ირაკლი ღარიბაშვილი: ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ჯამურად 2023 წელს იქნება 24.3 მლრდ ლარი, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ სრულყოფილად ვუპასუხოთ ქვეყნის ძირითად გამოწვევებს
ირაკლი ღარიბაშვილი
ფოტო: საქართველოს მთავრობა
მომდევნო წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით, მინდა, რომ ჩვენს მოსახლეობას, ხალხს ინფორმაცია მივაწოდო. მინდა, მანამდე მოკლე შეფასება გავაკეთო და შევახსენო ჩვენს ხალხს და ჩვენს თავს, თუ სად ვიყავით მანამდე, ორი წლის წინ, დაახლოებით, როცა პანდემია მძვინვარებდა ჩვენს ქვეყანაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს ეკონომიკაზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა პანდემიამ, რა დროსაც ეკონომიკა შემცირდა 6.8%-ით და გაიზარდა მთავრობის ვალი.
„მომდევნო წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით, მინდა, რომ ჩვენს მოსახლეობას, ხალხს ინფორმაცია მივაწოდო. მინდა, მანამდე, მოკლე შეფასება გავაკეთო და შევახსენო ჩვენს ხალხს და ჩვენს თავს, თუ სად ვიყავით მანამდე, ორი წლის წინ, დაახლოებით, როცა პანდემია მძვინვარებდა ჩვენს ქვეყანაში. მოგეხსენებათ, რომ მაშინ საქართველოს ეკონომიკაზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა პანდემიამ, ეკონომიკა შემცირდა 6.8%-ით და ამან გამოიწვია, რა თქმა უნდა, ეკონომიკური ვარდნა, ჩვენი შემოსავლების შემცირება, გაღარიბება, უმუშევრობის ზრდა და ა.შ. ამავდროულად გახსოვთ, რომ მაშინდელმა მთავრობამ აიღო საკმაოდ დიდი ვალი, მთავრობის ვალი გაიზარდა და შეადგინა მშპ-ის 60%-ზე მეტი, ანუ 60%-ს გადააჭარბა მშპ-თან მიმართებით მთავრობის ვალმა, ხოლო ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი, მაშინ იყო 9.3 %. ეკონომიკური რეცესია გახსოვთ, რომ გაგრძელდა შარშან პირველ კვარტალშიც და რეალური ეკონომიკა 4.1 %-ით შემცირდა. თუმცა, ვიცით, რომ ჩვენ მიერ გადადგმულმა ძალიან ეფექტიანმა, გონივრულმა ნაბიჯებმა ძალიან სწრაფად გამოიწვია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გამოცოცხლება, აღდგენა და ძალიან ძლიერი ორნიშნა ეკონომიკური ზრდა მივიღეთ შარშან. შეგახსენებთ, 2021 წელს ეკონომიკის რეალურმა ზრდამ შეადგინა 10.4%, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ არა მხოლოდ შევძელით 2020 წელს მიღებული დანაკარგის სრული აღდგენა, არამედ, 2019 წელთან შედარებით, ეკონომიკის დონის 2.9 %-ით გაზრდაც შევძელით. შარშან, გახსოვთ, რომ ჩვენ მნიშვნელოვანი ფისკალური კონსოლიდაციაც მოვახერხეთ, კერძოდ, ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი შემცირდა მშპ-ის 6.1%-მდე, მთავრობის ვალის მაჩვენებელი ჩამოსცდა მშპ-ის 50%-იან ნიშნულს, 10%-იანი კლება, შემცირება იყო მთავრობის ვალის,“ - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, მაღალმა ეკონომიკურმა ზრდამ მთავრობას ბიუჯეტის გაზრდის საშუალება მისცა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მსოფლიოში არსებული რეცესიის ფონზე საქართველოს უპრეცედენტოდ მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი აქვს.
