imedi /  27 მარტი 2022, 16:41 / სანდო წყარო

ვახტანგ ჭარაია: რუსეთ-უკრაინის ომმა მსოფლიო ენერგობაზარი მნიშვნელოვნად არია

ვახტანგ ჭარაია

ვახტანგ ჭარაია

გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთი მსოფლიოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ენერგო მომმარაგებელია, მისმა ომმა უკრაინაში და მასზე დაწესებულმა უპრეცედენტო მასშტაბის სანქციებმა მნიშვნელოვნად არიან მსოფლიო ენერგო ბაზარი, - ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი ვახტანგ ჭარაია Facebook-ზე წერს. მისი აზრით, ერთი მხრივ წნეხი აძვირებს ენერგორესურსებს და ამით რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს, ხოლო მეორე მხრივ კი რუსეთის რესურსებზე სრულიად უარის თქმა დასავლეთის მხრიდან ენერგო რესურს სავარაუდოდ ახალ ისტორიულ მაქსიმუმზე აიყვანს.

„ფასების ზრდა კი სენსიტიურია როგორც განვითარებადი ქვეყნებისათვის, ასევე განვითარებული ქვეყნებისათვის და ამის მაგალითებს პრაქტიკულად ყოველდღიურად ვაწყდებით დასავლეთის ქვეყნებში სისტემატური საპროტესტო აქციების სახით. თავისუფლება ძვირი ღირს, თუმცა საქართველო მთელი რიგი მიმართულებებით საკმაოდ საიმედოდაა დაცული, ცალკეულ ასპექტებში კი გამოწვევები დიდია, მაგალითად:

- ბუნებრივი აირის შემთხვევაში, მომარაგება 90%-ზე მეტი აზერბაიჯანთან გრძელვადიან კონტრაქტებს ეფუძნება, რასაც ემატება შაჰდენიზიდან დასავლეთის მიმართულებით გაზრდილი ტრანზიტის შედეგად მიღებული გაზრდილი სატარიფო შემოსავალიც;

- ელექტროენერგიის შემთხვევაში საქართველო იმპორტს ახორციელებს კონკრეტული მომენტისთვის საუკეთესო ფასის მიხედვით, რაც რუსეთზე დამოკიდებულებას სიმბოლურს ხდის. ნებისმიერ მომენტში საქართველოს გააჩნია სხვა მეზობელი ქვეყნების ალტერნატივა. უფრო მეტიც, ამ ეტაპზე როგორც ირკვევა რეგიონში ელექტროენერგიის ტარიფები უცვლელია;

- ომის გამო გართულებულია მდგომარეობა ნავთობპროდუქტების კუთხით, რაც მნიშვნელოვან სირთულეებს ქმნის მსოფლიო მასშტაბით. ნავთობპროდუქტების ფასი ნავთობის არამწარმოებელ ქვეყნებში საშუალოდ 20%-ითაა გაზრდილი, მათ შორის საქართველოშიც.

სამწუხაროდ წნეხს განიცდის საქართველოც, რომლისგან თავის დაღწევის ერთ-ერთი გზა ელექტრომობილების კიდევ უფრო მეტი პოპულარიზება თუ იქნება, თუმცა ეს რთული და გრძელვადიანი პროცესია. სამწუხაროდ, რუსეთ-უკრაინის ომმა დაგვანახა, რომ თუ მსოფლიოსთვის რუსეთის ენერგო რესურსები ყოფილა სენსიტიური, არანაკლებ მტკივნეული ყოფილა უკრაინული სურსათის (რუსეთთან ერთად) ბაზარზე არმიწოდებაც, რასაც მსოფლიო სასურსათო სტაბილურობის შერყევაც კი შეძლებია.

გამოსავალი დივერსიფიცირებასა და ადგილობრივი წარმოების წახალისებაშია, რასაც არც თუ ისე იშვიათად თავადვე ვაბრკოლებთ და ამისი ნათელი მაგალითია ჰესების მიმართ აგორებული აგრესიული მოწოდებები და შედეგად ჩაგდებული მილიარდობით დოლარის პროექტები. ისევე როგორც თავისუფლება ღირს ძვირი, უფასო და უმტკივნეულო არც განვითარების საფასურია. წინააღმდეგ შემთხვევაში კიდევ უფრო რთული იქნება ნებისმიერი შემდგომი რეგიონული თუ მსოფლიო გამოწვევა“, - წერს ექსპერტი.

