23 ნოემბერი 2022, 09:38 / სანდო წყარო

ლევან დავითაშვილი: ქართველების ყველაზე ძლიერი მხარე სტუმარ-მასპინძლობაა და ITB Berlin-ის გამოფენის მსვლელობისას, ჩვენ მთავარ აქცენტს სწორედ სტუმარ-მასპინძლობაზე გავაკეთებთ

ქართველების ყველაზე ძლიერი მხარე არის სტუმარ-მასპინძლობა და სწორედ ესაა მთავარი თემა და აქცენტი, რაც ITB Berlin - ის გამოფენის მსვლელობისას გვექნება წარმოჩენილი, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრისას, რომლის დროსაც წარმოდგენილი იყო საქართველოს კონცეფცია, როგორც ITB Berlin 2023 გამოფენის მასპინძელი ქვეყნის და ქვეყნის ტურიზმის ახალი ვიდეორგოლის პრეზენტაცია.

ვიცე-პრემიერის განცხადებით, საქართველოსთვის უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობაა იყოს ITB Berlin 2023-ის მასპინძელი ქვეყანა.

„ყველას ნათლად გვესმის, რომ გლობალურ ასპარეზზე წარმოჩენასთან ერთად აღნიშნული მისცემს ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიას შემდგომი განვითარების ღირებულ შესაძლებლობას. ჩვენ გვინდა, რომ მაქსიმალურად გამოვიყენოთ შესაძლებლობა, რასაც ITB Berlin - ი გვაძლევს,“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მან მოუწოდა საქართველოს ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს თანამშრომლობისთვის, რათა საქართველო წარმოჩინდეს საუკეთესოდ და ჩვენი ქვეყნის მასპინძლობა მსოფლიოს ყველაზე მსხვილ ტურისტულ გამოფენაზე იქცეს დასამახსოვრებელ მოვლენად საერთაშორისო მასშტაბით.

„დარწმუნებული ვარ, რომ ღონისძიება ხელს შეუწყობს ჩვენი მდიდარი კულტურის, ბუნებისა და ტურისტული პოტენციალის უფრო მეტად გაზიარებას და ამავდროულად ხელს შეუწყობს მრავალი საინტერესო თანამშრომლობის გაღრმავებას. მჯერა, კიდევ ერთხელ ვაჩვენებთ მთელს მსოფლიოს ჩვენს სტუმართმასპინძლობას. სწორედ ამ კონცეფციით მომზადდა ახალი ვიდეორგოლი სახელწოდებით - სტუმარი. ამ ვიდეო- რგოლს რა თქმა უნდა, ITB Berlin-პლატფორმაზეც გამოვიყენებთ და დარწმუნებული ვარ, ჩვენ, ყველა ერთად ბევრი სტუმრის მასპინძლები ვიქნებით ჩვენს უნიკალურ ქვეყანაში,“ - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს ITB Berlin -ის გამოფენაზე საქართველოს მონაწილეობის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა.

მისი თქმით, მსოფლიოს უმსხვილეს ტურისტულ გამოფენაზე მასპინძელი ქვეყნის სტატუსი საქართველოს მისცემს პირდაპირ წვდომას მსოფლიოს უმსხვილეს ბაიერებთან და მიზნებრივ ბაზრებთან, 37 მლნ ევროს ღირებულების მედია დაფარვას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია საქართველოს ამით მიეცემა შესაძლებლობა საკუთარი ტურისტული პოტენციალი და ტურისტული პროდუქტები გააცნოს გამოფენის 200-ათასიან აუდიტორიას, მათ შორის 100 ათას ბიზნეს-ვიზიტორს და გამოფენის მრავალ მილიონიან სატელევიზიო მაყურებელს.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, გამოფენის მსვლელობისას საქართველოს ექნება მთავარ პავილიონში 705 კვ.მ. ფართობის სტენდი, რაც ქვეყანას უპრეცედენტოდ დიდი ოდენობით ტურიტული კომპანიის წარდგენის შესაძლებლობას მისცემს. მან მოუწოდა სექტორს თანამშრომლობისთვის, რათა საქართველოს ტურისტული პოტენციალი მაქსიმალურად იყოს წარმოჩენილი და ქვეყანამ სრულად მიიღოს ის სარგებელი, რასაც ITB Berlin - ის მასპინძელი ქვეყნის სტატუსი იძლევა.
პრეზენტაციის შემდეგ, საქართველოში სტუმარ-მასპინძლობის შესახებ ახალი საიმიჯო ვიდეო რგოლის ჩვენება გაიმართა.