„მინდა ვუთხრა ჩვენს ხალხს, რომ წელს ჩვენ, მოგეხსენებათ, ბიუჯეტი საკმაოდ კონსერვატიულად დავგეგმეთ. ბიუჯეტში ჩადებული იყო 6%-იანი ეკონომიკური ზრდა, 2022 წლის ბიუჯეტში და ნომინალურ გამოხატულებაში მთლიანი შიდა პროდუქტის პროგნოზი იყო დაახლოებით 65 მილიარდ ლარამდე, 64,8 მილიარდი ლარი. გახსოვთ, რომ ასევე მაღალი იყო ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებელი და მშპ-ის 4,4%-ს შეადგენდა. თამამად და ამაყად ვიტყოდი, რომ წელს, ჩვენ მიერ გადადგმული გონივრული ნაბიჯების შედეგად, მაღალი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, უპრეცედენტოდ მაღალი ეკონომიკური ზრდა, მით უმეტეს, იმ ფონზე, რაც ევროპაში და მსოფლიოში ხდება, რეცესიაა და ამის თაობაზე მოგვიანებით მოგახსენებთ, იმიტომ, რომ ჩვენმა ხალხმა იცოდეს კარგად, თუ რა ვითარებაა, როგორი კონტრასტული ვითარებაა ზოგადად ჩვენს ქვეყანაში, დანარჩენ ევროპაში და კონტინენტზე. ეკონომიკური ზრდა, რაც დღეს დილით გამოქვეყნდა სტატისტიკის სამსახურის მიერ, აგვისტოში გვქონდა 10,5%, რამაც 8 თვის განმავლობაში 10,3% შეადგინა. 8 თვეში ორნიშნა ეკონომიკური მაჩვენებელი გვაქვს. ამან საშუალება მოგვცა, რომ წელს არსებული ბიუჯეტი გაგვეზარდა. მოგეხსენებათ, რომ ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელმა შეადგინა 8,5%, ხოლო ნომინალური მშპ-ის პროგნოზი შეადგენს 72 მილიარდ ლარს. ეს არის შედარებით კონსერვატიული პროგნოზი. ჩვენ ვფიქრობთ, ვვარაუდობთ, რომ, შესაძლებელია, წელსაც ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვქონდეს, თუ ამ ტემპებს შევინარჩუნებთ. და ჩვენ ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, მაღალმა ეკონომიკურმა მაჩვენებელმა ბიუჯეტში მეტი შემოსავალი გააჩინა, რამაც მთავრობას ბევრი კარგი და ახალი წამოწყების დაფინანსების საშუალება მისცა.
„რა მოიტანა მაღალმა ეკონომიკურმა მაჩვენებელმა, ამის თაობაზე შეიძლება ძალიან ბევრი მოქალაქე კითხულობდეს. როგორც მოგახსენეთ, ამან მოიტანა ის, რომ მეტი შემოსავალი გაჩნდა ბიუჯეტში. ამ მეტი შემოსავლით ჩვენ შევძელით ძალიან ბევრი კარგი, ახალი წამოწყების, პროგრამების დაფინანსება. 700 მლნ ლარზე მეტით შევამცირეთ ვალის აღება. 700 მილიონით ვალის შემცირება არის რეალური, რაც ჩვენ შევძელით. ეს ერთი, და მეორე, მინდა ვთქვა, რომ ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი შევამცირეთ მშპ-ის 3,2%-მდე. მთავრობის ვალი კი, მშპ-ის 40%-მდე ჩამოვწიეთ. სულ რაღაც ორი წლის წინ 60%-მდე იყო მთავრობის ვალი მშპ-თან მიმართებით. დღეს 40%-მდე გვაქვს ჩამოწეული“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
პრემიერის თქმით, 2023 წლის ბიუჯეტიც კონსერვატიულადაა დაგეგმილი.
„რაც შეეხება 2023 წლის ბიუჯეტს, ამის თაობაზე მინდა ჩვენს საზოგადოებას ინფორმაცია მივაწოდო. მოკლედ გეტყვით, რომ გაისად, 2023-შიც, საკმაოდ კონსერვატიულად გვაქვს დაგეგმილი ბიუჯეტი. ამავე დროს, ჩვენ ვაგრძელებთ ფისკალურ კონსოლიდაციას. კერძოდ, რეალური ეკონომიკური ზრდა დაგეგმილია 5 %-ის ფარგლებში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, 5%-იანი ზრდის ფარგლებში, მშპ-ის პროგნოზი იქნება 80 მლრდ ლარი.
„ეს არის კონსერვატიული, ხაზგასმით მინდა ვთქვა, კონსერვატიული შეფასება და დაგეგმვა, 5%-იანი ზრდის ფარგლებში, ჩვენ მივიღებთ თითქმის 80 მლრდ ლარს, მშპ-ის პროგნოზი იქნება 80 მლრდ ლარი. აქვე მინდა გითხრათ, რომ ამ ვითარებაში, 1 სულ მოსახლეზე გადაანგარიშებული მთლიანი შიდა პროდუქტი თითქმის 7 500 აშშ დოლარს უტოლდება. მინდა, საზოგადოებას შევახსენო, თუ რა მოცულობა იყო და მშპ რამდენს შეადგენდა 2020 წელს, - მაშინ იყო 50 მლრდ ლარი მშპ და 2021-ში იყო 60 მლრდ. ანუ ჩვენ სულ რაღაც 2-3 წელიწადში 30 მლრდ ლარით გავზარდეთ მთლიანი შიდა პროდუქტი. ეს არის დაახლოებით 10 მლრდ დოლარით ზრდა მთლიანი ეკონომიკის. ეს არის რეალური სურათი და, ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით, მთლიანი მშპ გამოდის თითქმის 7 500 აშშ დოლარი, 4 800 აშშ დოლარი იყო მანამდე. ეს არის რეალურად ჩვენი და ჩვენი გუნდის მუშაობის შედეგი სულ რაღაც 2 წლის, არც კი, განმავლობაში,“- აღნიშნა პრემიერმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პოლიციელების, ჯარისკაცებისა და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს ხელფასები გაეზრდებათ 20 პროცენტით. მისივე თქმით, ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები განისაზღვრება 18,5 მილიარდი ლარით და ბიუჯეტის დეფიციტი შეადგენს მშპ-ის 2.8 %-ს. 2 წლის წინ იყო 9.3 % პროცენტი.
