ლევან დავითაშვილი: სახელმწიფოს ესმის რამდენად მძიმეა მოსახლეობის მდგომარეობა და გარდა პირდაპირი სუბსიდირების პროგრამებისა, ირიბად გაზის მომარაგების შეღავათს აძლევს
ლევან დავითაშვილი
ფოტო: ეკონომიკის სამინისტრო
სახელმწიფოს ესმის რამდენად მძიმეა მოსახლეობისთვის მდგომარეობა და გარდა პირდაპირი სუბსიდირების პროგრამებისა, ირიბად, სახელმწიფო მოსახლეობას გაზის მომარაგების შეღავათს აძლევს,- ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდგომ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს ევროპის ბევრ ქვეყანასთან შედარებით უკეთესი პირობები აქვს გაზის მიწოდების კუთხით.
„საქართველოს აქვს უკეთესი პირობები გაზის, ამაზე პრემიერმაც ისაუბრა, ვიდრე ევროპის ნებისმიერ სხვა ქვეყანას. გრძელვადიანი კონტრაქტებიც კი, რამდენიმე ასეული დოლარის, 500-600 დოლარის ფარგლებშია ევროპის სხვა და სხვა ქვეყანაში, ზოგ შემთხვევაში 1000-სს სცდება. მიმდინარე ბირჟის ფასები, მარტივად შეგიძლიათ იხილოთ, 1000-ზე ზემოთ არის. ამას გარდა, მოსახლეობაში განაწილებული გაზი უფრო იაფია, ვიდრე კომერციულ სექტორში, ესეც განსხვავებული მოცემულობაა. ევროპის ბევრ ქვეყანაში პირიქით ხდება. საქართველოში გვესმის რა სოციალური ფონი, მოსახლეობა ენერგომატარებლებს უფრო იაფად იღებს, ეს ეხება ყველა ენერგომატარებელს, როგორც ელექტროენერგიას, ისე გაზს. გვესმის, რომ ეს არ არის მარტივი მოცემულობა, სახელმწიფოს გარკვეულწილად სხვა და სხვა რესურსების გადანაწილება უწევს ამ კუთხით. აუცილებლად უნდა ითქვას, რომ გარდა იმ პირდაპირი სუბსიდირების პროგრამებისა, რასაც ჩვენ ვაკეთებდით კომუნალური გადასახადების შემცირების კუთხით, პანდემიიდან გამომდინარე, ირიბად, სახელმწიფო კონკრეტულად სოციალური კუთხით გაზის მომარაგების შეღავათს აძლევს. ეს მოსახლეობისთვის უნდა იყოს ცნობილი იმიტომ, რომ სახელმწიფოს ესმის რამდენად მძიმეა მოსახლეობისთვის მდგომარეობა. ასევე ვცდილობთ, რომ კონკურენტუნარიანი ფასით იყოს მოწოდებული გაზის ფასი კომერციული სექტორისთვისაც, რომ მათაც გააგრძელონ ფუნქციონირება“,- აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
ყველა სიახლე
24 აგვისტო 2026, 17:25
მსოფლიო
დასავლური მედია უკრაინაში პოლიტიკური პროცესების გააქტიურებაზე წერს
დასავლური მედიის რამდენიმე გამოცემა უკრაინაში პოლიტიკური პროცესების გააქტიურებაზე წერს. Economist-ი აღნიშნავს, რომ კორუფციული სკანდალების ფონზე ქვეყანაში პოლიტიკური ქაოსია და უახლოეს დღეებში პოლიტიკურ ძალებს შორის დაპირისპირება გამძაფრდება.
24 აგვისტო 2026, 17:16
თემა
მეორე ტიპის დიაბეტი ქალებში სულ უფრო ახალგაზრდავდება. რატომ?
მეცნიერები 40 წლამდე ასაკის ქალებში მე-2 ტიპის დიაბეტის შემთხვევების მნიშვნელოვან ზრდაზე საუბრობენ. თუმცა აღნიშნული დიაგნოზის დასმა ხშირად გვიანდება.
24 აგვისტო 2026, 17:10
სამართალი
ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი: მან განაცხადა, რომ მის მიმართ წარდგენილი ბრალი არის აბსურდი
„სამართლებრივად ბრალდებას აქვს მტკიცების ტვირთი, შესაბამისად, მან უნდა დაუმტკიცოს ის, რაც არ ჩაუდენია ირაკლი ღარიბაშვილს“, - აღნიშნა ლილი გელაშვილმა.
24 აგვისტო 2026, 17:05
მსოფლიო
პოლონეთის საგარეო უწყებაში მიაჩნიათ, რომ უკრაინა ევროკავშირში საბრძოლო მოქმედებების დასრულებამდე ვერ გაწევრიანდება
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იგნაცი ნემჩინცკი აცხადებს, რომ ევროკავშირში უკრაინა საბრძოლო მოქმედებების დასრულებამდე ვერ გაწევრიანდება. მისი განმარტებით, ძნელად წარმოსადგენია, რომ ომში მყოფი ქვეყანა გაერთიანებას შეუერთდეს.