ყველა სიახლე

ფრიდრიხ მერცი

24 აპრილი 2026, 19:12

მსოფლიო

მერცი: ყველასთვის ნათელია, რომ უკრაინის დაუყოვნებლივი გაწევრიანება ევროკავშირში, რა თქმა უნდა, შეუძლებელია

გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ ევროკავშირში უკრაინის „დაუყოვნებლივი გაწევრიანების“ პერსპექტივა არ არსებობს, თუმცა წამოაყენა წინადადება, რომ კიევი ბლოკის წევრთა შეხვედრებს ხმის უფლების გარეშე დაესწროს.

მაკა ბოჭორიშვილი

24 აპრილი 2026, 19:06

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: გვექნება შესაძლებლობა პაველ ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი მედიასთან საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის მიერ ბრიუსელში, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურში გამართულ ღონისძიებაზე გაკეთებული განცხადებას გამოეხმაურა. მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ ჰერჩინსკს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარებენ.

პიტ ჰეგსეტი

24 აპრილი 2026, 19:02

მსოფლიო

პიტ ჰეგსეტი: ევროპის იმედად არ ვართ, თუმცა მათ ჰორმუზის სრუტე ჩვენზე ბევრად მეტად სჭირდებათ - შესაძლოა, სჯობდეს ნაკლები ილაპარაკონ, ეს გაცილებით მეტად მათი ბრძოლაა, ვიდრე ჩვენი

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა ევროპელი მოკავშირეები გააკრიტიკა ირანის წინააღმდეგ ომში აშშ-ის არასაკმარისი დახმარების გამო.

24 აპრილი 2026, 18:48

რეგიონი

წალენჯიხაში ტერენტი გრანელის სახელობის პარკის რეაბილიტაციის პროექტირება იწყება

დაგეგმილია პარკის საბავშვო და დასასვენებელი ზონების, სპორტული მოედნების და სავარჯიშო სივრცეების, ველოსიპედისა და საფეხმავლო ბილიკების ქსელის მოწყობა. პროექტის მიხედვით უნდა მოეწყოს, ასევე, კულტურული და საგანმანათლებლო სივრცეები, მათ შორის ღია სცენა, პავილიონები და ღონისძიებების მოედნები.

კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე

24 აპრილი 2026, 18:42

საზოგადოება

პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალებიდან ხვალ 40 დღე სრულდება

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ამასთან დაკავშირებით, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, მღვდელმთავრებთან და სხვა სასულიერო პირებთან ერთად წირვას აღავლენს. ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყება.

თამარ იოსელიანი

24 აპრილი 2026, 18:38

ეკონომიკა

თამარ იოსელიანი: შუა დერეფანი ევროპა–აზიის დაკავშირებადობის საკვანძო მარშრუტია, ხოლო საქართველოს გარეშე მისი სრული პოტენციალის რეალიზება პრაქტიკულად შეუძლებელია

როგორც მინისტრის მოადგილე განმარტავს, ქვეყანა უკვე ჩამოყალიბებულია მულტიმოდალურ სატრანსპორტო ჰაბად, რომელიც შავი ზღვის პორტებისა და განვითარებადი ინფრასტრუქტურის საშუალებით ევროპასთან ეფექტიან კავშირს უზრუნველყოფს.

ლადო სადღობელაშვილი

24 აპრილი 2026, 18:32

პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი გვარამიას განცხადებაზე: როდესაც პოლიტიკოსი ქვეყნის შიგნით ვერ იღებს მხარდაჭერას და გარეთ იწყებს ლობირებას საკუთარი სახელმწიფოს დასასანქცირებლად - პოლიტიკა კი არა ამას ღალატი ჰქვია

ნიკა გვარამია პირდაპირ ამბობს: „შიგნით აქცია, გარეთ სანქცია“, ბრიტანეთის სანქციების გაგრძელება „ძალიან მნიშვნელოვანია“-ო! ქვეყნის შიგნით -დაძაბულობის ზრდა, პროტესტის მუდმივი პროვოცირება! ქვეყნის გარეთ - ზეწოლის, სანქციების და ჩარევის წახალისება! და მერე ამ ყველაფერს ეძახიან „პოლიტიკას“? - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი, ლადო სადღობელაშვილი „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებას, რომელიც ოპოზიციის ალიანსის სხვა წევრებთან ერთად დიდი ბრიტანეთის ელჩთან შეხვედრაზე იმყოფებოდა და შეხვედრას „წარმატებული“ უწოდა.

