www.imedi.ge /  13 ოქტომბერი 2022, 09:54 / სანდო წყარო

მიხეილ დუნდუა - სავალუტო ფონდი ხედავს, რომ ქვეყანა სწორი გზით ვითარდება, ამ პროცესს შეიძლება ხელი შეეშალოს, თუ ჩვენ არჩეულ კურსს გადავუხვევთ

მიხეილ დუნდუა

მიხეილ დუნდუა

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გამოაქვეყნა მსოფლიო ეკონომიკური ზრდის მორიგი პროგნოზი, მათ შორის 193 სახელმწიფოსი და საქართველო ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის რამდენიმე სახეობის გრძელვადიანი გაუმჯობესების მიხედვით, მოწინავე პოზიციებზე გავიდა. მსოფლიოში მეორე ადგილზე და აღმოსავლეთ ნახევარსფეროში - ევრაზია, აფრიკა, ავსტრალია და ოკეანეთი - პირველ ადგილზე - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მიხეილ დუნდუას ინფორმაციით, ეს მიმართულებებია: ერთ სულ მოსახლეზე მშპ ამერიკულ დოლარში - 2021-2027 წლების ზრდის მაჩვენებელი; მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, დოლარში ეკონომიკის ზრდა ერთ სულ მოსახლეზე - 2022-2027 წლის ზრდის მაჩვენებელი; ერთ სულ მოსახლეზე რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპი - 2022 -2027 წლების მაჩვენებელი; აგრეთვე მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით მუდმივ ფასებში 2022-27 წლები ერთ სულ მოსახლეზე ზრდის მაჩვენებელი.
მისი თქმით, ეს იმის მაჩვენებელია, თუ როგორ ვითარდება ქვეყანა, როგორ უყურებს სავალუტო ფონდი ქვეყნის განვითარებას სამომავლოდ, გრძელვადიანი თვალსაზრისით 2027 წლის ჩათვლით.
„როდესაც შენ 192 ქვეყანას ჯობიხარ ამ მაჩვენებლით, ანუ ერთ სულ მოსახლეზე ეკონომიკური კეთილდღეობის დონის გაუმჯობესებით, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანა მიდის სწორი მიმართულებით და საინვესტიციო კლიმატისთვის, ინვესტორთა მოზიდვისთვის არის შესანიშნევი პერსპექტივა მათი ნდობისა და აქტიურობის გასაძლიერებლად.
პროგნოზი კეთდება იმ რეალურ პარამეტრებზე დაყრდნობით, რაც არის ქვეყანაში, რასაც ელოდება ყველაზე ძლიერი საერთაშორისო ინსტიტუტი პროგნოზირებისა და ეკონომიკური განვითარების ხედვის თვალსაზრისით.
ქვეყნები იყოფა რამდენიმე კატეგორიის მიხედვით - დაბალშემოსავლიანი, საშუალოშემოსავლიანი და მაღალშემოსავლიანი ქვეყნები. მაღალშემოსავლიან ქვეყნებს გზა ხსნილი აქვთ და სხვა განვითარება, სხვა პერსპექტივა და სხვა კეთილდღეობაა. ჩვენ ვართ ახლა მაღალი საშუალო შემოსავლის დონის ქვეყანა. უკვე რამდენიმე წელია გავხდით ასეთი სტატუსის ქვეყანა.
ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი ეროვნული შემოსავალი 13 200 დოლარზე მეტი როდესაც არის, უკვე მაღალშემოსავლიანი ქვეყანა ხდები. 10 500 დოლარი მთლიანი შიდა პროდუქტი იმ ზრდის ტემპით, რა ზრდის ტემპიც აქვს ახლა საშუალოდ აღებული საქართველოს, რაც პროგნოზი აქვს სავალუტო ფონდს 2022-27 წლების, რომ გაგრძელდეს მომდევნო წლებში, თავისუფლად შეიძლება ვთქვათ, რომ 2030 წელს შესაძლოა ეკონომიკამ ერთ სულზე 15 000 დოლარს გადააჭარბოს, ეს კი რეალურ პერსპექტივას ქმნის იმისას, რომ საქართველო გახდეს 2030 წლისთვის მაღალშემოსავლიანი ქვეყანა“ - განაცხადა მიხეილ დუნდუამ.
მისივე თქმით, სავალუტო ფონდი ხედავს, რომ ქვეყანა სწორი გზით ვითარდება და ამ პროცესს შეიძლება ხელი შეეშალოს, თუ ჩვენ არჩეულ კურსს გადავუხვევთ.
ჩვენ სამეზობლოში არც ერთი არ არის მაღალშემოსავლიანი ქვეყანა. შავი ზღვისპირეთში მხოლოდ რუმინეთია. 15 წელია ბულგარეთი ევროკავშირის წევრია და მაღალშემოსავლიანი ქვეყანა მაინც ვერ გახდა. თურქეთი არ არის მაღალშემოსავლიანი სტატუსის მქონე ქვეყანა და 2030 წელს, თუ ჩვენ მივაღწევთ ამ შედეგს, რა თქმა უნდა, ის ქვეყნებიც მიაღწევენ, ისინიც ხომ განვითარდებიან, მაგრამ ჩვენ კარგი ტემპი გვაქვს. ეს ნიშნავს, რომ საქართველოში კეთილდღეობის დონე არსებითად უნდა იყოს გაუმჯობესებული ამ წლისათვის. კიდევ რატომ არის მნიშვნელოვანი, ამას საფუძველი ჩაეყარა წელს, შარშან, მნიშვნელოვანი, მშვიდობაზე, ეკონომიკაზე ორიენტირებული სწორი პოლიტიკით, რომელიც მთავრობამ განახორციელა და ახორციელებს. ამ სწორმა გეზმა მიიყვანა დარწმუნებამდე ეს საერთაშორისო ინსტიტუტები, მაგრამ მას მაინც ქონდა სხვა წინაპირობა, არავის რომ არ ჯეროდა, ოპონენტებს 2014-2015 წწ, მაშინ, როდესაც იყო ასეთი პლათფორმა - 2030. ბიძინა ივანიშვილი იყო მისი ინიციატორი, მაშინ გაცხადდა, რომ 2030 წლისათვის საქართველო უნდა გახდეს მაღალშემოსავლიანი ქვეყანა და ამასთან დაკავშირებით, მთელი კონცეფციები შეიქმნა. ოპონენტები ამბობდნენ, რომ ეს არის წარმოუდგენელი, საქართველო როგორ შეიძლება მაღალშემოსვალიანი ქვეყანა გახდეს. ამ პროცესს შეიძლება ხელი შეუშალოს, თუ ჩვენ გადავუხვევთ იმ კურსს, რაც გვაქვს არჩეული. თუ იმ კურსს მივყვებით, რაც ქვეყანაში გვაქვს არჩეული, სავალუტო ფონდი ხედავს, რომ ქვეყანა სწორი გზით ვითარდება“ - განაცხადა მიხეილ დუნდუამ.

