11 თებერვალი 2022, 23:57 / სანდო წყარო

„ენგურჰესს“, „ენერგეტიკის განვითარების ფონდსა“ და „ენგური ატრაქციას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

შპს „ენგურჰესს“, სს „ენერგეტიკის განვითარების ფონდსა“ და შპს „ენგური ატრაქციას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ხელშეკრულება ენგურჰესის თაღოვანი კაშხლის ტურისტული პოტენციალის ათვისებასა და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურის განვითარებას ითვალისწინებს.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს შპს „ენგურჰესის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ ლევან მებონიამ, სს „ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ დირექტორმა გიორგი ჩიქოვანმა და შპს „ენგური ატრაქციის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ ნიკოლოზ ანთიძემ. აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია.

ხელშეკრულების ფარგლებში მხარეები შეთანხმდნენ, რომ საკუთარი კომპეტენციის შესაბამისად, პროექტის განხორციელებისთვის საჭირო ყველა სამართლებრივ, ფინანსურ, ტექნიკურ და მეთოდურ ღონისძიებას ერთობლივად დაგეგმავენ. შეხვედრის მონაწილეთა განცხადებით, აღნიშნული ინიციატივა მნიშვნელოვანია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მიმართ საზოგადოების ცნობადობის გაზრდისა და მისი პოპულარიზაციის, ასევე ტურისტული ნაკადის მოზიდვის მიმართულებით.

აღსანიშნავია, რომ ენგურჰესის თაღოვან კაშხალზე არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტია დაგეგმილი. მათ შორის არის: აღმოჩენათა ცენტრი, გადასახედი ბაქანი, ბეიზ ჯამფინგი, საბაგირო, ზიპლაინი, პანორამული ლიფტი, საკონცერტო სივრცე და სხვ.

ყველა სიახლე

ნათია თურნავა

06 დეკემბერი 2023, 15:15

ეკონომიკა

ნათია თურნავა: სავალუტო ფონდის პროგრამის აღდგენასთან დაკავშირებით ოპტიმისტურად ვართ განწყობილი და ფონდის მხრიდანაც ასეთივე მზაობას ვხედავთ

მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და ძალიან რომ არ წავიდე დეტალებში, საკმაოდ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რომ პროგრამა აღდგება, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.

ნათია თურნავა

06 დეკემბერი 2023, 15:09

ეკონომიკა

ნათია თურნავა: სებ-ის დამოუკიდებლობა გარანტირებულია კონსტიტუციის 78-ე მუხლით, ორგანული კანონით „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ - ჩვენი მონეტარული პოლიტიკა არის სრულიად დამოუკიდებელი, საკმაოდ ეფექტური და შედეგიანი

სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა სებ-ის ყოფილ პრეზიდენტს კითხვები დაუწუნა და ერთგვარი ეკონომიკური ლექცია წაუკითხა. როგორც ნათია თურნავამ თქვა, უკვირს რომან გოცირიძისგან ეს კითხვები.

06 დეკემბერი 2023, 15:07

საზოგადოება

იძულებით გადაადგილებულ 365 პირს თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით ტექნიკა და ხელსაწყოები გადაეცემა

„დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საგრანტო პროგრამის მიზანს იძულებით გადაადგილებული პირების პროფესიული საქმიანობის მხარდაჭერა და მათთვის შემოსავლის წყაროს გაჩენა წარმოადგენს. დევნილებმა და ეკომიგრანტებმა სახელობო იარაღები, რაც მათ საქმიანობის წამოწყებასა თუ გაფართოებაში დაეხმარებათ თავადვე შეარჩიეს.

06 დეკემბერი 2023, 15:06

საზოგადოება

თბილისის მერიის ინფორმაციით, საცხოვრებელი ფართები კიდევ 34 ოჯახს დაუკანონდა

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ჩუღურეთისა და ნაძალადევის რაიონებში მცხოვრებ 34 ოჯახს შეხვდა და საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები გადასცა. აღნიშნულ ოჯახებს საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ერთ ლარად გადაეცათ.