გიორგი ქაჯაია

24 აპრილი 2026, 18:30

პოლიტიკა

გიორგი ქაჯაია: როგორ შეიძლება ოპოზიციურ ალიანსს სერიოზულად შევხედოთ - მასში შემავალი სუბიექტები და პოლიტიკური პარტიები ერთმანეთს ვერ იტანენ და ერთმანეთთან პიროვნულ დონეზე არიან დაპირისპირებული

როგორ შეიძლება ოპოზიციურ ალიანსს სერიოზულად შევხედოთ, იქიდან გამომდინარე, რომ მასში შემავალი სუბიექტები და თუნდაც, პოლიტიკური პარტიები ერთმანეთს ვერ იტანენ და ერთმანეთთან პიროვნულ დონეზე არიან დაპირისპირებული, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ ანალიტიკოსმა, გიორგი ქაჯაიამ.

24 აპრილი 2026, 18:20

პოლიტიკა

გიორგი ჩაკვეტაძე ჰელსინკის უნივერსიტეტის ალექსანტერის ინსტიტუტის სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს შეხვდა

გიორგი ჩაკვეტაძის განცხადებით, განსაკუთრებული ყურადღება ზოგადი და უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმაზე გამახვილდა. როგორც მან აღნიშნა, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი მზად არის, საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი ინფორმაცია მიაწოდოს ჰელსინკის უნივერსიტეტის სტუდენტებს შესაბამისი კვლევების მხარდასაჭერად.

24 აპრილი 2026, 18:16

პოლიტიკა

ლევან ჟორჟოლიანი საქართველოში პოლონეთის მისიის ხელმძღვანელს არტურ გებალს შეხვდა

შეხვედრაზე საქართველოსა და პოლონეთს შორის ურთიერთობის საკითხები განიხილეს. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა აღნიშნა, რომ ქართული მხარე კმაყოფილი არ არის ორმხრივი ურთიერთობების დღეს არსებული დონით და ადასტურებს მზადყოფნას თანამშრომლობის განახლებისა და გადატვირთვისთვის.

ირაკლი ქადაგიშვილი

24 აპრილი 2026, 18:03

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი ჰერჩინსკის განცხადებაზე: ნუ ჰგონია ნურც ბატონ ელჩს და ნურც სხვას ევროპაში, რომ საქართველოს მომავალი არ დაწერილა - საქართველოს მომავალი ათასწლეულების განმავლობაში უმძიმეს ბრძოლებში და შრომაში იწერებოდა და იწერება

საქართველო დღეს არის ის სახელმწიფო, რომელსაც შეუძლია, აღკვეთოს ყველაფერი ის, რაც ელჩის ამ ბნელ წინასწარმეტყველებაში იყო ნათქვამი, - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.

24 აპრილი 2026, 17:59

პოლიტიკა

გიორგი ქაჯაია: ბატონი ჰერჩინსკი, ბატონი ფიშერი და დიდი ბრიტანეთის ელჩი აღქმებით ცხოვრობენ და არ სურთ ქართველი ხალხის რეალური სურვილი და დღის წესრიგი გაითავისონ

ანალიტიკოსი, გიორგი ქაჯაია საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებას „დღის ქრონიკაში“ გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ელჩის განცხადება სტაბილურობისკენ მიმართული არ არის. ანალიტიკოსი ასევე აღნიშნავს, რომ თუ ჰერჩინსკი მსგავს განცხადებებს გააკეთებს, პოლარიზაციას უფრო გააღრმავებს.

მაკა ბოჭორიშვილი

24 აპრილი 2026, 17:53

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს არასდროს უთქვამს უარი ევროკავშირთან დიალოგზე, საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესიც კი არ დაწყებულა და ეს ევროპული მხარის გადაწყვეტილებაა

საქართველოს არასდროს უთქვამს უარი ევროკავშირთან დიალოგზე; საქართველოს პროცესი არასდროს შეუჩერებია მიუხედავად იმისა, რომ ამაში გვადანაშაულებენ. საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესიც კი არ დაწყებულა და ეს ევროპული მხარის გადაწყვეტილებაა, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა საბერძნეთში მიმდინარე „დელფოსის ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში გამართულ სამუშაო სესიაზე.