ყველა სიახლე

26 აგვისტო 2026, 22:35

მსოფლიო

El Pais: ნეპალისა და ჩინეთის საზღვარზე წყალდიდობასა და მეწყერს, სულ მცირე, 160 ადამიანი ემსხვერპლა - დაკარგულად მიიჩნევა 900-მდე პირი

ნეპალისა და ჩინეთის სასაზღვრო ზონაში, გირონგის მთიან დერეფანში, მძლავრ წყალდიდობასა და მეწყერს, სულ მცირე, 160 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ ესპანური გამოცემა El Pais-ი ავრცელებს.

ვლადიმირ პუტინი

26 აგვისტო 2026, 22:27

მსოფლიო

Bloomberg: სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის ფონზე რუსეთი უკრაინაზე, მათ შორის კიევზე, ბალისტიკური რაკეტებით შეტევების გაძლიერებას გეგმავს

სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის ფონზე რუსეთი უკრაინაზე, მათ შორის კიევზე, ბალისტიკური რაკეტებით შეტევების გაძლიერებას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

26 აგვისტო 2026, 22:06

მსოფლიო

Reuters: შვეიცარიელი ამომრჩევლები მომავალ თვეს რეფერენდუმზე გადაწყვეტენ, დაამტკიცონ თუ არა ნეიტრალიტეტის უფრო მკაცრი ფორმა, რომელიც ქვეყანას ეკონომიკური სანქციების დაწესებასა და ნატოსთან თანამშრომლობას აუკრძალავს

შვეიცარიელი ამომრჩევლები მომავალ თვეს რეფერენდუმზე გადაწყვეტენ, დაამტკიცონ თუ არა ნეიტრალიტეტის უფრო მკაცრი ფორმა, რომელიც ქვეყანას ეკონომიკური სანქციების დაწესებასა და ნატოსთან თანამშრომლობას აუკრძალავს, - წერს საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი.

დავით ქართველიშვილი

26 აგვისტო 2026, 21:04

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: CIA-ს ხელმძღვანელის მოსკოვში ჩასვლის ფაქტი, ერთ რამეს ნიშნავს - გლობალური თამაშის წესები სწორედ ახლა იწერება

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, აშშ-ის სამხედრო-სატრანსპორტო Boeing C-17A-ის მოსკოვში ჩაფრენასა და CIA-ს დირექტორის, ჯონ რეტკლიფის ვიზიტს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

ვლადიმირ პუტინი

26 აგვისტო 2026, 21:03

მსოფლიო

POLITICO: უნგრეთმა რუსეთი საფრთხედ გამოაცხადა

უნგრეთის მთავრობამ ოფიციალურად დაგმო რუსეთის სამხედრო აგრესია და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერა გამოუცხადა. ამის შესახებ ნათქვამია სამშაბათს გამოქვეყნებულ პოლიტიკის სახელმძღვანელო მითითებებში.