ყველა სიახლე

07 მარტი 2026, 11:08

მსოფლიო

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი: არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ქუვეითში განადგურებულია სარადარო სისტემები, საწვავის საცავები და ასაფრენ-დასაფრენი ზოლები

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, გასულ ღამეს მათ არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ქუვეითში ამერიკული სამხედრო ბაზები და ნაგებობები ახალი თაობის რაკეტებითა და დრონებით დაბომბეს.

გიორგი კალანდია
თინათინ რუხაძე

07 მარტი 2026, 11:01

კულტურა

კულტურის სამინისტროს ინიციატივით, ახლად დაფუძნებულ სსიპ - საქართველოს სასახლე-მუზეუმების გაერთიანებას ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია უხელმძღვანელებს

გაერთიანების შემადგენლობაში შედიან: საქართველოს ხელოვნების სასახლე - კულტურის ისტორიის მუზეუმი, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, დავით და გიორგი ერისთავების სასახლე-მუზეუმი და ზვიად გამსახურდიას სახელობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი.

07 მარტი 2026, 10:58

სამართალი

სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ბრალდებით დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, აჭარის რეგიონში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე - 1981 წელს დაბადებული ჰ.გ, 1998 წელს დაბადებული ბ.ქ. და 1995 წელს დაბადებული ბ.ს. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ბრალდებით დააკავეს.

ლევან მაჭავარიანი

07 მარტი 2026, 10:55

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: ნინო ლომჯარია „იმედს“ უჩივის! რაში დასჭირდა ლომჯარიას საელჩოდან გაპარვა? ასეთ რამეს როგორ იკადრებდა?!

ეჭვის რა საფუძველი არსებობს, რომ ოთხიდან სამი ინფორმაციის ასპროცენტიანი სიზუსტით დადასტურების პირობებში მხოლოდ ერთი შეიძლება იყოს ტყუილი? ან/და რაში დასჭირდა ლომჯარიას საელჩოდან გაპარვა? - წერს სოციალურ ქსელში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი, რითაც იგი ნინო ლომჯარიასთან დაკავშირებით „ქრონიკის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება.

ჯაბა ხუბუა

07 მარტი 2026, 10:46

ეკონომიკა

ხუბუა ევროკომისიის რეკომენდაციაზე, საზღვრის კვეთისას საქართველოს მოქალაქეები გაძლიერებულად შეამოწმონ: უმჯობესი იქნება, წევრი ქვეყნების საზღვრის კვეთისას თან ვიქონიოთ ფიშერისა და ლომჯარიას ერთობლივი ფოტო წარწერით: „მხოლოდ ჩემები"

საინტერესოა, „გაძლიერებული შემოწმება" რას ნიშნავს? ალბათ, მოგვთხოვენ საზეპიროებს ევროპარლამენტის რეზოლუციებიდან, - ასე ეხმიანება ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა, ევროკომისიის რეკომენდაციას, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საზღვრების კვეთისას საქართველოს მოქალაქეები გაძლიერებულად შეამოწმონ.

07 მარტი 2026, 10:39

სპორტი

ზამთრის მე-14 პარალიმპიური თამაშები ოფიციალურად გაიხსნა

ესენი არიან: თემურ დადიანი (პარაკროსქანთრი) და ლუკა ლომაია (პარასნოუბორდი). აღსანიშნავია, რომ თემურ დადიანი პირველი ქართველი პარაათლეტია, რომელმაც ზამთრის პარალიმპიადის ლიცენზია მოიპოვა.

07 მარტი 2026, 10:20

სამართალი

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის კიდევ ერთი ფაქტი აღკვეთეს - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობის ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს.

ალექსანდრე ნოვაკი

07 მარტი 2026, 10:20

მსოფლიო

რუსეთის ვიცე-პრემიერი: რუსეთი უახლოეს მომავალში თხევად გაზს ევროპას აღარ მიაწვდის

რუსეთი აღარ დაელოდება ევროკავშირის ახალ შეზღუდვებს ენერგეტიკის სფეროში და უახლოეს მომავალში თხევად ბუნებრივ აირს ევროპას აღარ მიაწვდის, - განუცხადა რუსეთის ვიცე-პრემიერმა, ალექსანდრე ნოვაკმა ჟურნალისტებს.

07 მარტი 2026, 10:19

სამართალი

იმერეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 4 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, სხვადასხვა დროს 4 პირი დააკავეს.

07 მარტი 2026, 10:18

სამართალი

გურიის პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის, ოზურგეთისა და ლანჩხუთის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით 3 პირი დააკავეს.

07 მარტი 2026, 10:17

რეგიონი

გორის მუნიციპალიტეტის დათევზიანებულ მდინარეებში ნაკადულის კალმახის პოპულაციის მონიტორინგი განხორციელდა

„წითელი ნუსხის“ სახეობის ნაკადულის კალმახის აღდგენის პროექტის ფარგლებში, ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა გორის მუნიციპალიტეტის მდინარეებში პოპულაციის მონიტორინგი განახორციელეს. კვლევის მიზანი დათევზიანების პროცესის შედეგების შეფასება და სახეობის გამრავლების დინამიკაზე დაკვირვება იყო.