კაია კალასი

24 აპრილი 2026, 17:52

მსოფლიო

კაია კალასი: თუ თეირანთან მოლაპარაკება მხოლოდ ბირთვულ საკითხს შეეხება, უფრო საშიშ ირანს მივიღებთ

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, კომისარი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, კაია კალასი აცხადებს, რომ ირანი ამერიკასთან მოლაპარაკების შედეგად, შესაძლოა, კიდევ უფრო სახიფათო გახდეს.

ირაკლი ქადაგიშვილი

24 აპრილი 2026, 17:51

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: დღეს „შუა დერეფანზე“ ვერავინ ვეღარ ისაუბრებდა საქართველოს და რუსეთს შორის, რომ კონფლიქტი სამხედრო მოქმედებებში გადაზრდილიყო. ამის საშიშროება თვალნათლივ იდგა

დღეს „შუა დერეფანზე“ ვერავინ ვეღარ ისაუბრებდა საქართველოს და რუსეთს შორის, რომ კონფლიქტი სამხედრო მოქმედებებში გადაზრდილიყო. ამის საშიშროება თვალნათლივ იდგა, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.

ირაკლი ქადაგიშვილი

24 აპრილი 2026, 17:47

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: საქართველო ყველა პარამეტრებით, კვლევებით მოწინავე ქვეყანაა და ის, რომ გვინდა, რომ 2028 წლისთვის ეკონომიკური ზრდით, მთელი რიგი რეფორმებით ვიყოთ მოწინავე ქვეყანა, ეს ის რეალობაა, რომელიც გაკეთდება

საქართველო ყველა პარამეტრებით, კვლევებით მოწინავე ქვეყანაა და ის, რომ გვინდა, რომ 2028 წლისთვის ეკონომიკური ზრდით, მთელი რიგი რეფორმებით ვიყოთ მოწინავე ქვეყანა, ეს ის რეალობაა, რომელიც გაკეთდება - განაცხადა პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილმა „დღის ქრონიკაში“.

ცოტნე ანანიძე

24 აპრილი 2026, 17:37

რეგიონი

აჭარის უმაღლეს საბჭოში ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენილი ზურაბ პატარაძისა და მთავრობის წევრობის კანდიდატების დამტკიცების პროცედურები დაიწყო

აჭარის უმაღლეს საბჭოში ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენილი ზურაბ პატარაძისა და მთავრობის წევრობის კანდიდატების დამტკიცების პროცედურები დაიწყო - საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ, ცოტნე ანანიძემ მთავრობის ყოფილ თავმჯდომარეს, სულხან თამაზაშვილს მადლობა გადაუხადა გაწეული ნაყოფიერი საქმიანობისთვის

24 აპრილი 2026, 17:30

მსოფლიო

ბრიტანეთის პრემიერის ოფისი ფოლკლენდის კუნძულებზე: სუვერენიტეტი ჩვენ გვეკუთვნის

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფისი აშშ-ის მიერ ფოლკლენდის კუნძულებთან დაკავშირებით არსებული პოლიტიკის სავარაუდო შეცვლას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კუნძულები გაერთიანებულ სამეფოს ეკუთვნის.

24 აპრილი 2026, 17:20

პოლიტიკა

„ტვ პირველი“ მანიპულირებს, რომ 2025 წელს საქართველოს მოქალაქეობა 2333 პირს მიენიჭა, რომელთა 60% რუსეთის მოქალაქეა - არაფერს ამბობს იმაზე, რომ განაცხადის გაკეთება შეუძლიათ საქართველოს ყოფილ მოქალაქეებს ან მათ, ვისაც შეუწყდათ მოქალაქეობა

ოპოზიციური მედიის მანიპულაცია: ტელეკომპანია „ტვ პირველი“ BPN-ზე დაყრდნობით ავრცელებს 2025 წელს საქართველოს მოქალაქოების მინიჭებასთან დაკავშირებით ინფორმაციას და წერს, რომ გასულ წელს, საქართველოს მოქალაქეობა 2 333 ადამიანს მიენიჭა, რომელთაგან 60% რუსეთის მოქალაქეა.

24 აპრილი 2026, 17:11

სამართალი

რუსეთის სპეცსამსახურების მიერ გადაბირებული ჯაშუშების საქმეზე ბრალდებულებს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა

სასამართლო პროცესი დახურული იყო, შესაბამისად, დეტალები უცნობია. ცნობილია მხოლოდ ის რომ სამივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა, მათგან ორს დაუსწრებლად, ისინი საქართველოში არ იმყოფებიან და მათზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდება.