27 მარტი 2022, 16:47 / სანდო წყარო

იოსებ არჩვაძე: მსოფლიოს 99 ქვეყანასთან შედარებით საქართველოში ბენზინი იაფია, მათ შორის აშშ-თან შედარებით - 5.6%-ით, ხოლო ევროკავშირთან შედარებით საშუალოდ, 38%-ით

იოსებ არჩვაძე

იოსებ არჩვაძე

მსოფლიოს ყურადღება ამჟამად უკრაინისკენაა მიპყრობილი, თუმცა რუსეთ-უკრაინის ომს, სამხედრო-პოლიტიკურთან ერთად, არანაკლები ეკონომიკური და ფინანსური ასპექტიც გააჩნია. აღნიშნულმა კონფლიქტმა გამოიწვია მრავალი სახის პროდუქციის ფასების ზრდა არა მარტო ევროპაში, არამედ მთელ მსოფლიოში, მათ შორის ყველაზე თვალსაჩინოა ფასების ზრდა ენერგორესურსებზე: ნავთობსა და გაზზე, - ამის შესახებ ექსპერტი იოსებ არჩვაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ნავთობის ფასები მსოფლიოში კოვიდპანდემიის პიკის ფაქტობრივი გადავლის შემდეგ, გლობალური მოთხოვნის მატების გამო, ისედაც იზრდებოდა, თუმცა ომმა უკრაინაში და ეკონომიკური კავშირების მოშლამ ეს პროცესი კიდევ უფრო დააჩქარა.

„ნავთობის ფასი, რომელიც გლობალურ ბაზრებზე 2020 წლის აპრილ-მაისში უარყოფითი მაჩვენებლითაც კი გამოიხატებოდა (ნავთობსაცავების გადავსების გამო მწარმოებლები იქით უხდიდნენ მომხმარებლებს, ნავთობის გატანის შემთხვევაში - ყოველ ბარელ ნავთობზე 20 დოლარზე მეტს), შემდეგომ სწრაფი ზრდის რეჟიმში გადავიდა და ამჟამად ბარელი ნავთობი მსოფლიო ფასებით 114 აშშ დოლარია - ეს ერთი წლის წინანდელს (61.0$) 1-9-ჯერ, ხოლო 2022 წლის დასაწყისის ფასს(77.7$) - 46.7 პროცენტით აღემატება.

კიდევ უფრო მძიმე სიტუაციაა ბუნებრივ აირზე, რომლის მოხმარების ბალანსში რუსული გაზის წილი ევროკავშირის ქვეყნებში დაახლოებით, 40 პროცენტია. მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობა და შესაბამისად, ბიზნესის წარმომადგენლები, ამ პროცესს უკიდურესად შოკისმომგვრელს უწოდებენ და სხვადასხვა ფორმით აპროტესტებენ.

აღნიშნული პრობლემა საქართველოსთვის, როგორც იმპორტდამოკიდებული ქვეყნისათვის, განსაკუთრებით აქტუალური და ყურადსაღებია, რადგანაც მსოფლიო ბაზარზე ყოველი ბარელი ნავთობის ფასის მხოლოდ ერთი დოლარით მატებისას, მისი იმპორტი ჩვენს ქვეყანას დაახლოებით, 10 მილიონი აშშ დოლარით უძვირდება.

რაც შეეხება ბუნებრივ აირს, საქართველოში მისი ფასი სტაბილურია და ევროპული ქვეყნებთან შედარებით, ჯერადად ნაკლები - ჩვენს საიმედო პარტნიორ აზერბაიჯანთან ჩამოყალიბებული ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის, ხანგრძლივი კონტრაქტების საფუძველზე. საქართველოს ტერიტორიის გავლით აზერბაიჯანული ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირება მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

შედეგად, საქართველოს სამომხმარებლო სექტორს გვერდი აუარა „ფასების რევოლუციამ“ ბუნებრი აირზე, რამაც ასე შეაწუხა ევროპელი მომხარებლები, ხოლო ნავთობპროდუქტების გაძვირების ნეგატიური ეფექტი იმაზე გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ეს შეიძლებოდა ჰქონოდა ნავთობის თითქმის, მთლიანად იმპორტდამოკიდებულ ქვეყანას. საქართველოში ბენზინის ფასი 24 თებერვლის შემდეგ, 27 მარტის მდგომარეობით, გაიზარდა 19.4 პროცნტით (3.14 ლარიდან 3.75 ლარამდე), იმავე პერიოდში მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის 22.1 პროცენტით ზრდის (93.3 დოლარიდან 113.90 დოლარამდე) პირობებში. ამასთან, საქართველოს შიდა სამომხმარებლო ბაზარზე ბენზინის ფასის მატების მაჩვენებელმა, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის მატების მხოლოდ ნახევარი შეადგინა (შესაბამისად, +11.8% და +22.1%).

