imedi /  13 სექტემბერი 2017, 16:51 / სანდო წყარო

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4587 ლარი გახდა

ეროვნულმა ბანკმა დღეს გამართული ვაჭრობით ლარის ახალი გაცვლითი კურსები დაადგინა. 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4587 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4589 ლარი იყო. დოლარის ცვლილება ეროვნული ვალუტის მიმართ 0.0002 ლარია.

1 ევროს ღირებულება 2.9443 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა  2.9359 ლარი იყო. ევროს ცვლილება 0.0084 ლარია.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ხვალიდან, 14 სექტემბრიდან შევა ძალაში.

კომენტარები ()