ხუბუა ევროკომისიის რეკომენდაციაზე, საზღვრის კვეთისას საქართველოს მოქალაქეები გაძლიერებულად შეამოწმონ: უმჯობესი იქნება, წევრი ქვეყნების საზღვრის კვეთისას თან ვიქონიოთ ფიშერისა და ლომჯარიას ერთობლივი ფოტო წარწერით: „მხოლოდ ჩემები"
ჯაბა ხუბუა
ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
საინტერესოა, „გაძლიერებული შემოწმება" რას ნიშნავს? ალბათ, მოგვთხოვენ საზეპიროებს ევროპარლამენტის რეზოლუციებიდან, - ასე ეხმიანება ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა, ევროკომისიის რეკომენდაციას, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საზღვრების კვეთისას საქართველოს მოქალაქეები გაძლიერებულად შეამოწმონ.
მისი თქმით, ალბათ, საქართველოს მოქალაქეებს საგანგებოდ შეუმოწმებენ ე.წ. გულის ჯიბეს, არის თუ არა იქ ურსულა ფონ დერ ლაიენისა და კაია კალასის ერთობლივი ფოტო.
“ევროკომისია ევროკავშირის წევრ ქვეყნებს რეკომენდაციას აძლევს, მათი საზღვრების კვეთისას საქართველოს მოქალაქეები გაძლიერებულად შეამოწმონ.
საინტერესოა, „გაძლიერებული შემოწმება" რას ნიშნავს?
ალბათ, მოგვთხოვენ საზეპიროებს ევროპარლამენტის რეზოლუციებიდან;
საგანგებოდ შეგვიმოწმებენ ე.წ. გულის ჯიბეს, გვიდევს თუ არა იქ ურსულა ფონ დერ ლაიენისა და კაია კალასის ერთობლივი ფოტო, უკანა მხარეს რამე თბილი წარწერით ან ორი, ერთმანეთზე გადაბმული წითელი გულის ემოჯით;
შეგვაერთებენ სიცრუის დეტექტორზე და დაგვისვამენ ორ საკვანძო კითხვას - გვჯერა თუ არა, რომ მაკრონის ცოლი კაცი არ არის? გვჯერა თუ არა, რომ მერცი პინოქიო არ არის?
პასუხების მიხედვით, მესაზღვრე გადაწყვეტს, ვართ თუ არა ევროკავშირის წევრ ქვეყანაში შეშვების ღირსი.
P.S. თავის დაზღვევის მიზნით, უმჯობესი იქნება, ევროკავშირის წევრი ქვეყნების, განსაკუთრებით კი გერმანიის, საზღვრის კვეთისას თან ვიქონიოთ პეტერ ფიშერისა და ნინო ლომჯარიას ერთობლივი ფოტო წარწერით: „მხოლოდ ჩემები".” - წერს ხუბუა X -ზე.
ყველა სიახლე
07 მარტი 2026, 12:15
საზოგადოება
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეს მასკატიდან თბილისის მიმართულებით სპეციალური რეისი განხორციელდება
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეს თბილისის მიმართულებით მასკატიდან სპეციალური რეისი განხორციელდება. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
07 მარტი 2026, 12:12
ეკონომიკა
თბილისის ტექნოპარკში, Startupbootcamp Georgia-ს აქსელერაციის პროგრამის პირველი ეტაპის დასკვნითი ღონისძიება - Idea Showcase გაიმართა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ადგილობრივი და რეგიონული სტარტაპების მხარდაჭერას განაგრძობს. თბილისის ტექნოპარკში, GITA -ს საგრანტო კონკურსის „ინოვაციური სტარტაპების აქსელერაციის პროგრამის” ერთ-ერთმა გამარჯვებულმა აქსელერატორმა Startupbootcamp-მა აქსელერაციის პროგრამის პირველი ეტაპის დასკვნით ღონისძიება Idea Showcase გამართა.
07 მარტი 2026, 11:58
მსოფლიო
NBC News: ტრამპი ირანში ამერიკული ჯარის გაგზავნის შესაძლებლობას განიხილავს
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი პირად საუბრებში ამბობს, რომ ის ირანში ამერიკული სამხედრო კონტინგენტის შეყვანით არის დაინტერესებული. ინფორმაციას NBC News-ი ავრცელებს.