ამჟამად ბენზინი საქართველოში მსოფლიოს 170 ქვეყნიდან 99 ქვეყანასთან შედარებით იაფია, აქედან აშშ-თან შედარებით - 5.6%-ით, ხოლო ევროკავშირთან შედარებით საშუალოდ, 38 პროცენტით (მათ შორის უნგრეთთან შედარებით - 12.6%-ით, პოლონეთთან შედარებით - 20.6%-ით, საფრანგეთთან შედარებით - 43.3 %-ით, ხოლო გერმანიასა და იტალიასთან შედარებით თითქმის, 48%-ით).

საქართველოს ხელისუფლებას დაგროვილი აქვს კრიზისულ ვითარებაში ქვეყნის მოსახლეობის, განსაკუთრებით სიღარიბისადმი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების სოციალური დაცვისა და სისტემური მხარდაჭერის დიდი გამოცდილება და მისი ძალისხმევა მსოფლიო ბაზარზე საწვავისა და რიგი სხვა სახის საქონლის გაძვირებით მიყენებული ნეგატიური ეფექტის მაქსიმალურად შესამცირებლად შესაბამისი სოციალური პროგრამების რეალიზაციით უკვე იძლევა თვალსაჩინო შედეგს“, - წერს არჩვაძე.

ყველა სიახლე

24 აპრილი 2026, 20:34

პოლიტიკა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა და განცხადებები საქართველოზე. „ქრონიკა“ სტრასბურგიდან

როდესაც სტრასბურგსა თუ ბრიუსელში საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლაზე საუბრობენ, ვინ არის მათთვის მთავარი წყარო? ამ კითხვით „ქრონიკამ“ ევროპის საბჭოს ასამბლეის მონაწილეებს მიმართა. აღმოჩნდა, რომ ინფორმაციის ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებელი არასამთავრობო სექტორია. იკვეთება გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების როლიც.

24 აპრილი 2026, 20:30

პოლიტიკა

სწრაფი, საიმედო და პროგნოზირებადი კავშირი ევროპასა და აზიას შორის - საქართველოს მნიშვნელოვანი როლი შუა დერეფნის პროექტში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

„ტრამპის საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობის მარშრუტი“ - შეერთებული შტატები და აზერბაიჯანი ერთობლივ პროექტს იწყებენ, რომელიც უფრო ფართო, შუა დერეფნის ნაწილია და საქართველოსაც მოიცავს - ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.

24 აპრილი 2026, 20:26

სამართალი

რუსეთის სპეცსამსახურების მიერ გადაბირებული ჯაშუშების საქმე - სამ ბრალდებულს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

რუსეთის სპეცსამსახურების მიერ გადაბირებული ჯაშუშების საქმეზე სამ ბრალდებულს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად, პატიმრობა შეუფარდა. მათგან ორს დაუსწრებლად, რადგან ისინი საქართველოში არ იმყოფებიან. საქმეს საიდუმლო სტატუსი აქვს.

24 აპრილი 2026, 20:19

მსოფლიო

The Guardian: უკრაინის თავდაცვის უწყებამ გადააყენა მაღალი რანგის მეთაური მას შემდეგ, რაც გავრცელდა იმ გამოფიტული ჯარისკაცების ფოტოები, რომლებიც თვეების განმავლობაში ფრონტის ხაზზე საკვებისა და წყლის გარეშე იყვნენ მიტოვებულნი

უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ თანამდებობიდან გადააყენა მაღალი რანგის მეთაური მას შემდეგ, რაც გავრცელდა იმ გამოფიტული ჯარისკაცების ფოტოები, რომლებიც თვეების განმავლობაში ფრონტის ხაზზე სათანადო საკვებისა და წყლის გარეშე იყვნენ მიტოვებულნი, - წერს ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი.

24 აპრილი 2026, 20:11

პოლიტიკა

„დელფოსის ეკონომიკური ფორუმი“ და მაკა ბოჭორიშვილის გზავნილები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ხმელთაშუა ზღვიდან შავ ზღვამდე: ევროპის უსაფრთხოების ახალი სარტყელი ამ კონტექსტში შავი ზღვის რეგიონი და სამხრეთ კავკასია, ევროპისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ეს დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დელფოსის ეკონომიკური ფორუმის მონაწილეებს კიდევ ერთხელ უთხრა.