„რაც შეეხება სხვა მონაცემებს, მინდა ძალიან მოკლედ გითხრათ, რომ ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები განისაზღვრება 18,5 მილიარდი ლარით და ბიუჯეტის დეფიციტი შეადგენს მშპ-ის 2.8 %-ს, 2 წლის წინ იყო 9.3 % პროცენტი. 9.3% და 2.8% შევძელით 2 წელიწადში. გვაქვს 2 წელი, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა და მშპ გავზარდეთ 30 მილიარდი ლარით. ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ჯამურად 2023 წელს იქნება 24.3 მილიარდი ლარი, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ სრულყოფილად ვუპასუხოთ ქვეყნის ძირითად გამოწვევებს. კერძოდ, მინდა რამდენიმე ძირითადი პრიორიტეტი გამოვკვეთო. პირველი, დავიწყებ იმით, რომ თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და უსაფრთხოების სამსახურის დაფინანსება იზრდება 490 მილიონი ლარით - ეს ჯამურად. მათ შორის პოლიციელების, ჯარისკაცებისა და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს ხელფასები გაეზრდებათ 20 პროცენტით და ამ მიზნით გათვალისწინებული არის 290 მილიონი ლარი. აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენ იანვარში გავზარდეთ ყველა საჯარო მოხელისთვის ხელფასები 10 პროცენტით. 2023 წლის იანვარშიც ასევე გაიზრდება ყველა საჯარო მოხელისთვის 10 პროცენტით ხელფასები და ეს ზრდა გაგრძელდება მომდევნო წლებშიც. ჩვენ გამოვკვეთეთ პოლიციელები, ჯარისკაცები და უსაფრთხოების სამსახური, და მათი ხელფასები გაიზრდება 20 პროცენტით იანვრიდან, ყველა თანამშრომლისთვის,”- განაცხადა პრემიერმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პოლიციელებისა და ჯარისკაცებისთვის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებისთვის გათვალისწინებულია საცხოვრებელი ბინების მშენებლობაც.
„ამას გარდა, მინდა ვთქვა, რომ პოლიციელებისთვის, ჯარისკაცებისთვის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებისთვის გათვალისწინებული გვაქვს საცხოვრებელი ბინების მშენებლობაც. ჯარის ქალაქი სრულდება რამდენიმე თვეში და გავხსნით, და გადავცემთ 1000 -ზე მეტ ჯარისკაცს საცხოვრებელ ბინებს და ეს პროგრამა გაგრძელდება მომავალშიც. ახლა რამდენიმე კვირაში დავიწყებთ პოლიციელების ქალაქის მშენებლობას. 1000-ზე მეტი პოლიციელი მიიღებს საცხოვრებელ ბინებს და, რა თქმა უნდა, ეს იქნება გრძელვადიანი პროგრამა. ეს არ არის ერთჯერადი, ხაზგასმით მინდა ვთქვა, ეს არ არის ერთჯერადი პროგრამა. ასევე გათვალისწინებული გვაქვს ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის პოლიციის შენობების რემონტი, ბაზების მშენებლობა, რემონტი, გდდ-ს ბაზების, შეიარაღება, აღჭურვილობა, ახალი მანქანები და ა.შ.“, - აღნიშნა პრემიერმა.
პრემიერის თქმით, ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების დაფინანსება იზრდება 770 მლნ ლარით, 70 წლის და მეტი ასაკის პირთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში გახდება 440 ლარამდე, სხვაგან - 365 ლარი.