06 დეკემბერი 2023, 15:04

ეკონომიკა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები განიხილა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მეორე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტს „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. საკითხი კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

06 დეკემბერი 2023, 15:01

საზოგადოება

„სელფი მობაილმა“ საკრედიტო რეიტინგი BB-/Stable მიიღო

„სელფი მობაილმა“, ქართულმა მობილურმა ოპერატორმა, რომელიც საქართველოს მასშტაბით 1.3 მილიონზე მეტ აბონენტს ემსახურება, ევროპის წამყვანი საკრედიტო რეიტინგის სააგენტოსგან Scope Ratings, BB-/Stable შეფასება მიიღო. მაღალი საკრედიტო რეიტინგი განპირობებულია ისეთი ფაქტორებით, როგორებიცაა საკრედიტო ვალდებულებების სიმცირე, ასევე ინდუსტრიის დაბალი ციკლურობა. სელფი გამოირჩევა კარგი მომგებიანობით და ბაზარზე სტაბილური პოზიციით. საკრეტიდო რეიტინგის პროგნოზი განისაზღვრა როგორც სტაბილური და განპირობებულია სელფის კონკურენტული პოზიციისადმი პოზიტიური მოლოდინით.

06 დეკემბერი 2023, 15:00

მსოფლიო

ინდოეთში ციკლონს 13 ადამიანი ემსხვერპლა

სტიქიის ზონაში უსაფრთხოების მიზნით, 25 დასახლებიდან, 15 ათასზე მეტი ადგილობრივი მოსახლის ევაკუაცია განხორციელდა. ციკლონმა ყველაზე მეტად სანაპირო ზოლში მდებარე დასახლებები დააზიანა, სადაც დაინგრა საავტომობილო გზები და დაიტბორა საცხოვრებელი სახლები.

ეკა სეფაშვილი

06 დეკემბერი 2023, 14:58

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი კლიმატის ცვლილებებისადმი მიძღვნილ გაეროს კონფერენციაში მონაწილეობს

გაეროს 28-ზე კონფერენციაზე, რომელიც კლიმატის ცვლილებას ეძღვნება, საპარლამენტთაშორისო სესიაზე „ხალხის ძალის“ წევრი ეკა სეფაშვილი მონაწილეობს. სესია მიეძღვნა კლიმატის ცვლილებების გამოწვევებს.

06 დეკემბერი 2023, 14:57

ეკონომიკა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ ცვლილებას მხარი დაუჭირა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ შესატანი ცვლილების პროექტი, რომლის თანახმადაც, მუნიციპალიტეტებს ტურისტული დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის (DMO) შექმნისთვის სამართლებრივი საფუძველი შეექმნებათ.

ნათია თურნავა

06 დეკემბერი 2023, 14:55

ეკონომიკა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2024-2026 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტი განიხილა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებით, წარმოდგენილი ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკა უზრუნველყოფს საშუალოვადიან პერიოდში ფასების სტაბილურობას, შესაბამისად, ის გაზრდის საქართველოს ეკონომიკის მდგრადობას პოტენციური შოკების მიმართ და ხელს შეუწყობს ეკონომიკის სტაბილურ და გრძელვადიან ზრდას

პაატა მანჯგალაძე

06 დეკემბერი 2023, 14:50

პოლიტიკა

პაატა მანჯგალაძე: „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობა არის, რომ ორბანის იმედად დატოვა კანდიდატის სტატუსი და სხვა ქვეყნებთან არ გააგრძელა მჭიდრო თანამშრომლობა

ადამიანი, რომელიც საქართველოში ჩამოვიდა, დაგვპირდა, რომ დაგეხმარებით ევროკავშირში გაწევრიანების პროცესშიო და ამის გამო „ქართულმა ოცნებამ“ ერთი ორბანის გამო 26 ევროპული სახელმწიფო გადაიკიდა. ახლა აღმოჩნდა, რომ 26 სახელმწიფო თანახმაა საქართველოს მისცენ კანდიდატის სტატუსი და წინააღმდეგია „ქართული ოცნების“ მოკავშირე ორბანი და ახლა ნორმალურია ეს? არ არის ნორმალური, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

06 დეკემბერი 2023, 14:45

LIVE ისრაელი

ბოლო 24 საათში „ცაჰალმა“ ღაზის სექტორში „ჰამასის“ 250 პოზიციაზე მიიტანა იერიში

ისრაელის არმიამ, ბოლო 24 საათში ღაზის სექტორში „ჰამასის“ 250 პოზიციაზე მიიტანა იერიში. თავდასხმის სამიზნე დაჯგუფება „ისლამური ჯიჰადის“ ინფრასტრუქტურაც გახდა.

06 დეკემბერი 2023, 14:44

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს მირჩა ჯოანას შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ბრიუსელში, ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს მირჩა ჯოანას შეხვდა.

06 დეკემბერი 2023, 14:41

მსოფლიო

ვლადიმირ პუტინი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჩავიდა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი არაბთა გაერთიანებულ საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში ჩავიდა. არაბთა გაერთიანებული საამიროებში პუტინი ქვეყნის ლიდერს, მოჰამედ ალ ნახაიანს შეხვდება, ჯერ გაფართოებული დელეგაციების შემადგენლობით, შემდეგ კი პირისპირ.