მაკა ბოჭორიშვილი

24 აპრილი 2026, 19:48

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილმა „დელფოსის ეკონომიკური ფორუმი“ შეაჯამა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა საბერძნეთში გამართული „დელფოსის ეკონომიკური ფორუმი“ შეაჯამა და ღონისძიების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მაკა ბოჭორიშვილი

24 აპრილი 2026, 19:48

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: შუა დერეფანში საქართველოს როლის უგულებელყოფა არის შეუძლებელი

„საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი წვლილი შუა დერეფნის განვითარებაში. შესაბამისად, როდესაც საუბარია რეგიონში ნებისმიერი სატრანზიტო პროექტის განხორციელებაზე, შეუძლებელია, გვერდი ავუაროთ საქართველოს. ეს არის რეალური მოცემულობა და არაფერი გასაკვირი ამაში არ არის, როდესაც შუა დერეფანზე საუბარი საქართველოს გარეშე არ ხდება.“ - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.

24 აპრილი 2026, 19:44

მსოფლიო

POLITICO: გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის ფრონტის ხაზზე მყოფი ჯარისკაცები შიმშილობენ და იძულებულნი არიან წვიმის წყალი დალიონ - მეთაურების ქმედებებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის ფრონტის ხაზზე მყოფი ჯარისკაცები შიმშილობენ და იძულებულნი არიან წვიმის წყალი დალიონ, - წერს გამოცემა POLITICO.

პედრო სანჩესი

24 აპრილი 2026, 19:33

მსოფლიო

პედრო სანჩესი უარყოფს აშშ-ის მოსაზრებას ნატოდან ესპანეთის შესაძლო გარიცხვის შესახებ

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა პარასკევს უარყო პენტაგონიდან გაჟონილი ელექტრონული წერილი, რომლის მიხედვითაც, ირანის წინააღმდეგ ომის მხარდაჭერაზე უარის თქმის გამო, შესაძლოა ესპანეთი ნატოს წევრობის შეჩერებით დაისაჯოს.

პიტ ჰეგსეტი

24 აპრილი 2026, 19:24

მსოფლიო

პიტ ჰეგსეტი: ვერავინ გაცურავს ჰორმუზის სრუტიდან მსოფლიოს ვერცერთ წერტილში აშშ-ის საზღვაო ძალების ნებართვის გარეშე

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა განაცხადა, რომ ირანის პორტების აშშ-ის მიერ საზღვაო ბლოკადა „ფართოვდება და გლობალური ხდება“.

თაკო ჩარკვიანი

24 აპრილი 2026, 19:24

პოლიტიკა

თაკო ჩარკვიანი: მაჩვენეთ ადამიანთა გუნდი, ვინც ჩერგო-ბოკერიას, ოდესმე ხმას მისცემს. რამდენჯერაც გაბედეს და მოსინჯეს დამოუკიდებლად თავის შეყოფა პოლიტიკაში იმდენჯერ გაანულა ხალხმა

მაჩვენეთ ადამიანთა გუნდი, ნუ რაღაც რაოდენობა მაინც, ვინც ამ „ცოლ-ქმარს" ჩერგო-ბოკერიას, ოდესმე ხმას მისცემს, - წერს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში. მისი თქმით, ჩერგოლეიშვილმა და ბოკერიამ რამდენჯერაც გაბედეს და მოსინჯეს დამოუკიდებლად თავის შეყოფა პოლიტიკაში იმდენჯერ გაანულა ხალხმა.

ფრიდრიხ მერცი

24 აპრილი 2026, 19:12

მსოფლიო

მერცი: ყველასთვის ნათელია, რომ უკრაინის დაუყოვნებლივი გაწევრიანება ევროკავშირში, რა თქმა უნდა, შეუძლებელია

გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ ევროკავშირში უკრაინის „დაუყოვნებლივი გაწევრიანების“ პერსპექტივა არ არსებობს, თუმცა წამოაყენა წინადადება, რომ კიევი ბლოკის წევრთა შეხვედრებს ხმის უფლების გარეშე დაესწროს.

ლაზარე გრიგორიადისი

24 აპრილი 2026, 19:10

სამართალი

ლაზარე გრიგორიადისი სიცოცხლის მოსპობის მუქარის ბრალდებით დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლაზარე გრიგორიადისი სიცოცხლის მოსპობის მუქარის ბრალდებით დააკავა.