„რაც შეეხება სოციალურ მიმართულებას, ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების დაფინანსება იზრდება 770 მლნ ლარით. 70 წლის და მეტი ასაკის პირთა პენსია გახდება მაღალმთიან დასახლებებში 440 ლარამდე, თითქმის 440 ლარი იქნება, სხვაგან - 365 ლარი. 70 წლამდე პირთა პენსია გახდება თითქმის 300 ლარი, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში 70 წლამდე პირთა პენსია გახდება 355 ლარი. ასევე, გარდა პენსიისა, მინდა ვთქვა, რომ გათვალისწინებული გვაქვს მკვეთრად გამოხატულ შშმ პირთა სოციალური გასაცემლის ზრდა 65 ლარით, ასევე დანარჩენი კატეგორიის შშმ პირთა გასაცემელიც გაიზრდება. მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენ ბავშვთა დახმარება თითქმის გავასამმაგეთ უკვე - იყო 50 ლარი და ახლა არის 150. შარშან იყო 100 ლარი, შემდეგ კიდევ გავზარდეთ 150 ლარამდე და ესეც გაგრძელდება. ჩვენი სურვილია, იმის მიუხედავად, თუ როგორი ბიუჯეტი გვექნება 2023-ში და როგორი შემოსავლები, გვინდა, რომ კიდევ გავზარდოთ, და ამის თაობაზე მოგვიანებით მოგახსენებთ. დევნილთა სახლების მშენებლობას ვიწყებთ, მოგეხსენებათ. 7000 ბინაზე გათვლილი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა იწყება, ტენდერები ჩატარებულია და დასრულდება ძალიან მალე. ამისთვის 250 მლნ ლარია გამოყოფილი 2023 წელს,“- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, მუნიციპალიტეტების გაზრდილი შემოსავლების ფარგლებში, შესაძლებელი იქნება საბავშვო ბაღების თანამშრომელთა ხელფასების ზრდაც. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ყველა საჯარო მოხელის ხელფასი 10%-ით გაიზრდება.
„რაც შეეხება განათლებას, რომელიც არის ჩვენი მთავარი პრიორიტეტი - განათლებასა და მეცნიერებაზე ზრუნვა, საჯარო სკოლების მასწავლებელთა ხელფასები და დანამატები იზრდება, ასევე, მანდატურების ხელფასები გაიზრდება, საჯარო სკოლების ადმინისტრაციული პერსონალის ხელფასები გაიზრდება 10%-ით. ეს 10%-იანი ზრდა შეეხება ყველა საჯარო მოხელეს. ჩვენ ასევე გავზრდით პროფესიული სასწავლებლების პედაგოგთა საათობრივ ანაზღაურებას, ბატონო მიხეილ. ვიწყებთ 500-ზე მეტი საჯარო სკოლის რეაბილიტაციას და მშენებლობას. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ გავაკეთეთ გეგმა. 800 სკოლა არის ძალიან მძიმე, სავალალო მდგომარეობაში, ამისთვის ძალიან დიდი თანხებია გამოყოფილი, დაახლოებით, მილიარდ ლარამდე 3 წლის განმავლობაში, და ამ მიზნით 2023 წელს 300 მილიონი ლარი არის გათვალიწინებული ბიუჯეტში. 500 სკოლის რეაბილიტაცია დაიწყება იანვრიდან. მუნიციპალიტეტების გაზრდილი შემოსავლების ფარგლებში, შესაძლებელი იქნება საბავშვო ბაღების თანამშრომელთა ხელფასების ზრდაც. ესეც გათვალისწინებული გვაქვს ამ ბიუჯეტში“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ინფრასტრუქტურის მიმართულებით 2023 წელს დაახლოებით 6 მლრდ ლარზე მეტს დავხარჯავთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით მილიარდ 700 მილიონზე მეტი დაიხარჯება, ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობას მილიარდ 200 მილიონი მოხმარდება, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის 2 მილიარდ 100 მილიონი ლარია გამოყოფილი, ხოლო წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესებაზე 520 მილიონი ლარი დაიხარჯება.
„რაც შეეხება ეკონომიკის ზრდის ხელშეწყობას. გარდა იმისა, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი დანახარჯები სოციალური მიმართულებით, ხელფასების ზრდა და ა.შ., ჩვენ მოვახერხებთ ძალიან სოლიდური თანხების გამოყოფას ინფრასტრუქტურაზე და ეკონომიკის სტიმულირებაზე, წახალისებაზე. ინფრასტრუქტურას რაც შეეხება, 2023 წელს, დაახლოებით, 6 მილიარდ ლარზე მეტს დავხარჯავთ. ინფრასტრუქტურის განვითარებაზე დაიხარჯება 6 მილიარდი ლარი. აქ შედის საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, მილიარდ 700 მილიონზე მეტი მიემართება საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით. რაც შეეხება ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობას, მილიარდ 200 მილიონი დაიხარჯება ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობაზე. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის გათვალისწინებულია 2 მილიარდ 100 მილიონი ლარი, 2 მილიარდ ლარზე მეტი. წყალმომარაგება, წყალანირების სისტემის გაუმჯობესებაზე 520 მილიონი ლარი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეებისთვის. ჩვენი დაპირებაა, რომ 2025 წლისთვის, ორ წელიწადში სულ რაღაც, სამ წელიწადში მაქსიმუმ ყველა ქალაქს, მუნიციპალიტეტს უნდა ჰქონდეს 24 საათიანი წყალმომარაგება. ამ მიმართულებით ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
რეგიონების გაზიფიცირებისთვის გამოყოფილია 80 მლნ ლარი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი გეგმის მიხედვით, დაახლოებით 2 წელში უნდა დავასრულოთ გაზიფიცირება. დღეს თუ არის 90%-ზე მეტი გაზიფიცირებული, ეს პროცენტი კიდევ უფრო უნდა ავწიოთ და რაც არის ჩასმული ჩვენს გეგმებში უნდა შესრულდეს ძალიან მალე,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, 900 მლნ ლარამდე დაიხარჯება სოფლის მეურნეობასა და მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის
„სოფლის მეურნეობა და მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა - სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის გამოიყოფა 590 მლნ ლარი, ამაში შედის მელიორაციაც, აგროკრედიტებიც, აგროდაზღვევა, „დანეგრე მომავალი“ და უამრავი სხვა, მათ შორის საწარმოების დაფინანსების პროგრამები და ა.შ. მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, პროგრამას - „აწარმოე საქართველოში“ გამოვუყოფთ 260 მლნ ლარს. ჯამურად, თითქმის 900 მლნ ლარი მიემართება ამ მიმართულებით, დაახლოებით 900 მლნ ლარამდე დაიხარჯება სოფლის მეურნეობასა და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის,“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, დაგეგმილია არა ერთი პროექტი კულტურისა და სპორტის ხელშეწყობის მიმართულებებით.
„ასევე გვაქვს გათვალისწინებული კულტურისა და სპორტის მიმართულებით - ვემზადებით, სტადიონებს ვაშენებთ, ევროპის ჩემპიონატი ჩატარდება 2023 წელს, ასევე ვამუშავებთ სხვა პროექტებს, რომლებზეც მოგვიანებით მოგახსენებთ, პარლამენტშიც მათ შორის,“- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
2023 წლის მაისის ბოლოდან ივნისში, ივლისსა და აგვისტოში მსოფლიო დონის ვარსკვლავების ჩამოყვანას ვგეგმავთ-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მსოფლიო დონის ვარსკვლავების კონცერტები გაიმართება თბილისში, ბათუმსა და „ბლექ სი არენა“-ზე.
„ასევე გეტყვით, რომ კულტურის ნაწილში ჩვენი მოქალაქეებისთვის, ახალგაზრდებისთვის ვგეგმავთ მსოფლიო ვარსკვლავების ჩამოყვანას. იგეგმება მაისის ბოლოდან ივნისი, ივლისი, აგვისტო მსოფლიო დონის ვარსკვლავების ჩამოყვანა, თბილისის სტადიონზე, ბათუმში, „ბლექ სი არენა“-ზე, ყველგან უნდა იყოს მსოფლიო დონის ვარსკვლავების კონცერტები. ამ პროგრამაზეც ვმუშაობთ და ამის თაობაზე მოგვიანებით საზოგადოება მიიღებს ინფორმაციას“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მთავრობა 10 ახალი საკურორტო ქალაქის და დაბების სრულ რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციაზე მუშაობს.
„ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას ვგეგმავთ. ვმუშაობთ 10 ახალი საკურორტო ქალაქის და დაბების სრულ რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციაზე ვმუშაობთ ამჟამად, მაგრამ ამის თაობაზე მინდა, რომ მოგვიანებით ვუთხრა საზოგადოებას და მივაწოდო ინფორმაცია“,- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ევროპაში არსებული კრიზისის და რეცესიის ფონზე საქართველომ არა თუ მშვიდობა, სტაბილურობა და უსაფრთხოება შეინარჩუნა, არამედ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას მიაღწია და ამას კარგი გააზრება სჭირდება.
„მე ვფიქრობ, ძალიან კარგი მონაცემები გვაქვს. მით უმეტეს იმ ფონზე, როცა, კარგად მოგეხსენებათ, რომ ევროპის კონტინენტზე, უკრაინაში საშინელი, დამანგრეველი ომი მიმდინარეობს. რუსეთის აგრესია და ომი არ წყდება, არ ჩერდება. ამას ემატება ენერგოკრიზისი, ფასების კრიზისი, ინფლაცია. ზოგიერთ ევროპულ სახელმწიფოში 25%-ს გადასცდა ინფლაცია. 22-23-25 % არის ინფლაცია, ეკონომიკურ რეცესიას ელის ყველა ევროპული სახელმწიფო. მე მქონდა საუბარი გაეროს ფარგლებში ძალიან ბევრ ჩვენს ევროპელ კოლეგასთან, მათი მოლოდინი ძალიან პესიმისტურია, ფიქრობენ, რომ ევროპის ეკონომიკა მნიშვნელოვნად შემცირდება და ამას ემატება ის კრიზისები, რომელიც მე ჩამოვთვალე. ახლა საუბარი მიდის არა ეკონომიკის გაზრდაზე და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე, არამედ იმაზე, თუ როგორ გაათბონ საკუთარი მოქალაქეები. არ ვაჭარბებ, ეს არის მათი პირდაპირი საზრუნავი, ზოგიერთი ევროპული სახელმწიფოების მთავრობების საზრუნავი იმიტომ, რომ რუსეთის გაზი შეწყდა, ევროპას აღარ მიეწოდება რუსული გაზი, ევროპაც ეტაპობრივად უარს ამბობს რუსულ გაზზე და რუსეთმაც თავად შეუწყვიტა ევროპას გაზი. ამ ეტაპისთვის ეს მოცემულობა გვაქვს. ამიტომ, გვაქვს ძალიან რთული ვითარება ევროპაში. რატომ მოვყევი ეს?! იმიტომ, რომ ამას კარგი გააზრება სჭირდება. ასეთი ვითარების, ასეთი რადიკალური სიტუაციის ფონზე, რაც ხდება ევროპაში, უკრაინაში, მოვახერხეთ ის, რომ არა თუ მშვიდობა, სტაბილურობა და უსაფრთხოება შევინარჩუნეთ ჩვენი მოქალაქეებისთვის, არამედ უზრუნველვყავით ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. დამატებით ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნა, 60 000 ახალი სამუშაო ადგილი შექმნა ბიზნესმა, 20 000 ზე მეტი სამუშაო ადგილი შევქმენით ჩვენ, საზოგადოებრივ სამუშაოებს ვგულისხმობ, დავასაქმეთ სოციალურად დაუცველები. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს მოფრთხილება სჭირდება, ქვეყნის შიგნით მაქსიმალური კონსოლიდაცია გვჭირდება, სიმშვიდე, ნაკლები ემოციები, სტაბილურობის შენარჩუნება და მაღალი ეკონომიკური ზრდა, განვითარება და კეთილდღეობა ჩვენს ხალხს. მადლობა ღმერთს, ჩვენ ეს მოვახერხეთ, ამას სჭირდება შენარჩუნება და მშვიდად უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის მსახურება“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ყველა სიახლე
18 ივლისი 2026, 00:11
მსოფლიო
მექსიკაში 7.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
წყნარი ოკეანის ცუნამის გამაფრთხილებელი ცენტრი აცხადებს, რომ ეპიცენტრიდან 300 კილომეტრის რადიუსში ცუნამის ტალღებია მოსალოდნელი. ცენტრის ცნობით, გვატემალასა და მექსიკის სანაპიროებზე შესაძლებელია მოქცევის დონიდან ერთ მეტრამდე სიმაღლის ცუნამის ტალღები.
17 ივლისი 2026, 22:00
საზოგადოება
სპეციალისტების გაფრთხილება მოსახლეობას - სეზონზე ტკიპების აქტივობა პიკს აღწევს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და ინფექციონისტების განმარტებით, შესაბამისად მავნებლისგან ინფიცირების რისკი იზრდება.
17 ივლისი 2026, 21:45
სამართალი
ნაფიც მსაჯულთა მიერ ერთხმად გამოტანილი გამამტყუნებელი ვერდიქტის საფუძველზე, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
რუსთავის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სრულად გაიზიარა პრკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული ერთხმად ცნო დამნაშავედ, - საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
17 ივლისი 2026, 21:36
პოლიტიკა
ზაალ მიქელაძე: „ერთად ვიაროთ მეტად უსაფრთხო, აყვავებული და მშვიდობიანი მომავლისკენ“ - ტრამპის უმთავრესი გზავნილია საქართველოს ხელისუფალის მიმართ. დიახ, ის არ ყოფს კანონიერად არჩეულ მთავრობას და ხალხს ერთმანეთისგან
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზაალ მიქელაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წერილს ირაკლი კობახიძის მიმართ. ტრამპმა კობახიძეს ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე იუბილის მილოცვისთვის მადლობა გადაუხადა.
17 ივლისი 2026, 21:28
საზოგადოება
ეროვნული სატყეო სააგენტო სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სანიტარიულ ღონისძიებებს ატარებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ეკოსისტემის დასაცავად, სატყეო სამსახური დაავადებული ხეების სანიტარიულ ჭრას აწარმოებს. პარალელურად, რეგიონში სპეციალური მწერ საჭერებიც დამონტაჟდა.
17 ივლისი 2026, 21:10
პოლიტიკა
როცა ქვეყანა აგვისტოს ომში დაღუპულებს გლოვობს, „თბილისი პრაიდის“ წევრები ბელგიაში, ლგბტ ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად მიემგზავრებიან. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ოპოზიციის აქტივისტების ეს ნაბიჯი მმართველი გუნდისთვის და ოპოზიციის ნაწილისთვის მათ რეალურ ღირებულებებზე მეტყველებს. ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა კი „ქრონიკის“ კითხვებს არ პასუხობს.
