imedi /  06 სექტემბერი 2017, 10:52 / სანდო წყარო

აზიური ფაროსანას მიერ მიყენებული ზარალი შესაძლოა საერთაშორისო განგაშის საფუძველი გახდეს

აზიური ფაროსანა

აზიური ფაროსანა

აზიური ფაროსანას მიერ ქვეყნისთვის მიყენებული ზარალი შესაძლაო საერთაშორისო განგაშის საფუძველი გახდეს. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროში ევროპისა და ხმელთაშუა ზღვისპირეთის ქვეყნების მცენარეთა დაცვის მთავრობათაშორისი ორგანიზაციის (EPPO) გენერალურ დირექტორი და სოფლის მეურნეობის მინისტრი ერთმანეთს შეხვდნენ.

EPPO-მ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის საკითხში საქართველოს სრულ მხარდაჭერას ჰპირდება. სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და გენერალურმა დირექტორმა მარტინ ვორდმა კლიმატის გლობალური ცვლილებების პირობებში, მცენარეთა დაცვისა და მავნებლებთან ბრძოლის საკითხები განიხილეს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, განსაკუთრებული ყურადღება საქართველოში ახლად გავრცელებული მავნებელი მწერის - აზიური ფაროსანას საკითხზე გამახვილდა.

ლევან დავითაშვილის თქმით, მავნებლის მიერ საქართველოსთვის მიყენებული ზიანი, საერთაშორისო განგაშის საფუძველი უნდა გახდეს.

"მავნებელთან ეფექტიანი ბრძოლის მეთოდების შემუშავების მიზნით, განხორციელდეს მწერის შესწავლა და კვლევა, ვინაიდან, დღეს თუ საქართველოს აქვს პრობლემა, ხვალ შეიძლება ნებისმიერი სხვა ქვეყანა აღმოჩნდეს იმავე მდგომარეობაში", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მარტინ ვორდის თქმით, საქართველოს მსგავსად, ევროპისა და ხმელთაშუა ზღვისპირეთის ქვეყნების მცენარეთა დაცვის მთავრობათაშორისო ორგანიზაციისთვისაც აზიური ფაროსანა ახალი გამოწვევაა.

მისი თქმით, 2008 წელს აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებული პრობლემა შვეიცარიაშიც მწვავედ იდგა. მავნებლის გავრცელება საერთაშორისო პრობლემაა და მარტინ ვორდმა ქართული მხარის მიმართ ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის საკითხში სრული მხარდაჭერა გამოხატა.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ევროკავშირის მხარდაჭერითა და საქართველოს ჩართვით აზიური ფაროსანას კვლევა დაიწყება, რაც ექსპერტებს და მეცნიერებს მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანი მეთოდოლოგიის შემუშავებაში დაეხმარება. მუშაობა ასევე დაიწყება ევროკავშირში ახალი ბიოლოგიური აგენტის (მწერის) პოპულაციის კონტროლისთვის, რაც ევროკავშირის რეგულაციებთან შესაბამისობას შეუწობს ხელს.

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები ინტენსიურად მიმდინარეობს სამეგრელოს, გურიისა და იმერეთის რეგიონებში, სადაც სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალური ტექნიკა და სპეციალისტები არიან მობილიზებულნი.

ყველა სიახლე

შალვა პაპუაშვილი

31 აგვისტო 2026, 11:44

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ჩვენთვის და პირადად ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, რომ მამუკა მდინარაძემ პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ სრულად პატივს ვცემ ამას. ადამიანებს აქვთ უფლება საკუთარი პოლიტიკური, თუ სხვა სახის გზა თავად განსაზღვრონ

ჩვენთვის და პირადად ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, რომ მან ეს გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ მე სრულად პატივს ვცემ მის გადაწყვეტილებას, - განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მედიას.

31 აგვისტო 2026, 11:43

ეკონომიკა

საქსტატი: 2026 წლის ივლისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მშპ-ის ზრდამ 8.0% შეადგინა, ხოლო პირველი შვიდი თვის საშუალო მაჩვენებელი 7.9%-ით განისაზღვრა

წინასწარი შეფასებით, 2026 წლის ივლისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 8.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო პირველი შვიდი თვის საშუალო მაჩვენებელი 7.9 პროცენტით განისაზღვრა, - ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.