გია ცაგარეიშვილი

06 დეკემბერი 2023, 14:41

პოლიტიკა

გია ცაგარეიშვილი პარტიიდან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების წასვლაზე: გამოაძევეს ხალხი პარტიიდან. ეს არის ოლიგარქიული, ჩრდილოვანი მმართველობის შედეგი როდესაც პარტიას ან ამ ქვეყნიდან ძებნილი პირები მართავენ, ან კრიმინალები

„პარტიის დატოვების ტენდენციის დრამატურგია კარგად არის ჩამოყალიბებული. მელია ხელმძღვანელობს ამ ყველაფერს. როგორც ჩანს, ფინიშის სწორზე თვითონაც გამოჩნდება და ჩაუდგება სათავეში განდგომილებს“

კახა კალაძე

06 დეკემბერი 2023, 14:40

პოლიტიკა

კახა კალაძე უკანონო მშენებლობების დემონტაჟის შესახებ: ტყუილია, რომ იქ ვინმე ცხოვრობდა

არსებობენ თაღლითური ჯგუფები, რომლებიც აჯერებენ ხალხს, თითქოს, შეუძლიათ სახელმწიფოს დაქვემდებარებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე შენობები ააშენონ და შემდეგ ამას დაუკანონებენ, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ სამგორის რაიონში უკანონოდ აშენებული ნაგებობების დემონტაჟის საკითხზე კომენტირებისას ისაუბრა.

კახა კალაძე

06 დეკემბერი 2023, 14:37

პოლიტიკა

კახა კალაძე: თუ ვინ იქნება ხელისუფლებაში, ამას წყვეტს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა

თუ ვინ იქნება ხელისუფლებაში, ამას ვერც გარედან გადაწყვეტს ვინმე და ვერც მოსახლეობას დააძალებს, თუ რომელი პოლიტიკური პარტია ან პარტიები უნდა იყვნენ ხელისუფლებაში, რადგან ამას წყვეტს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, - ასე უპასუხა კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას, რომელიც ეხებოდა საქართველოში ვიზიტით მყოფი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნის ოპოზიციასთან შეხვედრისას კოალიციური მთავრობის ფორმირების შესაძლებლობაზე საუბრის შეფასებას.

თამარ ჩიბურდანიძე

06 დეკემბერი 2023, 14:35

პოლიტიკა

თამარ ჩიბურდანიძე: რეალობა ისაა, რომ გახარიას პარტიამ „ბიძინას პროექტის“ სახელით საპარლამენტო მანდატები აიღო და დღეს ბიძინას სახელის გარეშე ვეღარაფერს იღებენ, გაკოტრდნენ

არჩევნების შემდეგ, გახარიას პარტიის მჭიდრო პარტნიორობამ „ნაცმოძრაობასთან“ ყველა ეჭვი გააქრო და დარწმუნდნენ, რომ ის ბიძინას პროექტი არ იყო, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე წერს. იქვე საუბრობს იმაზე, რომ რეალობაში გახარია და მისი ურეიტინგოდ დარჩენილი პარტია სხვისი ნეგატივის ფონზე ცდილობს არჩევნებში ხმების მიღებას.

კახა კალაძე

06 დეკემბერი 2023, 14:33

საზოგადოება

კახა კალაძე: 18-მეტრიანი ავტობუსების გარკვეული ნაწილი ჩამოსულია, დეკემბრის ბოლომდე კი ჯამში, 50 ერთეული იქნება თბილისში

18-მეტრიანი ავტობუსების ნაწილი დედაქალაქში უკვე შემოსულია, დეკემბრის ბოლომდე, ჯამში, 50 ავტობუსი იქნება თბილისში, ხოლო იანვრის ბოლოდან ხაზებზე გადანაწილდება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ აღნიშნული საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

კახა კალაძე

06 დეკემბერი 2023, 14:32

პოლიტიკა

კახა კალაძე: რომ გითხრათ დიდად მაღელვებს „ნაცმოძრაობაში“ მიმდინარე პროცესი, არ ვიქნები მართალი, არსებობს პარტიული ბრძოლა სკამებისთვის

„ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესები დიდად არ მაღელვებს, თუმცა ერთი რამ ცხადია, რომ არსებობს დაპირისპირება და შიდა პარტიული ბრძოლები სკამისთვის, თანამდებობებისთვის“, - ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტის შეკითხვას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ პარტიის დატოვების შესახებ.