07 მარტი 2026, 10:10

საზოგადოება

„განათლებისა და მეცნიერების შესახებ“ საქართველოს ახალი კანონის პროექტის შემუშავების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა

„განათლებისა და მეცნიერების შესახებ“ საქართველოს ახალი კანონპროექტის შემუშავების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ მიიღო.

07 მარტი 2026, 10:06

პოლიტიკა

ღია ეთერი - „ქართული ოცნების“ მიგრაციის პოლიტიკა და ეროვნული იდენტობის შენარჩუნებასთან დაკავშირებული გამოწვევები - დღეს 20:00 საათზე „იმედზე“ დებატები გაიმართება

ღია ეთერი - „ქართული ოცნების“ მიგრაციის პოლიტიკა და ეროვნული იდენტობის შენარჩუნებასთან დაკავშირებული გამოწვევები - დღეს 20:00 საათზე „იმედზე“ დებატები გაიმართება

ანდრეი ბაბიში

07 მარტი 2026, 09:51

მსოფლიო

ჩეხეთის პრემიერი ზელენსკის მუქარაზე ორბანის მიმართ: ეს სრულიად დაუშვებელია

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი, ანდრეი ბაბიში უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ უნგრეთის პრემიერის, ვიქტორ ორბანის მისამართით გაკეთებულ მუქარის შემცველ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ასეთი რამ დაუშვებელია.

07 მარტი 2026, 09:28

მსოფლიო

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, ირანში ომის დაწყებიდან დღემდე მათ 3 ათასზე მეტი სამიზნე გაანადგურეს

აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, ირანში ომის დაწყებიდან ერთ კვირაში მათ 3 ათასზე მეტი სამიზნე გაანადგურეს.

მასუდ პეზეშკიანი ვლადიმერ პუტინი

07 მარტი 2026, 09:01

მსოფლიო

ვლადიმერ პუტინმა და მასუდ პეზეშკიანმა სატელეფონო საუბარი გამართეს

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა და ირანის პრეზიდენტმა, მასუდ პეზეშკიანმა სატელეფონო საუბარი გამართეს. ინფორმაციას კრემლი ავრცელებს.

07 მარტი 2026, 08:44

მსოფლიო

მედია: აფეთქებების ხმა ისმის დუბაისა და ბაჰრეინში

რამდენიმე აფეთქების ხმა გაისმა არაბთა გაერთიანებული საამიროების ქალაქ დუბაისა და ბაჰრეინის დედაქალაქ მანამაში. ინფორმაციას The Times of Israel-ი ადგილობრივ ჟურნალისტზე დაყრდნობით ავრცელებს.

07 მარტი 2026, 08:09

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში

7-9 მარტს საქართველოს ზოგიერთ რაიონში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი.

სკოტ ბესენტი

07 მარტი 2026, 02:46

მსოფლიო

აშშ-ის ხაზინის მდივანი: ნავთობის დროებითი გლობალური დეფიციტის გამო, აშშ-მა შესაძლოა შეაჩეროს რუსულ ნავთობზე დაწესებული სანქციები

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომით გამოწვეული გლობალური დეფიციტის ფონზე, აშშ არ გამორიცხავს რუსულ ნავთობზე დაწესებული გარკვეული შეზღუდვების დროებით შეჩერებას. ინფორმაციას ამის შესახებ CNN Portugal-ი ავრცელებს.

კეროლაინ ლევიტი

07 მარტი 2026, 00:01

მსოფლიო

თეთრი სახლის სპიკერი: როდესაც პრეზიდენტი დაადგენს, რომ ირანი აღარ წარმოადგენს საფრთხეს და ოპერაციის მიზნები სრულად მიღწეულია, მაშინ ირანი უპირობო კაპიტულაციის მდგომარეობაში აღმოჩნდება

თეთრი სახლის პრესმდივნის, კეროლაინ ლევიტის განცხადებით, როდესაც დონალდ ტრამპი, როგორც აშშ-ის შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, დაადგენს, რომ ირანი აღარ წარმოადგენს საფრთხეს აშშ-ისთვის და ოპერაციის მიზნები სრულად არის მიღწეული, მაშინ ირანი, არსებითად, უპირობო კაპიტულაციის მდგომარეობაში აღმოჩნდება.