imedi /  13 სექტემბერი 2017, 13:41 / სანდო წყარო

პრემიერი: ჩვენი მიზანია მალე მივიღოთ საინვესტიციო რეიტინგი 3B

გიორგი კვირიკაშვილი

პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა Moody's-ის მიხედვით საქართველოს რეიტინგის გაუმჯობესებას ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სიახლე უწოდა. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომაზე ილაპარაკა.

პრემიერის თქმით, მთავრობის მიზანია რაც შეიძლება მალე მიიღოს საქართველომ საინვესტიციო რეიტინგი - 3B, რაც სუვერენული და კერძო სექტორისგან კრედიტების მოზიდვასა და მათ სიიაფეს შეუწყობს ხელს.

"მინდა, სიტყვასიტყვით გავიმეორო, რომ რეიტინგის გაუმჯობესების მიზეზად, 2014-2016 წლებში რეგიონში განვითარებული გამოწვევების - შოკის წარმატებულად დაძლევა სახელდება. ასევე, Moody’s-ის შეფასებით, ამ პერიოდში, საქართველოს საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 3.4% შეადგინა მაშინ, როცა რეგიონის ბევრი ქვეყნის ეკონომიკა რეცესიაში, ან რეცესიის პირას იყო. მისასალმებელია, რომ კომპანია ხაზს უსვამს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისა და ინსტიტუტების სიძლიერეს - ქვეყნის ეკონომიკაში არსებულ დადებით დინამიკას, პოზიტიურ მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს, მდგრად ფისკალურ პოლიტიკას და განხორციელებულ სტრუქტურულ რეფორმებს, რომლებიც საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Moody's-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი Ba3-დან Ba2 -მდე გააუმჯობესა . Moody's-ის შეფასებით, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოს საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 3,4% შეადგინა, რაც რეგიონში სხვა ქვეყნების ეკონომიკურ მაჩვენებელს აღემატება.

სარეიტინგო კომპანიამ ქვეყნის სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ბოლოს 2010 წელს გააუმჯობესა.

კომენტარები ()