მაკა ბოჭორიშვილი

24 აპრილი 2026, 19:06

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: გვექნება შესაძლებლობა პაველ ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი მედიასთან საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის მიერ ბრიუსელში, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურში გამართულ ღონისძიებაზე გაკეთებული განცხადებას გამოეხმაურა. მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ ჰერჩინსკს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარებენ.

პიტ ჰეგსეტი

24 აპრილი 2026, 19:02

მსოფლიო

პიტ ჰეგსეტი: ევროპის იმედად არ ვართ, თუმცა მათ ჰორმუზის სრუტე ჩვენზე ბევრად მეტად სჭირდებათ - შესაძლოა, სჯობდეს ნაკლები ილაპარაკონ, ეს გაცილებით მეტად მათი ბრძოლაა, ვიდრე ჩვენი

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა ევროპელი მოკავშირეები გააკრიტიკა ირანის წინააღმდეგ ომში აშშ-ის არასაკმარისი დახმარების გამო.

24 აპრილი 2026, 18:48

რეგიონი

წალენჯიხაში ტერენტი გრანელის სახელობის პარკის რეაბილიტაციის პროექტირება იწყება

დაგეგმილია პარკის საბავშვო და დასასვენებელი ზონების, სპორტული მოედნების და სავარჯიშო სივრცეების, ველოსიპედისა და საფეხმავლო ბილიკების ქსელის მოწყობა. პროექტის მიხედვით უნდა მოეწყოს, ასევე, კულტურული და საგანმანათლებლო სივრცეები, მათ შორის ღია სცენა, პავილიონები და ღონისძიებების მოედნები.

კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე

24 აპრილი 2026, 18:42

საზოგადოება

პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალებიდან ხვალ 40 დღე სრულდება

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ამასთან დაკავშირებით, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, მღვდელმთავრებთან და სხვა სასულიერო პირებთან ერთად წირვას აღავლენს. ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყება.

თამარ იოსელიანი

24 აპრილი 2026, 18:38

ეკონომიკა

თამარ იოსელიანი: შუა დერეფანი ევროპა–აზიის დაკავშირებადობის საკვანძო მარშრუტია, ხოლო საქართველოს გარეშე მისი სრული პოტენციალის რეალიზება პრაქტიკულად შეუძლებელია

როგორც მინისტრის მოადგილე განმარტავს, ქვეყანა უკვე ჩამოყალიბებულია მულტიმოდალურ სატრანსპორტო ჰაბად, რომელიც შავი ზღვის პორტებისა და განვითარებადი ინფრასტრუქტურის საშუალებით ევროპასთან ეფექტიან კავშირს უზრუნველყოფს.

ლადო სადღობელაშვილი

24 აპრილი 2026, 18:32

პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი გვარამიას განცხადებაზე: როდესაც პოლიტიკოსი ქვეყნის შიგნით ვერ იღებს მხარდაჭერას და გარეთ იწყებს ლობირებას საკუთარი სახელმწიფოს დასასანქცირებლად - პოლიტიკა კი არა ამას ღალატი ჰქვია

ნიკა გვარამია პირდაპირ ამბობს: „შიგნით აქცია, გარეთ სანქცია“, ბრიტანეთის სანქციების გაგრძელება „ძალიან მნიშვნელოვანია“-ო! ქვეყნის შიგნით -დაძაბულობის ზრდა, პროტესტის მუდმივი პროვოცირება! ქვეყნის გარეთ - ზეწოლის, სანქციების და ჩარევის წახალისება! და მერე ამ ყველაფერს ეძახიან „პოლიტიკას“? - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი, ლადო სადღობელაშვილი „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებას, რომელიც ოპოზიციის ალიანსის სხვა წევრებთან ერთად დიდი ბრიტანეთის ელჩთან შეხვედრაზე იმყოფებოდა და შეხვედრას „წარმატებული“ უწოდა.

გიორგი ქაჯაია

24 აპრილი 2026, 18:30

პოლიტიკა

გიორგი ქაჯაია: როგორ შეიძლება ოპოზიციურ ალიანსს სერიოზულად შევხედოთ - მასში შემავალი სუბიექტები და პოლიტიკური პარტიები ერთმანეთს ვერ იტანენ და ერთმანეთთან პიროვნულ დონეზე არიან დაპირისპირებული

როგორ შეიძლება ოპოზიციურ ალიანსს სერიოზულად შევხედოთ, იქიდან გამომდინარე, რომ მასში შემავალი სუბიექტები და თუნდაც, პოლიტიკური პარტიები ერთმანეთს ვერ იტანენ და ერთმანეთთან პიროვნულ დონეზე არიან დაპირისპირებული, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ ანალიტიკოსმა, გიორგი ქაჯაიამ.