ლევან მახაშვილი

26 აგვისტო 2026, 20:59

პოლიტიკა

მახაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ვიდეოზე: დღეს არის რუსეთზე პოლიტიკური შტურმის საერთაშორისო დაკვეთა და ზუსტად ამ პოლიტიკურ ტალღაზე არიან, მიუხედავად იმისა, რომ ეს საქართველოს ინტერესებისთვის საწინააღმდეგოა

დღეს არის რუსეთზე პოლიტიკური შტურმის საერთაშორისო დაკვეთა და ზუსტად ამ პოლიტიკურ ტალღაზე არიან, მიუხედავად იმისა, რომ ეს საქართველოს ინტერესებისთვის საწინააღმდეგოა, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა. დეპუტატი, სააკაშვილისა და მისი პარტიის წევრების რიტორიკას გარედან მიღებულ დავალებას უკავშირებს

26 აგვისტო 2026, 20:44

საზოგადოება

ქართული თხილი ევროპულ ბაზრებზე - ევროკავშირში 131 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია გაიყიდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ქართული თხილი ევროპულ ბაზრებზე - 188 მილიონი დოლარის ექსპორტი და 58%-იანი ნახტომი წინა წელთან შედარებით. ათიათასობით ფერმერის ფინანსურმა მხარდაჭერამ და 260 000 ჰექტარზე ფაროსანასთან ეფექტიანმა ბრძოლამ, კონკრეტული ეკონომიკური შედეგი გამოიღო. ევროკავშირში 131 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია გაიყიდა.

ტიმ კარი

26 აგვისტო 2026, 20:36

ტაბლოიდი

80 წლის ასაკში ბრიტანელი მსახიობი და მომღერალი ტიმ კარი გარდაიცვალა

80 წლის ასაკში გარდაიცვალა ბრიტანელი მსახიობი და მომღერალი ტიმ კარი, რომელიც მაყურებელმა განსაკუთრებით გაიცნო ფილმებში „ის“ და „მარტო სახლში 2“. ინფორმაციას გამოცემა TMZ ავრცელებს.

26 აგვისტო 2026, 20:36

ეკონომიკა

საქართველოს ენერგეტიკის სექტორის დაფინანსება გასული წლის ივლისთან შედარებით 40%-ით გაიზარდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოს ენერგეტიკის სექტორის დაფინანსება გასული წლის ივლისთან შედარებით 40%-ით გაიზარდა. ეკონომიკისა და ტურიზმის ზრდის ფონზე, ელექტროენერგიაზე მოთხოვნის მატება ხელისუფლებას აიძულებს, ათწლიანი სამოქმედო გეგმით იმუშაოს, რომლის მთავარი მიზანი, 2036 წლისთვის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მიღწევაა.

26 აგვისტო 2026, 20:32

საზოგადოება

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის გამო, დედაქალაქის მერია მოძრაობის დროებით გეგმას აამოქმედებს - დეტალური საგზაო რუკა მძღოლებისთვის და კახა კალაძის განმარტებები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

დედაქალაქის მთავარ გამზირზე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, გადაადგილების ახალი წესები ამოქმედდება. პირველი სექტემბრიდან რუსთაველის გამზირის მიმდებარედ, საავტომობილო მოძრაობის დროებითი სქემა იმუშავებს, რაც რიგ ქუჩებზე მოძრაობის მიმართულების შეცვლასა და ორმხრივ რეჟიმს ითვალისწინებს.

26 აგვისტო 2026, 20:24

პოლიტიკა

გამჭოლი სივრცე მგზავრებისთვის, გაგრილების ახალი სისტემა და კამერები მეტი უსაფრთხოებისთვის - თბილისის მეტროპოლიტენის ახალი ვაგონები მალე თბილისში ჩამოვა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

თბილისის მერია მეტროპოლიტენის მოდერნიზაციის ახალ ეტაპს იწყებს, რაც საექსპლუატაციო ვადის ამოწურვის გამო, ვაგონების სრულ ჩანაცვლებას ითვალისწინებს. ეტაპობრივი გეგმის მიზანი, მგზავრთა გამტარუნარიანობის გაზრდა და მგზავრობის უსაფრთხოების გაუმჯობესებაა.

26 აგვისტო 2026, 20:20

პოლიტიკა

ურთიერთბრალდებების ახალი ტალღა - რა ხდება ოპოზიციურ ფლანგზე? „ქრონიკის“ სიუჟეტი

რღვევა ოპოზიციურ გაერთიანებაში - პატიმარი ექსპრეზიდენტის ყოფილი მოკავშირეები მიხეილ სააკაშვილს უსინდისობასა და ტყუილში ღიად ადანაშაულებენ. პოლიტიკური ლიდერების ურთიერთკრიტიკა და სოციალურ ქსელებში გაჩაღებული ომი ოპოზიციურ ფლანგზე არსებულ ქაოსს კიდევ უფრო ააშკარავებს.