17 ივლისი 2026, 21:06
საზოგადოება
75 მილიონი ლარი დაუსრულებელი შენობისთვის - რიყეზე შენობის დემონტაჟის გადაწყვეტილება და ოპოზიციის სპეკულაცია. „ქრონიკის“ სიუჟეტი
უფუნქციო შენობა ხელისუფლებისთვის და არქიტექტურული ნიმუში „ნაციონალური მოძრაობისთვის“. რიყეზე სააკაშვილის მმართველობის დროს აშენებული კონსტრუქციის დემონტაჟის ნებართვა გაცემულია. ოპოზიცია კი მის დაცვას აანონსებს
17 ივლისი 2026, 21:00
კულტურა
თინათინ რუხაძემ და ვარლამ ლიპარტელიანმა ახალგაზრდა თაობის კულტურულ პროექტებში აქტიური ჩართვის საკითხებზე შეხვედრაზე ისაუბრეს
კულტურის მინისტრმა, თინათინ რუხაძემ და საქართველოს პარლამენტის წევრმა, „ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ვარლამ ლიპარტელიანმა ახალგაზრდა თაობის კულტურულ პროექტებში აქტიური ჩართვის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გამართეს.
17 ივლისი 2026, 20:54
სამართალი
შეურაცხყოფა, გინება და წყევლა დასჯადია - სიძულვილის ენის გავრცელებასთან ბრძოლა და სასამართლო პროცესები. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდება. სასამართლო პროცესები ყოველდღიურად იმართება. სიტყვიერი შენიშვნა, ფინანსური სანქცია ან ადმინისტრაციული პატიმრობა - კანონდარღვევის შემთხვევაში მოქალაქეებს ეს სასჯელი ელით.
17 ივლისი 2026, 20:50
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი შანხაიში, ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო კონფერენციაში მონაწილეობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
როგორ უნდა უზრუნველყოს ადამიანმა საკუთარი უსაფრთხოება და შეინარჩუნოს მმართველობა ხელოვნური ინტელექტის სწრაფად განვითარების პირობებში - ეს კითხვები ჩინეთის ლიდერმა ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო კონფერენციაზე დასვა.
17 ივლისი 2026, 20:47
პოლიტიკა
ოპოზიციის ღირებულებები და ომის ფინანსური სარგებლით გამართლება - ნიკა გვარამიას აღიარება და ხელისუფლების მწვავე შეფასება. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
მმართველი გუნდი ნიკა გვარამიას ადამიანების სიცოცხლით ვაჭრობის მცდელობაში ადანაშაულებს. განცხადებას, სადაც მან უკრაინისთვის მოსალოდნელ დიდ ფინანსურ დახმარებასა და ამ კონტექსტში საქართველოზე ისაუბრა, ხელისუფლებაში „აღიარებითი წამოცდენა“ უწოდეს.
17 ივლისი 2026, 20:34
პოლიტიკა
ევრობიუროკრატიის აბსურდი და გეოგრაფიის გაკვეთილი პრემიერისგან - ვინ და როგორ ცდილობს საქართველოს საკვანძო როლის დაკნინებას. „ქრონიკის“ სიუჟეტი
გეოგრაფიის უგულებელყოფა და არასერიოზულობის ახალი მწვერვალი — საქართველოს ხელისუფლება ევროპელი პოლიტიკოსებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ბოლოდროინდელ განცხადებებს აფასებს.
17 ივლისი 2026, 20:29
პოლიტიკა
გეგმა უცხოელი მხარდამჭერებითა და უცხოური ფულით - ბოჭორიშვილის გზავნილები აშშ-ში და შეფასებები თბილისში. „ქრონიკის“ სიუჟეტი
გეგმა უცხოელი მხარდამჭერებითა და უცხოური ფულით - საქართველო ხელისუფლებისთვის გარედან მართული პოლიტიკური ტერორის თვალსაჩინო მაგალითია.
17 ივლისი 2026, 20:28
პოლიტიკა
ორმხირივი ინტერესები და ახალი ინიციატივები - საქართველოსა და თურქმენეთის ლიდერები თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სერდარ ბერდიმუჰამედოვმა საქართველო მთავარ ეკონომიკურ პარტნიორად დაასახელა და დაადასტურა დაინტერესება სხვადასხვა მიმართულებით პარტნიორობის გაღრმავებისთვის.