31 აგვისტო 2026, 11:41

საზოგადოება

სემეკის გადაწყვეტილებებით, 8 თვეში, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებზე 456 ათას ლარზე მეტი კომპენსაცია გაიცა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში დადგენილი მომსახურების სტანდარტების დარღვევის გამო, 8 თვეში კომუნალური მომსახურების კომპანიებმა მომხმარებელზე 456 890 ლარის ოდენობის კომპენსაცია გასცეს.

შალვა პაპუაშვილი

31 აგვისტო 2026, 11:33

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: მნიშვნელოვან საგანმანათლებლო რეფორმას ვახორციელებთ, ამ მასშტაბურ და საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო რეფორმას სჭირდება ყოველდღიური დაკვირვება, შესაბამისი ოპერატიული გადაწყვეტილებების მიღება. სწორედ ეს იყო, რაც გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, როდესაც გამონაკლისის სახით დაიშვა მეორადი ჩარიცხვები

ვინაიდან, ზოგადად, ვერაფერში იმარჯვებენ, ამიტომ ერთადერთი რაც რჩებათ, სხვის გადაწყვეტილებებზე პარაზიტირებაა და ამის საკუთარ გამარჯვებად გამოცხადება. არ ვიცი, ან რა შეჯიბრში იყვნენ, ან რა დაპირისპირებაში იყვნენ და რაში გაიმარჯვეს საერთოდ“, - ასე უპასუხა ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა რადიკალების განცხადებებს, რომ მეორადი ჩარიცხვების დაშვება მათი დამსახურებაა.

შალვა პაპუაშვილი

31 აგვისტო 2026, 11:32

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი დაურ ბუავას საქმეზე ოპოზიციის სპეკულაციაზე: ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ უკვე წლებია მათი მეთოდი არის მცდელობა, რომ სხვადასხვა ტრაგედიებზე პოლიტიკური პარაზიტების როლში გამოვიდნენ და შეეცადონ პოლიტიკურად აქციონ ყველაფერი

ვხედავთ, რომ ჩვენს საზოგადოებაში არის რამდენიმე ასეული ადამიანი, რომელიც მზად არის, რომ ქვეყანა დაანგრიოს, რომ აქ სისხლის ღვრა იყოს, სახელმწიფოს დამხობა იყოს და ისინი ამ ყველაფერზე წამსვლელი არიან, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დაურ ბუავას საქმეზე ოპოზიციის სპეკულაციაზე საუბრისას.

შალვა პაპუაშვილი

31 აგვისტო 2026, 11:30

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ერთადერთ დაპირისპირებას რასაც ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ, ეს არის ე.წ. ოპოზიციაში არსებული დაპირისპირება

არ ვიცი რა დაპირისპირებას გულისხმობთ. ერთადერთ დაპირისპირებას ყოველდღიურად ჩვენ ვხედავთ ე.წ. ოპოზიციაში, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვას - რა შეგიძლია გვითხრათ „ქართულ ოცნებაში“ შიდა დაპირისპირების საკითხზე?

შალვა პაპუაშვილი

31 აგვისტო 2026, 11:29

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: სავარაუდოდ, მოხდება რეგიონული განვითარების სამინისტროსა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანება

სავარაუდოდ, მოხდება რეგიონული განვითარების სამინისტროსა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანება, - განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მედიას.

შალვა პაპუაშვილი

31 აგვისტო 2026, 11:28

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: „გამჭვირვალობის კანონი“ იყო და არის დღემდე მტკივნეული მათთვის, ვისაც მავნე მიზნები აქვს გარედან საქართველოს მიმართ - კარგი ტესტი არის, ვისაც განსაკუთრებული რეაქცია აქვს „გამჭვირვალობის კანონზე“, ის ხელისუფლებებია, რომლებსაც საქართველოს მიმართ მავნე მიზნები აქვთ და ამით საკუთარ თავს ამხელენ

„გამჭვირვალობის კანონი“ იყო და არის დღემდე მტკივნეული მათთვის ვისაც მავნე მიზნები აქვს გარედან საქართველოს მიმართ. ამ კანონმა გამოაჩინა სინამდვილეში ვინ დგას ყველა მავნებლობის უკან. კარგი ტესტი არის, ვისაც განსაკუთრებული რეაქცია აქვს „გამჭვირვალობის კანონზე“ ეს ის ხელისუფლებებია, რომელსაც საქართველოს მიმართ აქვთ მავნე მიზნები და ამით საკუთარ თავს ამხელენ, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ლევან მაჭავარიანის პოსტს.

