imedi /  13 სექტემბერი 2017, 20:35 / სანდო წყარო

შემოსავლების სამსახურში თურქეთის ელჩი დაიბარეს

სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე, თურქეთის მხრიდან შექმნილი შეფერხებების გამო, თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი შემოსავლების სამსახურში დაიბარეს.

სარფის საბაჟოზე ვიზიტორების რიცხვმა იმატა, ამას ემატება თურქეთის მხარეს მიმდინარე სარემონტო სამუშაო, რაც მოქალაქეებს სერიოზულ დისკომფორტს უქმნის. საქართველოს მხრიდან კი ვიზიტორების გადაადგილება თავისუფალია. 

კომენტარები ()