავრცელებული ცნობები რუსეთის მოქალაქეების ნაკადის შესახებ, მანიპულაციურია.
26 აგვისტო 2026, 19:42
რეგიონი
ე.წ. „ოცნების ქალაქში“ ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს
ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ზურაბ პატარაძესთან ერთად, ე.წ. „ოცნების ქალაქში“ ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა.
26 აგვისტო 2026, 19:20
მსოფლიო
ტრამპი: ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოსკოვში ვიზიტს შესაძლოა გარკვეული შედეგი მოჰყვეს
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, შეერთებული შტატები უკრაინაში ომის დასასრულებლად „ძალიან აქტიურად მუშაობს“, ხოლო ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორის, ჯონ რეტკლიფის მოსკოვში ვიზიტს „შესაძლოა გარკვეული შედეგი მოჰყვეს“.
26 აგვისტო 2026, 19:08
მსოფლიო
ირანული მედიის ცნობით, მომავალ კვირას ყირგიზეთში მასუდ პეზეშკიანისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა იგეგმება
ირანის ნახევრად ოფიციალური სააგენტო Mehr-ის ცნობით, მომავალ კვირას ყირგიზეთში ირანის პრეზიდენტ მასუდ პეზეშკიანისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შეხვედრა იგეგმება.
26 აგვისტო 2026, 19:01
მსოფლიო
CNN: ტრამპს ეჭვი შეაქვს ირანელების მიერ რეჟიმის შეცვლის შესაძლებლობაში
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ეჭვი შეიტანა იმაში, შეძლებენ თუ არა ირანელი მომიტინგეები რეჟიმის შეცვლას. მისი თქმით, პროტესტის გამოხატვა რთულია, როდესაც „გყავს ხალხი, ვინც მზადაა ესროლოს და მოკლას პროტესტის მონაწილეები“.
26 აგვისტო 2026, 18:23
მსოფლიო
Reuters: ნეპალში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა
ნეპალში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობისა და მეწყრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 18:19
სამართალი
ქუთაისის აეროპორტის მებაჟე ოფიცრებმა, არადეკლარირებული ოქროს ზოდებისა და მონეტების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს
საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,ქუთაისის აეროპორტი“ მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს ზოდებისა და მონეტების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს, - ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.