07 მარტი 2026, 11:56
რეგიონი
ჯიღაურაში ხეხილის ინტენსიური ბაღების მოვლის თანამედროვე მეთოდებზე სამეცნიერო-პრაქტიკული სემინარი გაიმართა
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზაზე სამეცნიერო-პრაქტიკული სემინარი „თესლოვანი ხეხილის (ვაშლი, მსხალი) ინტენსიური ბაღების სხვლა-ფორმირების პროგრესული მეთოდები და ზრდის რეგულირების მიდგომები“ გაიმართა.
07 მარტი 2026, 11:55
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი ირანის თემაზე გაკეთებულ ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებზე: იგონებენ რაღაც აბსურდებს, მათთვის მნიშვნელობა არ აქვს, იქნება თუ არა სიმშვიდე ჩვენს ქვეყანაში - ერთადერთი მიზანია, რომ რაღაცნაირად მოვიდნენ ხელისუფლებაში
ფიქრობენ, რომ მშვიდობის პოლიტიკით, რა თქმა უნდა, ისინი ვერ მოვლენ ხელისუფლებაში და ერთადერთ ხსნას - თავისი გადმოსახედიდან, ხედავენ იმაში, რომ საქართველოში იყოს ომი, არეულობა, უბედურება, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა ქართველი ავტორების მიერ გამოქვეყნებული სტატიებისა და საჯაროდ გაკეთებული განცხადებების შეფასებისას, რომელთა ავტორები ცდილობენ, დაამტკიცონ, რომ საქართველოში ირანული გავლენები მზარდია.
07 მარტი 2026, 11:36
მსოფლიო
ანტონიუ გუტერეში ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტზე: სიტუაცია, შეიძლება, კონტროლს აღარ დაექვემდებაროს. დროა შეწყდეს საბრძოლო მოქმედებები და მხარეები სერიოზულ დიპლომატიურ მოლაპარაკებებზე გადავიდნენ
გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიუ გუტერეში ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ომი უნდა დასრულდეს, რადგან არსებობს საფრთხე, რომ სიტუაცია კონტროლს აღარ დაექვემდებაროს.
07 მარტი 2026, 11:25
პოლიტიკა
ვოლსკი ირანის თემაზე გაკეთებულ ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებზე: რა კატეგორიის ხალხთან გვაქვს საქმე - რამდენად მძიმეა იმის გათვითცნობიერება, რომ მთელი ამ დეზინფორმაციული სტრატეგიის სათავეში ქართული გვარების მქონე ადამიანები არიან
სიცრუის გარდა, კიდევ უნდა გავითვალისწინოთ ერთი რამ - ეს არის მანიფესტაცია იმისა, თუ ვისთან გვაქვს საქმე. რა კატეგორიის ხალხთან გვაქვს ჩვენ საქმე, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ქართველი ავტორების მიერ გამოქვეყნებული სტატიების შეფასებისას, რომლითაც ავტორები ცდილობენ, დაამტკიცონ, რომ საქართველოში ირანული გავლენები მზარდია.
07 მარტი 2026, 11:15
სამართალი
სუს-ი: არაერთი ინფორმაცია გახმოვანდა საქართველოში სხვა ქვეყნების მხრიდან კადრების რეკრუტირების შესახებ, იყო დადანაშაულება ტერორიზმის მიმართულებით. დაწყებულია გამოძიება, განცხადებების ავტორებს დაესმებათ კითხვები ყველა მიმართულებით
ბოლო დღეების განმავლობაში გავრცელებული ინფორმაციისა და გაკეთებული განცხადებების შესახებ „ქრონიკის“ კითხვის საპასუხოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ „ბოლო დღეების განმავლობაში სხვადასხვა პირის მიერ, საჯაროდ, არაერთი ინფორმაცია გახმოვანდა საქართველოში სხვა ქვეყნების მხრიდან კადრების რეკრუტირების შესახებ და მათ შორის, იყო დადანაშაულება თუ მინიშნებები ტერორიზმის მიმართულებით“.
07 მარტი 2026, 11:08
მსოფლიო
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი: არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ქუვეითში განადგურებულია სარადარო სისტემები, საწვავის საცავები და ასაფრენ-დასაფრენი ზოლები
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, გასულ ღამეს მათ არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ქუვეითში ამერიკული სამხედრო ბაზები და ნაგებობები ახალი თაობის რაკეტებითა და დრონებით დაბომბეს.