24 აგვისტო 2026, 17:00
სამართალი
საბაჟო დეპარტამენტის კინოლოგ ოფიცრებმა და შსს-ს თანამშრომლებმა „სარფის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე ჰაშიშის შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის კინოლოგ ოფიცრებმა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, საბაჟო დეპარტამენტის ,,კინოლოგიის სამმართველოს" სამსახურებრივი ძაღლის დახმარებით, სგპ „სარფში“ ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს.
24 აგვისტო 2026, 16:11
პოლიტიკა
საქართველოს პირველმა ლედიმ, თამარ ბაგრატიონმა, კიევში, პირველი ლედებისა და ჯენტლმენების მე-6 სამიტში მიიღო მონაწილეობა
SFLG Global Platform საერთაშორისო ინიციატივაა, რომელიც 2021 წლიდან მსოფლიოს სახელმწიფო მეთაურთა მეუღლეებს აერთიანებს, ყოველწლიურად პლატფორმა კიევში მაღალი დონის შეხვედრებს მართავს, რათა ხელი შეუწყოს დიალოგს გლობალური მნიშვნელობის საკითხებზე.
24 აგვისტო 2026, 16:04
კულტურა
ენტონი ჰოპკინსმა პირველი მუსიკალური ალბომი გამოუშვა
ჰოლივუდის მსახიობმა ენტონი ჰოპკინსმა, თავისი პირველი მუსიკალური ალბომი Life Is a Dream წარადგინა. ფირფიტა მან ფილარმონიულ ორკესტრთან ერთად ჩაწერა, გუსტავო დუდამელის დირიჟორობით. ჩანაწერი ბოლო 60 წლის განმავლობაში ჰოპკინსის მიერ შექმნილ ნაწარმოებებს მოიცავს. კრებულის პირველი ტრეკი - Bracken Road მსახიობმა 10 ივლისს გამოუშვა. სულ ალბომში 12 კომპოზიცია შევიდა.
24 აგვისტო 2026, 15:47
რეგიონი
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში, ამერიკული თეთრი პეპლის საწინააღმდეგოდ მცენარეები დაამუშავა
სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის სპეციალისტებმა, მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით, ქალაქ ბათუმში, იმ ტერიტორიებზე, სადაც ამერიკული თეთრი პეპლის გავრცელების კერები აღინიშნებოდა, მცენარეები სპეციალიზებული ტექნიკის გამოყენებით დაამუშავეს. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
24 აგვისტო 2026, 15:27
ჯანდაცვა
NCDC-ის თანამშრომლებს მართვის თანამედროვე მიდგომებისა და 2027-2030 წლების პრიორიტეტების განსაზღვრის მიმართულებით ტრენინგები ჩაუტარდათ
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის თანამშრომელთა პროფესიული განვითარების, ინსტიტუციური გაძლიერებისა და სტრატეგიული დაგეგმვის მიზნით, სამუშაო შეხვედრები და ტრენინგები გაიმართა.
24 აგვისტო 2026, 15:17
სამართალი
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ, ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად ცნო მოქალაქეები, რომლებმაც სოციალურ ქსელში სხვადასხვა პირს შეურაცხყოფა მიაყენა
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ, ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის ზაალ ცხადაიას საქმე განიხილა.
24 აგვისტო 2026, 15:14
საზოგადოება
გივი მიქანაძე: მეექვსეკლასელები, რომლებიც წელს ფორმას ჩაიცვამენ, სკოლას ისე დაამთავრებენ, რომ მათ ფორმა ეცმევათ, რადგან ყოველ წელს თითო კლასი დაემატება
მეექვსეკლასელები, რომლებიც წელს ფორმას ჩაიცვამენ, სკოლას ისე დაამთავრებენ, რომ მათ ფორმა ეცმევათ, რადგან ყოველ წელს, თითო კლასი დაემატება - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.
24 აგვისტო 2026, 15:13
პოლიტიკა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი, საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს ამით კუმარ მიშრას შეხვდა, - ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
24 აგვისტო 2026, 15:08
საზოგადოება
გივი მიქანაძე: ბანკებთან ვაწარმოეთ მოლაპარაკებები გარკვეულ შეღავათებზე, ქეშბექის პოლიტიკით საზოგადოება მეტ სარგებელს მიიღებს, რადგან განსაზღვრულ ტარიფთან შედარებით იაფად შეიძენს სასკოლო ფორმებს
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გივი მიქანაძის განცხადებით, სასკოლო ფორმებთან დაკავშირებით ონლაინ ელექტრონული პლატფორმის შექმნის მიზანია ფორმების შეძენის ხელმისაწვდომობის გამარტივება.