თორგერდურ კატრინ გუნარსდოთირი

31 აგვისტო 2026, 11:21

მსოფლიო

ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი: ისლანდიელმა ხალხმა თავისი სიტყვა თქვა, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები აღარ გაგრძელდება

ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი თორგერდურ კატრინ გუნარსდოთირი სოციალურ ქსელ X-ში ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ ქვეყანაში ჩატარებულ რეფერენდუმს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ისლანდიელმა ხალხმა თავისი სიტყვა თქვა, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები აღარ გაგრძელდება.

31 აგვისტო 2026, 11:01

სამართალი

საპატრულო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ყალბი დოკუმენტის გამოყენებით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით, უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.

31 აგვისტო 2026, 11:00

სამართალი

სამართალდამცველებმა თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვის, შეძენის მცდელობისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით თბილისში, სხვადასხვა დროს ორი პირი დააკავეს.

31 აგვისტო 2026, 11:00

სამართალი

სამართალდამცველებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს

სამართალდამცველებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს

31 აგვისტო 2026, 10:59

პოლიტიკა

სომხეთი საქართველოდან ელექტროენერგიის შესაძლო იმპორტის საკითხს განიხილავს

სომხეთი რამდენიმე ქვეყნიდან, მათ შორის აზერბაიჯანიდან, ელექტროენერგიის იმპორტის შესაძლებლობას განიხილავს. სომხური მედიის ცნობით. აღნიშნული განცხადება სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ბრიფინგზე გააკეთა.

31 აგვისტო 2026, 10:43

მსოფლიო

BBC: ნეპალში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 903-ს მიაღწია

ნეპალში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 903-მდე გაიზარდა, ხოლო დაკარგულად ითვლება 4 200-ზე მეტი ადამიანი. ინფორმაციას BBC-ი ნეპალის ეროვნული კატასტროფების მართვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

31 აგვისტო 2026, 10:32

რეგიონი

კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდას საავტომობილო გზის 7.8 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდას საავტომობილო გზის 7.8 კმ-იანი (კმ51-კმ58) მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

31 აგვისტო 2026, 10:24

რეგიონი

სურსათის ეროვნული სააგენტო ბათუმში ამერიკული თეთრი პეპლის გავრცელების კერებში ღონისძიებებს ატარებს

სურსათის ეროვნული სააგენტო ბათუმში ამერიკული თეთრი პეპლის გავრცელების კერებში ღონისძიებებს ატარებს

31 აგვისტო 2026, 10:21

მსოფლიო

ირანში აცხადებენ, რომ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზას დრონებით თავს დაესხნენ

ირანის არმიამ გამთენიისას დრონებით შეუტია არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მდებარე ალ-მინჰადის ავიაბაზას. ინფორმაციას Reuters-ი ირანის სახელმწიფო ტელევიზიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

31 აგვისტო 2026, 10:13

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: აგენტურულო ოპოზიციურო პარტიებო, მდიდარო NGO-ებო და ულტრამემარცხენე, ფსევდოლიბერალო აქტივისტებო, თქვენ ხართ საქართველოს მტრები! - თქვენივე მხარდამჭერების დიდი ნაწილიც კი აცნობიერებს, რომ მშვიდობისა და სტაბილურობის ერთადერთი გარანტი „ქართული ოცნებაა“, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით

საქართველოს შესახებ ყველა გადაწყვეტილებას ვიღებთ საქართველოშივე! აგენტურულო ოპოზიციურო პარტიებო, მდიდარო NGO-ებო და ულტრამემარცხენე, ფსევდოლიბერალო აქტივისტებო, თქვენ ხართ საქართველოს მტრები! უკვე იმდენად ღია და დაუფარავია ქვეყნის არევასთან დაკავშირებული თქვენი ქმედებები, რომ თქვენივე მხარდამჭერების დიდი ნაწილიც კი აცნობიერებს, რომ საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის ერთადერთი გარანტი ქართული ოცნებაა, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით.

დონალდ ტრამპი

31 აგვისტო 2026, 10:08

მსოფლიო

ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა ირანის ხარკის კუნძული გაანადგურა, თუმცა, მტკიცებულებად ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ვიდეო დაურთო

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ამერიკელმა სამხედროებმა ირანის ხარკის კუნძული ნანგრევებად აქციეს.

თეა ახვლედიანი

31 აგვისტო 2026, 10:06

საზოგადოება

სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებითა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება იმართება

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება თბილისში გახსნა, რომელიც სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებითა და მხარდაჭერით, დედაქალაქთან ერთად საქართველოს ოთხ რეგიონში იმართება. ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.