07 მარტი 2026, 11:01
კულტურა
კულტურის სამინისტროს ინიციატივით, ახლად დაფუძნებულ სსიპ - საქართველოს სასახლე-მუზეუმების გაერთიანებას ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია უხელმძღვანელებს
გაერთიანების შემადგენლობაში შედიან: საქართველოს ხელოვნების სასახლე - კულტურის ისტორიის მუზეუმი, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, დავით და გიორგი ერისთავების სასახლე-მუზეუმი და ზვიად გამსახურდიას სახელობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი.
07 მარტი 2026, 10:58
სამართალი
სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ბრალდებით დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, აჭარის რეგიონში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე - 1981 წელს დაბადებული ჰ.გ, 1998 წელს დაბადებული ბ.ქ. და 1995 წელს დაბადებული ბ.ს. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ბრალდებით დააკავეს.
07 მარტი 2026, 10:55
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: ნინო ლომჯარია „იმედს“ უჩივის! რაში დასჭირდა ლომჯარიას საელჩოდან გაპარვა? ასეთ რამეს როგორ იკადრებდა?!
ეჭვის რა საფუძველი არსებობს, რომ ოთხიდან სამი ინფორმაციის ასპროცენტიანი სიზუსტით დადასტურების პირობებში მხოლოდ ერთი შეიძლება იყოს ტყუილი? ან/და რაში დასჭირდა ლომჯარიას საელჩოდან გაპარვა? - წერს სოციალურ ქსელში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი, რითაც იგი ნინო ლომჯარიასთან დაკავშირებით „ქრონიკის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება.
07 მარტი 2026, 10:39
სპორტი
ზამთრის მე-14 პარალიმპიური თამაშები ოფიციალურად გაიხსნა
ესენი არიან: თემურ დადიანი (პარაკროსქანთრი) და ლუკა ლომაია (პარასნოუბორდი). აღსანიშნავია, რომ თემურ დადიანი პირველი ქართველი პარაათლეტია, რომელმაც ზამთრის პარალიმპიადის ლიცენზია მოიპოვა.
07 მარტი 2026, 10:20
სამართალი
სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის კიდევ ერთი ფაქტი აღკვეთეს - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობის ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს.
07 მარტი 2026, 10:20
მსოფლიო
რუსეთის ვიცე-პრემიერი: რუსეთი უახლოეს მომავალში თხევად გაზს ევროპას აღარ მიაწვდის
რუსეთი აღარ დაელოდება ევროკავშირის ახალ შეზღუდვებს ენერგეტიკის სფეროში და უახლოეს მომავალში თხევად ბუნებრივ აირს ევროპას აღარ მიაწვდის, - განუცხადა რუსეთის ვიცე-პრემიერმა, ალექსანდრე ნოვაკმა ჟურნალისტებს.
07 მარტი 2026, 10:19
სამართალი
იმერეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 4 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, სხვადასხვა დროს 4 პირი დააკავეს.
07 მარტი 2026, 10:18
სამართალი
გურიის პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 3 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის, ოზურგეთისა და ლანჩხუთის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით 3 პირი დააკავეს.
07 მარტი 2026, 10:17
რეგიონი
გორის მუნიციპალიტეტის დათევზიანებულ მდინარეებში ნაკადულის კალმახის პოპულაციის მონიტორინგი განხორციელდა
„წითელი ნუსხის“ სახეობის ნაკადულის კალმახის აღდგენის პროექტის ფარგლებში, ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა გორის მუნიციპალიტეტის მდინარეებში პოპულაციის მონიტორინგი განახორციელეს. კვლევის მიზანი დათევზიანების პროცესის შედეგების შეფასება და სახეობის გამრავლების დინამიკაზე დაკვირვება იყო.
07 მარტი 2026, 10:10
საზოგადოება
„განათლებისა და მეცნიერების შესახებ“ საქართველოს ახალი კანონის პროექტის შემუშავების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა
„განათლებისა და მეცნიერების შესახებ“ საქართველოს ახალი კანონპროექტის შემუშავების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ მიიღო.