26 აგვისტო 2026, 20:18

ეკონომიკა

მაღალი მოგების ილუზია და დაკარგული დანაზოგები - მოქალაქეები თაღლითების სამიზნეში და ეროვნული ბანკის გაფრთხილება მოსახლეობისადმი. „ქრონიკის“ სიუჟეტი

კრიპტო-თაღლითობის ახალი სქემა და ათასობით მოტყუებული მომხმარებელი - სოციალურ ქსელებში გავრცელებულმა ფინანსურმა პირამიდებმა, მასშტაბური სახე მიიღო. ეროვნული ბანკი საგანგებო გაფრთხილებას ავრცელებს, შინაგან საქმეთა სამინისტრო კი, სისხლის სამართლის გამოძიებას იწყებს.

26 აგვისტო 2026, 20:13

პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ რადიკალურად შეცვლილი რიტორიკა - 2010 წლის არქივი ლარსის საზღვრიდან და უმრავლესობის მწვავე შეფასებები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ციფრები პოლიტიკური სპეკულაციების წინააღმდეგ - ოფიციალური უწყებები ოპოზიციის მიერ გავრცელებულ მორიგ სპეკულაციას ლარსის საზღვარსა და მოქალაქეობის მინიჭებაზე, მანიპულაციას უწოდებენ. სტატისტიკა ადასტურებს, რომ მედიაში გავრცელებული ცნობები რუსეთის მოქალაქეების ნაკადის შესახებ, მანიპულაციურია.

26 აგვისტო 2026, 19:42

რეგიონი

ე.წ. „ოცნების ქალაქში“ ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს

ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ზურაბ პატარაძესთან ერთად, ე.წ. „ოცნების ქალაქში“ ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა.

დონალდ ტრამპი

26 აგვისტო 2026, 19:20

მსოფლიო

ტრამპი: ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოსკოვში ვიზიტს შესაძლოა გარკვეული შედეგი მოჰყვეს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, შეერთებული შტატები უკრაინაში ომის დასასრულებლად „ძალიან აქტიურად მუშაობს“, ხოლო ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორის, ჯონ რეტკლიფის მოსკოვში ვიზიტს „შესაძლოა გარკვეული შედეგი მოჰყვეს“.

26 აგვისტო 2026, 19:08

მსოფლიო

ირანული მედიის ცნობით, მომავალ კვირას ყირგიზეთში მასუდ პეზეშკიანისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა იგეგმება

ირანის ნახევრად ოფიციალური სააგენტო Mehr-ის ცნობით, მომავალ კვირას ყირგიზეთში ირანის პრეზიდენტ მასუდ პეზეშკიანისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შეხვედრა იგეგმება.

დონალდ ტრამპი

26 აგვისტო 2026, 19:01

მსოფლიო

CNN: ტრამპს ეჭვი შეაქვს ირანელების მიერ რეჟიმის შეცვლის შესაძლებლობაში

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ეჭვი შეიტანა იმაში, შეძლებენ თუ არა ირანელი მომიტინგეები რეჟიმის შეცვლას. მისი თქმით, პროტესტის გამოხატვა რთულია, როდესაც „გყავს ხალხი, ვინც მზადაა ესროლოს და მოკლას პროტესტის მონაწილეები“.

26 აგვისტო 2026, 18:23

მსოფლიო

Reuters: ნეპალში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა

ნეპალში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობისა და მეწყრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

26 აგვისტო 2026, 18:19

სამართალი

ქუთაისის აეროპორტის მებაჟე ოფიცრებმა, არადეკლარირებული ოქროს ზოდებისა და მონეტების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,ქუთაისის აეროპორტი“ მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს ზოდებისა და მონეტების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს, - ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.