24 აგვისტო 2026, 14:54
მსოფლიო
მედია: კანადის მთავრობა ელოდება, რომ აშშ-სთან სავაჭრო ომი ხანგრძლივი იქნება
როგორც Bloomberg-ი წყაროზე დაყრდნობით წერს, კანადის მთავრობა ამუშავებს შიდა დახმარების პაკეტს ამერიკული ტარიფებისგან დაზარალებული ბიზნესის მხარდასაჭერად და ვარაუდობს, რომ საჭიროების შემთხვევაში გაძლებს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე.
24 აგვისტო 2026, 14:42
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი: ვულოცავ უკრაინასა და უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავს - ამ განსაკუთრებულ დღეს, უკრაინელ ხალხს ვუსურვებ მშვიდობას, სიმტკიცესა და ღირსეულ მომავალს
საქართველოს პრეზიდენტი უკრაინას დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავს ულოცავს.
24 აგვისტო 2026, 14:39
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციაზე: ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომ ღმერთმა არ ქნას, თეორიულად დაუჯერა ქართულმა საზოგადოებამ ჰერჩინსკის, აირჩია ეს პოლიტიკური აჯაფსანდალი ხელისუფლებაში და დაიწყეს მინისტრებისა და პრემიერ-მინისტრის განაწილება. ხომ წარმოგიდგენიათ რა პოლიტიკური ორომტრიალი დატრიალდება საქართველოში?!
ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომ ღმერთმა არ ქნას, თეორიულად დაუჯერა ქართულმა საზოგადოებამ ჰერჩინსკის, აირჩია ეს პოლიტიკური აჯაფსანდალი ხელისუფლებაში და დაიწყეს მინისტრებისა და პრემიერ-მინისტრის განაწილება. ხომ წარმოგიდგენიათ რა პოლიტიკური ორომტრიალი დატრიალდება საქართველოში , - განაცხადა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა ოპოზიციაში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას „ქრონიკასთან“.
24 აგვისტო 2026, 14:35
მსოფლიო
ალის ვაიდელი: ჩვენ შენგენის ზონიდან გავალთ, რათა ისეთმა ადამიანებმა, რომლებიც მაგალითად სეუტის გავლით ხვდებიან ევროპაში, ჩვენამდე არ ჩამოაღწიონ
„ევროს შემოღებამდე გერმანია გაცილებით უკეთესად იყო უზრუნველყოფილი. ვხედავთ მშრომელი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის გაღარიბებას. ჩვენ აღარ ვართ ქვეყანა ძლიერი ვალუტით. ევრო კი სუსტდება. ასევე ვხედავთ სამუშაო ადგილების შემცირებას. ჩვენ შენგენის ზონიდან გავალთ, რათა ისეთმა ადამიანებმა, რომლებიც მაგალითად სეუტის გავლით ხვდებიან ევროპაში, ჩვენამდე არ ჩამოაღწიონ. შენგენი მხოლოდ მაშინ მოქმედებს, თუკი გარე საზღვრები დაცულია“, - მიიჩნევს ვაიდელი.
24 აგვისტო 2026, 14:28
საზოგადოება
საზაფხულო ბანაკების ფარგლებში ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე ყვარელში ახალგაზრდებს შეხვდა
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით ახალგაზრდებთან კიდევ ერთი საინფორმაციო შეხვედრა გამართა. ყვარლის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს ამჯერად ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე შეხვდა.
24 აგვისტო 2026, 14:24
მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკი: პუტინს იმედი აქვს, რომ დავიღალეთ. ჩვენ ვიცით, რომ ის მოკვდავია
„პუტინს იმედი აქვს, რომ დავიღალეთ. ჩვენ ვიცით, რომ ის მოკვდავია. მას ჩვენი არასდროს ესმოდა. ახლა კი უკვე ვეღარც მოასწრებს ჩვენს გაგებას. თქვენ გსურდათ მთელი ჩვენი უკრაინის, მთელი ჩვენი მიწის წართმევა, სანაცვლოდ კი დაკარგეთ თქვენი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები, ფლოტი, თქვენი შემოსავლები და მთელი თაობა, რომელიც ხორცსაკეპ მანქანაში გაუშვით“, - განაცხადა ზელენსკიმ.
24 აგვისტო 2026, 14:15
საზოგადოება
მედიაწიგნიერების სწავლების მსურველი მასწავლებლებისთვის ვებინარი „როგორ ვასწავლოთ მედიაწიგნიერება?“ გაიმართა
კომუნიკაციების კომისიის ორგანიზებითა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან თანამშრომლობით, სკოლის მასწავლებლებისა და დირექტორებისთვის გაიმართა საინფორმაციო ვებინარი თემაზე - „როგორ ვასწავლოთ მედიაწიგნიერება?". ვებინარს მედიაწიგნიერების სწავლების მსურველი 450-მდე მასწავლებელი დაესწრო, რომლებმაც მედიაწიგნიერების სწავლების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.