17 ივლისი 2026, 20:16
პოლიტიკა
რადიკალიზმის ლეგიტიმაციის მცდელობა საერთაშორისო ინსტიტუტების ჩართულობით - საქართველოს პირველი დიპლომატის გზავნილები ვაშინგტონიდან და „პოლიტიკური ტერორიზმის” საფრთხე. „ქრონიკის“ სიუჟეტი
პოლიტიკური ტერორიზმი და ტრანსნაციონალური დაფინანსების სქემა - ვაშინგტონში ორგანიზებულ სამიტზე სახელმწიფო მდივანმა პრობლემა გლობალურ გამოწვევად დასახა და 60-მდე ქვეყნის წარმომადგენლებს ერთობლივი მუშაობისკენ მოუწოდა.
17 ივლისი 2026, 20:01
რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ რეგიონში ტურისტულ სეზონზე არსებული ვითარება და დაგეგმილი ღონისძიებები განიხილა
შეხვედრაზე იმსჯელეს სატრანსპორტო ნაკადებისა და პარკირების მართვის საკითხებზეც. მოსახლეობისა და ტურისტების რაოდენობის ზრდის ფონზე, მნიშვნელოვან ამოცანად დასახელდა მასობრივი ღონისძიებების გამართვის პროცესში ქალაქში წესრიგის შენარჩუნებისთვის თანამდევი ღონისძიებების გატარება. ყურადღება გამახვილდა ასევე რეგიონში სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგების პროცედურებსა და სეზონის მანძილზე მათი ხელმისაწვდომობის გაზრდაზე.
17 ივლისი 2026, 19:52
პოლიტიკა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია თბილისში, სასტუმრო „საქართველოში“ მდებარე ფართთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საქართველოს მთავრობის შესაბამისი გადაწყვეტილების ზედაპირულად გაცნობაც საკმარისი იყო იმის გასააზრებლად, რომ ფართობის გასხვისება სრულიად ფორმალურად განხორციელდა. სასტუმრო „საქართველოს“ სრული პრივატიზაცია მრავალი წლის წინ განხორციელდა, რის შემდეგაც მისი მფლობელი რამდენჯერმე შეიცვალა. ბოლო შემთხვევაში, სასტუმრო „საქართველოს“ გასხვისებისას დადგინდა, რომ იყო ფაქტობრივი უზუსტობა სახელმწიფოს მიერ წლების წინ შედგენილ აზომვით ნახაზში დაფიქსირებულ ფართობსა და სასტუმრო „საქართველოს“ რეალურ ფართობს შორის. აღნიშნული ცდომილების აღმოსაფხვრელად და სამართლიანობის პრინციპის დასაცავად, ცდომილების შესაბამისი ფართი - 3,237 კვადრატული მეტრი სიმბოლურ ფასად სრულიად ფორმალურად გადაეცა სასტუმროს მფლობელს, იმგვარად, რომ მას ქონების მოცულობა რეალურად არ გაზრდია.
17 ივლისი 2026, 19:16
პოლიტიკა
პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
საქართველოს პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტთან შექმნილი სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის მეორე შეხვედრა გაიმართა.
17 ივლისი 2026, 19:12
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: საქართველო-აშშ-ს შორის ურთიერთობების გასაფუჭებლად ბაიდენის ადმინისტრაციამ ყველაფერი გააკეთა. ჩვენს გუნდს ყველაფერი გაკეთებული აქვს იმისთვის, რომ აშშ-თან რეალური პარტნიორობა დაიწყოს
საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი დონალდ ტრამპის მიერ ირაკლი კობახიძისთვის გამოგზავნილ სამადლობელო წერილს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
17 ივლისი 2026, 18:46
პოლიტიკა
გიორგი გამსახურდია საგარეოს ყოფილ თანამშრომელზე: სხვებთან ერთად ჩაბუდებული იყო სამინისტროში, უწყების გამწმენდ მინისტრ ბოჭორიშვილს, უმაღლესი ტრიბუნის ქვეყნის სასიკეთოდ გამოყენებას და სიმართლის გაჟღერებას უწუნებს - ასეთი მინისტრი მაგ უწყებაში ნამდვილად არ მახსოვს და ესეც არის ნაც-აკაცუკების აგრესიის მიზეზი
ეს დედალი აკაცუკი, რომელიც სხვებთან ერთად ჩაბუდებული იყო ცვლილებებამდე საგარეო საქმეთა სამინისტროში, უწყების ამგვარი ბიომასებისგან გამწმენდ მინისტრ ბოჭორიშვილს, ქვეყნის სასიკეთოდ, უმაღლესი ტრიბუნის გამოყენებას და ამ ტრიბუნიდან სიმართლის გაჟღერებას უწუნებს, - წერს გიორგი გამსახურდია და საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლის, მარიამ მაისაიას პოსტს აქვეყნებს, რომელშიც უწყების ხელმძღვანელის, მაკა ბოჭორიშვილის აშშ-ში გამოსვლაა გაკრიტიკებული.


